Jump to content
Planeta.Ge

რატომ არა ბიძინა. კონკრეტულად


Recommended Posts

ნაცების დამარცხების რაღაც შანსი აქვს მხოლოდ ბიძინას გაერთიანებას

როგორ გგონია, მერაბიშვილი, ბოკერია, ადეიშვილი, ბენდუQიძე რომ გაერთიანდნენ და მიშას მოტეხვა მოინდომონ, როგორი შანსი ექნებათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 62
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

DonCaredo

ძალიან დიდი.

და რა?

ბევრი ფეისპალმები უნდა დადო ადამიანმა აქ...

რა გჭირთ ტო...

ინტელექტი საერთოდ უპატივსაცემო რამე გახდა ამ ქვეყანაში და ამ ფორუმზე? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან დიდი.

და რა?

რაღა რა? თქვენი ლოგიკა ხომ ასეთია: მიშას რომ მოუგოს, ამ მომენტში მხოლოდ ბიძინას აქვს შანსი და ამიტომ უნდა შემოხაზოთო ბიძინაო (ჩემს ზემოთ პოსტი ნახე, მე იმას ვუპასუხე). ხოდა, მაგ ლოგიკით, თუ მერაბიშვილი-ადეიშვილი-ბოკერია იყრის კენჭს, მაშინ უნდა შემოვხაზოთ ესენი ხო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე კარგი მაგალითი იმისა როგორია ბიძინა, ჩანს ამ სტატიაში. ვარაუდებით მსჯელობას ფაქტები სჯობს:

 

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი «ციცინათელა» სომხებს მიჰყიდა

 

 

20:36 22.12.2011

[ლევან ჯავახიშვილი, "საქართველო და მსოფლიო"]

 

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების მთავარი სპონსორი იყო, უამრავი სახელისუფლო პროექტი მისი ფულითაა დაფინანსებული. ცხადია, მათ შორის მრავლადაა ისეთიც, «ნაცმოძრაობა» დღემდე თავს რომ იწონებს. პრეზიდენტი თუ მასზე დაბალი რანგის ჩინოსნები ამ ობიექტების გახსნის ცერემონიალზე წითელ ლენტებს დიდი მაკრატლებით რომ ჭრიდნენ, მათი ამშენებლის სახელს არც კი ახსენებდნენ. ცხადია, მოვა დრო (და ეს, ალბათ, წინასაარჩევნო პიკზე იქნება), როცა ივანიშვილის შტაბი მედიით გაახმაურებს, თუ როდის, რაში შეეხიდა ხელისუფლებას და არც ამ პროექტების ღირებულება დარჩება საიდუმლოდ.

 

თუმცა «ნაცმოძრაობის» ლიდერების უმეტესობას შუბლის ძარღვი, დიდი ხანია, გაწყვეტილი აქვს და უხერხულობას მაინც ვერ იგრძნობს. «ნაცმოძრაობა» მალე მოჭამს თავის დროს და, როცა მისი ლიდერები ქართული პოლიტიკური სცენიდან წავლენ, ზურგზე ნამდვილად ვერ მოიკიდებენ იმ უამრავ შენობა-ნაგებობას, რომლებიც ივანიშვილმა ააშენა. ხალხი გაიგებს სიმართლეს: როცა ესენი ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავდნენ, ივანიშვილი აშენებდა...

 

ახლა კი ერთ «ნაციონალურ» ვირეშმაკობას მინდა ავხადო ფარდა. მიხეილ სააკაშვილს რომ ახლობელი ადამიანის გაწირვა, აბუჩად აგდება შეუძლია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ქართულ პოლიტიკაში «მოსულა», _ ადამიანი ლიმონივით გამოწურო, მილიონები დაახარჯვინო და მერე მოისროლო (ასეთი ბიზნესმენები მრავლად არიან ჩვენში, ზოგი ციხეშიც ზის), სანაცვლოდ რომ არაფერი გთხოვოს. სააკაშვილი იმასაც ფიქრობს, რომ, მისი ჭკუით, ბიძინა ივანიშვილი მაშინ მოატყუა, როცა მასთან ჯერაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და ქართველი მილიარდერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბურჯი იყო.

 

ყველას ეხსომება _ «აჭარის რევოლუციის» წლისთავზე, 2005 წლის 6 მაისს მიხეილ სააკაშვილმა ჩოლოქის ხიდამდე, ურეკის ტერიტორიაზე, ბავშვთა გასართობი კომპლექსი «ციცინათელა» გახსნა. მაშინ სააკაშვილმა, ჩვეულებისამებრ, ბევრი ილაპარაკა, თუმცა მისი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ ასლან აბაშიძე ბავშვებისთვის არაფერს აკეთებდა, მე კი ერთ წელიწადში ამხელა საბავშვო კომპლექსი ავაშენეო. აჭარისა და გურიის რაიონებიდან ავტობუსებით უამრავი ბავშვი და მოზარდი ჩამოიყვანეს და იმ დღეს ატრაქციონიც და ნაყინიც უფასო იყო მათთვის. ეს კომპლექსი ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და იმ დროს, როცა სააკაშვილმა გახსნა, ჯერაც ივანიშვილის «ქართუ ჯგუფის» ბალანსზე იყო. რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილმა «ციცინათელა» სახელმწიფოს აჩუქა და ის ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადავიდა.

 

სააკაშვილმა 2 წელი შეინარჩუნა «ციცინათელა». მერე ჩვეულმა ხუშტურმა მოუარა და 2007 წლის გაზაფხულზე ეს საბავშვო-გასართობი კომპლექსი სომეხ ბიზნესმენებს მიჰყიდა, თანაც ისე, რომ ივანიშვილი, ზრდილობის გულისთვის მაინც, არ ჩაუყენებია საქმის კურსში. როცა ბიძინა ივანიშვილს გაუგია, სააკაშვილმა «ციცინათელა» სომხებს მიჰყიდაო, დაურეკავს და უსაყვედურია _ არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ცენტრში მინიმალური ფასები იქნებოდა შენარჩუნებული, მცირე მოგებაზე იმუშავებდა და ყველას, მათ შორის, შეჭირვებული ოჯახის შვილებსაც მიუწვდებოდათ ხელი. ახლა, სად არის გარანტია, რომ უცხოელი ბიზნესმენი არ გააძვირებს მომსახურებას? თუ მაინცდამაინც გაყიდვა გინდოდა, ისევ ჩემთვის მოგეყიდა ჩემივე აშენებული ან, თუ ფული გჭირდებოდა, დაგერეკათ შენ ან ვანო მერაბიშვილს და იმ რამდენიმე მილიონს მოგცემდით, რა ფასადაც «ციცინათელა» გაყიდეთ. ჯერ არ გითხოვიათ თუ არ მომიციაო?!

 

ივანიშვილს ამ სიტყვებზე მიშას ენა ჩავარდნია და ენის ბორძიკით ისღა უთქვამს, საჩქაროდ დამჭირდა ფულიო; მერე უთქვამს, მომერიდაო, მაგრამ აქაც გაჭედილა, რადგან ივანიშვილს გაუგია, რომ ქონების მართვის სამინისტრო 4 თვე აწარმოებდა მოლაპარაკებას სომეხ ბიზნესმენებთან, ამ ხნის მანძილზე კი ივანიშვილს, ხელისუფლების თხოვნით, 50 მილიონ დოლარამდე 7-8 პროექტი დაუფინანსებია, რისთვისაც სააკაშვილს ორჯერ პირადად შეხვედრია. მოკლედ, ბიძინამ მიშა ტყუილში და უსინდისობაში დაიჭირა. ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები ირწმუნებიან, რომ ეს ფაქტი იყო ერთ-ერთი პირველი, რამაც ნელ-ნელა ხელისუფლებაზე ბიზნესმენს გული აუცრუა.

 

ისტორია კი უცნაურად, მაგრამ ჰეფი-ენდით დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გვერდის ავლით დაუკავშირდა სომეხ ბიზნესმენებს, მათ 2 მილიონი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე სომხებს ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფოსთვის და უკან დაიბრუნა «ციცინათელა». მოკლედ, ივანიშვილმა ორჯერ გადაიხადა _ ჯერ ააშენა და აჩუქა უმადურ ხელისუფლებას «ციცინათელა», შემდეგ კი ძალზე ძვირად გამოისყიდა ხელისუფლების მიერ გაყიდული კომპლექსი. ჩვენთვის უცნობია, რა დაუჯდა მისი აშენება ივანიშვილს, რა ფასად მიჰყიდა სააკაშვილმა სომეხ ბიზნესმენებს და რამდენად გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ხალხის თვალში რომ მოგებული მაინც ბიძინა ივანიშვილი დარჩა, ფაქტია.

 

სომეხმა ბიზნესმენებმა სულ რაღაც ერთ თვეში 2 მილიონი დოლარის მოგება ნახეს, თანაც _ არაფერში: სახელმწიფოსგან იყიდეს და ძველ პატრონს, ივანიშვილს მიჰყიდეს.

 

ის, რაც სააკაშვილმა იკადრა, ხელიდან წასული თაღლითი არ იზამდა. http://www.presage.tv/?m=digest&AID=8833

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

სააკაშვილი რომ განდილაა, ეგ ისედაც იასნია მაგ სტატიის გარეშეც. საუბარი იმაზეა, რატომ აფინანსებდა. ეგ ამბავი 2007 წლის გაზაფხულზე მომხდარა (რავი, როგორც მანდ წერია). ამის მერე მაინც აგრძელებდა დაფინანსებას, 7 ნოემბრისთვის ტყვიები და დუბინკებიც უყიდა (მერაბიშვილი რომ აზერბაიჯანის მინისტრს ეუბნება, გამოგვიგზავნეო, ფული ბიძინამ გადაიხადა). რატომ? სულელი იყო? არა მგონია. უბრალოდ აწყობდა მაშინ ასე. ღლეზე ეკიდა მაგას, იმ ტყვიებით და დუბინკებით ვის გაუტეხავდნენ თავებს. ეხლაც სულ სირზე კიდია მაგას, ვის შია და ვის წყურია. თუ სააკაშვილისთვის ყიდულობდა შეიარაღებას, ეხლა იყიდოს რუსებისგან, ან, უფრო უკეთესი, პირდაპირ რუსებს გადაუხადოს ფული, და ერთ დღეში აიღებენ თბილისს თავისი ავლაბრით. აი მაგას თუ გააკეთებს, მაგის სურათს დავკიდებ სპალნაში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირდაპირ რუსებს გადაუხადოს ფული, და ერთ დღეში აიღებენ თბილისს თავისი ავლაბრით.

 

თუ მიშა დარჩება და დედაქალაქს ქუთაისში გადაიტანს, ავლაბარსაც და მთელ თბილისსაც სომხები აიღებენ სრულიად უსასყიდლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არა ბიძინა. კონკრეტულად

რატომ და იმიტომ რომ პრო რუსულადაა მაგი განწყობილი და სავარაუდოდ ნატოზე უარს ამბობს... არავინ თქვას რომ ერორებს და რაღაცეებს რატომ უყურებო ეს უშუალოდ მის ინტერვიუებზე დაყრნობითაა რომ რუსეთზე ლაპარაკისას ძალიან ფრთხილობს ხოლო ნატოსკენ სწრაფვაში დიდად არაა მოწადინებული...

 

ასევე ბურჯანაძესთან თანამშრომლობას რომ არ გამორიცხავს და სიმპატიები გააჩნია ბურჯანაძის მიმართ,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ და იმიტომ რომ პრო რუსულადაა მაგი განწყობილი

 

ფაქტებით ვილაპარაკოთ: სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გასხვისება-მიყიდვა პროქართულობაა? უომრად ჯარის გამოყვანა და მთელი აღჭურვილობის და ტექნიკის დატოვება რუსებისთვის-პროქართულობაა?

 

სავარაუდოდ ნატოზე უარს ამბობს

 

მიშა თვითონ აკეთებს ისე, რომ ნატოსთან არც მიასუნინებენ. ავღანეთში ერთი ბატალიონის გაშვება არ შველის მარტო მაქ საქმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ე ბიჭო ბოკერამ, ადემ და მერაბიშვილმა რომ დააპირონ ასეტი რამე, კონკრეტულად ვიცი რაც გაუარესდება და ვიტყვი. და მერე თქვენ თქვენი გადაწყვიტეთ.

და ეხლა მეუბნებით იმიტომ რომ ადრე ესა და ეს გააკეთაო... და მომავალში რაშI აისახება ეს ამას ვერ მეუბნებითდა რა დასკვნა უნდა გამიოტანოს ადამიანმა?

 

ამრტივია რა.

1. დღეის მდგომარეობით ვის აქვს ამ კაცზე მეტი შანსი. თეორიულ ვარიანტებზე არ ვსაუბრობ. რეალურად გაცხადებულებს ვგულისხმობ.

2. ვერავინ ვერ მეუბნება ჩემთვის დამაჯერებელ და/ან ღირებულ არგუმენტს თუ რა შეიძლება გაუარესდეს.

3. აბა რა გინდათ მაშინ?

 

კონკრეტული რაიმე, გააზრებული და რეალობასთან მიახლოვებული დაწერეთ :)

 

fashisti

რატომ და იმიტომ რომ პრო რუსულადაა მაგი განწყობილი და სავარაუდოდ ნატოზე უარს ამბობს... არავინ თქვას რომ ერორებს და რაღაცეებს რატომ უყურებო ეს უშუალოდ მის ინტერვიუებზე დაყრნობითაა რომ რუსეთზე ლაპარაკისას ძალიან ფრთხილობს ხოლო ნატოსკენ სწრაფვაში დიდად არაა მოწადინებული...

აჰა კაცმა ჩამოაყალიბა კონკრეტულად.

მეორე საკითხია ვეთანხმებით თუ არა ვინმე. მაგრამ თავის აზრი ჩამოაყალიბა.

ასე ქენით რა,

 

ასევე ბურჯანაძესთან თანამშრომლობას რომ არ გამორიცხავს და სიმპატიები გააჩნია ბურჯანაძის მიმართ,,,

ეს თეორიები და სენტიმენტები რომ არ მიაყლოთ მაინც არ შეგიძლიათ რა...

თანაც მე მაგრად ვკაიფობ ერთ რამეზე, ცდილობთ რაღაც თამაშის წესი დააწესოთ, რომელშიც თან თქვენ არ იმონაწილევებთ, და რატომ უნდა დასთანხმდეს ვინმე ამ თამაშის წესს არ მესმის :)

ანუ რა, ბურაჯანაძესთან რომ არ ითანამშრომლოს ბიძIნას მისცემთ ხმას? :))

აბა რატომ არ უნდა დაიკიდოს თქვენი აზრები?

იმის არ იყოს, განგაში რომ ატეხეს თქვენმა ტელევიზიებმა - აიიი!!! ამ პარტიებს ბიძინა აფინანსებსო :)) და რა? :))რატომ არ უნდა დააფინანსოს?

ან თქვენებს რომ აფინანსებებნ ეგ მოსულა მარტო?

ამიტომაც ყველამ დაიკიდა თქვენი თამაშის წესები.

უწესოდ თამაშობთ და იმიტომ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე ბიჭო ბოკერამ, ადემ და მერაბიშვილმა რომ დააპირონ ასეტი რამე, კონკრეტულად ვიცი რაც გაუარესდება და ვიტყვი

და საიდან იცი? მათ მიერ ჩადენილი საქციელებიდან ხო?

 

და ეხლა მეუბნებით იმიტომ რომ ადრე ესა და ეს გააკეთაო... და მომავალში რაშI აისახება ეს ამას ვერ მეუბნებით

ხოდა, მომავალში რას გააკეთებს ადამიანი, ამარ კაკულიობა არ ჭირდება. უნდა ნახო მის მიერ უახლოეს წარსულში ჩადენილი ქმედებები. ხოდა, როგორც შენ ბოკერია, ადე და მერაბიშვილზე კონკრეტულად იცი, რას გააუარესებენ (მათი ნამოქმედარების მიხედვით), ასევე კონკრეტულად ვიცი მე, რას იზამს ბიძინა - იზამს იმას, რის გამოც აფინანსებდა მათ. და რის გამო აფინანსებდა მათ? რომ მოძლიერებულიყვნენ და ემართად ერთპიროვნულად. აი ამას იზამს კონკრეტულად, და რამდენ სიმინდს ჩამოიტანს ამერიკიდან, ეგ საიდან უნდა ვიცოდე

ისე, სხვათა შორის,

ანუ რა, ბურაჯანაძესთან რომ არ ითანამშრომლოს ბიძIნას მისცემთ ხმას?

აი მაგას თავიდანვე რომ ეთქვა, ვთანამშრომლობ მხოლოდ ბურჟანაძესთან, და ეგრეც ექნა, მართლაც დიდი შანსი ქონდა რომ რამე გაეკეთებინა კარგი :)

მაგან უნდა დააფინანსოს სამოქალაქო ომი, თუ აქვს თრაქი, რომ ნაციონალები გაგვაჟუჟინოს, იარაღი მაგათ კი არა, ჩვენ გვიყიდოს :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ღმერთმანი,,,

ან ნაციონალი ხარ.

ან... :) რბილად რომ ვთქვათ :) პატარა ბავშვი.

ამ ქვეყანაში ინტელექტის კატასტროფული ნაკლებობა რომ იყო ეს ვიცი კაი ხანია.

მომავალიც რომ არ აქვს ამის გამო ესეც ვიცი.

მაგრამ ელემენტარული ლოგიკაც რომ მოკვდა ეს სიახლეა :)

იცხოვრეთ როგორც ცხოვრობთ.

როგორც იტყვიან :)

ბოგ ვამ სუდია :)

პ.ს.

თეატრის მმართველებმა უარი სთქვა დაფინანსებაზეო, ნიკოლოზ რურუამ განაცხადა :) იმიტომ რომ პოლიტიკაში არ ჩაერთონო.

ერთი რა მაინტერესებს რა... ვიღაც მხედრიონელმა ნაბოზარმა როგორ უნდა გაბედოს ვინმეს დაუშალოს პოლიტიკაში ჩარევა? რა უფლებით?

ხოდა ჩემო ინფანტილურო ძმებო :) მეოცნებენო, ძალად რევოლუციონერებო, წაუინტელექტუალო გაუნათლებლებო და ყველა ყველა ყველა...

იცხოვრეთ იმ ქვეყანაში, სადაც ნიკა რურუას ექნება უფლება გადაწყვიტოს რისი უფლება გაქვთ თქვენ :)

ასეც იქნება.

იმიტომ რომ. ძლიერი კარნახობს პირობებს.

თქვენ კი ალფა სამცების როლისთვის არც ტვინი, არც გამბედაობა, არც ლოგიკა და არც სიეშმაკე გაქვთ.

ამიტომ!

ვივა ნიკა! ვივა პალიკო, ვანო, ზურა, გიგა...

გამარჯვებულებს არ სჯიან.

თქვენ კი გაიმარჯვებთ. ვაღიარებ. იმიტომ რომ მეტი ტვინი, გამბედაობა, სივერაგე და ორგანიზებულობა გაქვთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიღაც მხედრიონელმა ნაბოზარმა როგორ უნდა გაბედოს ვინმეს დაუშალოს პოლიტიკაში ჩარევა? რა უფლებით?

ხოდა აი ხოში აქვს და ბედავს. თქვენ კი ფურცლებით და ფანქრებით გინდათ რომ აღარ გააბედინოთ. ხოდა აბა თქვენ იცით :) აირჩიეთ. ხომ აირჩიეთ ჯერ ზვიადა, მერე ედიკა, მერე მიშა, ეხლა ბიძინას აგარჩევინებენ. ხოდა მიდით მიაწექით, ხაზეთ კრუგები :) ხან პეტრიაშვილები აგიკრძალავენ ბალეტს (იმიტომ რომ რუსულიაო), ხან ჯაბები ლობიობანას გასწავლიან, ხან ედიკას დაუჩოქებთ, ხან მიშა-მიშას იყვირებთ და მხედრიონელი ნაბოზვრები ვიღაცეებს დაუშლიან პოლიტიკაში ჩარევას, და ა.შ. იქნება მანამ, სანამ გეგონებათ, რომ თავისუფლება ფურცლების ყრაა დირკებში.

 

მაგრამ ელემენტარული ლოგიკაც რომ მოკვდა ეს სიახლეა

ნამდვილად. როცა ერთის მხრივ არჩევნებზე საუბრობ, და მეორეს მხრივ აღიარებ, რომ

ძლიერი კარნახობს პირობებს.

მაშ რაღას ირჩევთ? სუსტები ირჩევთ ძლიერებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა მოდით და ჩამოყარეთ მიზეზები. ოღონდ კონკრეტული მიზეზი

რომელი ერთი? უკეთესი იქნებოდა ვინმეს ეთქვა თუ რატომ უნდა მივცე ხმა რუს ივანოვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ფურცლები და კალმებიო და ერთი შენი გასროლილი მაუზერი დამანახა რა :)) რევოლუციონერ ბლინ ;)) არ გამოვა შენგან და არც სენნარიებისგან რევოლუციონერი რა :))

მაპატიე მაგრამ ინტელექტი და გამჭრიახობა არ გყოფნით. სიტუაციის ანალიზი არ შეგიძლიათ :)

ტყუილად კი არ ჩაუწერეს თქვენს ლიდერს სიტყვები " აქაც თუ გვისმენენ და არ ვიცი მაშინო" :))

სორი გაის, ბატ იურ ტაიმ იზ ოვარ...

4L2M

მე მკიდია ვინ მისცემს და ვინ არა.

რატომ არ უნდა მისცეს ვინმემ ხმა თქო ეგ მაინტერესებს.

თორემ შენ რომ ხმას არ მისცემ არავის მიშას გარდა ეგ ვიცით და ძველი პლასტინკის ტრიალს აზრი არ აქვს. :)

რაიმე მიზეზი შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ იმის გარდა რომ რუსების ფული, კრემლის აგენტი და მსგავსი თემები რომელიც უღონოთ მახატია :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...