Grigali Posted January 3, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2012 (edited) DonCaredo"ოპიუმ დლია ნაროდა. არჩევნები უნდა შეიცვალოს ტენდერით: დაპირება უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებით. აი მერე კი ვინც უნდათ ის აურჩევიათ. მანამდე კი უნდა იყოს ომები, სანამ ვინმე ძლიერი არ შემოიღებს ამ წესს." -მუხლი 52. ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს. პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას. (საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია.) რაღაც არ მგონია, ეს ნორმა ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებდეს პარლამენტსა და მთავრობას ხალხის წინაშე, ვიდრე შენს მიერ ნანატრი ტენდერი ან ხელშეკრულება. მოდით ერთად ვაიძულოთ დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება, როგორც ჩემს განცხადებაში მიწეროია, შეასრულოს ხსენებული კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებები. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ვერც ტენდერის პირობებისა და ვერც ხელშეკრულების დამრღვევ ხელისუფლებას ვერაფერს ვერ დავაკლებთ. Edited January 3, 2012 by Grigali Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2012 მოდით ერთად ვაიძულოთ დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლებარითი უნდა აიძულო? დაერევა დუბინკებით, ამერიკა გააპრავებს, რუსს, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ მოგეხმარება, სამართლებრივი საფუძველი მაინც უნდა ქონდეს საბაბად. სამართალში კი არსად არ წერია, რომ როდესაც კანდიდატი "დაგპირდება" გაისად სოხუმში ვიქნებიო, ამ დაპირების გამო აირჩევ, ის კი სოხუმს მთლიანად გაყიდის, და ამის შემდეგ შენ უფლება გაქვს მოითხოვო მისი ციხეში ჩასმაო. არ წერია ეგ არსად. ხოდა, აი როცა არჩევნების მაგივრად იქნება ტენდერი, ხელშეკრულება, და სოხუმში შესვლა დაპირება კი არ იქნება, ვალდებულება იქნება, შესაბამისი დასჯადი მექანიზმით კანონში, ამის შემდეგ შეგეძლება მოითხოვო. აი რომ არ შეასრულებს, უკვე შეგიზლია მოთხოვო/თხოვო ნებისმიერ სხვა ქვეყანას, დაგეხმაროს კანონის ასრულებაში და მოქესტოს მოძალადე. დაპირების არშესრულება არაა დანაშაული. ხელშეკრულების დარღვევა კი ითვალისწინებს სანქციებს და ამ სანქციების თავიდან აცილება კი უკვე დანაშაულია. სულ სხვა რამესთან გვექნება საქმე, მაგრამ ოპიუმის დამრიგებელ ებრაელობას რაში აწყობს ეგ? ამიტომაც აწვებიან "დემოკრატიულ არჩევნებს", ნდობას, ათას სისულელეს. აი როგორც ბარიგობაში არიან დაგენაცვლეები, მოგატყუებს, ნაგავ საქონელს მოგყიდის, და თუ თავს გაუტეხავ, მერე ტირილს იწყებს, მჩაგრავენო. ასეთნაირად უნდა არჩევნებიც. რატომ უნდა ჩალიჩობდეს ვინმე რამე თანამდებობაზე არჩევისას ხალხის დარწმუნებას? ეხლა მე შენ რამდენიც არ უნდა გარწმუნო, რომ მომე 10000 დოლარი და მერე ორი იმდენს მოგცემ მეთქი, მომცემ? მარა თუ ხელშეკრულებას დაგიდებ, და გეცოდინება, რომ თუ არ მოგცემ, მაინც მომაცემინებენ, მაშინ არც მე დაგიწყებ უკვე მოტყუებას, მეცოდინება, რომ დამენძრევა. ასე კი რა მენაღვლება? თუ ჭამ, ჭამ, თუ არადა, ჩემგან რა მიდის ესაა არჩევნებიც, მეტი კი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted January 3, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2012 (edited) DonCaredo "ვალდებულება იქნება, შესაბამისი დასჯადი მექანიზმით კანონში,"-ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ 52-ე მუხლზე მეტი დამავალდებულებელი, "იმპერატიული" ნორმა რაღა გინდა, ამ მუხლის დარღვევისათვის გათვალისწინებულია სასჯელი. "მარა თუ ხელშეკრულებას დაგიდებ, და გეცოდინება, რომ თუ არ მოგცემ, მაინც მომაცემინებენ, მაშინ არც მე დაგიწყებ უკვე მოტყუებას, მეცოდინება, რომ დამენძრევა"-ერთობ ჭკვიანურად წერ, მაგრამ მაინც იბადება კითხვა; თუ ვერ შევძელი ტენდერის შესრულება მაშინ რას მიზამ? ამისთვისაც ხომ სასჯელია და მეტი არაფერი? ამიტომ ჯობია კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების შესრულება მოვითხოვოთ. ამისთვის დარბევა მომაკვდინებელი იქნება მიშასთვის, თუ რატომ უკვე დავპოსტე. ხოლო შენს მიერ შემოთავაზებული გზა, ეს არის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების თავის არიდების მცდელობა. ჩვენ ჯერ კონსტიტუციით უნდა დავიწყოთ და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, შევიტანოთ მასში შესაბამისი ცვლილებები. Edited January 3, 2012 by Grigali Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 3, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2012 (edited) . Edited January 4, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
camomle Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 რამხელა თემააა რა წაიკითხავს ამას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted January 4, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 camomle"რამხელა თემააა რა წაიკითხავს ამას"-სამაგიეროდ საინტერესოა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
camomle Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 camomle"რამხელა თემააა რა წაიკითხავს ამას"-სამაგიეროდ საინტერესოა! ვითამ? ჩავუჯდე?)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 (edited) ისე, ეხლა გავიგე კაცო. რესპებში მეტნაკლებად ჭკვიან კაცებად ზაქარეიშვილს და ბერძენიშვილებს თვლან, ხოდა აგერ რა უთქვამთ თურმე ბიძინაზე (ჯერ არ იცოდნენ, რომ ბიძინა რესპებს აირჩევდა ): ზაქარეიშვილი:"ბიძინა ივანიშვილის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში ისედაც დაშლილი ოპოზიციის დასაშლელად სააკაშვილის შემოგდებულია" ესეც ბერძენიშვილის აზრები:“ეს საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბიზნესმენი პოლიტიკაში მიდის. დაახლოებით უკვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ხმების რამდენი პროცენტის აღებას შესძლებს ივანიშვილი არჩევნებში – 7 პროცენტის და ეს მაქსიმუმია, ისევე, როგორც ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში მოხდა. იმის, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ისტორიას შეცვლის, არ მჯერა” ძუკუს აზრი მაინტერესებს, მართალია ეს? (დირეს აზრი არ მაინტერესებს, ეგ ხან ბიძინას უკუზავს რესპებს, ხან მიშას მე(ეგრე დაასკვნა ), ხან რავი სულ გადაკუზვებშია ) ივანიშვილის 7% და თქვენი 2% და ჰა ჰა ალასანიას 5% და კიდე დავითაშვილ-ძიძიგურის 4% სწორი უთქვამთ ნაცებს, მაგათმა მაქსიმუმ 18% აიღონო Edited January 4, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 "ბიძინა ივანიშვილის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში ისედაც დაშლილი ოპოზიციის დასაშლელად სააკაშვილის შემოგდებულია" ბიძინა ნამდვილად არ არის ის კატეგორია, სააკაშვილმა სადმე შეაგდოს. გრეჩიხაში არ შეგვეშალოს.პ.ს. რელურად გრეჩიხამ მოუგო მიშას, მაგრამ გაიყიდა მწვანეებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 (edited) ბიძინა ნამდვილად არ არის ის კატეგორია, სააკაშვილმა სადმე შეაგდოს. გრეჩიხაში არ შეგვეშალოს. პ.ს. რელურად გრეჩიხამ მოუგო მიშას, მაგრამ გაიყიდა მწვანეებზე.ეგ მაგისათვის არ დამიდია, თუ რომელი კატეგორიაა ბიძინა ეგ დავდე რესპებისთვის. მაინტერესებს, რითი ახსნიან ამ ბუმბერაზი რესპუბლიკელების ამ ნააზრევებს, სულ რამოდენიმე დღით ადრე, ვიდრე ბიძინა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა. თუ ისინი მართლა ასე თვლიდნენ, მაშინ რატომ არ უპასუხეს უარით ბიძინას შემოთავაზებას, კაცისას, რომელიც სააკაშვილმა შემოაგდო, და რომელსაც მაქსიმუმ 7% -ის აღების შანსი აქვს. რა შეიცვალა 2 საათში, რატომ გახდა ეს კაცი უცებ საქართველოს მხსნელი. გააპრავონ (ნაცები ხომ აპრავებენ ეგეთ გამონათქვამებს. ხოდა, გააპრავოს ესეც ძუკუმ. ან აღიაროს, რომ ვიგოდნიკები არიან და ფულის გამო დათანხმდნენ, ან აღიარონ რომ უმეცრები არიან და ვერ ერკვევიან სიტუაციაში. რავი, სხვა ვარიანტი თავად მოიფიქრონ რამე) Edited January 4, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 DonCaredo ეგ დავდე რესპებისთვის. ჩემი აზრით რესპები და ალასანია ბიძინასთვის არის პროპუსკი ამერიკასთან. სჭირდება ალბათ საქმეს. ბოლომდე არ დაეყრდნობა მაგათ და ჩაანაცვლებს, თორემ ვნახავთ მალე. არ არის უჭკუო კაცი. რესპები გამოჩნდა უკვე, რისთვისაც შემოეხვივნენ ბიძინას. ჯიპები კაპიტალია და როცა გვინდა ფულად ვაქცევთო. მაშინ ოქრო ეყიდათ, არც ფასი არ დაეცემა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 4, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2012 ჯიპები კაპიტალია და როცა გვინდა ფულად ვაქცევთომე ნაციონალების ადგილას, დავიქირავებდი ვინმეს, და დავუწვავდი მაგ ჯიპებს, და რა კაპიტალია, გამოჩნდება მერე მე შენ გეტყვი და ვერ იპოვიან ვინმე ეგეთს თუ რა? გადამიხადონ მე და სულ გადავუწვავ მაგ ჯიპებს თავისი პატრონებიანად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grigali Posted January 11, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2012 ვითომ ყველაერი ითქვა ამ თემაში, ქართული ოცნებისა და პინგვინების გარშემო??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted January 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2012 რამდენი ხართ გაწევრიანებული ქართულ ოცნებაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted January 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2012 qutaiseliჰმ... მოვიდა ეხლა და კითხულობს რაღაცეებს.... სად დაიკარგე? მე არ ვარ გაწევრიანებული და არც ვაპირებ ,რომელიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.