babuagiorgi Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 (edited) წინასწარ ბოდიშს ვიხდი ასეთ სტილზე, მაგრამ შეგნებულად ოდნავ სარკაზმი გავურიე იმ იმედით, რომ შეიძლება ასე მაინც მოგაწვდინოთ ხმა. “დიდი სტალინი არ იყო დამნაშავე რეპრესიებში, ეს მისი გარემოცვა აკეთებდა. სტალინს რომ სცოდნოდა სიმართლე არ დაუშვებდა ამდენ ხალხის ტანჯვას” – მე არ მჯერა ამ თეორიის. თუმცა რომ დავუშვათ ასეთი ვარიანტიც, მაინც სტალიანია დამნაშავე, რადგან კადრების არჩევა მის კომპეტენციაში შედიოდა. ხმები დადის, წყაროს არ დავასახელებ და უნდა სიტყვაზე მენდოთ, რომ სანდო წყაროა და არაერთი წყარო, არამედ უკვე ჩანჩქერი, რომ “ქართულ ოცნებამ” ხალიხსგან გამოსაყოფად მიუწვდომელი ციხესიმაგრე ააგო. ფაქტობრივად ამაში პირადათ მეც რამოდენიმეჯერ დავრწმუნდი. მივწერე წერილები ბატონ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს ქალბატონ ეკა ბესელიას და ბატონ ტრიპოლსკის. ქალბატონმა ბესელიამ თავისი ელ–მისამართი მომწოდა პასუხად და ბატონი ტრიპოლსკი ეტყობა ჯერ ღრუბლებიდან არაა დაშვებული და ვერ მიიღო ჩემი წერილი. არა და საქმე არ მეხებოდა მე, არამედ “ქართული ოცნების” ინტერნეტ კომპანიას. ვხედავ უკვე მეორე ვებ–საიტი აქვთ გაკეთებული და ესეც საბავშო ბაღის სტილში. მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება პროფესიონალური საიტი, როგორ ტარდება ინტერნეტის მეშვეობით პიარკომპანია და რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის საიტზე რომ იყოს. ეხლა მავანმა არ იფიქროს რომ “შენ რა გესმისო?” მესმის. ვმუშაობ ამ საკითხზე წლები და ჩეხეთში “უცოდინარი” პარტიებიც სიამოვნებით ღებულობენ ჩემგან რჩევებს. რადგან პასუხი არ მივიღე მეც მშვიდათ დავემშვიდობე ბატონ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ წერილი მომივიდა, რომელსაც დაბლა მოგაწვდით. ამის გამო ისევ ავაფრინე ხმა “ქართული ოცნების” ციხესეიმგრეში და მეგობრებს გავესაუბრე საქართველოში. მაინტერესებდა რჩევა, თუ რა შესაძლებლობებია ამა ქვეყნის ძლიერმან ხალხის ხმა გაიგოს.ზემოთ ხსენებულ ჩანჩქერად ქცეულ წყაროს დაყრდნობით გავიგე ის, რომ “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ბლოკავენ ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს. უცხოეთში გადაკარგული ემიგრანტი კი არა, თურმე პარტიების თავჯდმოარეებს და სხვა არაპარტიულ პოლიტიკოსებს უჭირთ ციხესიმაგრესთან მიახლოვება.აბა ასრულებულა მაშინ “ოცნება”!!!ასეთ რამეს ხომ “რეპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და სხვა “მრჩევლები” სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდნენ.ბატონო ბიძინა, თუ “ქართული ოცნება” არ არის მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების ოცნება, მოკრძალბულად გთხოვთ გააღეთ გულის კარები და კარებს თუ არ გააღებთ, პატარა სარკმელი მაინც დატოვეთ ღიად, ეგებ უბრალო ადამიანის ოცნებამაც შემოაღწიოს შემთხვევით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე არ მჯერა იმ თეორიის, რომ სტალინმა არ იცოდა, მაგრამ თავს მოვიტუებ და დროებით დავიჯერებ, რადგან უკვე 18 წელია ემიგრაციაში მეც ვოცნებობ საქართველოში დაბრუნებას და არავითარ იმედს კიდევ აუსრულბელი ოცნება მირჩევნია. ერთი ასეთი ოცნების წერილს მოგაწვდით, რომელიც ჩემთან მოვიდა:“გმადლობთ. ეხლა გავხსენი ფოსტა და ვნახე თქვენი და კიდევ ერთი უცნობიპიროვნების წერილი.დარე-საც მივწერე კიდევ ერთი თხოვნა და თქვენც მოგმართავთ. იქნებ იცითროგორ გავწევრიანდეთ საქართველოში არმყოფი მოქალაქეები “ქართულოცნება”-ში?არსებობს ხელისმომწერთათვის ელექტრონული ვერსია ნეტავ? და თუ არა, რატომარ გაკეთდება. ჩვენ გვინდა ქართული საზოგადოების ნაწილად ვგრძნობდეთთავს. მე როგორღაც მოვახერხე ივანიშვილისათვის და ხვედელიძესთვისმოქალაქეობის დაბრუნების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერა, სხვებმა-ვერაუბრალოდ შემოგჩივლეთ ჩვენი პრობლემა. თუ ხელგემწიფებათ ხმა მიაწვდინოთიმათ ვინც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება, ვიცი არ დაგვზარდებით.თუ ვერა, უბრალოდ დაივიწყეთ.პატივისცემით ნონა “http://www.georgian-style.net/?p=2235 Edited December 14, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 babuagiorgi“რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ბლოკავენ ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიებს დაეყრდნობა, მისი ამდენი მონდომება სულ წყალში ჩაიყრება. რატომ უნდა მაიძულონ ხმა მივცე იმ პარტიებს, რომლისაც არ მჯერა და არ ვენდობი. მე მგონი ლეიბორისტებს უკაფავს გზას ივანიშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 მე მგონი ლეიბორისტებს უკაფავს გზას ივანიშვილი.ნაცებს გაუკეთა მაგარი სტრახოვკა. იცავს მათ 2013 წლამდე რამე სერიოზული ამბებისაგან. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, დელო ტეხნიკი. მართლა ეგეთი ძნელი მისახვედრია დავიჯერო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2011 ნაცებს გაუკეთა მაგარი სტრახოვკა. იცავს მათ 2013 წლამდე რამე სერიოზული ამბებისაგან. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, დელო ტეხნიკი. მართლა ეგეთი ძნელი მისახვედრია დავიჯერო? არაა გამორიცხული ეს ვარიანტიც.დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია ვადამდელი არჩვენების მოთხოვნა თუ გნებავთ ქუჩის აქციების დახმარებითაც და ამას რევოლუციასთან არავინ აკავშირებს.იმ განცხადებებიდან რაც გაკეთდა ნაცებს 2013 წლამდე სადარდებელი არ აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2011 DonCaredo ნაცებს გაუკეთა მაგარი სტრახოვკა. იცავს მათ 2013 წლამდე რამე სერიოზული ამბებისაგან.babuagiorgiიმ განცხადებებიდან რაც გაკეთდა ნაცებს 2013 წლამდე სადარდებელი არ აქვთ. ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო ხო რას ამბობ წუთი წუთზე მიშას ჩამოგდება მზადდებოდა... ცოტა ლოგიკაც არ გაწყენდათ ისე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2011 ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო ხო რას ამბობ წუთი წუთზე მიშას ჩამოგდება მზადდებოდა... ერთი ანეკდოტია: ყაჩაღებმა ავტობუსი გააჩერეს. -ქალები დახვრიტეთ, კაცები გააუპატიურეთ-გასცა ბრძანება ატამანმა.-სადაური წესია, აყვირდნენ ქალები.-სადაური და აქაური წესია-მიუგეს გახარებულმა კაცებმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2011 (edited) “ვაცლავ ჰაველი – წასვლა”, ასე ჰქვია ამ ვიდეოს“გმადლობთ რომ გამორთეთ თქვენი მობილური ტელეფონები. სიმართლე და სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს სიცრუეზე და სიძულვილზე. ჩართეთ თქევნი ტელეფონები.”http://www.youtube.com/watch?v=aMCQkFggK2w&feature=player_embedded http://www.georgian-style.net/?p=2283 Edited December 20, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2011 “ვაცლავ ჰაველი – წასვლა”, ასე ჰქვია ამ ვიდეოს სამწუხაროა ფორუმზე თემა არ გაიხსნა ამ ლეგენდარული პიროვნების გარდაცვალებაზემაინცა და მაინც რუსული სისხლი უნდა ჰქონოდა ან ამერიკული? კიმჩენირისსმაილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ajax Posted December 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2011 ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო ხო რას ამბობ წუთი წუთზე მიშას ჩამოგდება მზადდებოდა... ცოტა ლოგიკაც არ გაწყენდათ ისემართალი ხარ,საზოგადოება რომ მიჩმორებული და მიშნირებულია მაგასაც ბიძინას დააბრალებენ ეხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mindadavtxri Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 http://www.youtube.com/watch?v=WrIPg3TRbno&feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 ნაბიჭვარი სტალინი, ისე ლაპარაკობს, ვითომ მაგის დამსახურება იყოს გამარჯვება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 “ვაცლავ ჰაველი – წასვლა”, ასე ჰქვია ამ ვიდეოს სამწუხაროა ფორუმზე თემა არ გაიხსნა ამ ლეგენდარული პიროვნების გარდაცვალებაზემაინცა და მაინც რუსული სისხლი უნდა ჰქონოდა ან ამერიკული? კიმჩენირისსმაილიბიძინა ივანიშვილი: „ვაცლავ ჰაველი სამაგალითო პოლიტიკოსი იყო“ ბიძინა ივანიშვილმა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიუსამძიმრა. ამ მიზნით ივანიშვილი საელჩოში პირადად მივიდა. საელჩოდან გამოსვლის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაცლავ ჰაველი მისთვის სამაგალითო პიროვნება იყო. "მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. კითხვაზე, თუ ვინ არის ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი, ყოველთვის ვპასუხობდი და დღესაც ვპასუხობ, რომ ეს არის ვაცლავ ჰაველი. დიდი პიროვნება დაკარგა მსოფლიომ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ------------------------------------------------------------------------------------ეეეე... აბა მიშას რად აფინანსებდა, - არა Ostap? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mindadavtxri Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 ნაბიჭვარი სტალინი, ისე ლაპარაკობს, ვითომ მაგის დამსახურება იყოს გამარჯვება...არა მახარასშვილმა მოიგო ომი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 კითხვაზე, თუ ვინ არის ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი, ყოველთვის ვპასუხობდი და დღესაც ვპასუხობ, რომ ეს არის ვაცლავ ჰაველი.როდის კითხავდნენ ახლა მაგას, თუ ვინ იყო მისთვის სამაგალითო პოლიტიკოსი დადოს რამე ჩანაწერი, როდესაც კითხეს და მან ეგ უპასუხა. აფერისტია რა. უვერენი ვარ, რომ მიშაზე კი ნამდვილად ექნება ნათქვამი, რომ სამაგალითო პოლიტიკოსიაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 "მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. კითხვაზე, თუ ვინ არის ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი, ყოველთვის ვპასუხობდი და დღესაც ვპასუხობ, რომ ეს არის ვაცლავ ჰაველი. დიდი პიროვნება დაკარგა მსოფლიომ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რას არ გეიგებ კაცი ფორუმებზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.