Harvard.888 Posted December 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2011 ევთანასია - საკმაოდ სადავო თემა მედიცინაშიც და რელიგიურ სამყაროშიც.სანამ საზოგადოების დამოკიდებულებაზე გადავალ ამ თემასთან მიმართებაში განვმარტავ მის მნიშვნელობას, არსს. ევთანასია -ბერძნული სიტყვიდან მოდის და ნიშნავს კარგ, უშფოთველ სიკვდილს. ევთანასია არის ხელოვნურად დაჩქარებული სიკვდილი, როდესაც ექიმი "კლავს" პაციენტს, რომელიც განიცდის საკმაოდ მწარე ტკივილს და ვერცერთი სამედიცინო საშუალება ვერ უმკლავდება მის წვალებას. შესაბამისად შეიძლება ითქვეს რომ ევთანასია არის ტკივილის და წვალების შემსუბუქების საშუალება.ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა.ევთანასიის განხორციელების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტერმინოლოგიებიც.ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია.პიროვნება, რომელსაც ევთანასია უტარდება როგორც წესი განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები ევთანასიას ითხოვენ. ევთანასიის განხორციელება შესაძლებელია როგორც ქმედებით (ლეტალური ინექცია) ასევე უმოქმედობით (მაგალითად საკვები მილის გაუმართაობა).აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევთანასია აკრძალულია და დასჯადია. საქართველოს კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, ევთანასია როგორც ტერმინი განმარტებულია შემდეგნაირად:“ევთანასია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;” (22.11.2002 #1768)ამავე კანონის მუხლი 151 თანახმად:“სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანასიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება”. ევთანასიის განხორციელება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და უთანაბრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110 მუხლს, რომელის თანახმადაც:“მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე”.განმარტებებინებაყოფლობითი ევთანასია: როდესაც პიროვნებამ, რომელსაც აკვდინებენ, მოკვდინება ითხოვა.არანებაყოფლობითი ევთანასია: როდესაც პიროვნებას, რომელსაც აკვდინებენ, მოკვდინება არ უთხოვია და მასზე თანხმობა არ განუცხადებია.იძულებითი ევთანასია: როდესაც პიროვნებამ, რომელსაც აკვდინებენ, ამის საწინააღმდეგო სურვილი გამოთქვა. სრულიად დასაშვებია ის მოსაზრება, რომ იძულებითი ევთანასიის ყველა შემთხვევა მორალურად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი მკვლელობაა.თვითმკვლელობაში დახმარება: ვინმე სხვა პირი პიროვნებას აწვდის ინფორმაციას, მითითებებსა და საშუალებებს სიცოცხლის დარულების თაობაზე, იმ მიზნით, რომ ეს ინფორმაცია, მითითებები და საშუალებები გამოყენებული იქნეს სწორად სიცოცხლის დასასრულებლად. როდესაც პიროვნებას საკუთარი თავის მოკვდინებაში ექიმი ეხმარება, ამას `ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება” ეწოდება.ევთანასია ქმედებით: პიროვნების გარდაცვალების განზრახ გამოწვევა ქმედების განხორციელების გზით, როგორიცაა მაგალითად ლეტალური ინექციის გაკეთება.ევთანასია მოუვლელობით: გარდაცვალების განზრახ გამოწვევა აუცილებელი და (მიღებული, ჩვეულებრივი) მოვლის განუხორციელებლობის ან საკვებისა და წყლის მიუცემლობის გზით.სიბრალულის გამო მოკვდინება: ხშირად ადამიანები ევთანასიას `სიბრალულის გამო მოკვდინებას” ეძახიან, რადგან შესაძლოა ამ დროს განუკურნებელ პაციენტებსა და მათზე ფიქრობენ, ვინც ხანგრძლივი და გაუსაძლისი ტკივილისგან იტანჯება.ისტორიატერმინი ევთანასია ბერძნული სიტყვებიდან `ეუ” და `ტჰანატოს” მომდინარეობს და ერთად `კარგ სიკვდილს” ან `კარგად გარდაცვალებას” ნიშნავს. ჰიპოკრატე ევთანასიას ახსენებს ჰიპოკრატეს ფიცში, რომელიც დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400-300წწ. დაიწერა. ფიცის ორიგინალი ვერსიის თანახმად: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. მიუხედავად ამისა, ანტიკურ ბერძნებსა და რომაელებს ზოგადად არ სჯეროდათ, რომ სიცოცხლე ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნებულიყო და, შედეგად, ტოლერანტულად იყვნენ განწყობილნი თვითმკვლელობის მიმართ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიკვდილის პირას მყოფი პირის მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლებელი იყო ან, სტოიკოსთა და ეპიკურელთა შემთხვევაში, პიროვნება საკუთარ სიცოცხლეზე აღარ ზრუნავდა.1300წწ-დან გასული საუკუნის შუა წლებამდე ინგლისური საერთო სამართლის თანახმად თვითმკვლელობა ინგლისსა და უელსში ბრალეული ქმედება იყო. სხვა პიროვნების თვითმკვლელობაში დახმარება ამ ტერიტორიებზე კვლავ უკანონო აქტად რჩება. თუმცა, 1500წწ-ში, უტოპიური საზოგადოების აღწერისას თომას მური ითვალისწინებდა ისეთ საზოგადოებას, რომელიც ხელს შეუწყობდა იმ პირთა სიკვდილს, რომელთა სიცოცხლე `ტანჯვისა და ხანგრძლივი ტკივილის” შედეგად მძიმე ტვირთად იქცა.თანამედროვე ისტორიამე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ევთანასიამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დებატები გამოიწვია. მედიცინის ისტორიკოსის ეზეკიელ ემანუელის თანახმად, სწორედ ანესთეზიის ხელმისაწვდომობის შედეგად დაიწყო ევთანასიის თანამედროვე ეპოქა. 1828 წელს, ნიუ იორკის შტატში შეერთებული შტატების პირველი ანტი-ევთანაზიური კანონი მიიღეს, რასაც მომდევნო წლებში მსგავსი ქმედებები სხვა მრავალ ადგილას და შტატში მოჰყვა. სამოქალაქო ომის შემდგომ, ადვოკატები და ზოგიერთი ექიმი მხარს უჭერდნენ ნებაყოფლობით ევთანასიას. საუკუნის მიწურულს მხარდაჭერამ აშშ-ში დიდ მასშტაბებს მიაღწია და 1930-იან წლებში კიდევ უფრო გაიზარდა.1935 წელს ინგლისში და 1938 წელს აშშ-ში ევთანასიის საზოგადოებები ჩამოყალიბდა, რომელიც აგრესიულ ევთანასიას უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ინგლისში ევთანასიის მომხრე კანონმდებლობა არ შემოიღეს, 1937 წელს ექიმის დახმარებით განხორციელებული ევთანასია შვეიცარიაში კანონიერად გამოცხადდა იმ შემთხვევებში, როდესაც პიროვნების სიცოცხლის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ევთანასიის შესახებ შეთავაზებებს ზოგჯერ ევგენიკაში ურევდნენ. თუ მომხრეთა გარკვეული ნაწილი ნებაყოფლობით ევთანასიას განუკურნებელ პაციენტთა სასარგებლოდ უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი ნებაყოფლობით ევთანასიას გარკვეული ევგენისტური მოტივაციიდან გამომდინარე ემხრობოდა (მაგ. მენტალური `დეფექტი”). ამავე პერიოდში, აშშ-ში სასამართლოები იხილავდნენ საქმეებს, სადაც განუკურნებელი პაციენტები /ასევე მათი კანონიერი წარმოამდგენლები/ ითხოვდნენ მოკვდინებაში ექიმის დახმარებასა და სიბრალულის გამო მოკვდინებას, როგორიცაა მშობლების მიერ ინვალიდობის უმძიმესი ფორმის მატარებელი ბავშვების მოკვდინება.მეორე მსოფლიო ომის წინ და მთელი ამ დროის განმავლოვაში, ნაცისტებმა განახორციელეს იძულებითი ევთანასიის პროგრამა, რომელიც უმეტესწილად გასაიდუმლოებული იყო. 1939 წელს ნაცისტებმა კოდური დასახელების პროგრამა Aცტიონ თ4–ის ფარგლებში მოაკვდინეს სამ წლამდე მიუღწეველი ბავშვები, რომელთაც გონებრივი ჩამორჩენილობა, ფიზიკური დეფორმაცია ან სხვა დამაძლურებელი პრობლემა აწუხებდათ. მათი მოსაზრებით, ეს პრობლემები უნარშეზღუდულ ბავშვებს `უღირსი სიცოცხლის” შესაძლებლობას უქმნიდა. ეს პროგრამა მოგვიანებით გაფართოვდა და მან უფრო დიდი ასაკის ბავშვები და მოზრდილებიც მოიცვა. მენტალური თავშესაფრების პაციენტები გერმანიასა და ავსტრიაში გადაჰყავდათ შუალედურ ადგილას, საიდანაც ისინი ხელახლა მიჰყავდათ ექვსიდან ერთ-ერთ სასიკვდილო ცენტრში (ბრანდენბურგში ბერლინის ახლოს, 1940 წლის იანვარ-სექტემბერი, გრაფენეკში შტუტგარტის ახლოს, 1940 წლის იანვარ-დეკემბერი, ავსტრიაში ჰართაიმში ლინცის ახლოს, 1940 წლის იანვრიდან 1944 წლის დეკემბრამდე, ა.შ.).ომის შემდგომი ისტორიანაცისტების მიერ განხორციელებული ევთანაზიების ირგვლივ გამოთქმული მასიური პროტესტის შედეგად 1940-იან და 1950-იან წლებში ევთანასიას ძალზე მცირე საჯარო მხარდაჭერა ჰქონდა, განსაკუთრებით კი იძულებით, ევგენიკაზე დაფუძნებულ შეთავაზებებს. კათოლიკური ეკლესიის ლიდერები, სხვებს შორის, აგრძელებდნენ ევთანასიის, როგორც სიცოცხლის სიწმინდის დარღვევის წინააღმდეგ გამოსვლებს. მიუხედავად ამისა, ორმაგი ეფექტის პრინციპის შედეგად, რომის კათოლიკური მორალური თეოლოგიისთვის მაინც მისაღები იყო ტკივილის გამაყუჩებლებით სიცოცხლის დასრულება, ანუ ფაქტიურად პასიური ევთანასია.მეორეს მხრივ, მოსამართლეები ხშირად ტოლერანტულად უყურებდნენ სიბრალულის გამო მოკვდინების საქმეებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ევთანასიის გამოჩენილ მომხრეთა შორის იყვნენ გლენვილ უილიამსი (სიცოცხლის სიწმინდე და სისხლის სამართალი) და მღვდელი ჯოსეფ ფლეტჩერი (`მორალი და მედიცინა”). 1960-იანი წლებისთვის ნებაყოფლობითი ევთანასიის მოკვდინებაზე უფლების მიდგომის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.ნებაყოფლობითი ევთანასიის (და ექიმის დახმარებით მოკვდინების) ირგვლივ მიმდინარე დებატებში გარდამტეხი როლი შეასრულა კარენ ენ ქუინლენის საქმეზე გამოხატულმა საზოგადოებრივმა ფურორმა (ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში მაინც). ქუინლენის საქმემ საფუძველი ჩაუყარა ნებაყოფლობითი პასიური ევთანასიის სამართლებრივ დახმარებას. 1977 წელს კალიფორნიაში სიცოცხლის შესახებ ანდერძების ლეგალიზება მოახდინეს და მალევე იგივე სხვა შტატებშიც განხორციელდა.1990 წელს დოქტორი ჯეკ ქევორქიანი, მიჩიგანის შტატში მოღვაწე ექიმი დაგმეს თვითმკვლელობების შეგულიანებისა და მის ჩადენაში დახმარების გამო, რაც 1992 წელს ევთანასიის პრაქტიკის წინააღმდეგ მიჩიგანის შტატის კანონმდებლობის მიღებით დასრულდა. 1999 წელს ქევორქიანი სასამართლომ ბრალდებულად ცნო ტელევიზიით გადაცემული მკვლელობის ჩადენაში. 1990 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლო მიემხრო არააგრესიული ევთანასიის გამოყენებას.1994 წელს ორეგონის შტატის ამომრჩევლებმა დაამტკიცეს ღირსეული სიკვდილის შესახებ კანონი, რომელიც ნებას რთავდა ექიმებს სიცოცხლის დასრულებაში დახმარებოდნენ ისეთ განუკურნებელ პაციენტებს, რომელთაც ექვს თვეზე ნაკლები სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი,. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ასეთ კანონმდებლობას მხარი 1997 წელს დაუჭირა. 1999 წელს ტექსასის შტატში არააგრესიული ევთანასია ნებადართულად გამოცხადდა.1993 წელს ჰოლანდიაში ექიმის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობის დეკრიმინალიზაცია განხორციელდა და 2002 წელს სხვა შეზღუდვებიც მოიხსნა. ამავე წელს ბელგიაში ექიმის დახმარებით განხორციელებული თვითმკვლელობა დამტკიცდა. იმ დროისათვის ბელგიის ყველაზე ცნობილმა მწერალმა ჰუგო კლაუსმა, რომელსაც ალცეიმერის დაავადება აწუხებდა, ევთანასია ითხოვა. იგი 2008 წლის მარტში ანტვერპენში მოღვაწე ექიმის დახმარებით გარდაიცვალა. ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიამ 1995 წელს ევთანასიის შესახებ კანონი მიიღო, მაგრამ ეს კანონი 1997 წელს ავსტრალიის ფედერალურმა პარლამენტმა გააუქმა.უახლოეს წარსულში, აშშ-ს მთავრობაში მიმდინარე ცხარე კამათის ფონზე, ტერი სკიავომ, ფლორიდის შტატის მაცხოვრებელმა, რომელიც 1990 წლიდან საკვებ მილზე იყო დამოკიდებული, 2005 წელს საკვები მილის მოხსნა შეძლო. მისმა მეუღლემ მოიპოვა მისთვის სიცოცხლის შემნარჩუნებელი სისტემის მოხსნის უფლება, ამტკიცებდა რა, რომ ეს მისი ნება იქნებოდა. თუმცა, ამის დადასტურება ძნელი იყო, რადგან სიცოცხლის შესახებ ანდერძი არ არსებობდა და ოჯახის დანარჩენ წევრებს სხვა პოზიცია ჰქონდათ.ევთანასიის ეთიკაევთანასია წარმოშობს ისეთ მტკივნეულ მორალურ შეკითხვებს, როგორიცაა:• გამართლებულია თუ არა, რომ სხვა პიროვნებამ დაასრულოს განუკურნებელი პაციენტის სიცოცხლე, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილი ან სხვა სახის ტანჯვა აწუხებს? • თუ ზოგიერთ შემთხვევაში ევთანასია გამართლებულია, რომელია ეს გამამართლებელი გარემოებები? • არსებობს რაიმე მორალური სხვაობა ვინმეს მოკვდინებასა და იმას შორის, რომ პიროვნებას გარდაცვალების ნება მისცე?ევთანასიასთან დაკავშირებულ ეთიკურ და რელიგიურ არგუმენტების საფუძვლად უდევს ხალხის განსხვავებული მოსაზრებები ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის და იმის შესახებ, აქვთ თუ არა ადამიანებს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარ სიცოცხლესა და სიკვდილთან დაკავშირებული საკითხები.არსებობს აგრეთვე პრაქტიკულ საკითხებზე დაფუძნებული მთელი რიგი არგუმენტები. ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებით ევთანასია მორალურად გამართლებული რომც იყოს, მისი ლეგალიზება მაინც დაუშვებელია, რადგან მოხდება მისი ბოროტად და მკვლელობის ფაქტების დასაფარად გამოყენება. `განსაკუთრებული" სამედიცინო დახმარებათუ პაციენტი განსაკუთრებულ ან დამამძიმებელ სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმის შედეგად გარდაიცვალა, ეს ევთანასიის შემთხვევა არ არის.ევთანასია და ტკივილის შემსუბუქებატკივილის შემსუბუქების მიზნით მედიკამენტის მიცემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პაციენტის ნაადრევ გარდაცვალებას გამოიწვევს, ევთანასიის შემთხვევას არ წარმოადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ ექიმს სურდა ტკივილის შემსუბუქება და არა პაციენტის სიკვდილი. ეს არგუმენტი ასევე ცნობილია, როგორც ორმაგი ეფექტის დოქტრინა.რატომ სურთ ადამიანებს ევთანასიაადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ გაუსაძლისი ტკივილი არის ვთანაზიის ძირითადი მიზეზი. თუმცა, აშშ-სა და ჰოლანდიაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ევთანასიის მოთხოვნათა მხოლოდ მესამედზე ნაკლები იყო გაუსაძლისი ტკივილით გამოწვეული.განუკურნებელი პაციენტების სიცოცხლის ხარისხი შესაძლოა საგრძნობლად გაუარესდეს ფიზიკური მდგომარეობის გამო, როგორიცაა თავშეუკავებლობა, გულისრევა და ღებინება, სუნთქვის შეკვრა, დამბლა, ყლაპვის დროს სირთულე, ა.შ.ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლის შედეგად ადამიანები ევთანასიაზე ფიქრობენ მოიცავს დეპრესიას, კონტროლის ან ღირსების დაკარგვის შიშს, სიმძიმის შეგრძნებას ან სხვაზე დამოკიდებულობასთან შეუგუებლობას. ევთანასიის კლასიფიკაციაევთანასია თანხმობითევთანასია შეიძლება განხორციელდეს თანხმობით (ნებაყოფლობითი ევთანასია) ან თანხმობის გარეშე (იძულებითი ევთანასია). რადგან იძულებითი ევთანასია პიროვნების კონკრეტული თანხმობის გარეშე ტარდება, ზოგიერთის აზრით ეს ფაქტი იძულებით ევთანასიას მკვლელობასთან ათანაბრებს.იძულებითი ევთანასიის ჩატარება შეიძლება, როდესაც პიროვნებას გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და ის მისმა რწმუნებულმა უნდა მიიღოს. რწმუნებულის თანხმობით ჩატარებული ევთანასია ძალიან საკამათო საკითხია, განსაკუთრებით როდესაც პაციენტის ბედის გადაწყვეტაზე რამდენიმე რწმუნებული აცხადებს პრეტენზიას. მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობითი ევთანასია არის ევთანასია პირის პირდაპირი თანხმობით, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ისიც სადავო საკითხად რჩება.ევთანასია საშუალებათა გამოყენებითევთანასიის განხორციელება შეიძლება პასიურად, არააგრესიულად, და აგრესიულად. პასიური ევთანასია მოიცავს თავის შეკავებას ჩვეული მკურნალობის ჩატარების (როგორიცაა ანტიბიოტიკები, ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ქირურგიული ოპერაცია) ან ტკივილის შემსუბუქების მიზნით მედიკამენტის (როგორიცაა მორფი) მიცემისგან, რამაც ასევე შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს (ორმაგი ეფექტის პრინციპი ). პასიური ევთანასია ყველაზე მიღებული ფორმაა და საავადმყოფოების უმეტესობაში ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენს. არააგრესიული ევთანასია გულისხმობს სიცოცხლის შენარჩუნების სისტემის მოშლას და უფრო საკამათო საკითხია. აგრესიული ევთანასია მოიცავს მოსაკვდინებლად ლეტალური ნივთიერებების გამოყენებას და ყველაზე სადავო საშუალებაა.ნებაყოფლობითი ევთანასიის მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტებიმეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევთანასიის შესახებ დებატების ცენტრში დასავლეთის ქვეყნებში მოექცა ჯანმრთელობის დაცვის რეგულირებული სისტემების ფარგლებში მოაზრებული ნებაყოფლობითი ევთანასია. ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებების, კანონმდებლობისა და რეგულაციების შედეგად ნებაყოფლობითი ევთანასია პაციენტებისა და მათი მეურვეებისათვის გახდა აშკარა არჩევანი. ნებაყოფლობითი ევთანასიის ასეთი პოლიტიკის მომხრეებსა და კრიტიკოსებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად შემდეგი მიზეზები მოჰყავთ:ნებაყოფლობითი ევთანასიის მომხრე არგუმენტები:• არჩევანი: ნებაყოფლობითი ევთანასიის მომხრეები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ არჩევანი წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიებისა და თავისუფალი საბაზრო სისტემების ფუნდამენტურ პრინციპს. • სიცოცხლის ხარისხი: ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც პიროვნება ავადმყოფობის სტადიაში განიცდის, ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებების ფონზეც კი არ არის აღქმადი იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს პირადად არ გამოუცდია. ფიზიკური ტკივილის გარეშეც, ხშირად პაციენტებს უჭირთ დამოუკიდებლობის დაკარგვისგან გამოწვეული ემოციური ტკივილის გადატანა. მეტიც, მიუხედავად თანამედროვე ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებებისა, `სუნთქვის შეკვრის” პრობლემის საწინააღმდეგო საშუალებები თითქმის არ არსებობს, რის შედეგად მრავალ პაციენტს დახრჩობის შეგრძნება ეუფლება. • ეკონომიკური ხარჯები და ადამიანური რესურსები: დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში ჰოსპიტალური ფართის ნაკლებობაა. ექიმებისა და ჰოსპიტალური ფართის რესურსი შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ადამიანთა საკეთილდღეოდ, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია, ვიდრე იმ ადამიანთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, რომელთაც სიკვდილი სურთ. ასეთი მიდგომა აუმჯობესებს მზრუნველობის ზოგად ხარისხს და ამცირებს საავადმყოფოებში მომლოდინეთა რიცხვს. იმ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნება, რომელთაც საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა აღარ შეუძლიათ, მძიმე ტვირთად იქცევა. • ზეწოლა: ნებაყოფლობითი ევთანასიის ყველა საწინააღმდეგო არგუმენტს საზოგადოება იყენებს საშინელი და ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ზეწოლის შესაქმნელად ადამიანებზე, რათა მათ გააგრძელონ წლობით საკუთარი უკეთესი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ცხოვრება. ასეთი ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია სარისკო და მტკივნეული საშუალებები (მაგალითად თავის ჩამოხრჩობა), რომელთა გამოყენებაც ადამიანებს, რომელთაც ჭეშმარიტად სურთ სიკვდილი, უხდებათ.სოციობიოლოგია: ამჟამად მრავალი, თუ არა უმრავლესობა ევთანასიის მომხრეებისა და კანონმდებლობაც თვლის, რომ მომაკვდავ ან ძალზე დაავადებულ ადამიანებს ევთანასიაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. თუმცა, ზოგიერთი აქტიური მომხრე თვლის, რომ ეს არჩევანი კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მაგალითად, სოციობიოლოგიური თვალსაზრისით, გენეტიკურ ნათესავებს შესაძლოა სურდეთ პიროვნებისათვის სიცოცხლის შენარჩუნება (ოჯახური შერჩევა) თვით ამ პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ. ეს განსაკუთრებით იმ პირებს შეეხებოდა, ვინც სიკვდილის პირას რეალურად ჯერ არ არის მისული. უფრო ლიბერალური პოლიტიკა ნებაყოფლობითი ევთანასიის მიმართებაში შესაძლებლობას მისცემდა პიროვნებას დაპირისპირებოდა ნათესავთა მხრიდან გამოხატულ ნებისმიერ ასეთ მიკერძოებულ ინტერესს.ნებაყოფლობითი ევთანასიის საწინააღმდეგო არგუმენტები:• პროფესიული ფუნქცია: კრიტიკოსთა მტკიცებით, ნებაყოფლობითმა ევთანასიამ შესაძლოა არასათანადო საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა, განსაკუთრებით კი ექიმთა პროფესიულ ფუნქციებს. ისინი მიუთითებენ, რომ გასული საუკუნის ევროპელი ექიმები ტრადიციულად დებდნენ ჰიპოკრატეს ფიცის გარკვეულ ვარიაციას, რომელიც თავისი ანტიკური ფორმიდან გამომდინარე გამორიცხავდა ევთანასიას: `არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მას მდგომარეობა შევუმსუბუქო”. თუმცა, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ფიცი ფაქტიურად აღარ გამოიყენება. • მორალი: ზოგიერთი ადამიანის აზრით, ევთანასია მორალური თვალსაზრისით გარკვეულწილად ან სრულიად მიუღებელია. ასეთი მოსაზრება როგორც წესი ევთანასიას მკვლელობის ერთ-ერთ სახეობად, ხოლო ნებაყოფლობით ევთანასიას თვითმკვლელობის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევს. ამ ქმედებათა მორალურობა კი ცხარე დებატების საგანია. • თეოლოგიური: ნებაყოფლობითი ევთანასია ხშირად უარყოფილია, როგორც ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის დარღვევა. კერძოდ, ზოგიერთი ქრისტიანი ამტკიცებს, რომ ადამიანის სიცოცხლე საბოლოოდ ღმერთის ხელშია, ასე რომ ადამიანები არ არიან უფლებამოსილნი სიცოცხლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ორთოდოქსალურ იუდაიზმში ძირითადად იმავე მიდგომას ვხვდებით. თუმცა, ის უფრო მეტად თავისუფალია და გარკვეული გარემოებების პირობებში მხარს უჭერს ევთანასიის გამოყენებას პასიური ან არააგრესიული საშუალებების მეშვეობით. შესაბამისად, ზოგიერთი თეოლოგი და სხვა რელიგიური მოაზროვნე ნებაყოფლობით ევთანასიას (და თვითმკვლელობას ზოგადად) ცოდვილ ქმედებად, ანუ გაუმართლებელ მკვლელობად მიიჩნევს. • განხორციელების შესაძლებლობა: ევთანასია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ `ნებაყოფლობითად”, თუ პაციენტი მენტალურად კომპეტენტურია მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ თუ იგი გონივრულად აღიქვამს არჩევანსა და მის შედეგებს. კომპეტენციის დადგენა ან მისი განსაზღვრებაც კი შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. • საჭიროება: თუ არსებობს მცირეოდენი საფუძველიც კი იმის დასაჯერებლად, რომ პაციენტის დაავადება ან ტანჯვა განკურნებადია ან მალე განიკურნება, მაშინ სწორ ქმედებად მკურნალობის ან პალიატიური მზრუნველობის უზრუნველყოფა განიხილება. • ოჯახის წევრთა სურვილები: ხშირად ოჯახის წევრებს სურთ საყვარელ ადამიანებთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ, სანამ ისინი გარდაიცვლებიან. • ზეწოლის ქვეშ თანხმობა: ნებაყოფლობითი ევთანასიის ეკონომიკური საფუძვლების გათვალისწინებით, ნებაყოფლობითი ევთანასიის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პაციენტები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ შესაძლოა ნებაყოფლობით ევთანასიაზე დათანხმდნენ, ვიდრე საკუთარი ოჯახებისთვის ფინანსურ ტვირთად დარჩნენ. იქაც კი, სადაც ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები ძირითადად საზოგადოებრივი ფინანსებიდან იფარება, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაშია, ნებაყოფლობითი ევთანასიის კრიტიკოსთა აზრით საავადმყოფოთა პერსონალს შესაძლოა ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდეს და პაციენტებს ევთანასიაზე დათანხმება ურჩიოს ან ზეწოლის ქვეშ აიძულოს.ევთანასია და კანონიმე-20 საუკუნის განმავლობაში, ევთანასიასთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკის შეცვლის მცდელობები ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთის ქვეყნებში. ქვემოთ ანბანური თანმიმდევრობით აღწერილია ქვეყნების პოლიტიკა, რასაც ჰოლანდიის განსაკუთრებული მაგალითი მოყვება. ევთანასიასთან დაკავშირებული პოლიტიკა ასევე შეიმუშავეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით კი მედიკოსთა ასოციაციებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა.ბელგიაბელგიის პარლამენტმა ევთანასიის ლეგალიზება 2002 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში მოახდინა. ევთანასიის მომხრეთა განცხადებით, კანონის მიღებამდე ბელგიაში ყოველწლიურად ევთანასიის ათასობით უკანონო აქტი ხორციელდებოდა. მომხრეთა თანახმად, კანონმდებლობა ითვალისწინებს რთულ პროცესს, რომელიც გააკრიტიკეს, როგორც `სიკვდილის ბიუროკრატიის” შემოღების მცდელობა.იაპონიაიაპონიის მთავრობას ევთანასიის სტატუსთან დაკავშირებით ოფიციალური კანონები არ მიუღია და იაპონიის უზენაეს სასამართლოსაც ამ საკითხზე არასოდეს უმსჯელია. მეტიც, დღემდე იაპონიის პოლიტიკა ევთანასიასთან მიმართებაში განსაზღვრულია ორი ადგილობრივი მნიშვნელობის სასამართლო საქმით, რომლებიც 1962 წელს ნაგოიაში და 1995 წელს ტოკაის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩატარდა. პირველი საქმე `პასიურ ევთანასიას” (ანუ პაციენტისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებელი სისტემის გამორთვაზე ნების დართვა), ხოლო მეორე კი - `აქტიურ ევთანასიას” (მაგალითად ინექციის გზით) ეხებოდა. გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე აყალიბებენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და პირობებს, რომელთა არსებობისას ორივე, პასიური და აქტიური ევთანასიაც კანონიერი იყოს. მიუხედავად ამისა, ამ ორივე კონკრეტულ საქმეში ექიმები ცნეს დამნაშავედ ამ პირობების დარღვევაში, როდესაც მათ თავისი პაციენტების სიცოცხლე დაასრულეს. მეტიც, რადგან ამ სასამართლოთა გადაწყვეტილებებს მხარი ნაციონალურ დონეზე უნდა დაეჭიროს, ეს პრეცედენტები არ არის მაინცდამაინც სავალდებულო. თუმცა, ამჟამად იაპონიაში ევთანასიის განსახორციელებლად მიახლოებითი სამართლებრივი ჩარჩოები არსებობს.პასიური ევთანასიის შემთხვევაში, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:1. პაციენტი განუკურნებელი ავადმყოფობით უნდა იყოს დაავადებული და ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაში ყოფნის გამო მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდო უნდა იყოს; 2. პაციენტმა მკურნალობის შეწყვეტაზე აშკარა თანხმობა უნდა გამოხატოს და ეს თანხმობა მიღებული და შენარჩუნებული უნდა იყოს გარდაცვალებამდე. თუ პაციენტს აშკარა თანხმობის მიცემა არ შეუძლია, მისი თანხმობის დადასტურება შესაძლებელია წინასწარ შედგენილი წერილობითი დოკუმენტის, როგორიცაა ანდერძი სიცოცხლის შესახებ, ან ოჯახის წერილობითი ჩვენების საფუძველზე; 3. პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს პასიური ევთანასია სამედიცინო მკურნალობის, ქიმიოთერაპიის, დიალიზის, ხელოვნური რესპირაციის, სისხლის გადასხმის, მე-4 კატეგორიის წვეთოვანის და სხვათა შეჩერების გზით.აქტიური ევთანასიისას, ოთხი პირობა უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, კერძოდ:1. პაციენტი გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილისგან უნდა იტანჯებოდეს; 2. სიკვდილი უნდა იყოს გარდაუვალი და ახლოვდებოდეს; 3. პაციენტმა უნდა მისცეს თანხმობა (პასიური ევთანასიისგან განსხვავებით, სიცოცხლის შესახებ ანდერძები და ოჯახის თანხმობა არ იქნება საკმარისი); 4. ექიმმა (უშედეგოდ) უნდა ამოწუროს ტკივილისგან გასათავისუფლებელი ყველა სხვა საშუალება.ლუქსემბურგი2008 წლის 20 თებერვალს ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით, 59-დან 30 ხმით მიიღო კანონი ევთანასიის ლეგალიზების შესახებ.ჰოლანდია2002 წელს ჰოლანდიაში მოახდინეს ევთანასიის, მათ შორის კი ექიმის დახმარებით თვითმკვლელობის ლეგალიზება. კანონმა მოახდინა ოცწლიანი ჩვეულების კოდიფიცირება, რომლის თანახმად სისხლის სამართლებრივი წესით არ იდევნებოდნენ ექიმები, რომლებიც ევთანასიას ძალზე კონკრეტულ შემთხვევებში და გარემოებებში ატარებდნენ. ჯანდაცვის, კეთილდღეობისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ეს პრაქტიკა `პიროვნებას აძლევს საშუალებას ღირსეულად დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე მას შემდეგ, რაც მიიღო პალიატიური მზრუნველობის ყველა არსებული ფორმა”.შვეიცარიაშვეიცარიაში, შვეიცარიის მოქალაქეს ან უცხოელს შეიძლება გამოეწეროს სასიკვდილო პრეპარატები, მხოლოდ იმ პირობით, რომ პაციენტი აქტიურ როლს ასრულებს პრეპარატის დანიშვნაში. უფრო ზოგადად, შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად (რომელიც 1918 წელს დაიწერა და ძალაში 1942 წელს შევიდა), თვითმკვლელობაში დახმარება დანაშაულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ქმედების მოტივი ეგოისტურია. კოდექსი არ განსაზღვრავს ექიმთა სპეციალურ სტატუსს თვითმკვლელობაში დახმარების პროცესში. თუმცა, სწორედ მათ მიუწვდებათ ხელი სათანადო პრეპარატებზე. ეთიკური მოსაზრებების გამო ექიმები ფრთხილობენ სასიკვდილო პრეპარატების გამოყენებისას. თუმცა, მათ ასევე ესმით, რომ განსაკუთრებულ და განსაზღვრულ შემთხვევებში ექიმებს შეუძლიათ თავის მართლების გარეშე დაეხმარონ პირს თვითმკვლელობის ჩადენაში. როდესაც ცხადდება ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარების ფაქტის შესახებ, შესაძლოა პოლიციამ გამოძიება დაიწყოს. რადგან ეგოისტური მოტივის არარსებობისას დანაშაული სახეზე არ არის, ეს ძირითადად ღია და დახურული საქმეებია. სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება, თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტი საკმარისად კომპეტენტური იყო, რათა საკუთარი (ავტონომიური) არჩევანი თვითონ გაეკეთებინა. თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია.მისი შემოღებიდან 40 წლის შემდეგ, 115-ე მუხლი განმარტებული იყო, როგორც იურიდიული ნებართვა 1980-იან წლებში სასიკვდილო პრეპარატების დამნიშვნელი ორგანიზაციების შექმნაზე.ამ ორგანიზაციებით აქტიურად სარგებლობდნენ უცხოელები – ძირითადად გერმანელები – ისევე როგორც შვეიცარიელები. ადამიანების დაახლოებით ნახევარი, ვისაც გარდაცვალებაში ორგანიზაცია `დიგნიტას” დაეხმარა, გერმანელები იყვნენ.შვეიცარიაში ახლახან მიმდინარე დებატების საგანი იყო ფსიქიურად დაავადებულთა უფლება თვითმკვლელობაში დახმარებაზე. 2006 წლის 3 ნოემბერს შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ჩამოაყალიბა სტანდარტები, რომელთა თანახმად ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებს შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე დაასრულონ: `არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სომატური ხასიათის განუკურნებელ, ხანგრძლივ და მძაფრ მენტალურ დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ტანჯვა, რომლის შედეგად პაციენტს გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი სიცოცხლე აღარაფრად უღირს. ბოლო დროს გაკეთებულ ეთიკურ, სამართლებრივ და სამედიცინო განცხადებებზე დაყრდნობით, სოდიუმ-პენტობარბიტალის შესაძლო დანიშვნა აუცილებლად არ წარმოადგენს დაშვებული სტანდარტების საწინააღმდეგო ზომას და აქედან გამომდინარე ზოგადად აღარ ჩაითვლება სამედიცინო ზრუნვის მოვალეობის დარღვევად. თუმცა, აუცილებელია უკიდურესი სიმკაცრის გამოჩენა: უნდა მოხდეს გარჩევა სიკვდილის სურვილს შორის, როდესაც ერთის მხრივ სახეზეა განკურნებადი ფსიქიკური დაზიანება, ხოლო მეორეს მხრივ არსებობს საღად მოაზროვნე პიროვნების (`დაბალანსებული თვითმკვლელობა”) დამოუკიდებელი, დიდი სიფრთხილით მოფიქრებული და მტკიცე გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუ სიკვდილის სურვილი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ეფუძნება, გარკვეულ გარემოებებში თვით ფსიქიურად დაავადებულებსაც კი შესაძლოა დაუნიშნონ სოდიუმ-პენტობარბიტალი და შედეგად დაეხმარონ თვითმკვლელობის ჩადენაში”. `იმის დადგენა, არსებობს თუ არა ასეთი წინაპირობები, შეუძლებელია სამედიცინო და განსაკუთრებით კი ფსიქიატრიული ექსპერტიზის გარეშე, და ძალზე რთულია პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, სათანადო შეფასება სპეციალური და სიღრმისეული ფსიქიატრიული დასკვნის არსებობას მოითხოვს”. ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, იაკობ მ. აპელის მიერ Hასტინგს ჩენტერ ღეპორტ–ში გამოქვეყნებული საკამათო სტატია აშშ-ში ანალოგიური წესების შემოღებისკენ მოუწოდებდა.2007 წლის 22 აგვისტოს, პოლ რუბინმა ფენიქსში გამოცემულ Nეწ თიმეს–ში გამოაქვეყნა ფსიქიურად დაავადებული ქალბატონის, იანა ვან ვუურჰისის შესახებ ისტორია, რომელსაც თვითმკლელობაში დახმარება Fინალ Eხიტ Nეტწორკ–მა გაუწია. ამ საქმემ კონსერვატიული ბიოეთიკოსის, უესლი ჯ. სმიტის დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც მან შეცონდ Hანდ შმოკე–ის სვეტში გამოაქვეყნა.გაერთიანებული სამეფო2006 წლის 5 ნოემბერს, ბრიტანეთის მეანთა და გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯმა ნაფილდის ბიოეთიკის საბჭოს წარუდგინა შეთავაზება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალდაბადებულთათვის ევთანასიის ჩატარებას ითვალისწინებდა. ანგარიში ყურადღებას არ ამახვილებს გაერთიანებულ სამეფოში ევთანასიის ამჟამინდელი უკანონობის საკითხზე, არამედ მოუწოდებს მისი, როგორც კანონიერი სამედიცინო პრაქტიკის არსებობის გადახედვისკენ.ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებით, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ექიმები დიდ ბრიტანეთში ამკაცრებენ საკუთარ დამოკიდებულებას ევთანასიისა და ექიმის დახმარებით ჩადენილი თვითმკვლელობების მიმართ:• დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან სიცოცხლის შემოკლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. • იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ევთანასია დანაშაულია (მაგალითად იტალია, შვეცია, დანია), ბრიტანელი ექიმები უფრო ღიად მსჯელობენ სიცოცხლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებებზე პაციენტებსა და მათ ნათესავებთან. • იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ევთანასია ან ექიმის დახმარებით თვითმკვლელობა კანონიერია (მაგალითად ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია), ბრიტანელი ექიმები სავარაუდოდ ასევე მოახსენებენ საკუთარ კოლეგებს სიცოცხლის დასრულების შესახებ ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. პალიატიურ მზრუნველობაში სპეციალიზირებული ბრიტანელი ექიმების 94% კანონის შეცვლის წინააღმდეგია. • 2006 წელს ექიმთა სამეფო კოლეჯმა და ზოგად პრაქტიკოსთა სამეფო კოლეჯმა ხმა კანონში ცვლილებების საწინააღმდეგოდ მისცეს.ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში ნებისმიერი პირი, რომელიც ვინმეს თვითმკვლელობაში დახმარებას უწევს, კანონს არღვევს და შეიძლება ბრალეულად იყოს ცნობილი თვითმკვლელობაში დახმარებაში ან მისი ჩადენის მცდელობაში (ანუ თუ პაციენტს, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილი ტანჯავს და ტკივილი თანდათან ძლიერდება, ექიმი თვითმკვლელობის ჩასადენად მორფის ბოთლს მიაწვდის). მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელთა ორი მესამედის აზრით ევთანასია კანონიერი უნდა იყოს, ახლახან წარდგენილი კანონპროექტი `განუკურნებელი პაციენტების მოკვდინებაში დახმარების შესახებ” დაბალ პოლიტიკურ პალატაში, თემთა პალატაში 4-1 განსხვავებით ჩავარდა.გაერთიანებული ერების ორგანიზაციაგაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიმოიხილა და კომენტარი გაუკეთა ჰოლანდიის კანონმდებლობას ევთანასიის შესახებ.ამერიკის შეერთებული შტატებიშეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში აქტიური ევთანასია უკანონოა. პაციენტები ინარჩუნებენ უფლებას უარი თქვან სამედიცინო მკურნალობაზე და მიიღონ ტკივილის მართვის სათანადო პრეპარატები მოთხოვნისთანავე (პასიური ევთანასია), იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტის არჩევანი მის გარდაცვალებას დააჩქარებს. ამას გარდა, შესაძლებელია ამაო ან არაპროპორციულად გაუსაძლისი მკურნალობის, როგორიცაა სიცოცხლის შესანარჩუნებელი სისტემა, კონკრეტულ გარემოებებში მოშლა. Gალლუპ Pოლლ–ის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ამერიკელთა 60% ევთანასიის მომხრეა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე შეერთებულ შტატებში ევთანასიის და თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალიზების მცდელობათა შედეგად წარდგენილი იყო უამრავი სარეფერენდუმო და საკანონმდებლო ინიციატივა. მაგალითად, ვაშინგტონის ამომრჩევლებმა 119-ე სარეფერენდუმო ინიციატივას ხმა 1991 წელს მისცეს, კალიფორნიის ამომრჩევლებმა 161-ე შეთავაზება სამსჯავროზე 1992 წელს გაიტანეს, ორეგონის შტატში 1994 წელს ღირსეულად სიკვდილის შესახებ კანონი მიიღეს, ხოლო მიჩიგანის შტატში `ბ” ინიციატივას ხმა 1998 წელს მისცეს.ევთანასია და რელიგია როგორც წესი, ქრისტიანები ევთანასიის წინააღმდეგნი არიან. არგუმენტები მეტწილად დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ სიცოცხლე ღმერთის მიერ არის ნაბოძები და რომ ადამიანები ღმერთის წარმოსახვით არიან შექმნილნი. ზოგიერთი ეკლესია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარდაცვალების ბუნებრივ პროცესში ჩაურევლობა. ქრისტიანთა ხედვით: • სიცოცხლე ღმერთის მიერ არის ნაბოძები; • დაბადება და გარდაცვალება ღმერთის მიერ შექმნილი სასიცოცხლო პროცესების ნაწილია, ასე რომ ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ; • აქედან გამომდინარე, ადამიანი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერ უდანაშაულო ადამიანს წაართვას სიცოცხლე იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ ადამიანს სიკვდილი სურს. • გამოთქმა, რომ ღმერთმა კაცობრიობა საკუთარი წარმოსახვით შექმნა, არ გულისხმობს რომ ადამიანები რეალობაში ღმერთივით გამოიყურებიან, არამედ მიანიშნებს, რომ ადამიანებს აქვთ რაციონალური არსებობის უნიკალური უნარი, რომელიც შესაძლებლობას უქმნის მათ დაინახონ რა არის კარგი და მოითხოვონ ის, რაც კარგია. • ავითარებენ რა ამ შესაძლებლობებს, ადამიანები ცხოვრობენ იმ წესით, რომელიც ყველაზე ახლოსაა ღმერთის სიყვარულის სიცოცხლესთან. • ეს კეთილი საქმეა, ასე რომ სიცოცხლე უნდა შენარჩუნდეს, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ საქმის გაგრძელება. • პიროვნებას შესთავაზო ევთანასია ნიშნავს განსაჯო, რომ ამ პიროვნების ამჟამინდელ სიცოცხლეს ფასი არ აქვს. • ასეთი მსჯელობა შეუსაბამობაშია მოსაკვდინებლად გამზადებული პიროვნების სიცოცხლის ფასისა და ღირსების აღიარების საკითხთან. • აქედან გამომდინარე, სიცოცხლის ხარისხზე დაფუძნებული არგუმენტები სრულიად უადგილოა. • არავის აქვს ევთანასიის მოთხოვნის უფლება, საკუთარი თავისთვისაც კი, რადგან არავის აქვს უფლება შეაფასოს ვინმე, თუნდაც საკუთარი თავი, როგორც უღირსი და უვარგისი.ეკლესიათა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიკვდილის წინა პერიოდი ღრმა სულიერი პერიოდია. მათ მიაჩნიათ, რომ გარდაცვალების პროცესში ჩარევა არასწორია, რადგან ამან შესაძლოა ხელი სულის ღმერთისკენ მიახლოების პროცესს შეუშალოს.ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა სიცოცხლის ნიშანდობლივი ღირსება და ფასი გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასი იდენტურია. მათ არ მიაჩნიათ, რომ ადამიანის ღირსება და ფასი ცვლილებებით, ინტელექტით ან ცხოვრების სხვა მიღწევებით იზომება.ადამიანთა თანაბრად მხოლოდ იმიტომ შერაცხვას, რომ ისინი ადამიანები არიან, ევთანასიასთან მიმართებაში ნათელი მნიშვნელობები გააჩნია:• მუდმივად უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, ცოცხალ ადამიანებად რჩებიან, ასე რომ მათი ნიშანდობლივი ფასი რჩება იგივე, როგორც ნებისმიერი სხვა პიროვნებისა. • ასე რომ არასწორია მათ სიცოცხლეს უღირსად მოვეპყროთ და დავასკვნათ, რომ ისინი მკვდრად უკეთ იგრძნობენ თავს. • მოხუც და ავადმყოფ პაციენტებს, რომლებიც გარდაცვალების პირას არიან, ისეთივე ფასი აქვთ, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს. • შეზღუდული გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ისეთივე ფასი აქვთ, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს.გამონაკლისებიქრისტიანობის ზოგიერთი ასპექტის თანახმად არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგად მოსაზრებას ევთანასიის მცდარობის შესახებ:• ქრისტიანობა მოითხოვს, რომ ჩვენ პატივი ვცეთ ყველა ადამიანს; • თუ ჩვენ ადამიანს პატივს ვცემთ, ჩვენ ასევე პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას საკუთარი სიცოცხლის დასრულების შესახებ; • ჩვენ უნდა მივიღოთ მათი გონივრული გადაწყვეტილებები გაუსაძლის და ამაო მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ; • ჩვენ ალბათ უნდა მივიღოთ მათი გონივრული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ, თუნდაც ასეთი მკურნალობა სიცოცხლის რამდენიმე დამატებითი კვირით გახანგრძლივებას უზრუნველყოფდეს.ქრისტიანული რწმენა თავის მიმდევრებს სთავაზობს ცალსახად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრონ განუკურნებელ პაციენტებს:• საზოგადოება უნდა ზრუნავდეს მომაკვდავ და მისთვის ახლობელ ადამიანებზე; • საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს საუკეთესო პალიატიური მზრუნველობა; • საზოგადოებამ გარდაცვალებასა და სიკვდილს თვალი გულმართლობითა და დახმარების აღმოჩენით უნდა გაუსწოროს; • საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ ადამიანები მიწაზე გადაცვალებისას საკუთარ მომავალს ამაღლებულ ქრისტეს აბარებენ; • რელიგიურმა ადამიანებმა, როგორც საერო ისე პროფესიონალებმა, უნდა აღმოუჩინონ განუკურნებელ პაციენტებს დახმარება სიკვდილისათვის მომზადებაში; • ისინი მზად უნდა იყვნენ საკუთარ იმედებსა და შიშებზე სასაუბროდ; • ისინი მზად უნდა იყვნენ ამ საკითხების განხილვისათვის. კათოლიკური პოზიციაკათოლიკური ეკლესიის პოზიცია ევთანასიის შესახებ ეფუძნება კათოლიკური ეთიკის რამდენიმე ძირითად პრინციპს, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის სიწმინდეს, პიროვნების ღირსებას, ადამიანის თანმდევ უფლებებს, სათანადო პროპორციულობას კაზუისტურ საშუალებებში, სიკვდილის გარდაუვალობასა და ქველმოქმედების მნიშვნელობას. ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გაცხადებულია 1980 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ევთანასიის შესახებ. კათოლიკურ სამედიცინო ეთიკაში გაკეთებული ოფიციალური განცხადებები დიდად ეწინააღმდეგება აქტიურ ევთანასიას, იქნება ის ნებაყოფლობითი თუ არა, მაგრამ ამავე დროს ნებას რთავს მომაკვდავთ განაგრძონ სიცოცხლე სამედიცინო ჩარევების გარეშე, რომელიც `განსაკუთრებულად” ან `არაპროპორციულად” ჩაითვლებოდა. ევთანასიის შესახებ დეკლარაციის თანახმად, `როდესაც გარდაუვალია, სიკვდილი უკვე ახლოსაა... ამ დროს ნებადართულია გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უარს აცხადებს მკურნალობის ისეთ ფორმებზე, რომელიც სიცოცხლის მხოლოდ გაუსაძლის და არასაიმედო გახანგრძლივებას უზრუნველყოფდა, იმდენად, რამდენადაც ამის შედეგად ანალოგიურ შემთხვევაში ავადმყოფ ადამიანზე ჩვეულ მზრუნველობას ხელი არ ეშლება”.დეკლარაცია ასკვნის, რომ ექიმებმა, სამედიცინო დახმარების გაწევის გარდა, პაციენტები `უსაზღვრო კეთილშობილებისა და გულითადი თანაგრძნობის კომფორტით” უნდა უზრუნველყონ.მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ნებას რთავს ადამიანებს უარი თქვან გაძლიერებულ სამედიცინო მკურნალობაზე, როდესაც სიკვდილი გარდაუვალია და უკვე ახლოსაა, ის არაორაზროვნად კრძალავს სიკვდილის დაჩქარებას და იმეორებს ვატიკან მეორეს (Vატიცან II) მიერ `სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულების, როგორიცაა მკვლელობის ნებისმიერი ფორმა, გენოციდი, აბორტი, ევთანასია, ან წინასწარ განზრახული თვითმკვლელობა”, უპირობო დაგმობას.პროტესტანტული პოზიციაპროტესტანტულ მიმდინარეობათა შეხედულებები ევთანასიისა და ექიმის მიერ გარდაცვალებაში დახმარების შესახებ ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ევანგელისტური ეკლესიები რომის კათოლიკეებთან ერთად მუშაობდნენ `სიცოცხლის სიწმინდის” მიდგომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევანგელისტები შესაძლოა გამონაკლისების გარეშე პოზიციას ემხრობოდნენ. თუმცა ლიბერალური პროტესტანტული მიმდინარეობები თავს იკავებდნენ ევთანასიის მხარდაჭერისგან, ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი (მაგალითად ჯოზეფ ფლეტჩერი) და ევთანასიის საზოგადოებათა აქტივისტები პროტესტანტი საერისკაცო და სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ექიმის დახმარებით გარდაცვალებამ უფრო ფართო სამართლებრივი მხარდაჭერა მოიპოვა, ზოგიერთმა ლიბერალურმა პროტესტანტულმა მიმდინარეობამ ევთანასიის შეზღუდული ფორმების სასარგებლოდ რელიგიური არგუმენტები შეიმუშავა.ებრაული პოზიციაროგორც პროტესტანტულ მიმდინარეობებში, 1970-იანი წლებიდან ებრაულ სამედიცინო ეთიკაში მოსაზრებები ევთანასიისა და სიცოცხლის შესანარჩუნებელი მკურნალობის შესახებ ძირითადად სხვადასხვა მიმდინარეობების შესაბამისად გაიყო. ზოგადად, ორთოდოქსალური ებრაელი მოაზროვნეები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ნებაყოფლობით ევთანასიას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეზღუდულ გარემოებებში ნებაყოფლობითი პასიური ევთანასიის მხარდაჭერის ფაქტები. ამის მსგავსად, კონსერვატიული იუდაიზმის მიმდინარეობა მზარდ მხარდაჭერას გამოხატავს პასიური ევთანასიის გარკვეული ფორმების მიმართ, რაც უკანასკნელ წლებთან შედარებით განსხვავებული სურათია.მუსლიმანური პოზიციაისლამი კატეგორიულად კრძალავს თვითმკვლელობის ყველა ფორმასა და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც სხვას თვითმკვლელობაში შეიძლება დაეხმაროს. მუსულმანებს აკრძალული აქვთ საკუთარი სიკვდილის დროის შესახებ წინასწარ და თვითნებურად ფიქრი. მაგალითისთვის, ყველაფერი ეს მოთხრობილია ფრედრიკ ფორსიტის რომანში `ავღანელი”. რეალურად მუსულმანი, რომელიც თვითმკვლელობას ჩაიდენს, დამკრძალავი რიტუალის გარეშე რჩება. ასეთ აზროვნებას პრეცედენტი შეუქმნა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა იმ პიროვნების სხეულის დალოცვაზე, რომელმაც თვითმკვლელობა ჩაიდინა, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნებამ თვითმკვლელობა განუკურნებელი დაავადებით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისგან გასათავისუფლებლად ჩაიდინა.თუ პიროვნება განუკურნებელი ავადმყოფობით არის დაავადებული, დასაშვებია თუ იგი უარს იტყვის მედიკამენტების მიღებასა და/ან გამოცოცხლებაზე. ამის მაგალითებია, როდესაც თირკმელების დაავადების მატარებელი პირი უარს დიალიზით მკურნალობაზე აცხადებს, ხოლო სიმსივნით დაავადებული პაციენტი კი – ქიმიოთერაპიაზე.ბუდიზმიბუდისტთა შორის ევთანასიასთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი:ბუდიზმის თერავადის მიმდინარეობაში საერო პიროვნება პირდაპირ აცხადებს მარტივ ფორმულას: `მე მცნებად ვისახავ თავი შევიკავო ცოცხალი არსებების განადგურებისგან”. ბუდისტი ბერებისათვის (ბჰიკხუ) წესები კიდევ უფრო ზუსტად არის გაწერილი. მაგალითად, ბერთა კოდექსში (პატიმოკხა) ვკითხულობთ:`ჩამოართვას უნდა თუ არა განზრახ რომელიმე ბჰიკხუმ ადამიანს სიცოცხლე, ან მოიძიოს თუ არა მისთვის მკვლელი, ან ქება შეასხას სიკვდილის უპირატესობებს, ან წააქეზოს იგი სიკვდილისკენ ასე: `ჩემო კარგო ადამიანო, რა სარგებელი გაქვს ამ საცოდავ, გაუბედურებულ ცხოვრებაში? შენთვის ხომ სიკვდილი გაცილებით აჯობებდა სიცოცხლეს”. ასეთი აზრებით გონებაში, ასეთი მიზნით გონებაში, სიკვდილის უპირატესობებისათვის ქების შესხმით და ადამიანის სიკვდილისკენ წაქეზებით, იგი თვით მარცხდება და ვეღარ ეზიარება”.სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი ბერი ან მონაზონი ცალსახად გაძევებული იქნებოდა ბუდისტ ბერთა საზოგადოებიდან (სანგჰა). სხვათა გარდაცვალებაში დახმარების აკრძალვა მოიცავს გარემოებებს, როდესაც ბერები განუკურნებელ ადამიანებზე ზრუნავენ და ვრცელდება ბერის მიერ სიტყვის, ქმედების ან მოპყრობის საშუალებით სხვისი სიკვდილის განზრახ დაჩქარების აკრძალვაზეც.ამერიკელი ბუდისტი ბერი თანისარო ბჰიკხუ წერდა:აქედან გამომდინარე, ბუდას ხედვის თანახმად ავადმყოფი ადამიანის წაქეზება სიცოცხლის სურვილის დანებებაზე თანაგრძნობად ნამდვილად არ ჩაითვლება. პაციენტის სიკვდილის სტადიაში გადასვლის გაადვილების მცდელობის ნაცვლად ბუდა ყურადღებას ამახვილებდა პაციენტის მიერ ტანჯვის განჭვრეტასა და მის დასასრულზე.Aგენცე-Fრანცე Pრესსე-მა 1996 წლის 18 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით `დალაი ლამა მხარს უჭერს ევთანასიას განსაკუთრებულ გარემოებებში”, სადაც კანონიერ ევთანასიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია გადმოსცა:როდესაც ევთანასიასთან დაკავშირებით ჰკითხეს, დალაი ლამამ განაცხადა, რომ ბუდისტების რწმენით ყველა სიცოცხლე ძვირფასია და მითუმეტეს ადამიანისა, და დაამატა: `ვფიქრობ ჯობს ევთანასია თავიდან ავიცილოთ”. `მაგრამ ამავე დროს მე ვფიქრობ აბორტზე, რომელსაც ბუდიზმი მკვლელობის აქტად აღიქვამს... ბუდიზმს ჩვევია კარგსა და ცუდ მხარეებზე, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მსჯელობა”. მან მაგალითად მოიყვანა კომაში ჩავარდნილი პიროვნება, რომელსაც გამოჯანმრთელების შესაძლებლობა არ აქვს ან ფეხმძიმე ქალბატონი, რომლის სიცოცხლეს ან ჩვილის სიცოცხლესაც მშობიარობის შედეგად საფრთხე ექმნებოდა, ანუ ის შემთხვევები, როდესაც უმოქმედობის გამო კიდევ უფრო დიდი ზიანი შეიძლება დადგეს. `ბუდისტების გადმოსახედიდან ვფიქრობ ეს განსაკუთრებული შემთხვევებია”, თქვა მან. `ასე რომ უმჯობესია, თუ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ საქმეთა საფუძველზე მიიღება”. ევთანასიის წინაპირობებიარსებობდა დღესდღეობით უსარგებლო აპარატი, რომელიც ევთანასიის ჩატარებას დიდი რაოდენობის პრეპარატების მიცემის გზით აადვილებდა. აპარატის ეკრანზე მომხმარებელისთვის ჩნდებოდა მისაღები ზომებისა და კითხვების სერია, რათა იგი დარწმუნებულიყო, რომ პიროვნება სრულად იყო მომზადებული. აპარატი დღეს მუზეუმშია ექსპონირებული.ევთანასია შეიძლება პრეპარატების ორალური, ინტრავენური ან ინტრამუსკულარული დანიშვნით განხორციელდეს. პირებისათვის, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ მედიკამენტის ლეტალური დოზის გადაყლაპვა, ინტრავენური მეთოდი არის რეკომენდებული. ქვემოთ მოცემულია ევთანასიის ინტრავენურად მისაღებად ჰოლანდიაში დადგენილი წინაპირობები:ინტრავენური მეთოდი ევთანასიის ჩატარების ყველაზე საიმედო და სწრაფი საშუალებაა და მაშასადამე შეიძლება მისი უსაფრთხოდ რეკომენდირება. პირველ რიგში სოდიუმ თიოპენტალის (ნესდონალის) 20 მგ/კგ მცირე მოცულობით (ფიზიოლოგიური ხსნარის 10 მილილიტრი) ინტრავენური შეყვანის შედეგად მიიღწევა კომის სტადია. შემდეგ ხდება დეპოლარიზაციის საწინააღმდეგო ნევრომუსკულარული კუნთების რელაქსანტის სამმაგი ინტრავენური დოზის გაკეთება, როგორიცაა პანკურონიუმ ბრომიდის (პავულონი) 20 მგ ან ვეკურონიუმ ბრომიდის (ნორკურონი) 20 მგ. უკეთესია, თუ კუნთების რელაქსანტი ინტრავენურად შეიყვანება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური ხელმისაწვდომობა. მხოლოდ პანკურონიუმ ბრომიდის (პავულონის) შემთხვევაში არსებობს არსებითი მიზეზები, რის შედეგადაც მედიკამენტის შეყვანა ასევე ინტრამუსკულარული მეთოდითაც შეიძლება, 40 მგ დოზით.რაც შეეხება მოსაზრებებს არანებაყოფლობითი ევთანასიის შესახებ, ანუ შემთხვევებს, როდესაც პიროვნებას შეეძლო თანხმობის მიცემა მაგრამ მისთვის არაფერი უკითხავთ, ისინი ხშირად განსხვავებულია იმ შემთხვევებისგან, როდესაც პიროვნებას თანხმობის მიცემა არ შეეძლო. ზოგიერთი ადამიანი აყენებს საკითხს შეზღუდული შესაძლებლობების სტერეოტიპებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ნაკლებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არასწორად აფასებენ პაციენტის მიერ განცდილ ტანჯვას, ან უშვებენ რომ განკურნებადი დაავადება განუკურნებელია. მაგალითად, ტრეისი ლატიმერის მკვლელობასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მრავალმა დამცველმა გამოთქვა აზრი, რომ მისმა მშობლებმა უარი თქვეს ბარძაყზე ოპერაციის ჩატარებაზე, რაც ტრეისის ფიზიკურ ტკივილს საგრძნობლად შეუმცირებდა ან საერთოდ გაათავისუფლებდა მისგან. ისინი აგრეთვე მიუთითებდნენ, რომ მკაცრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნება აუცილებელი არ არის ემოციურ ტკივილსაც განიცდიდეს, და რომ ემოციური ტკივილი, თუ ასეთი სახეზეა, გამოწვეულია საზოგადოებრივი ცრუ შეხედულებებისგან, ვიდრე თვით შეზღუდული მდგომარეობისგან. ისინი უთანაბრებენ ამ სიტუაციას გარკვეული ეთნიკური წარმომავლობის პიროვნების მხრიდან სიკვდილის სურვილს, რადგან მათ შეითვისეს ნეგატიური სტერეოტიპები საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ამის კიდევ ერთი მაგალითია კეით მაკკორმიკი, ახალი ზელანდიელი რომელიც მისმა მომვლელმა სიბრალულის გამო მოაკვდინა, და მეთიუ სატონი.რაც შეეხება ნებაყოფლობით ევთანასიას, მრავალი ადამიანის მტკიცებით `თანაბარი ხელმისაწვდომობა” თვითმკვლელობაზე ხელმისაწვდომობასაც უნდა ეხებოდეს, ასე რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ თვითმკვლელობის განხორციელება, ხელი ნებაყოფლობით ევთანასიაზე უნდა მიუწვდებოდეთ.სხვები ამ არგუმენტს იმით პასუხობენ, რომ თუ თვითმკვლელობის მცდელობა არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს აქვს, ყველა ზომა მიიღება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. სუიციდური მიდრეკილებების პაციენტებს ხშირად იძულებით სამედიცინო მკურნალობას უნიშნავენ, რათა მათ სიკვდილი ვერ შეძლონ. ამ არგუმენტის თანახმად ამის მიზეზია საზოგადოებაში არსებული ცრუ შეხედულებები, კონკრეტულად კი რომ შეზღუდული შეაძლებლობების ადამიანები ნაკლებად ღირსეულნი არიან და რომ მათი უბედურება შეზღუდული შესაძლებლობების მიერ არის გამოწვეული. ამ ყველაფრის შედეგად ნებაყოფლობითი ევთანასია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხრიდან გაცილებით დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხრიდან თვითმკვლელობა. ძირითადი ტერმინოლოგია და განსაზღვრებებიამაო მკურნალობა (Fუტილე ტრეატმენტ)მკურნალობა, რომელიც ჯანდაცვის მუშაკთა აზრით სრულიად არაეფექტური იქნება.ანდერძი სიცოცხლის შესახებ (Lივინგ წილლ)პიროვნების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ის გადმოსცემს საკუთარ სურვილს სამედიცინო მკურნალობისა და ევთანასიის მიმართებაში.არ გააცოცხლოთ (DNღ)აბრევიატურა `არ გააცოცხლოთ" დირექტივის აღსანიშნავად. ამ დირექტივის თანახმად სამედიცინო პერსონალი არ უნდა შეეცადოს პაციენტის გაცოცხლებას, თუ მას გულის შეტევა დაემართა.არანებაყოფლობითი ევთანასია (Nონ-ვოლუნტარყ ეუტჰანასია)ეს არის შემთხვევა, როდესაც პიროვნებას ფიზიკურად არ შეუძლია ევთანასიის მოთხოვნა (შესაძლოა მათ გონება ჰქონდეთ წართმეული ან სხვაგვარად არ შეეძლოთ კომუნიკაცია) ან სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გონივრული არჩევანის გაკეთება და შესაბამისი პიროვნება, შესაძლოა პაციენტის სიცოცხლის შესახებ ანდერძის ან მანამდე გამოთქმული სურვილის თანახმად, მის მაგიერ იღებს გადაწყვეტილებას.არაპირდაპირი ევთანასია (Iნდირეცტ ეუტჰანასია)ეს გულისხმობს ისეთი მკურნალობის გაწევას (როგორც წესი ტკივილის შესამსუბუქებლად), რომლის გვერდითი ეფექტი სავარაუდოდ პაციენტის სიკვდილს უფრო მალე გამოიწვევს.აქტიური ევთანასია (Aცტივე ეუტჰანასია)აქტიური ევთანასიის დროს პიროვნება პირდაპირ და განზრახ იწვევს პაციენტის სიკვდილს.ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება (PAშ)აბრევიატურა `ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარების" აღსანიშნავად.თვითმკვლელობაში დახმარება (Aსსისტედ სუიციდე)ეს არის შემთხვევა, როდესაც პიროვნება, რომელსაც თვითმკვლელობაში დახმარება ესაჭიროება, ამ დახმარებას მოითხოვს და მიიღებს მას.იძულებითი ევთანასია (Iნვოლუნტარყ ეუტჰანასია)ეს შემთხვევა სახეზეა, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს სიცოცხლე სურს, მაგრამ მას მაინც აკვდინებენ. როგორც წესი, ეს იგივეა, რაც მკვლელობა.კომპეტენცია (ჩომპეტენცე)კომპეტენტურია პაციენტი, რომელიც ათვითცნობიერებს საკუთარ სამედიცინო მდგომარეობას, თუ რა არის ავადმყოფობის მომავალში განვითარების პერსპექტივა, მკურნალობასთან დაკავშირებული რისკები და სარგებელი, და რომელსაც შეუძლია საკუთარი სურვილების გადმოცემა.ნებაყოფლობითი ევთანასია (Vოლუნტარყ ეუტჰანასია)როდესაც ევთანასია იმ პირის თხოვნით ტარდება, რომელსაც სიკვდილი სურს.ორმაგი ეფექტის დოქტრინა (Dოცტრინე ოფ Dოუბლე Eფფეცტ)ეთიკური თეორია, რომელიც სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების გამოყენების ნებას რთავს, თუ უპირველესი მიზანი ტკივილის შემსუბუქებაა.პალიატიური მზრუნველობა (Pალლიატივე ცარე)სამედიცინო, ემოციური, ფსიქოსოციალური ან სულიერი მზრუნველობა, რომელსაც განუკურნებელ პაციენტს აღმოუჩენენ და რომლის მიზანი ტანჯვის შემცირება უფროა, ვიდრე განკურნება.პასიური ევთანასია (Pასსივე ეუტჰანასია)პასიური ევთანასიის დროს სიკვდილი მოუვლელობის შედეგად დგება, ანუ მკურნალობის შეჩერების ან მოშლის შედეგად, რათა პიროვნება გარდაიცვალოს.ღირსება (Dიგნიტყ)ფასეულობა, რომელიც ადამიანს უბრალოდ არსებობის და არა რაიმე ქონების ან ქმედების გამო აქვს.ევთანასიის საწინააღმდეგო არგუმენტები (Aრგუმენტს აგაინსტ ეუტჰანასია)შესაძლებელია იმაზე დავა, თუ რატომ არის არგუმენტები ასე დაჯგუფებული, და რომ მრავალი არგუმენტი შესაძლოა ერთზე მეტ კატეგორიაში მოხვედრილიყო.რელიგიური არგუმენტები (ღელიგიოუს არგუმენტს)• ევთანასია ღმერთის სიტყვასა და ნებას ეწინააღმდეგება; • ევთანასია ასუსტებს საზოგადოების მხრიდან სიცოცხლის სიწმინდის პატივისცემას; • ტანჯვას შეიძლება ფასი ჰქონდეს; • ნებაყოფლობითი ევთანასია დამღუპველი გზაა, რომელსაც იძულებითი ევთანასიისა და უსარგებლოდ მიჩნეულ ადამიანთა მოკვდინებისკენ მივყავართ.ეთიკური არგუმენტები (Eტჰიცალ არგუმენტს)• ევთანასია ასუსტებს საზოგადოების მხრიდან სიცოცხლის სიწმინდის პატივისცემას; • ევთანასიის აღიარება გულისხმობს, რომ ზოგიერთთა სიცოცხლე (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ან ავადმყოფთა) ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სხვებისა; • ნებაყოფლობითი ევთანასია დამღუპველი გზაა, რომელსაც იძულებითი ევთანასიისა და უსარგებლოდ მიჩნეულ ადამიანთა მოკვდინებისკენ მივყავართ; • ევთანასია შესაძლოა პიროვნების სასარგებლოდ საუკეთესო გადაწყვეტილებას არ წარმოადგენდეს; • ევთანასია ზეგავლენას არა მხოლოდ პაციენტის, არამედ სხვა ადამიანთა უფლებებზეც ახდენს.პრაქტიკული არგუმენტები (Pრაცტიცალ არგუმენტს)• სათანადო პალიატიური მზრუნველობის შედეგად ევთანასია აღარ არის საჭირო; • ევთანასიის სათანადოდ რეგულირების გზა არ არსებობს; • ევთანასიის ლეგალიზება განუკურნებელ პაციენტთა მიმართ ნაკლებად კარგ მზრუნველობას გამოიწვევს; • ევთანასიის ლეგალიზება საფრთხეს უქმნის ექიმებისა და მომვლელთა მიერ სიცოცხლის გადარჩენის ვალდებულებას; • ევთანასია შესაძლოა განუკურნებელი პაციენტების მკურნალობის იაფფასიანი საშუალება გახდეს; • ევთანასიის ლეგალიზება განუკურნებელი პაციენტების განკურნების ახალი მეთოდების ძიების მოშლას გამოიწვევს; • ევთანასია საფრთხეს უქმნის მომაკვდავთათვის სათანადო მზრუნველობისა და ტკივილის შემსუბუქების უზრუნველყოფის მოტივაციას; • ევთანასია ექიმებს საკმარისზე მეტ ძალაუფლებას ანიჭებს; • ევთანასია დაუცველ ადამიანებს აქცევს ზეწოლის ქვეშ, რათა მათ საკუთარი სიცოცხლე დაასრულონ; • ოჯახის ეგოისტი წევრები მოხუც ნათესავებზე მორალურ ზეწოლას ახდენენ; • სამედიცინო რესურსების გამოთავისუფლების მიზნით ადგილი აქვს მორალურ ზეწოლას; • პაციენტებს, რომლებიც საკუთარმა ოჯახებმა მიატოვეს, ევთანასია ერთადერთ გამოსავლად შეიძლება მიაჩნდეთ. ეს ექიმებს ძალზე დიდ ძალაუფლებას ანიჭებს (Iტ გივეს დოცტორს ტოო მუცჰ პოწერ)არსებობს მოსაზრება, რომ ევთანასიის განხორციელება ექიმებს ძალზედ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს (“Iტ გივეს დოცტორს ტოო მუცჰ პოწერ”). ეს არგუმენტი ასევე ცნობილია, როგორც `ექიმებს არ უნდა მისცენ ღმერთის თამაშის ნება”. რადგან არარელიგიური ადამიანები ღმერთის შესახებ არგუმენტებით არ ინტერესდებიან, ღმერთის ფაქტორი ამ არგუმენტებში ნაკლებად ფიგურირებს.იმდენად, რამდენადაც ექიმები პაციენტებს აწვდიან ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც მათ ევთანასიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ევთანასიის ნებისმიერი სახით ლეგალიზება, მიუხედავად მისი მკაცრად რეგულირების ხარისხისა, ექიმებს ძალაუფლების გამოყენების მიუღებელ პოზიციაში აყენებს.დადასტურებულია, რომ ექიმები ამ გადაწყვეტილებებს არასათანადოდ იღებენ, არ ემორჩილებიან რა ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის, ბრიტანეთის გაცოცხლების საბჭოსა და მომვლელთა სამეფო კოლეჯის მიერ მიღებულ სახელმძღვანელო პრინციპებს:• 2000 წელს Aგე ჩონცერნ-ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ექიმები `არ გაცოცხლების" შესახებ ბრძანებებს მოხუცებულ პაციენტებთან მიმართებაში მათთან ან მათ ოჯახებთან კონსულტაციების გარეშე გასცემენ. • როგორც წესი, `არ გაცოცხლების" შესახებ ბრძანებები მოხუცებულთა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე აფრო-ამერიკელი მოსახლეობის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მომხმარებელთა, არაინგლისურენოვანი მოსახლეობისა და შიდსით დაავადებულთა მიმართებაში გამოიყენება. ეს მიუთითებს, რომ ექიმებს შექმნილი აქვთ სტერეოტიპები იმის შესახებ, თუ ვინ არ არის გადარჩენის ღირსი.ევთანასიის მომხრე არგუმენტები:ევთანასიის ოპონენტებს არ სჯერათ, რომ შესაძლებელია ისეთი კანონებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომელიც ევთანასიის ბოროტად გამოყენებას აღმოფხვრის.ევთანასიის მომხრეთა აზრით არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება ევთანასიის გაკონტროლება სათანადო რეგულაციის გზით. თუმცა, ისინიც კი შიშობენ, რომ სათანადო რეგულირება ხელს ვერ შეუშლის ზოგიერთ ადამიანს ევთანასიის უკანონო მოტივაციით გამოყენებაში.ეს ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით პოზიციისგან ნაკლებად განსხვავდება. კანონი მკვლელობას კრძალავს, მაგრამ დამნაშავეები მკვლელობას მაინც ჩადიან.მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანები შეშფოთებულნი არიან, რომ ნებისმიერი რეგულაციების შემოღება ვერ შეაჩერებს განსაკუთრებით დაუცველი პაციენტების ზეწოლის ქვეშ მოქცევას აირჩიონ სიკვდილი, როდესაც ისინი კიდევ რამდენიმე კვირა სიამოვნებით იცოცხლებდნენ.ზოგიერთი წესის არსებობა უმჯობესია, ვიდრე წესების არარსებობაძნელია იმის წარმოდგენა, რომ ევთანასიის მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნას უარესი შედეგი ექნება, ვიდრე რეგულაციების საერთოდ არქონას.რადგან ევთანასიის შემთხვევებს კვლავაც ექნება ადგილი, თუნდაც ის უკანონო იყოს, ნამდვილად უკეთესი იქნება მისი ლეგალიზება და ბოროტად გამოყენების შესამცირებლად სათანადოდ რეგულირება.ეს არგუმენტი აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებითაც იყო გამოყენებული, როგორც არგუმენტების ერთ-ერთი ნაწილი; არც თუ ისე დამაჯერებელია, თუ ეს ერთადერთი არგუმენტია მხოლოდ.თუმცა, დაუცველი პაციენტები ევთანასიის მარეგულირებელი პროცედურებისა და წესების არსებობის პირობებში შეიძლება იმაზე უკეთ იყვნენ დაცულნი, ვიდრე ამჟამად არიან.მართლაც, პაციენტი, რომელსაც ეშინია რომ მას ზეწოლის ქვეშ ევთანასიის სასარგებლოდ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, შეძლებდა ევთანასიასთან დაკავშირებული ფორმალური პროცედურების დაწყებას საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად - რისი გაკეთებაც პაციენტებს ამჟამად არ შეუძლიათ.რეგულირების ელემენტებიიმისათვის, რათA გარანტიები გონივრული და ეფექტური იყოს, ის უნდა მოიცავდეს გამოკვლევას პაციენტის ფსიქიკის, მისი ოჯახის დინამიკის, გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეებისა და ისეთი მარტივი საკითხების შესახებ, როგორიცაა პაციენტის სამედიცინო კონდიცია და დაავადების განვითარების შესაძლო კურსი.იმის უზრუნველსაყოფად, რომ თხოვნები პაციენტების, მათი ოჯახებისა და ხელისუფლების ორგანოების მიერ სათანადოდ იყოს განხილული, რეგულაციები გადაწყვეტილების გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადახედვის შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს.სათანადო რეგულაციები ასევე უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ევთანასიის მოთხოვნის განხილვამდე პაციენტმა კარგი პალიატიური მზრუნველობა მიიღოს.მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები დროის მომცველი და ხარჯიანია, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაპრაქტიკულია.ორეგონული მიდგომააშშ-ს ორეგონის შტატში ექიმის დახმარებით თვითმკვლელობის ლეგალიზება 1998 წელს მოახდინეს. მარტო პირველი სამი წლის განმავლობაში ამ არჩევანით თვეში დაახლოებით ორი ადამიანი სარგებლობდა საკუთარი სიცოცხლის დასასრულებლად. ეს იმიტომ, რომ ევთანასიის ჩატარებაზე თანხმობის მისაღებად მკაცრი პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო:• პაციენტი ორეგონის შტატის რეზიდენტი პირი უნდა იყოს; • პაციენტს 18 წელი უნდა შეუსრულდეს; • პაციენტმა უნდა გააკეთოს ორი ზეპირსიტყვიერი და ერთი წერილობითი თხოვნა ევთანასიის შესახებ; • პირველ და უკანასკნელ თხოვნას შორის სულ მცირე 15 დღე უნდა გავიდეს; • პაციენტი განუკურნებელი ავადმყოფობით უნდა იყოს დაავადებული და 6 თვეზე ნაკლები სიცოცხლე უნდა ჰქონდეს დარჩენილი; • მოცემული პროგნოზი სხვა კონსულტანტი ექიმის მიერ უნდა იყოს დადასტურებული; • ორივე ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ პაციენტს ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია; • ორივე ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ პაციენტი არ იმყოფება ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეუშლიდა; • პაციენტმა ლეტალური მედიკამენტები თვითონ უნდა მიიღოს.პაციენტების დაახლოებით 30%, რომელმაც ამ პროცესის განხორციელება დაიწყო, მის დასრულებამდე დაიღუპა. ამ პერიოდის განმავლობაში 19 პაციენტმა, რომელთაც ლეტალური მედიკამენტების მიღების უფლება მისცეს, გადაწყვიტეს ამ მედიკამენტებით არ ესარგებლათ. ერთი გამოკვლევის თანახმად, პაციენტთა 45%-მა, რომელთაც კარგი პალიატიური მზრუნველობა აღმოუჩინეს, შეიცვალეს მოსაზრება ევთანასიის შესახებ.ევთანასიის შემთხვევების მცირე რაოდენობის სხვა მიზეზი განპირობებული იყო იმ ექიმის მოძიების სირთულით, რომელიც ასეთ თხოვნას შეასრულებდა. ორეგონის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, მსგავსი განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული პაციენტების მკურნალი ექიმების მხოლოდ ერთი მეხუთედი გამოწერდა მოთხოვნილ ლეტალურ მედიკამენტს.ჰოლანდიური მიდგომაჰოლანდიაში ნებაყოფლობითი ევთანასია და თვითმკვლელობაში დახმარება ჯერ კიდევ სისხლის სამართლის დანაშაულებია, მაგრამ ექიმები გარკვეულ გარემოებებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულნი არიან. ჰოლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად ექიმი:• უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტის მიერ მოკვდინების მოთხოვნა ნებაყოფლობითი და სათანადოდ ნამსჯელია; • უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი უწყვეტი და გაუსაძლისი ტანჯვის მსხვერპლია; • ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია მისი მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; • უნდა დარწმუნდეს პაციენტთან ერთად, რომ სხვა გონივრული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია; • ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს სულ მცირე ერთ სხვა დამოუკიდებელ ექიმთან, რომელმაც პაციენტი გასინჯა; • და რომ სათანადო მზრუნველობისათვის და ზემოთ აღწერილი აუცილებელი მოთხოვნილებების შესახებ მისი წერილობითი შეფასების თანახმად პაციენტს მოკვდინებაში სათანადო სამედიცინო მზრუნველობის აღმოჩენის გზით დაეხმარა.ჰოლანდიური სამართალი ევთანასიას არასრულწლოვანთა მიმართებაშიც დასაშვებად ცნობს. 16 ან 17 წლის მოზარდებს შეუძლიათ გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ, მაგრამ მათი მშობლები სიცოცხლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი. 12-დან 16 წლამდე ბავშვებისათვის მშობლების ან მეურვის თანხმობა სავალდებულოა.თუ პაციენტმა სურვილის გამოხატვა ვეღარ შეძლო, მაგრამ არაქმედუნარიანად გახდომამდე სიცოცხლის დასრულების თხოვნის შესახებ წერილობითი განცხადება შეადგინა, ექიმი უფლებამოსილია მისი თხოვნა სისრულეში მოიყვანოს იმდენად, რამდენადაც სხვა პირობები იქნება დაკმაყოფილებული.ევთანასიის ჩატარების ექიმთა წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა ორი მესამედი არ კმაყოფილდება. ყოველთვის დაუშვებელი იქნება ექიმთა ან მომვლელთა იმის გამო გაკიცხვა, რომ მათ ევთანასიის ჩატარებაზე მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2011 Harvard.888მე მომხრე ვარ ევთანაზიისჩვენი სიცოცხლე ჩვენვე გვეკუთვნის არც კანონს და არც რელიგიებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ საკუთრების განკარგვაშიჩემი აზრით ევთანაზიის უფლება უნდა ჰქონდეთ უმძიმეს ავადმყოფებს და ასევე სრულიად ჯანმრთელ(გავრცელებულ მოსაზრებას რო ჯანმრთელი გაწონასწორებული ადამიანი თავს არ მოიკლავს არ ვეთანხმები) ადამიანსაც ვისაც თვითმკვლელობა სურს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Harvard.888 Posted December 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2011 სრულიად გეთანხმები, მეც შენსავით ვფიქრობ. ისტორიას ახსოვს რამდენიმე ფაქტი, როდესაც უმძიმეს ავადმყოფებს არ მისცეს ევთანასიის ჩატარების უფლება, რომელსაც ისინი ითხოვდნენ და ამის გამო სიკვდილის ბოლომდე სასტიკად იტანჯებოდნენ. ალბათ გაგონილი გექნებათ ჯეკ ქევროკიანის შესახებ, ის გახლდათ ამერიკელი ექიმი, რომელმაც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში 146 ზე მეტი ევთანასია გააკეთა, რის გამოც მას "Dr. Death" "ექიმი სიკვდილი" შეარქვეს. რამდენჯერმე გაასამართლეს მან კი სასამართლოზე ახსნა ყველაფერი და თქვა, რომ იმაზე კარგი საქმე, როდესაც მომაკვდავ ადამიანს მოასორებ ტანჯვას არ არსებობს, და მე მას ამაში ვეთანხმები. უბრალოდ ყველამ რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი იმ ადამიანის ადგილზე ალბათ იმავეს ვიტყოდით, რთულია აუტანელი ტკივილის გაძლება, მეტიც ეს ალბათ ბევრისთვის შეუძლებელია!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ragadan Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 რთული საკითხია, მასე ერთმნიშვნელოვნად პასუხს ვერ გასცემ. ჰოლანდიაში სადაც ევთანაზია მიღებულია, საკმაოდ რთული პროცედურა უნდა გაიარო სანამ ვინეს ევთანაზიის უფლებას მისცემენ, პირველ რიგში ფსიქიატრიულ დასკვნას ითხოვენ, რომ პაციენტი სრულ ჭკუაზეა და თვითონ ითხოვს სიცოცხლის შეწყვეტას, რაც ხშირ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Harvard.888 Posted December 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 გეთანხმები, რთული საკითხია, მაგრამ აქ არ არის საუბარი უბრალო პაციენტებზე, რომლებსაც მობეზრდათ სიცოცხლე და ითხოვენ ევთანასიას. ჩემი აზრით, ჩვენი სიცოცხლე ჩვენ გვეკუთვნის. თუ არავინ გვეკითხება გინდა თუ არა დაბადება ის მაინც გადაგვაწყვატინონ როდის გვინდა სიკვდილი. იმაშიც გეთანხმები, რომ ჰოლანდიაში უამრავი რთული პროცედურაა გასავლელი ევთანასიის ჩასატარებლად და არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს მასზე უარს ეუბნებიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, როდესაც ადამიანი იმდენად იტანჯება, რომ ვერ უძლებს იმ მტანჯველ ტკივილს, რომელიც უბრალოდ დროში იჭიმება, ჯობია მიეცეს ნება ევთანასიის. ეს მას უბრალოდ დიდი ტანჯვისგან იხსნის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ragadan Posted December 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2011 (edited) Harvard.888 სხვათაშორის ზუსტად თქვენი არგუმენტები იყო აქაც მაგ პრობლემის საპირწონედ, ანუ არგუმენტები, რომ ადამიანებს ტანჯვისგან და ტკივილისგან იხსნიდნენ.. კონტრ არგუმენტი საკმაოდ მარტივი იყო, არ არსებობს ტკივილის დამდგენელი და მაკლასიფიცირებელი არანაირი აპარატურა, ერთადერთი რაც ექიმს შეუძლია დაადგინოს ის არის რეაგირებს თუ არა ტკივილზე ტვინი, ისიც მეორადი სიმპტომებით, მაგალითად თვალის გუგის ზომის შეცვლა ტკივილის დროს, გულის რითმი, ოფლიანობა და სხვა, მაგრამ პირდაპირ რაიმე აპარატი რომელიც იტყვის რომ პაციენტს ძლიაერი ტკივილი ტანჯავს თუ უბრალოდ პახმელია არ არსებობს, რჩება ისევ ფსიქიატრის დასკვნა. რაც არ იძლევა 100% სიზუსტეს, ოდნავ ჭკვიან და ნაკითხ პაციენტს ხშირად შეუძლია ფსიქიატრის მანიპულირება (რაც ხშირად დაფიქსირებულა), აქედან გამომდინარე ევთანაზიის პრობლემა კიდევ დიდი ხანი იქნება დღის წესრიგში. მეორე პრობლემაა, რომ ხშირად პაციენტს გონია რომ უკურნებელი დაავადებით არის ავად და სხვადასხვა მიზეზების გამო ცდილობს შეუმსუბუქოს მდგომარეობა ან საკუთარ თავს ან ახლობლებს (წინააღმდეგია დამატებითი მკურნალობის, რათა ოჯახი და ახლობლები ზედმეტი ხარჯებისგან დაიცვას და ამის მსგავსი სხვა პრობლემები) მოკლედ ძალიან მალე ნებდებიან, ამ დროს კი თვით სიმსივნეც კი დამარცხებადია, თუ თავის დროზე დადგინდა და შესაბამისი მკურნალობაც ჩატარდა. ახლა ასეთი პაციენტი დაუყონებლივ ითხოვს ევთანაზიას, რაზედაც სამართლიან უარსაც იღებს. მოკლედ კარგია, რომ ევთანაზიას ასე მარტივად არ იყენებენ, თუმცა მეორე მხრივ ადამიანს თვით აქვს უფლება გადაწყვიტოს როდის დაასრულოს აქ თავისი მისია და ჯამში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს სადაც ხო აქვს ადამიანს არჩევანის უფლება, მაგრამ არ აქვს IMHO.. ადამიანს უნდა ჰქონდე არჩევანის გაკეთების უფლება და ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ევთანაზია მე მგონი არ გადის ისეთ კატეგორიაში, სადაც პაციენტს გადამწყვეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს.. Edited December 6, 2011 by ragadan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Harvard.888 Posted December 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2011 თუნდაც პაციენტი ადვილად დანებდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა... ეს მისი არჩევანია. მე პირადად მომხრე ვარ ევთანაზიის და ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი საჭიროდ ჩათვლის ამას მასინ უნდა ჩაიტაროს. მგონი როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკამდე მიდის მან კარგად იცის რა უნდა, რა არის საჭირო. ეს მისი ნებაა, მისი სიცოცხლეა, ტუ უნდა მოკვდება, თუ უნდა იცოცხლებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2011 ადამიანს უნდა ჰქონდე არჩევანის გაკეთების უფლება და ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ევთანაზია მე მგონი არ გადის ისეთ კატეგორიაში, სადაც პაციენტს გადამწყვეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს..აბა ვის უნდა ქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება????გაბღენძილ პარლამენტარებს???თუ რეფერენდუმი ჩავატაროთ ყოველი ევთანაზიის მსურველისათვის????თუ ადამიანი ფსიქიურად ჯანმრთელია მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და უფლება მივცეთ განკარგოს საკუთარი სიცოცხლე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2011 (edited) Harvard.888 იმხელა წასაკითხი გამოგიცხვია რომ ნამდვილად არ მაქვს მაგდენი დრო რომ წავიკითხო. ისედაც ბევრი საინტერესო საკითხავი მაქვს და ისინი ვერ წამიკითხავს დროის სიმცირის გამო. იქიდან გამომდინარე რაც თემას აქვს სათაურად და რაც გამოკითხვაშია მოცემული, მსურს ჩემი პოზიცია დავაფიქსტირო ამ საკითხზე მოკლე პოსტში. ჩემი პოზიცია მკვეთრად განსხვავდება შენი პოზიციისგან როგორც ვხედავ. მე არამც და არამც არ ვემხრობი ევთანასიას. ევთანასია (მშვიდად სიკვდილს) ბევრი მიმართავს. განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონენი, რომლებიც იტანჯებიან ტკივილით და სავსებით მესმის მათი. ჩვენ, ვიცნ არ განვიცდით იმ ტკივილებს და არ ვართ მათ მდგომარეობაში, ცხადია იოლია ამ პოზიციიდან საუბარი. მაგრამ ყველა ხომ თავად წყვეტს რას ირჩევს. რა სახის მკურნალობას და ევთანასიასაც? ხოდა, მოგახსენებთ ჩემ თვალსაზრისს და პოზიციას ქვემოთ: პირადად მე არ ვიწონებ მკვლელობას, წყნარი და მშვიდი მეთოდით იქნება ის თუ უმკაცრესი მეთოდით. აქვე ისიც მინდა დავამატო რომ კანონიერად ნებადართული უნდა იყოს ევთანასიის განხორციელება. მიზეზი ისაა რომ ყველა ადამიანი თავად წყვეტს როგორ მოეპყროს თავის თავს, სიცოცხლეს თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა თუ პრობლემებს. ვფიქრობ ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვა ადამიანის სიცოცხლეში და პირად საქმეებში ხელები ვაფათუროთ. მიუხედავად იმისა რომ პირადად მე არ ვემხრობი ევთანასიას, თავს არ ვაძლევ უფლებას ვინმე გავკიწხო, გავჭორო, შევიძულო ან ჭკუა ვარიგო არ განახორციელოს ევთანასია. სურს ვინმემ ევთანასია ჩაიტაროს? დაე თვითონ მიხედოს თავის თავს და სიცოცხლეს. ყველას თავისი თავი და სიცოცხლე აბარია და ყველა თავის თავზე აგებს პასუხს. მოკლედ, მე არ ვემხრობი ევთანასიას. მაგრამ ვისაც სურს, მათ თავად გადაწყვიტონ სიცოცხლესთან დაკავშირებული თავიანთი საქმეები და უნდათ ჩაუტარებით ევთანასია და უნდათ არა. მე არ ვარ მათი გადაწყვეტილების წინააღმდეგი ან მომხრე! Edited December 7, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ragadan Posted December 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2011 mama აბა ვის უნდა ქონდეს გადამწყვეტი ხმის უფლება????გაბღენძილ პარლამენტარებს???თუ რეფერენდუმი ჩავატაროთ ყოველი ევთანაზიის მსურველისათვის????თუ ადამიანი ფსიქიურად ჯანმრთელია მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და უფლება მივცეთ განკარგოს საკუთარი სიცოცხლე რა შუაშია პარლამენტარი? როდესაც ადამიანი ისეთ სიტუაციაშია, რომ ევთანაზიის საკითხი დგება, გადამწვეტ უმრავლეს შემთხვევაში მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შორსაა ჯანმთელობისგან და სრულყოფილებისგან. აქ ფსიქიატრის ჩართვაა აუცილებელი, სამედიცინო სპეციალისტის და არა პოლიტიკოსის. პ.ს. ალბათ მიხვდით, რომ ეს თემა არ არის "მიშა გადადექი" შინაარსის, ცოტა სხვა მიმართულება აქვს, დაწყნარდით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2011 როდესაც ადამიანი ისეთ სიტუაციაშია, რომ ევთანაზიის საკითხი დგება, გადამწვეტ უმრავლეს შემთხვევაში მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შორსაა ჯანმთელობისგან და სრულყოფილებისგან. აქ ფსიქიატრის ჩართვაა აუცილებელი, სამედიცინო სპეციალისტის და არა პოლიტიკოსის.ragadan რა ფსიქიატრის რას ამბობ? როცა ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. დაკარგული აქვს აზროვნების უნარიც ისეთ ტკივილებშია და როცა მანქანაზეა შეერთებული და ლაპარაკის უნარიც წართმეული აქვს, მაგ დროს ფსიქიატრს კი არ უნდა დაუძახოთ არიქა თქვენ მიიღეთ მის ნაცვლად გადაწყვეტილებაო. ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას როგორ მოექცნენ თუკი ისეთ მდგომარეობაშია რაც ამ პოსტში ჩამოვთვალე. ასეთ დროს ადამიანის მიერ დატოვებულ ანდერძს მიმართავენ, ან ოჯახის წევრებს, რომლებმაც კარგად იციან ოჯახის წევრის პოზიცია და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას. არაფერი აფორიაქების და დასაწყნარებელი არ ჭირს ამ თემას და ამ საკითხს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ევთანასიის განხორციელების უფლებას მისცემს მსურველებს. არჩევანს თავად გააკეთებს ადამიანი. დაწერს ანდერძს, ან იურიულ უფლებამოსილებას გადასცემს ნდობით აღჭურვილ პირს რომელიც მის ნაცვლად მიიღებს ევთანაზიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.