mtidan Posted December 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2011 DonCaredoმაგას თუ იზამს, შეიძლება მეც გადავხედო უკვე ჩემს მოსაზრებებს, მაგრამ არ იზამს, აბა რისთვის უნდოდა მაშინ, რაში გამოიყენებს 1 პროცენტიან პარტიას, რომელსაც საკუთარი წევრებიც კი არ აძლევენ ხოლმე ხმას მეზობელ ფორუმზე ერთი იუზერი ირწმუნება, სამეგრელოში ოფისები რომ გახსნა ალასანიამ და რომელი ოფისებიც ბიძინას ოფისებად მოიაზრება, დაკომპლექტებულია ნაც აქტივისტებით და უშიშროების ნასედკებითო. ბიძინას რომ დაზვერვა ჰყავს, ბარემ მოსადსაც შეშურდება. ამოქმედდება ბიძინა, თუ არა მაშინ შეკრული ყოფილა მიშასთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted December 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2011 mtidanდაზვერვა არა სამში გრძელი აქვს სამეგრელოშიც მასეა და თიტქმის ყველა რეგიონშიც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted December 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2011 ცნობისათვის, ეხლა გამახსენდა! 2012 წლის 2 0ქტომბრიდან ძალასი შევა საქართველოს კანონი ლუსტრაციის შესახებ... საინტერესო ამბები გველის წინ! :volk: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted December 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2011 Grigali :givi: რაის საინტერესო...სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანა იმდენად დისკრედიტირებულია.სულ რომ რეალური აგენტები ამოყარონ, ხალხს ან არ სჯერა, ან ჰკიდია.პირიქით.შეიძლება გაუხარდეთ და პატივისცემის პონტშიც ჰყავდეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 Grigaliცნობისათვის, ეხლა გამახსენდა! 2012 წლის 2 0ქტომბრიდან ძალასი შევა საქართველოს კანონი ლუსტრაციის შესახებ... საინტერესო ამბები გველის წინ! :volk: შენი წინაპარი რომ აღმოჩნდეს მერე კგბ-სთან კავშირში მერე რას იზამ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted December 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 ra qveyana daangriesშენი წინაპარი რომ აღმოჩნდეს მერე კგბ-სთან კავშირში მერე რას იზამ? გამორიცხულია, მაგის სრულ გარანტიას ვიძლევი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 (edited) Grigalira qveyana daangriesშენი წინაპარი რომ აღმოჩნდეს მერე კგბ-სთან კავშირში მერე რას იზამ?გამორიცხულია, მაგის სრულ გარანტიას ვიძლევი! მაგის გარანტია არ არსებობს ისე ვინც ყველაზე მეტად საუბრობს პატრიოტიზმზე ისენი ყველაზე მეტი აგენტები არიან ;) ან რა ლუსტრაციის კანონი უნდა მიიღონ მიშამ და ნაცებმა ნახევარზე მეტი მაგათგან გაიშიფრება მერე Edited December 22, 2011 by ra qveyana daangries Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted December 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 (edited) ra qveyana daangries"ისე ვინც ყველაზე მეტად საუბრობს პატრიოტიზმზე ისენი ყველაზე მეტი აგენტები არიან"-მე თუ მიგულისხმე, ფაქტები დადე! Edited December 22, 2011 by Grigali Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 Grigalira qveyana daangries"ისე ვინც ყველაზე მეტად საუბრობს პატრიოტიზმზე ისენი ყველაზე მეტი აგენტები არიან"-მე თუ მიგულისხმე, ფაქტები დადე! ელეკტროობა გაქვს სახლში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted December 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2011 (edited) ra qveyana daangries"ელეკტროობა გაქვს სახლში?"-მოკლედ საბავშვო ბაღია რა, ძალიან დაბალი დონე. მაგის მეტი არგუმენტი არაფერი გაქვს?! Edited December 22, 2011 by Grigali Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted December 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2011 მუდამ მტრის სამსახურში,წითელი მასონობიდან შავ მასონობამდე მასონ-კომუნისტები ისევ ხელისუფლებაში არიან, მათ უბრალოდ სახელები და პატრონები შეიცვალეს. ასეთი სახეშეცვლილია "რესპუბლიკური" გაერთიანების თავმჯდომარე დავით უსუპაშვილი. მათ "მოღვაწეობა" ,,კომუნისტურ პარტიაში’’ დაიწყეს. ისინი, ვინც "მასონ-დემოკრატიული" ღირებულებების გამტარებლები არიან, ადრე მასონ-კომუნისტები იყვნენ. ,,რესპუბლიკური პარტიის’’ მეთაური, დავით უსუფაშვილიც ბეჯითად ემსახურებოდა საქართველოს დამპყრობ მასონ-კომუნისტებს. http://i014.radikal.ru/1112/50/d029d6ffa34c.jpgუსუფაშვილმა თავისი ,,კომუნისტური’’ წარსული ასე ახსნა: ,,იმიტომ შევედი ,,კომუნისტურ პარტიაში’’, მისი შიგნიდან დანგრევა მინდოდა...’’. მოგვიანებით კი, უსუფაშვილს ,,უცნობთანაც’’, იგივე გრეჩიხა პატარა, იგივე, გიორგი გაჩეჩილაძესთან ჰქონდა უთანხმოება, რასაც გრეჩიხა პატარა ასე ხსნიდა: ,,ვერ გავიგე რა უნდათ ჩემგან ,,რესპუბლიკელებს’’ და რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში ლევან ბერძენიშვილს? დანამდვილებით ვიცი, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ,,კომუნისტურ პარტიაში’’ შევიდა დავით უსუფაშვილი და ეს რომ ხმამაღლა ვთქვი, იმას მემართლებიან?“ (მაონ-კომუნისტების მიერ 1989 წლის 9 აპრილს, მთავრობის სასახლის წინ ქრთველთა სასაკლაოს მოწყობის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა დატოვა "კომპარტია", ამ დროს დავით უსუპაშვილი საქართველოს დამპყრობიო "კომპარტიის" წევრი ხდება). კომკავშირელ–რესპუბლიკელი უსუფაშვილის საზოგადოებრივი მოღვაწეობის დასაწყისი, კარგად ახსოვს საქართველოს ყოფილი "კომპარტიის" უკანასკნელ წინამძღოლ ავთანდილ მარგიანს. მარგიანი ,,პრესა.ჯი’’–სთან საუბრისას, უსუფაშვილის პირველ "პოლიტიკურ" ნაბიჯებს იხსენებს: ,,უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში. მის საქმიანობას კარგად არ ვიცნობ. კომკავშირში და პარტიაში საქმიანობდა და ძალიანაც წარჩინებული წევრი იყო პარტიის. ჰქონდა კარგი იდეები და შრომასაც არ აკლებდა. ზუსტად ახლა აღარ მახსოვს რა აზრებით გამოდიოდა, თუმცა თავგამოდებით, რომ იცავდა "კომპარტიის" მსოფლმხედველობას, ეს არავისთვის უცხო არ არის. მის "კომუნისტურ" მოღვაწეობას ვაფასებ, ბევრმა დაიწყო ასე კომკავშირში საქმიანობა, იქ იყო დავით გამყრელიძეც. გამოყენებულია [შორენა გოგოლაძე] პრესსა.ჯი*** დავით უსუფაშვილი :– სამართალმცოდნე, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005 წლიდან. დაიბადა 1968 წლის 5 მარტს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის ფაკულტეტი (1992) და - დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ, 1999). იყო მთავარი საარჩევნო სამმართველოს სამართლებრივი გაყოფილების გამგე (1990-1992), - შევარდნაძის "სახელმწიფო საბჭოს" სამართლებრივი განყოფილების მრჩეველი (1992-1994), - თსუ ლექტორი (1992-1997), - სახელმწიფო საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი (1993-1995), - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1994-1997), - AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი (1999-2000), - სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ საბჭოს წევრი (1995-1997, 2000-2001), - მექრთამოების აღმოფხვრის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001), - უძღვებოდა USAID-ის მიერ გაფულიანებულ პროექტებს ამართლებრივი გარდაქმნებს (2001-2005). არის სამმართალმცოდნეთა ("იურისტთა") მსოფლიო ასოციაციის წევრი. მშობლები: ლიანა უსუფაშვილი, ჯოველი უსუფაშვილი. მეუღლე – თინათინ ხიდაშელი (1973). შვილები: ალექსანდრე (2000), გრიგოლი (2006). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted December 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2011 Grigali"ელეკტროობა გაქვს სახლში?"-მოკლედ საბავშვო ბაღია რა, ძალიან დაბალი დონე. მაგის მეტი არგუმენტი არაფერი გაქვს?! კარგია არა არგუმენტების გარეშე საუბარი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted December 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2011 ra qveyana daangries"კარგია არა არგუმენტების გარეშე საუბარი?!"-როდის დავპოსტე არგუმენტების გარეშე?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
4L2M Posted December 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2011 ვისაც ივანოვის ოცნების გჯერათ დარწმუნებული ვარ ამას ამ ხელისუფლებაზე პირადი მიზეზით გაბრაზებულები აკეთებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted December 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2011 (edited) ბიძინა ივანიშვილი და ივანე მერაბიშვილი საჯარო მიმართვიდან http://giviivanich.files.wordpress.com/2011/10/ivanishvili2.jpghttp://commersant.ge/uploads/images/53532merabishvili.jpg მინდა მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას. მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ. მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას. საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს. გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. (სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება) ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა. ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ. ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო. მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი. სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს! სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ. ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს. ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად. მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო! ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ. საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო `მომსახურებით~, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის. თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, 3 წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო. ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ _ დანდობა და სიყვარული არ იცით! თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. `ქართუ ჯგუფის~ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი... თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება. დასკვნა: მიმართვიდან აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ქართველი ერის ჯალათებთან. ბიძინა ივანიშვილმა სულ მცირე 3 წლის წინ ჰქოდა გადაწყვეტილი ხელისუფლებაში მოსვლა. ქართულ საზოგადოებას კი ატყუებს, რომ მხოლოდ ახლახან გადაწყვიტა ხელისუფლებაში მოსვლა.http://b.pix.ge/x/ld0zn.jpg Edited December 24, 2011 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.