lasha_alo Posted December 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2011 რა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, საქართველო უნდა იყოს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების წევრი რამდენიმე წელიწადში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა არის წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური გადატრიალება საქართველოსთვის და ეს არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ოცნების ხორცშესხმის დაწყება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არათუ არ შესუსტდა საქართველოს პოზიციები და არ მოხდა საქართველოს იზოლაცია, რომელსაც დამპყრობელი ყველა რესურსებს ახმარდა, არამედ, სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი მიიღო. პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის დასაწყებად ქვეყანას შესაძლოა გარკვეული წლები დასჭირდეს. სააკაშვილის განცხადებით, გაზაფხულისთვის დაიწყება მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით."ეს ევროპაში არის ფსიქოლოგიური შემოტრიალება საქართველოსკენ. როცა 2004 წლის იანვრის ინაუგურაციაზე ავაფრიალეთ ევროკავშირის დროშა, მაშინ უკლებლივ ყველას რეაქცია იყო დამცინავი, ზოგიერთის დაუჯერებელი. მიაჩნდათ, რომ ჩვენ ვფანტაზიორობთ. მაშინ უმეტესი ევროპელები ამბობდნენ, რომ ეს არ არის გეოგრაფიულად ევროპა, ეს არის სხვა განვითარება, სხვა სივრცე, სხვა გავლენის სფერო და ევროპას აქ არაფერი არ ესაქმება. წლევანდელი წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გახდებოდა რეალური თემა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სასურველი, მაგრამ ეს არ არის ახლოს რეალობასთან. ყველა ბოლო შეხვედრაზე, სამიტზე, სადაც მე ვიყავი, მუდმივად ისმის ერთი და იგივე _ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ეს თქვა სარკოზიმ აქ, თავისი ისტორიული გამოსვლისას და ეს იყო ისტორიული, რადგან საფრანგეთი სადღაც რომ ჩადის და ამას ამბობს, მისი სიტყვა არის იმ ქვეყნისთვის შემომტრიალებელი, რადგან საფრანგეთის სიტყვა არის განმსაზღვრელი ევროკავშირის ქვეყნებისათვის. ახლაც, მარსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე სარკოზიმ ხელახლა გაიმეორა იგივე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2011 lasha_aloმიშამ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში ვიქნებითო :| როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ევროკავშირი როგორც გაერთიანება უახლოეს თვეებში დაიშლება და მაგისი იმედი აქვს ალბათ მიშას. მერე იტყვის, რომ არ ჩამოშლილიყო, გავხდებოდით ევროკავშირის წევრიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 ნეტა მაგას რა, აღარ გაუთავდა ეს ბოლი???ევროკავშირი რო დაიშლება მერე შევიდეთ აჯობებს.!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted December 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2011 ნუ აი ამაზე ემის გახსნა შეიძლება? სლეა ძმაო ეს კაცი და რა გინდათ? არც მალავს. გეუბნებათ თუ #######ი გაქვთ გამჯიმეთ, თუ არა და დაგაჭამთ ძუძუებსო... სულ ეგაა რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 (edited) როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ევროკავშირი როგორც გაერთიანება უახლოეს თვეებში დაიშლება ეგ რომელ ექსპერტებზეა საუბარი? ხუხაშვილი თუ ცისკარიშვილი? Edited December 14, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 Saturnხო ნუ ეს ძუძუჭამია ხომ სლეა და ეს ექსპერტები რომ ამაზე იდიოტები არიან, იმიტომაც უჭირავს მთელი ქვეყანა ამ კაცს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 ეგ რომელ ექსპერტებზეა საუბარი? ხუხაშვილი თუ ცისკარიშვილი? ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებზეა საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებზეა საუბარი.ევროკავშირის დაშლა ფანტასტიკის სფეროა. მაქსიმუმ რამდენიმე ქვეყანა გარიცხონ. ის ქვეყნები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
camomle Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 ევროკავშირის დაშლა ფანტასტიკის სფეროა. მაქსიმუმ რამდენიმე ქვეყანა გარიცხონ. ის ქვეყნები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს.რა იცი ხვალ რა ხდება? არ იცი არა ლოლ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 რა იცი ხვალ რა ხდება? არ იცი არა ლოლრა ნაცნობი ნიკია... ხვალ რა ხდება არ ვიცი. რა არ მოხდება ის ვიცი. დიდი ალბათობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 ევროკავშირის დაშლა ფანტასტიკის სფეროა. მაქსიმუმ რამდენიმე ქვეყანა გარიცხონ. ის ქვეყნები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს. არაა ეს უკვე ფანტასტიკა.ისე მინიმუმ ევროს რომ დაერხევა, ამაში ეჭვი არ მეპარება უკვე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
camomle Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 (edited) რა ნაცნობი ნიკია... ხვალ რა ხდება არ ვიცი. რა არ მოხდება ის ვიცი. დიდი ალბათობით. რამე დადებითიც ხო უნდა მოხდეს? შავს თეთრიც ხომ უნდა მოჰყვეს?.. პ.ს.ახ გახსოვს ეს ნიკი? :nekro: Edited December 14, 2011 by camomle Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 რამე დადებითიც ხო უნდა მოხდეს? შავს თეთრიც ხომ უნდა მოჰყვეს?..ვარდისფერიც შეიძლება მოყვეს ახ გახსოვს ეს ნიკი?რავა არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
camomle Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 ვარდისფერიც შეიძლება მოყვეს რავა არა შანსი არაა თეთრს შავი,შავს თეთრი მოჰყვება ხოლმე კანონზომიერებაა ეგეთი .ასე რომ არანაირი ვარდები -ვარდისფერი და ფორთოხალი-ფორთოხლისფერიმალაძეც რო არ გავიწყდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2011 ჯერ არც ერთი მისი დაპირება არ შესრულებულა და რაღა ეს შესრულდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.