babuagiorgi Posted December 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2011 რადგან ფაცეში, ერთ–ერთ თემაში ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს ირგვლივ კამათი მიმდინარეობს, აქ გამოვაქვეყნებ იმას, რაზედაც გაუგებარი მიზეზების გამო საუბარი ჯერ არ ყოფილა. რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მსოვლის მედიალურ მხარეს ეხება, ფაქტობრივად ვაწყდებით ან გადამეტებულ რეაქციულ–გაბრაზებულ, ან კომფორტულ ჟურნალისტებს. რაც ივანიშვილის რეალურ პოლიტიკურ სახეს ან ამახინჯებს, ან კიდევ არ ანახებს. ბიძინა ივანიშვილის პირველ განაცხადში დეკლარირებული იყო 3 წელი. ინტერვიუში ჟურნალისტმა ერთი წელი დააკლო, ნუ უფრო შეამცირა ვადა. ივანიშვილმა არ უარყო, ფაქტობრივად დაეთანხმა, თუმცა 3 წელიც დიდი გაუგებრობაა, როდესაც აცხადებს "ისე არ წავალ სანამ მოსახლეობაზე მიცემულ დაპირებებს არ შევასრულებ". ამ შემთხვევაში, ეს პოლიტიკაში აბსოლუტურ მეამიტობაზე მიუთითებს, ან კიდევ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ფაქტობრივად დამწყებ პოლიტიკოსისათვისაც გასაგები უნდა იყოს ის, რომ 2 ან 3 წელი კოსმეტიკური ცვლილებებისათვის არ არის საკმარისი. თუმცა ამავე დროს საწინააღმდეგოს ამტკიცებს "ისე არ წავალ სანამ". ეს "სანამ" განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ 5, ქართულ რეალობაში ალბათ 8 წელია. მეორე. შეკითხვა პენსიების რაოდენობის თაობაზე არასწორია, თუმცა აქაც ერთხელ ივანიშვილს ძალიან ორიგინალური განცხადება აქვს გაკეთებული, რაც ჟურნალისტებისთვის საბაბი უნდა იყოს იმისა, რომ კითხვა დასვან თუ "რა იდეოლოგიას გვთავაზობს ბატონი ბიძინა?" პროგრამა გასაგებია ჯერ რომ არ აქვს, მაგრამ იდეოლოგია, პოლიტიკაში მოსვლის განცხადებამდე იბადება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის პროგრმა "დავითის საფლავზე დადებული ფიცს" ჰგავს, რაც მიშას სახით უკვე ვიხილეთ. ე.ი. საინტერესოა არა პენსიების რაოდენობა, არამედ ივანიშვილის სოციალური სიტემის ხედვის ფორმაც. თუ დააკვირდებით, ამ საკითხზე საუბარს საერთოდ გაურბის, რაც ჩემთვის ფაქტობრივად გასაგებია. ივანიშვილი ბიზნესმენია და ვერ გადააბიჯებს იმ ფსიქოლოგიას, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა. ამ შემთხვევაში კი "საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა" სახიფათოა საქართველოს 80%-ი მოსახლეობისათვის, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოში დაირღვევა წარმომადგენლობითი ბალანსი. ეს ის ორი თემაა რის გარშემოც დღემდე არც პოზიციის და არც ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტებს არ დაუსვიათ ივანიშვილისთვის.არა და მთელ ამ აჟიოტაჟში ეს ორი მთავარი საკითხია საინტერესო, დანარჩენი შეიძლება ითქვას პოლიტიკური წვრილმანებია. ამ თემასთან კავშირშია ეს ლინკიც, ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.georgian-style.net/?p=1690 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2011 babuagiorgi შეიძლება ივანიშვილი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი არ არის, რაც არც გასაკვირია, მაგრამ ამ კაცში არის ხალხისათვის სიკეთის კეთების სურვილი. ის ხალხი აკრიტიკებს, რომელსაც მათხოვრისთის 20 თეთრიც არ ჩაუგდიათ და თუ ბიუჯეტის ხარჯზე ვინმე გაჭირვებულს 20 ლარიან ვაუჩერსა მისცემენ, სამივე ტელევიზია თან მიჰყავთ და მადლობებს ახდევინებენ საცოდავ ხალხს. მთავარია გარემოცვა ჰყავდეს ჭკვიანი და უღალატო, რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება. მიშაც გვპირდებოდა: შევარდნაძის მთავრობამ 4 მილიარდი გაიტანა, წავართმევ და თქვენ დაგირიგებთო, რაც დაგვირიგა ყველამ კარგად ვნახეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2011 babuagiorgi შეიძლება ივანიშვილი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი არ არის, რაც არც გასაკვირია, მაგრამ ამ კაცში არის ხალხისათვის სიკეთის კეთების სურვილი. ის ხალხი აკრიტიკებს, რომელსაც მათხოვრისთის 20 თეთრიც არ ჩაუგდიათ და თუ ბიუჯეტის ხარჯზე ვინმე გაჭირვებულს 20 ლარიან ვაუჩერსა მისცემენ, სამივე ტელევიზია თან მიჰყავთ და მადლობებს ახდევინებენ საცოდავ ხალხს. მთავარია გარემოცვა ჰყავდეს ჭკვიანი და უღალატო, რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება. მიშაც გვპირდებოდა: შევარდნაძის მთავრობამ 4 მილიარდი გაიტანა, წავართმევ და თქვენ დაგირიგებთო, რაც დაგვირიგა ყველამ კარგად ვნახეთ. იმაში გეთანხმები, კრიტიკის მორალური უფლებაც უნდა გქონდეს კაცს, მაგრამ ისე გაბარაზებულყე ვხედავ სულ დაარღვია ის პრინციპი. რომლითაც თავს იქებდა, არ ვსაუბრობო გაკეთებულზეო და ეხლა აანაზღაურა მოკლდ.ფაქტობრივად ესეც მესმის, როდესაც ოხრად უმადური ადამიანი აღმოჩნდება.მრჩველები არ ჰყავს, ივანიშვილის პოლიტიკური მეამიტობა კი სადავო არაა. პ.ს. მე იმ შეკითხვებყე მაქვს თემა რომელიც არ დაუსვა არც ოპ და პო ჟურნალისტებმა და რატომ ეს მაინტერესებს. ან არ ესმით, ან ჩორტ ეგო ზნაეტ............არა და ეს არის საინტერესო, დანარჩენი მომენტალურად გასაგებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 (edited) შეიძლება ივანიშვილი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი არ არის, რაც არც გასაკვირია, მაგრამ ამ კაცში არის ხალხისათვის სიკეთის კეთების სურვილი. ის ხალხი აკრიტიკებს, რომელსაც მათხოვრისთის 20 თეთრიც არ ჩაუგდიათ და თუ ბიუჯეტის ხარჯზე ვინმე გაჭირვებულს 20 ლარიან ვაუჩერსა მისცემენ, სამივე ტელევიზია თან მიჰყავთ და მადლობებს ახდევინებენ საცოდავ ხალხს. მთავარია გარემოცვა ჰყავდეს ჭკვიანი და უღალატო, რაშიც ცოტა ეჭვი მეპარება. მიშაც გვპირდებოდა: შევარდნაძის მთავრობამ 4 მილიარდი გაიტანა, წავართმევ და თქვენ დაგირიგებთო, რაც დაგვირიგა ყველამ კარგად ვნახეთ.ერთი კითხვა მაქვს თქვენთან პირადად რატომ დააგროვა ივანიშვილმა მილიარდები, ჭორვილაში რომ ეცხოვრა? და რატომ დააგროვა 5-6 მილიარდი და არა მეტი? შეიძლება, რომ თავიდან მოკბიჩა ნამცხვარს 90-იან წლებში და ეს იყო და ეს? ეს ხომ არ ნიშნავს მისი შესაძლებლობების სიმცირეს, როგორც ბიზნესმენისა და ადამიანისა?ვიცი, 5 მილიარდი ბევრია ძალიან... მაგრამ არა რუსეთისთვის... 5 მილიარდი ბევრია საქართველოსთვის, მაგრამ რუსეთში ვინც 5 მილიარდი იშოვა, იმას მეორე 5-იც დაამატა და მესამეც და ა.შ.რა თქმა უნდა ვერ დავუკარგავთ, რომ ბევრს დაეხმარა და ამის არ აღიარება ღორობა იქნება, მაგრამ ეს არ შველის საქმეს... პოლიტიკა არ არის რუსეთში ე.წ. ბიზნესის კეთება... ვიცით როგორ კეთდებოდა იქ "ბიზნესი" იმ წლებში... თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გავითვალისწინებთ, ივანიშვილი ვერ დაიკვეხნის დიდი წარმატებებით.... ჩემი აზრით პირიქით... მე მგონია, მოუფიქრებელი და იძულებითი იყო მისი პოლიტიკაში მოსვლა... ამბობს კიდეც, პირველი წერილი მე და ჩემმა ცოლმა დავწერეთო... ე.ი. დაასწრო რაღაცას და ვიღაცას... ხომ არ იჭერდნენ რომ ფული წაეგლიჯათ საერთოდ? არ არის საეჭვო ასეთი დაუფიქრებელი პირველი ნაბიჯები? Edited December 5, 2011 by georgekh13 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 მთავარია გარემოცვა ჰყავდეს ჭკვიანი და უღალატოვისთვისაა ეგ მთავარი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 ვისთვისაა ეგ მთავარი? საქართველოს გაბრწყინებისთვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 ამ შემთხვევაში, ეს პოლიტიკაში აბსოლუტურ მეამიტობაზე მიუთითებს, ან კიდევ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ფაქტობრივად დამწყებ პოლიტიკოსისათვისაც გასაგები უნდა იყოს ის, რომ 2 ან 3 წელი კოსმეტიკური ცვლილებებისათვის არ არის საკმარისი. თუმცა ამავე დროს საწინააღმდეგოს ამტკიცებს "ისე არ წავალ სანამ". ეს "სანამ" განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ 5, ქართულ რეალობაში ალბათ 8 წელია. ხო ეგრეა იდეაში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 georgekh13რატომ დააგროვა ივანიშვილმა მილიარდები, ჭორვილაში რომ ეცხოვრა? და რატომ დააგროვა 5-6 მილიარდი და არა მეტი? გაცილებით მეტი დააგროვა, ჯერ მარტო რამდენი აქვს დახარჯული ნაციონალების დაფინანსებაში, მიუმატეთ სამების ტაძრის მშენებლობა, დახმარებები და კი ავა 10 მილიარდამდე. პოლიტიკა არ არის რუსეთში ე.წ. ბიზნესის კეთება... ვიცით როგორ კეთდებოდა იქ "ბიზნესი" იმ წლებში... თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გავითვალისწინებთ, ივანიშვილი ვერ დაიკვეხნის დიდი წარმატებებით.... ჩემი აზრით პირიქით... ივანიშვილი დიდი პოლიტიკოსი რომ არ არის-არ არის სადავო. აქ მიდის შედარება, მიშამ როგორც "პოლიტიკოსმა" რა გააკეთა საქართველოსთვის და რა გააკეთა არაპოლიტიკოსმა ივანიშვილმა იგივე საქართველოსთვის. შეფარდება -10/+10-ია ივანიშვილის სასარგებლოდ. ეს არის ამოსავალი წერტილი, ივანიშვილის შეფასებისთვის. ნათქვამია: უდედობას ისევ დედინაცვალი გერჩიოსო-ასეა ჩვენი საქმეც.არ არის საეჭვო ასეთი დაუფიქრებელი პირველი ნაბიჯები? რატომღაც დღევანდელ სიტუაციაში აღარავის სჯერა გულწრფელი პატრიოტობის, ყველაფერს თავისი საზომით ზომავენ. იშოვა კაცმა საშოვნელი და უნდა ქვეყანას რამე გაუკეთოს, რა არის ამაში გასაკვირი. .ვისთვისაა ეგ მთავარი? ბიძინასთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 1) გაცილებით მეტი დააგროვა, ჯერ მარტო რამდენი აქვს დახარჯული ნაციონალების დაფინანსებაში, მიუმატეთ სამების ტაძრის მშენებლობა, დახმარებები და კი ავა 10 მილიარდამდე.2) ივანიშვილი დიდი პოლიტიკოსი რომ არ არის-არ არის სადავო. აქ მიდის შედარება, მიშამ როგორც "პოლიტიკოსმა" რა გააკეთა საქართველოსთვის და რა გააკეთა არაპოლიტიკოსმა ივანიშვილმა იგივე საქართველოსთვის. შეფარდება -10/+10-ია ივანიშვილის სასარგებლოდ. ეს არის ამოსავალი წერტილი, ივანიშვილის შეფასებისთვის. ნათქვამია: უდედობას ისევ დედინაცვალი გერჩიოსო-ასეა ჩვენი საქმეც. 3) რატომღაც დღევანდელ სიტუაციაში აღარავის სჯერა გულწრფელი პატრიოტობის, ყველაფერს თავისი საზომით ზომავენ. იშოვა კაცმა საშოვნელი და უნდა ქვეყანას რამე გაუკეთოს, რა არის ამაში გასაკვირი.კარქი, ახლა ჩემი აზრი... 1) არ მგონია, რომ მეტი ჰქონდეს გაკეთებული... მან რაც იშოვა ერთხელ ეს იყო და ეს... მერე როგორც დიდი, აქტიური ბიზნესმენი რუსეთში ივანიშვილი არ იყო...2) რა თქმა უნდა გეთახნმები, მაგრამ ჩვენ ხომ იმაზე ვმჯელობთ ახლა, რას გააკეთებს პოლიტიკოსი ივანიშვილი საქართველოსთვის... თორემ ვადარებთ მსხალს და ვაშლს... "პოლიტიკოს" სააკაშვილს და "ბიზნესმენ" ივანიშვილს და ეს კატეგორიები არ არის შედარებითი...3) მართალია, არ გვჯერა, იმიტომ რომ ბევრჯერ დაგვაკვრევინეს ცხვირი... არ მოვყვები ახლა, ვინ და როდის... მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილმა იმიტომ იშოვა მილიარდები, რომ ჭორვილაში უნდოდა ცხოვრება, რასაც აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში... აქ სხვა რამეშია საქმე და ეს მიჩენს ეჭვს, რომ ის არ არის გულწრფელი... თუ დიდი ბიზნესმენია, და ადამიანების ცნობა კარგად იცის, რაც აუცილებელია მის საქმიანობაში, რატომ დასჭირდა მას წლები იმისთვის, რომ გაეგო თუ ვინ არიან ნაციკები და ვინ არის სააკაშვილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 თუ დიდი ბიზნესმენია, და ადამიანების ცნობა კარგად იცის, რაც აუცილებელია მის საქმიანობაში, რატომ დასჭირდა მას წლები იმისთვის, რომ გაეგო თუ ვინ არიან ნაციკები და ვინ არის სააკაშვილი? ზოგი ადრე მიხვდა, ზოგიც გვიან-ვინ არის სააკაშვილი. მაგ კრიტერიუმით, ნათელაშვილი ყოფილა ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი-რევოლუციამდე(სპექტაკლამდე) ამბობდა, სააკაშვილი ქვეყანას დაანგრევსო. მეც დავრბოდი მანქანით და ხალხი მიმყავდა არჩევნებზე, მიშათვის რომ მიეცათ ხმა. რატომ მოტორმა არ დამისტუკა, ახი იქნებოდა ჩემზე. ბიძინა აძლევდა ფულს ნაცებს და მიშას და არ აკონტროლებდა ალბათ. თავისი საქმეებით იყო დაკავებული-საწყის ეტაპზე. ბოლოს მიხვდა და შემოირტყა თავში ხელი. ისე, გულუბრყვილოდ აღარ უნდა ვენდოთ არავის, მათ შორის ბიძინასაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 ბიძინასთვის.აგაშენა ღმერთმა ბიძინასთვის კი არის ეგ მთავარი, რომ ირგვლივ ერთგული და ჭკვიანი ხალხი ჰყავდეს (ჭკვიანი რომ კარგს არ ნიშნავს აპრიორი ამის ახსნას აღარ დავიწყებ), მაგრამ ჩვენ, შენ, მე და ა.შ. ხალხს რა ამით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 აგაშენა ღმერთმა ბიძინასთვის კი არის ეგ მთავარი, რომ ირგვლივ ერთგული და ჭკვიანი ხალხი ჰყავდეს (ჭკვიანი რომ კარგს არ ნიშნავს აპრიორი ამის ახსნას აღარ დავიწყებ), მაგრამ ჩვენ, შენ, მე და ა.შ. ხალხს რა ამით?სატურნ, ტაკიე ვაპროსი ზადაიოტე, ოტვეჩატ ნეუდობნო, დაჟე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 Saturnბიძინასთვის კი არის ეგ მთავარი, რომ ირგვლივ ერთგული და ჭკვიანი ხალხი ჰყავდეს (ჭკვიანი რომ კარგს არ ნიშნავს აპრიორი ამის ახსნას აღარ დავიწყებ), მაგრამ ჩვენ, შენ, მე და ა.შ. ხალხს რა ამით? ბიძინასათვის კარგი იმ გაგებით არის, რომ რასაც აპირებს (რაც ღიად განაცხადა) განახორციელოს. წინასწარ ძნელია თქმა, შეასრულებს თუ არა, მაგრამ ისიც ნათქვამია: საქმემან შენმან გამოგაჩინოსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 ისიც ნათქვამია: საქმემან შენმან გამოგაჩინოსო.საქმეები გასაგებია, მაგრამ ვისაც ხელი მიგიწვდებათ კითხეთ მაგალითად როგორ აპირებს პენსიის გაორმაგებას? საიდან მოაქვს ეს ფული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2011 საქმეები გასაგებია, მაგრამ ვისაც ხელი მიგიწვდებათ კითხეთ მაგალითად როგორ აპირებს პენსიის გაორმაგებას? საიდან მოაქვს ეს ფული? არ გააორმაგებს და მაგისი აჯობებს. ხალხი რასაც მიშას პატიობს(რატომღაც) სხვას არ აპატიებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.