Jump to content
Planeta.Ge

"ქართული ოცნება" თუ პინგვინიანა?!


"ქართული ოცნება" თუ პინგვინიანა?!  

29 members have voted

  1. 1. 1.პინგვინიანა. 2."ქართული ოცნება" 3.არ ვიცი.

    • 1.პინგვინიანა.
      10
    • 2."ქართული ოცნება"
      13
    • 3.არ ვიცი.
      6


Recommended Posts

DonCaredo

"ოპიუმ დლია ნაროდა. არჩევნები უნდა შეიცვალოს ტენდერით: დაპირება უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებით. აი მერე კი ვინც უნდათ ის აურჩევიათ. მანამდე კი უნდა იყოს ომები, სანამ ვინმე ძლიერი არ შემოიღებს ამ წესს."

 

 

-მუხლი 52. ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს. პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას. (საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია.)

 

რაღაც არ მგონია, ეს ნორმა ნაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებდეს პარლამენტსა და მთავრობას ხალხის წინაშე, ვიდრე შენს მიერ ნანატრი ტენდერი ან ხელშეკრულება. მოდით ერთად ვაიძულოთ დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება, როგორც ჩემს განცხადებაში მიწეროია, შეასრულოს ხსენებული კონსტიტუციით მონიჭებული ჩვენი უფლებები. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ვერც ტენდერის პირობებისა და ვერც ხელშეკრულების დამრღვევ ხელისუფლებას ვერაფერს ვერ დავაკლებთ.

Edited by Grigali
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 421
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

მოდით ერთად ვაიძულოთ დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება

რითი უნდა აიძულო? დაერევა დუბინკებით, ამერიკა გააპრავებს, რუსს, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ მოგეხმარება, სამართლებრივი საფუძველი მაინც უნდა ქონდეს საბაბად. სამართალში კი არსად არ წერია, რომ როდესაც კანდიდატი "დაგპირდება" გაისად სოხუმში ვიქნებიო, ამ დაპირების გამო აირჩევ, ის კი სოხუმს მთლიანად გაყიდის, და ამის შემდეგ შენ უფლება გაქვს მოითხოვო მისი ციხეში ჩასმაო. არ წერია ეგ არსად. ხოდა, აი როცა არჩევნების მაგივრად იქნება ტენდერი, ხელშეკრულება, და სოხუმში შესვლა დაპირება კი არ იქნება, ვალდებულება იქნება, შესაბამისი დასჯადი მექანიზმით კანონში, ამის შემდეგ შეგეძლება მოითხოვო. აი რომ არ შეასრულებს, უკვე შეგიზლია მოთხოვო/თხოვო ნებისმიერ სხვა ქვეყანას, დაგეხმაროს კანონის ასრულებაში და მოქესტოს მოძალადე. დაპირების არშესრულება არაა დანაშაული. ხელშეკრულების დარღვევა კი ითვალისწინებს სანქციებს და ამ სანქციების თავიდან აცილება კი უკვე დანაშაულია. სულ სხვა რამესთან გვექნება საქმე, მაგრამ ოპიუმის დამრიგებელ ებრაელობას რაში აწყობს ეგ? ამიტომაც აწვებიან "დემოკრატიულ არჩევნებს", ნდობას, ათას სისულელეს. აი როგორც ბარიგობაში არიან დაგენაცვლეები, მოგატყუებს, ნაგავ საქონელს მოგყიდის, და თუ თავს გაუტეხავ, მერე ტირილს იწყებს, მჩაგრავენო. ასეთნაირად უნდა არჩევნებიც. რატომ უნდა ჩალიჩობდეს ვინმე რამე თანამდებობაზე არჩევისას ხალხის დარწმუნებას? ეხლა მე შენ რამდენიც არ უნდა გარწმუნო, რომ მომე 10000 დოლარი და მერე ორი იმდენს მოგცემ მეთქი, მომცემ? მარა თუ ხელშეკრულებას დაგიდებ, და გეცოდინება, რომ თუ არ მოგცემ, მაინც მომაცემინებენ, მაშინ არც მე დაგიწყებ უკვე მოტყუებას, მეცოდინება, რომ დამენძრევა. ასე კი რა მენაღვლება? თუ ჭამ, ჭამ, თუ არადა, ჩემგან რა მიდის :) ესაა არჩევნებიც, მეტი კი არაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

"ვალდებულება იქნება, შესაბამისი დასჯადი მექანიზმით კანონში,"

-ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ 52-ე მუხლზე მეტი დამავალდებულებელი, "იმპერატიული" ნორმა რაღა გინდა, ამ მუხლის დარღვევისათვის გათვალისწინებულია სასჯელი.

 

"მარა თუ ხელშეკრულებას დაგიდებ, და გეცოდინება, რომ თუ არ მოგცემ, მაინც მომაცემინებენ, მაშინ არც მე დაგიწყებ უკვე მოტყუებას, მეცოდინება, რომ დამენძრევა"

-ერთობ ჭკვიანურად წერ, მაგრამ მაინც იბადება კითხვა; თუ ვერ შევძელი ტენდერის შესრულება მაშინ რას მიზამ? ამისთვისაც ხომ სასჯელია და მეტი არაფერი?

ამიტომ ჯობია კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების შესრულება მოვითხოვოთ. ამისთვის დარბევა მომაკვდინებელი იქნება მიშასთვის, თუ რატომ უკვე დავპოსტე. ხოლო შენს მიერ შემოთავაზებული გზა, ეს არის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების თავის არიდების მცდელობა.

ჩვენ ჯერ კონსტიტუციით უნდა დავიწყოთ და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, შევიტანოთ მასში შესაბამისი ცვლილებები.

Edited by Grigali
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

camomle

"რამხელა თემააა რა წაიკითხავს ამას"

-სამაგიეროდ საინტერესოა! :murtaza:

 

ვითამ?

 

ჩავუჯდე?:))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ეხლა გავიგე კაცო. რესპებში მეტნაკლებად ჭკვიან კაცებად ზაქარეიშვილს და ბერძენიშვილებს თვლან, ხოდა აგერ რა უთქვამთ თურმე ბიძინაზე (ჯერ არ იცოდნენ, რომ ბიძინა რესპებს აირჩევდა :) ):

 

ზაქარეიშვილი:

"ბიძინა ივანიშვილის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში ისედაც დაშლილი ოპოზიციის დასაშლელად სააკაშვილის შემოგდებულია"

 

ესეც ბერძენიშვილის აზრები:

“ეს საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბიზნესმენი პოლიტიკაში მიდის. დაახლოებით უკვე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ხმების რამდენი პროცენტის აღებას შესძლებს ივანიშვილი არჩევნებში – 7 პროცენტის და ეს მაქსიმუმია, ისევე, როგორც ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში მოხდა. იმის, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ისტორიას შეცვლის, არ მჯერა”

 

ძუკუს აზრი მაინტერესებს, მართალია ეს? :) (დირეს აზრი არ მაინტერესებს, ეგ ხან ბიძინას უკუზავს რესპებს, ხან მიშას მე(ეგრე დაასკვნა:) ), ხან რავი სულ გადაკუზვებშია :D ) ივანიშვილის 7% და თქვენი 2% და ჰა ჰა ალასანიას 5% და კიდე დავითაშვილ-ძიძიგურის 4% :) სწორი უთქვამთ ნაცებს, მაგათმა მაქსიმუმ 18% აიღონო :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ბიძინა ივანიშვილის ფენომენი ქართულ პოლიტიკაში ისედაც დაშლილი ოპოზიციის დასაშლელად სააკაშვილის შემოგდებულია"

 

ბიძინა ნამდვილად არ არის ის კატეგორია, სააკაშვილმა სადმე შეაგდოს. გრეჩიხაში არ შეგვეშალოს.

პ.ს. რელურად გრეჩიხამ მოუგო მიშას, მაგრამ გაიყიდა მწვანეებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინა ნამდვილად არ არის ის კატეგორია, სააკაშვილმა სადმე შეაგდოს. გრეჩიხაში არ შეგვეშალოს.

პ.ს. რელურად გრეჩიხამ მოუგო მიშას, მაგრამ გაიყიდა მწვანეებზე.

ეგ მაგისათვის არ დამიდია, თუ რომელი კატეგორიაა ბიძინა :) ეგ დავდე რესპებისთვის. მაინტერესებს, რითი ახსნიან ამ ბუმბერაზი რესპუბლიკელების ამ ნააზრევებს, სულ რამოდენიმე დღით ადრე, ვიდრე ბიძინა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა. თუ ისინი მართლა ასე თვლიდნენ, მაშინ რატომ არ უპასუხეს უარით ბიძინას შემოთავაზებას, კაცისას, რომელიც სააკაშვილმა შემოაგდო, და რომელსაც მაქსიმუმ 7% -ის აღების შანსი აქვს. რა შეიცვალა 2 საათში, რატომ გახდა ეს კაცი უცებ საქართველოს მხსნელი. გააპრავონ (ნაცები ხომ აპრავებენ ეგეთ გამონათქვამებს. ხოდა, გააპრავოს ესეც ძუკუმ. ან აღიაროს, რომ ვიგოდნიკები არიან და ფულის გამო დათანხმდნენ, ან აღიარონ რომ უმეცრები არიან და ვერ ერკვევიან სიტუაციაში. რავი, სხვა ვარიანტი თავად მოიფიქრონ რამე) :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეგ დავდე რესპებისთვის.

 

ჩემი აზრით რესპები და ალასანია ბიძინასთვის არის პროპუსკი ამერიკასთან. სჭირდება ალბათ საქმეს. ბოლომდე არ დაეყრდნობა მაგათ და ჩაანაცვლებს, თორემ ვნახავთ მალე. არ არის უჭკუო კაცი.

რესპები გამოჩნდა უკვე, რისთვისაც შემოეხვივნენ ბიძინას. ჯიპები კაპიტალია და როცა გვინდა ფულად ვაქცევთო. მაშინ ოქრო ეყიდათ, არც ფასი არ დაეცემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯიპები კაპიტალია და როცა გვინდა ფულად ვაქცევთო

მე ნაციონალების ადგილას, დავიქირავებდი ვინმეს, და დავუწვავდი მაგ ჯიპებს, და რა კაპიტალია, გამოჩნდება მერე :) მე შენ გეტყვი და ვერ იპოვიან ვინმე ეგეთს თუ რა? გადამიხადონ მე და სულ გადავუწვავ მაგ ჯიპებს თავისი პატრონებიანად :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

qutaiseli

ჰმ... მოვიდა ეხლა და კითხულობს რაღაცეებს....

 

სად დაიკარგე? :pupuza:

 

მე არ ვარ გაწევრიანებული და არც ვაპირებ ,რომელიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...