Jump to content
Planeta.Ge

ლევან ბერძენიშვილის საეჭვო განცხადება – “აბა მე და ვახოს ვინ გვეჩხუბება?”


Recommended Posts

იმ მიზეზით, რომ სახელისუფლებო პარტია ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ ველოსიპედის რეკლამით შემოიფარგლება და ამავე დროს ახალი ოპოზიციური ალიანსი ყოველ დღე საინტერესო და დამაფიქრებელ განცხადებებს აკეთებს, იძულებული ვარ ისევ საინტერესო თემატიკაზე ვისაუბრო, რამეთუ ბათუმში პირველი პირის ველოსიპედით სეირნობაში, პოლიტიკური გზავნილი არ შეიმჩნევა.

 

ლევან ბერძენიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ალბათ, მთელი ელექტორატის 80%-ს წავიღებთ, დარჩენილ 20%-ს, ალბათ, სხვები გადაინაწილებენ.

ბატონ ლევანის ამ განცხადებას თუ პოლიტიკური ანალიზის კუთხით შევხედავთ, “ნაციონალურ მოძრაბოასთან” ფარული შეთანხმების სურნელი ასდის. მინიმუმ ასეთი ეჭვი გაუჩნდება პოლიტოლოგს, მაქსიმუმ კი ჩვეულებრივი ამომრჩევლისათვის ღია მესიჯის ფორმატია.

პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო ის რომ, ბატონ ლევან ბერძენიშვილის განცხადება არაკორექტულია სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, საუბარია იმ პარტიებზე რომლებთანაც “რესპუბლიკური პარტია” ამ ბოლო პერიოდში თანამშრომლობდა.

ასეთი განცხადება ერთ ანეგდოტს მაგონებს:

– “აბა მე ვინ მეჩხუბება?”

გამოვიდა ერთი აყლაყუდა – “მე გეჩხუბები”

– “რა გქვია ბიჭო შენ?”

– “ვახო.”

– “აბა მე და ვახოს ვინ გვეჩხუბება?”

 

სპეკულაციების დონეზე თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელებს ირაკლი ალასანია ჰყავთ გათვალისწინებული რეჟიმის რეინკრანაციისათვის შერჩეულ კანდიდატად, რაზედაც ალასანიას გაეროდან წამოწვლის შემდეგ, გაუგებარი სწრაფი პიარი და ოპოზიცურ სპექტრისთვის მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა მოწმობს. იმ პერიოდში, არაფრისმთქმელი სახელისუფლებო პოლიტიკოსისგან, ერთ დღეში ოპოზიციის ლიდერი ხდება, მაგრამ როგოც სჩანს გათვლებმა არ გაამართლა და ალასანიას სწრაფი ზრდის იმედი ჩაფლავდა, რაც ადგილობრივ არჩევნებშიც ნათლად გამოჩნდა. რის შემდეგაც ოკეანსგაღმა სხვა ამვლელი გზების ძიება დაიწყეს. ამ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული ის, რომ მდგომარეობის გამოსწორება ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს, რაც ალასანიას რეიტინგის აწევაში და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის გაყვანაში გამოიხატება.

ბოლო პერიოდში, ქართული პოლიტიკა ქრონიკული სკლეროზის სტადიაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ბატონ ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობაში არსებულ სახელს თუ დავუმატებთ, გასაკვირველი არ იქნება ის, რომ ივანიშვილს ირაკლი ალასანიას კი არა, მიცვალებულისათვისაც მაღალი რეიტინგის შექმინის საშუალებები გააჩნია.

პირველ დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ივანიშვილს მხოლოდ 3 წლით აქვს განსაზღვრული პოლიტიკაში დარჩენა. ოდნავ უცნაური რიცხვია, ფაქტობრივად გამოდის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევენბის შემდეგ წასვლას აპირებს. ჯერ–ჯერობით არც ივანიშვილის ახალი პარტია და არც ძლიერი პარტიისთვის აუცილებლი კადრები სჩანს. “ქართული ოცნება” კი მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც პარტიულ საქმიანობს ვერ ჩაანაცვლებს.

წარდგენილი ახალი კოალიცია ფაქტობრივად ორი პარტიის კოალიციაა, სადაც მესამე სუბიექტს მხოლოდ ერთი პიროვნება წარმოადგენს, რაც უჩვეულოა პოლიტიკაში, რადგან მესამე სუბიექტად არარსებული პარტიაა მოყვანილი. რესპუბლიკელები, აღნიშნული სცენარისათვის ყველაზე უწყინარი პარტიაა ოპოზიციურ სპექტრში. ბერძენიშვილის გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა ის რომ უკვე გარანტირებული აქვთ საპარლამენტო სავარძლები. რესპუბლიკელები კი ზუსტად ის პარტიაა რომელთათვისაც ალასანიას საპერზიდენტო კანდიდატურა სავსებით მისაღებია. თვით ალასანიას თუ დავაკვირდებით, მისი საქმიანობა 2013 წლამდე პოლიტიკაში ტივტივით შემოიფარგლება. ასე რომ, არ არის გამორიცხული ვარდების რევოლუციის შემცვლელი ვარიანტის გათამაშება, სადაც გარნიტურა იცვლება, რეჟიმი რჩება და ყველა კმაყოფილია.

 

ლევან ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსული პროექტი“

თუ ბატონი ლევანი აღიარებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი “პროექტია”, მაგრამ არა რუსული, მაშინ უნდა გაგვიმჟღავნოს ვისი პროექტია. ისევ იმათი ხომ არ არის ვისი პროექტიც იყო მიხეილ სააკაშვილი? რადგან აღნიშნულ სიტყვები, ივანიშვილის ადრიდენლ განცხადებებს გვაგონებს, სადაც აღიარებს სააკაშვილის რეჟიმის დაფინასებას.

 

მოკლედ ბატონო პოლიტიკოსებო, პოლიტიკა გოდორი არაა წყალი ჩაასხა და გიკვირდეს რატომ გასდისო. ან ნუ გააკეთებეთ საეჭვო განცხადებებს, ან კიდევ თუ “რისკავთ”, მაშინ ლოგიკურ კონტექსტში ახსენით მაინც ნაგულისხმევი მიმართულება.

http://www.georgian-style.net/?p=2300

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ ბატონო,ეს ფეისბუქზეც დავწერე და აქაც გავიმეორებ.ლევანმა სხვა რამეც თქვა,რომ ბარიერის გადალახვის შანსები ამ ორი ძალის გარდა ლეიბორისტებს და ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ.ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა.ასევ ტრაბახში რომ არ ჩამოგვერთვას რესპები ყოველთვის ამბობდნენ,რომ ბარიერი ჩვენთვის პრობლემაა.ამას ბოლო გამოკითხვებიც ადასტურებდნენ.ალასანიას უფრო მეტი შანსი ექნებოდა,თუმცა გარანტია არც მას აქვს.

იქნებ ან თქვენ,ან ვინმემ დამისახელოს პარტია ზემოთ ჩამოთვლილების გარდა,ვინც ბარიერს დაძლევს.ხა ხა ფორუმი,თუმცა ესეც ძალიან საეჭვოა.

ის რომ ლეიბორისტებს ძალიან დაერხათ,ეს 7 ნოებრის და დღეს გამართულ მიტინგებზე მოსული ხალხის რაოდენობამაც დაადასტურა.

ისე პირადად მე ფორუმს სიამოვნებით ვიხილავდი მომავალ კოალიციაში,რაც გამორიცხული ნამდვილად არაა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ან თქვენ,ან ვინმემ დამისახელოს პარტია ზემოთ ჩამოთვლილების გარდა,ვინც ბარიერს დაძლევს

ბურჯანაძემ რომ იმუშაოს კარგად, ბარიერსაც დაძლევს, და რესპები+ქდმ+პადოშა+ახლები ერთად მოუგებს. და თუ ოქროსთან გაერთიანდა ბურჯიკა, ვაფშე ბიძინასაც ჩახევს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ურჯანაძემ რომ იმუშაოს კარგად, ბარიერსაც დაძლევს, და რესპები+ქდმ+პადოშა+ახლები ერთად მოუგებს. და თუ ოქროსთან გაერთიანდა ბურჯიკა, ვაფშე ბიძინასაც ჩახევს

აი კრამიტებს ლაწალუწი არ დააწყებინოს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაბუ ბატონო,ეს ფეისბუქზეც დავწერე და აქაც გავიმეორებ.ლევანმა სხვა რამეც თქვა,რომ ბარიერის გადალახვის შანსები ამ ორი ძალის გარდა ლეიბორისტებს და ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ.ყოველ შემთხვევაში დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა.ასევ ტრაბახში რომ არ ჩამოგვერთვას რესპები ყოველთვის ამბობდნენ,რომ ბარიერი ჩვენთვის პრობლემაა.ამას ბოლო გამოკითხვებიც ადასტურებდნენ.ალასანიას უფრო მეტი შანსი ექნებოდა,თუმცა გარანტია არც მას აქვს.

იქნებ ან თქვენ,ან ვინმემ დამისახელოს პარტია ზემოთ ჩამოთვლილების გარდა,ვინც ბარიერს დაძლევს.ხა ხა ფორუმი,თუმცა ესეც ძალიან საეჭვოა.

ის რომ ლეიბორისტებს ძალიან დაერხათ,ეს 7 ნოებრის და დღეს გამართულ მიტინგებზე მოსული ხალხის რაოდენობამაც დაადასტურა.

ისე პირადად მე ფორუმს სიამოვნებით ვიხილავდი მომავალ კოალიციაში,რაც გამორიცხული ნამდვილად არაა.

 

ბატონი მიხეილ, "პოლიტიკა გოდორი არაა წყალი ჩაასხა და გიკვირდეს რატომ გასდისო."

ჩემი მიზანი არაა "ქართული ოცნების" ოცნების ეჭვქვეშ დაყენება, არამედ "კოალიციაში" შემავალი სუბიექტების განცხადებების ანალიზი, რამეთუ ისედაც ჯერ გაუცემელ კითხვებს, პასუხების მაგივრად ისევ კითხვებს უმატებენ.

 

1. ალასანი მინიმუმ ყველაზე ფარული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. მისი ასეთი სწრაფი აღმავლობა და საქმიანობა ეჭვს იწვევს;

2. ბერძენიშვილი მინიმუმ არაქორექტულად იქცევა სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და სვისი ზურგით ტრაბახობს, რითაც "რესპუბლიკელების" ავოტრიტეტსაც ლახავს;

3. ივანიშვილი ჯერ საზოგადოებრივ მოძრაობის სტატუსშია და მოქალაქეობა არაა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელი, რადგან ვერ ვხედავ დაპირებული ძლიერი პარტიის შესაქმენლ კადრებს;

4. და ა.შ. :) ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ერთი კითხვა დავსვა?

არავის საწყენად არ მინდა...

 

მე საქართველოდან 10 წელიწადზე მეტია ვარ წასული...

 

საქართველოში მიმდინარე პროცესები მაინტერესებს და თვალყურს ვადევნებ (და საკმაოზე მეტადაც განვიცდი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ), მაგრამ არ ვაძლევ თავს უფლებას ჩავერიო, გინდა პირდაპირ, გინდა არაპირდაპირ ანუ ირიბად...

რატომ?

იმიტომ რომ, მე ვფიქრობ არ მაქვს უფლება...

ვცდები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ გეწყინებთ და ვინ წასულია საქართველოდან და ვის აიძულეს წასვლა. ეს ორი სხვა და სხვა მდგომარეობაა.

ასევე ვინ დგას და ვინ არ დგას საქართველოს სამსახურში განურჩევლივ იმისა წასულია თუ არა.

ეს რაც მორალურ უფლებებს ეხება. ისე კი არც ეს არის კრიტერიუმი, რადგან უფლება ადამიანის პრერეგატივაა და ამ უფლების ჩამორთმევის უფლება არავის აქვს.

ეხლა სხვა საკითხია თუ ამ უფლებას პირადათ დათმობთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი რატომ ეძებთ რარაც საოცარ თეორიებს როდესაც ყველაფერი ზედაპირზე დევს?

არ გისწავლიათ მაინც დალოცვილი რომ ყველა გადაწყვეტილების შორის სწორი არის ყველაზე მარტივი.

რა უბედურებაა ეს რა არის...

მანიაკალურ ფსიქოზამდე მიდის გეფიცებით ყვეალფერი უკვე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

2. ბერძენიშვილი მინიმუმ არაქორექტულად იქცევა სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და სვისი ზურგით ტრაბახობს, რითაც "რესპუბლიკელების" ავოტრიტეტსაც ლახავს;

ხო დავწერე ბატონო გიორგი ამის თაობაზე,რომ ლევანმა ისიც თქვა,რომ რესპებს ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო.ესაა სხვისი ზურგით ტრაბახი?

ხოლო ის რომ დღეისთვის რეალურად მხოლოდ ორი ძალა ფიქსირდება,ეს ფაქტია,თუმცა კარგი ნამდვილად არა.ეხლა ვიღაცას ფაქტების დანახვა თუ არ უნდა ეს სხვა საქმეა.

ისე როგორ შეეტყო სიტუაციას,სამთავრობო ტელევიზიები როგორ აპიარებენ ასლანიჩას გუშინ მთელი დღე.თურმე როგორ მუხლჩაუხრელად იბრძვის ხალხის და მცირე ბიზნესის დასაცავად. :givi: იქნებ რაღაცნაირად ამოქაჩონ,აბა შალიკოს ნამდვილად არ დაეხმარებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

«თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობა მზად არის ცვლილებებისთვის. თუკი არჩევნები გაყალბდება და პარლამენტში მეორე ადგილს მოიპოვებენ, არც ამით დაშავდება რაიმე, ისინი ყველა ძალასთან ითანამშრომლებენ, მათ შორის, სააკაშვილთანაც.

 

babuagiorgi

ეხლა ვიღაცას ფაქტების დანახვა თუ არ უნდა ეს სხვა საქმეა.

 

 

აგერ კიდევ ერთი ფაქტი :)

ხო და ვის არ უნდა დანახვა ბატონო მიხეილ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ხო და ვის არ უნდა დანახვა ბატონო მიხეილ?

ძალიან კარგად მიხვდით თუ რას ვგულისხმობდი,მაინც გავიმეორებ:დღევანდელი პოლიტიკური "რასკლადი"

ისე დაგეთანხმებიტ ალასანია საკმაოდ უცნაურ განცხადებებს აკეთებს ამ ბოლო დროს.თუმცა ლინკს თუ დადებდით კარგი იქნებოდა,რადგან დრონი.გე და პრესა.გე-ს ტიპის წყაროები უამრავ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თვითონ ვნახე ეს ინტერვიუ:http://www.geworld.ge/index.php/world/293-katpolitika/3593-2011-12-22-07-48-53

აგერ ის ციტატა მთლიანად:

 

დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებს მოიგებთ? თუ მეორე ადგილზე გავიდა თქვენი პოლიტიკური გაერთიანება და პარლამენტში ვერ მოიპოვეთ სასურველი უმრავლესობა, მაშინ როგორ შეცვლით სააკაშვილს?

 

_ თუ პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევალთ, ეს არ იქნება ტრაგედია, ჩვენ ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის, სააკაშვილთანაც. საერთოდ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და დაბალანსებული.

 

ვერაფერ საგანგაშოს ამაში ვერ ვხედავ.ეხლა თუ ვინმე თვლის პარლამენტში ოპოზიცია მუშტ-კრივით უნდა იყოს დაკავებული.ეს სხვა საქმეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ირკვევა,ეს ინტერვიუ მოგონილია.იმედია მალე ბიძინას პრესცენტრი საჯაროდ გააკეთებს განცხადებას.მე ე.წ. ოპო იუზერების პოზიცია მაკვირვებს,როგორი აღტაცებით აიტაცეს ეს დეზა მათ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ირკვევა,ეს ინტერვიუ მოგონილია.იმედია მალე ბიძინას პრესცენტრი საჯაროდ გააკეთებს განცხადებას.მე ე.წ. ოპო იუზერების პოზიცია მაკვირვებს,როგორი აღტაცებით აიტაცეს ეს დეზა მათ.

 

ივანიშვილის მომხრებყე ვასუბრობ .............. მეგობრები ფაცეში მეუბნებიან "კაცო სიმართლე კი არის რაც დაწერეო, მაგრამ ნაცებმა არ გამოიყენონე მერე ეს" :)

ჩემგან ამის საშიშროება ოპოზიციას არ ემუქრება, სამშობლოს "მოღალატის" აზრებს არ გამოიყენებენ, ასე რომ გარკვეული "უპირატესობით" ვსარგებლობ :)

 

რაც დანარჩენს ეხება ბატონო მიხეილ, "ბავში სანამ კოკას გატეხავს, მანამდე არისო საცემი" მერე გვიან არის ხოლმე.

 

პ.ს. ისე კი ივანიშვილის ირგვლი რაც რესპებმა და ალასანიას ხალხმა კედელი ააგო ეს სიმართლეა ბატონო მიხეილ. ძალიან სანდო წყაროდან ვარ ინფოემირებული, ივანიშვილთან დაახლოვებულ ხალხს ვგულისხმობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ირკვევა,ეს ინტერვიუ მოგონილია.იმედია მალე ბიძინას პრესცენტრი საჯაროდ გააკეთებს განცხადებას.მე ე.წ. ოპო იუზერების პოზიცია მაკვირვებს,როგორი აღტაცებით აიტაცეს ეს დეზა მათ.

 

გაორებული გრძნობები გაგაჩნიათ ბატონო მიხეილ :) ზემოთ აღნიშნავთ რომ ამ სიტყვებში დიდი არააფერიაო და ეხლა კი კმაყოფილებას გამოსთქვამთ იმის თაობაზე, რომ შეიძლება დეზინფორმაცია გამოდგესო.

 

კარგია ივანიშვილის პრესცენტრმა განცხადება თუ გააკეთა. მე ველოდები ისეთ განცხადებას, რომ ალასანია თავის თავს თვითონ მიხედოსო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...