Jump to content
Planeta.Ge

"ქართული ოცნება" თუ პინგვინიანა?!


"ქართული ოცნება" თუ პინგვინიანა?!  

29 members have voted

  1. 1. 1.პინგვინიანა. 2."ქართული ოცნება" 3.არ ვიცი.

    • 1.პინგვინიანა.
      10
    • 2."ქართული ოცნება"
      13
    • 3.არ ვიცი.
      6


Recommended Posts

Grigali

-მთავარია ხალხის მასას, უმრავლესობას, გავაგებინოთ და დავითანხმოთ. რაც შეეხება ნაციონალებს "Да ну их, на три буквы..."

“რაოდენ სამართლიანად და ზომიერადაც უნდა მოგეჩვენოს, როდესაც ყველაფერს ხალხი წყეტს, აქ თვით თანაბრობა მაინც არასამართლიანია, რადგან ამ დროს საზოგადოებაში გონებრივი და ზნეობრივი იერარქია გათვალისწინებული არ არის”.

როდესაც გარკვეულ აზროვნების დონეზე პრობლემა წარმოიშვება, იმავე აზროვნების დონეზე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, აუცილებელია აზროვნების ამაღლებულ დონეზე გადასვლა და ამ პრობლემის ამაღლებული დონიდან გადაწყვეტა. /ა.აინშტაინი/

შესაბამისად, გაუაზრებელ საზოგადოებაში არსებული ზნეობის დონის ამაღლება ამავე აზროვნების დონიდან შეუძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამაღლებული განვითარებისა და ზნეობის დონიდანაა შესაძლებელი.

თუმცა, თუ საზოგადოების ნაწილი არსებულზე ამაღლებული დონის შექმნას, სისტემის თვისობრივ ცვლილებას შეძლებს, მაშინ ამ დონის შესაბამის რიტმს უკვე ხელეწიფება უკიდურესად დაქვეითებული ზნეობის მქონე სუბიექტშიც კი ამაღლება გამოიწვიოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 421
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

giauridia

ვფიქრობ ცოტა გადამეტებულია ეს შენი ფილოსოფიური წიაღსვლები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა. ჩვენი ამოცანა გაცილებით უფრო მარტივია: "როგორმე ავამოქმედოთ ის ძირითადი სამართლებრივი მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ..."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grigali

ეს აინშტაინიწს წიაღსვლებია;

რაც შეეხება დემოკრატიულ მთავრობას, ის იყო უსუსური და უუნარო (უტრ.კოც) და აღესრულა პარიზში.

რას შეეხება სამართლებრივ მემკვიდრეობას - აქაც არ ბრწყინავდნენ.

ყოველ ერს, ხალხს მისი ხასიათის შესატყვისი კანონები ჰქონდეს. იმის მიუხედავად, რომ ის აშკარა უპირატესობას ანიჭებს დემოკრატიულ წყობას, მაინც გამოთქვამს აზრს, რომ მთავარია ზომიერი მმართველობა, რომლის დეფიციტი შეიძლება დემოკრატიულ სისტემაშიც წარმოიშვას. ამიტომ, უმთავრესია ძალაუფლების დანაწევრება, “საჭიროა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ სხვადასხვა ძალებმა ერთმანეთი შეაკავონ”, რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს. თუ არაა მათ შორის დაპირისპირება, ურთიერთკონტროლი - ყველაფერი იღუპება. /შარლ მონტესკიე/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

რაც შეეხება დემოკრატიულ მთავრობას, ის იყო უსუსური და უუნარო (უტრ.კოც) და აღესრულა პარიზში.

-გეთანხმები.

 

 

რას შეეხება სამართლებრივ მემკვიდრეობას - აქაც არ ბრწყინავდნენ.

-ამაშიც გეთანხმები.

 

 

“საჭიროა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ სხვადასხვა ძალებმა ერთმანეთი შეაკავონ”,

-ჰო და, სწორედ ეს მექანიზმი დევს იმ, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში.

ამ კონსტიტუციით, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება პარლამენტის მიერ ერთი წლით და შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ვადით.

ანუ გამორიცხულია ყოველგვარი ავტორიტარიზმი და დიქტატურა. ამ კონსტიტუციის ეშინია რუსეთსაც (სამართლებივი თვალსაზრისით), ბოლოს და ბოლოს ეს სამართლებრივ ნორმატიული აქტი, 1921 წლის საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, არის იმ ადამიანების მიერ მიღებული რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან და ამდენათ გამორიცხულია ყოველგვარი სუბიექტურობაც, ამავე კონსტიტუციის შესაბამის ნორმების მიხედვით, იგი დღესაც ძალაშია და არის მოქმედი, მასში ცვილებებისა და დამატებების შეტანა არის მეტად გართულებული, რაც განაპირობებს მის სტაბილურობას... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო ეს ღირს დაფიქრებათ....

ამიტომ გთხოვთ სწორებას ხსენებულ სამართლებრივ ნორმატიულ აქტზე და არა რომელიმე პიროვნებაზე რა გინდა რა დიდი ადამიანი იყოს იგი....

Edited by Grigali
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა სიჩუმეა, ყველანი მეთანხმებით???

ტირასპოლში ხვალ არჩევნებია და იმიტომ!

სულ 10% გეთანხმები. რო მჯეროდეს დანარჩენ 90% გაიგებდი, გიპასუხებდი.

 

იმის გულისთვის, რომ გახსოვს "თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება პარლამენტის მიერ ერთი წლით" არა ღირს ხალხს პინგვინი უწოდო. წარმომიდგენია თავად ვინა ხარ, მე თუ პინგვინს მეძახი... ადიუ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

იმის გულისთვის, რომ გახსოვს "თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება პარლამენტის მიერ ერთი წლით" არა ღირს ხალხს პინგვინი უწოდო.

წარმომიდგენია თავად ვინა ხარ, მე თუ პინგვინს მეძახი... ადიუ!

-შე დალოცვილო, თუ ასეთი მცოდნე ხარ, ნაკითხი და კარგი ანალიზის უნარი გაგაჩნია, გვითხარი შენი მოსაზრებაც 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ, რა მოგწონს ან არ მოგწონს მისი?! და საერთოდ რა შემოგთავაზათ ამაზე უკეთესი ბიძინა ივანიშვილმა?! მიშაზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ის, ამ კონსტიტუციის მიხედვით საერთოდ კანონგარეშეა!!! Arivederci. :v:

Edited by Grigali
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grigali

პინგვინიანა დაიწყო და სადა ხართ ხალხნო?!

აქ, და მშვენიერი პრეზენტაცია იყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიო მმართველების მიერ ჩათესილი გველები საქართველოში

2007 წლის 20 ივლისი

 

აფხაზეთის ჩამოჭრა საქართველოდან დიდი ხნის წინ მზადდებოდა მასონთა მიერ.

„ქართულ-აფხაზური დაპირისპირების საკითხების შესახებ“ მოლაპარაკების გეგმა რამდენიმე წელია ხორციელდება. მისი მეოხეა (ფულადი უზრუნველყოფა) ქალაქ ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტი, როლის უკანაც დგას უილიამ და ფლორა ჰიულიტების მასონური "ფონდი".

ამ გეგმით გამართული შეხვედრების ზუსტი ჩანაწერები 2001 წელს გამოიცა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველთა "წარმომადგენლები", ისე აფსუბეის წარმომადგენლები და საერთაშორისო საკითხთა მცოდნეები. გთავაზობთ ამონარიდებს ქალაქ სოჭში 2001 წლის 19-23 მარტსა და 20-25 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრების ("კონფერენციების") მასალებიდან, რაც წარმოდგენას შუქმნის მკითხველს ქართული ე.წ."არასამთავრობო გაერთიანებების" (მათ შორის "რესპებიც") ხედვის შესახებ და არა მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში.

http://s2.ipicture.ru/uploads/20111211/ofeu2hT7.jpgსაქართველოს დამაქცევარი "რესპები"

შეკრებაზე ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ:

 

- პაატა ზაქარეიშვილი;

 

- თინა ხიდაშელი;

 

- ემზარ ჯგერენაია;

 

- ზაზა შათირიშვილი;

 

- დავით ბერძენიშვილი;

 

- ზურაბ ჭიაბერაშვილი;

 

- ლავენ რამიშვილი;

 

- ნოდარ სარჯველაძე;

 

- გიორგი ანჩაბაძე და სხვები.

 

ამ ქართველთმოძულეების (მოღალატეების) განცხადებით:

„საბოლოოდ, არა მხოლოდ აფხაზეთი უნდა გამოეყოს საქართველოს, არამედ, საქართველომაც უნდა თქვას უარი წარსულის მისებურ გაგებაზე, უარი უნდა თქვას აფხაზეთისადმი, როგორც საკუთარ მხარისადმი მიდგომაზე და გამოეყოს მას. აუცილებელია, ორივე ერი მარტო დარჩეს საკუთარ თავთან, საკუთარ დამოუკიდებლობასთან, უარი თქვან მტრის ხატისა და განუხორციელებელ გაგებაზე.

„მიგვაჩნია რომ აფხაზეთი და საქართველო არიან სახელმწიფო ერთეულები. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, აჭარასა და საქართველოს სხვა მხარეებს - ისინი საქართველოს "ავტონომიური" ერთეულებია. ანუ, ჩვენი აზრით, საქართველო არაერთგვაროვანი სამხარეო აგებულებისაა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთი, აჭარა, იმერეთი, კახეთი და ასე შემდეგ, წარმოადგენენ მის "ავტონომიურ" მხარეებს, ხოლო აფხაზეთი და საქართველო კი არიან სახელმწიფოებრივი ერთეულები“.

„ჩვენთან იწყება მსოფლიო ბანკის გეგმა, რომელიც გულისხმობს საშუალო განათლების გარდაქმნა (გეგმა ახლა უკვე ხორციელდება). ჩვენი ისტორიკოსები მონახავენ საკუთარ თავში ძალებს, რომ შესაბამისად აღწერონ წარსული ანუ შეიქმნება სახელმძღვანელოები სადაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არ იქნება მოაზრებული. ყველას უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, თუკი ჯავახეთში ვინმეს სურს დიდი სომხეთის ისტორიის სწავლა, დაე, ისწავლოს, ეს მისი უფლებაა“.

„... საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არ ჰყავს მოქალაქეები, ამ სიტყვის დასავლური გაგებით. აქ არიან არასრულფასოვანი მოქალაქეები, მათ შორის აზრობრივად არასრულფასოვანნიც. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ყველას გვაქვს საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია და ვერ ვცვლით ახალი რუკით, რომელზეც აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება. მეტიც, ასეთი აზრი ჩვენში სრასრულფასოვნების "კომპლექსს" აჩენს, რადგან ჩვენ ვერ ვპოულობთ იმის ძალას, რომ შევცვალოთ ეს რუკა. არ შეგვიძლია არც ძველი რუკის აღდგენა და არც მისი ახლით შეცვლა. ამდენად, ეს ჩვენი მთავარი საზრუნავია.

საკითხისადმი ჩვენი მიდგომა ასეთია - "ფედერაცია" და ძალიან ფართო უფლებები უნდა მიენიჭოს ორივე მხარეს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში.

კიდევ ერთი მიდგომა - ეს აბსოლუტურად განსხვავებული სახელმწიფოებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მაშინაც კი, თუ საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობასაც, რომ ცნოს ეს დამოუკიდებლობა, საქართველოს მაინც დარჩება რაღაც უფლებები და ბერკეტები აფხაზეთის საგარეო "პოლიტიკაზე" ზემოქმედებისათვის.

... ჩვენთვის უმთავრესია, რომ აფხაზებმა ისე ააშენონ სახელმწიფო, რომ თუკი ისინი მოიპოვებენ დამოუკიდებლობას და მიაღწევენ მის აღიარებას, ამ სახემწიფომ შეძლოს წესიერად არსებობა.

... ამიტომ აფხაზურმა მხარემ ახლავე უნდა დაიწყოს თანამშრომლობა მსოფლიო თანამეგობრობასთან ისეთ გეგმებში, რომლებიც მას საშუალებას მისცეს, შეასუსტოს ქართული პატივმოყვარეობა, ქართული ზეწოლა და გააძლიეროს აფხაზეთის სახელმწიფოებრივობა.

http://www.terraviva.net/assets/images/imagegallery/Georgia_political.gif... ამჟამად მზად ვართ, რომ ჩვენს თავში შევცვალოთ საქართველოს ძველი რუკა, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებდით სახელმძღვანელოებში, ახალი რუკით, სადაც აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენლობაში.

ამიტომ, აფხაზებს ვეტყოდით - ააშენეთ სახელმწიფო და ნახავთ, რომ თქვენ გექნებათ დამოუკიდებლობა“...

 

პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით. ქართველებმა არანაკლებად ამოხოცეს ("გენოციდი") აფსუებიო.

 

ბოლოთქმა:

საქართველოს დამპყრობი მარტო რუსეთი არ არის, არსებობენ მასზე უფრო დიდი მტრები. ამიტომ გონების თვალი უნდა გავახილოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სურვილი აღარ მაქ აქ ვპოსტო

რათა კისა, ვინ გაწყენინა?

დაჩის პოსტს გაეცით პასუხი

რა პასუხი უნდა გასცენ, ატკაზზე ალბათ ვერ გავლენ, რადგან ფაქტია, ყველამ იცის რესპების დამოკიდებულება მაგ საკითხზე. ისიც ყველამ იცის, რომ რესპები იგივე ნაცები არიან, ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ არ არიან ხელისუფლებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩის პოსტს გაეცით პასუხი

 

რა პასუხი გავცე? კი ვიცი ,რომ თინა არის - ბოკერია კაბაში..:)

დანარჩენი კი ისედაც ვიცი..

 

ისე დღეს რა მოხდა პრეზენტაციაზე, თემა არ უნდა გაგეხსნათ???

მეც მაინტერესებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

ისე დღეს რა მოხდა პრეზენტაციაზე, თემა არ უნდა გაგეხსნათ???

მეც მაინტერესებს...

 

მეც იძულებული გავხდი სხვა ფორუმზე გადამეკითხა პოსტები. ძნელია თემის გახსნა?

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...