Jump to content
Planeta.Ge

ნუ ვეძებთ მარგალიტს იქ სადაც უკვე ასეჯერ გადავქექეთ


Recommended Posts

თუმცა ამა წლის 8 ოქტომბერს დავწერე რომ “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”, მაგრამ იმედი მაინც მქონდა, რომ "ქართული ოცნება" მკვდრების გაცოცხლებას კი არ გულისხმობდა, არამედ ახლის დაბადებას. სამწუხაროდ გამართლადა ის პირველი და აბსოლუტური კანონზომიერებაა ის რაც დღეს ხდება. იმის მაგივრად რომ ოპოზიციური სპექტრი არჩევნებისთვის ემზადებოდეს, ძველ "ნაგავში" ხანძრის ჩაქრობით არიან დაკავებული, რითაც ფაქტობრივად ამ რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.

 

ეს დალოცივილი ძლივს გამოჩნდა ასეთი პოტენციალი, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ და რამე ახლის ჩამოყალიბება გახდა პრობლემა? ნუთუ საქართველოში "უცნობი" ნიჭიერი ხალხის ნაკლებობაა? ნუთუ არ შეიძლებოდა "ქართული ოცნების" იურისტების, ეკონომისტების, პედაგოგების და სხვა მრავალი პროფესიის ახალგაზრდა კადრების მეშვეობით განხორციელება? აბა ამათ რა ოცნების განხორციელება ძალუძთ, როდესაც აგერ უკვე 20 წელია ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიან?

კითხვები, კითხვები და მხოლოდ კითხვები. საქართველო ერთ დიდი კითხვის ნიშნად იქცა. პასუხი კი ასეთი მარტივია, ნუ ვეძებთ მარგალიტს იქ სადაც უკვე ასეჯერ გადავქექეთ.

არაფერი საწინააღმდეგო "რესპუბლიკური პარტიის", თავისუფალი და არათავისუფალი დემოკრატების, ცნობადი სახეების. დარჩენილიყვნენ იქ სადაც დღემდე არსებობდნე, ამით უფრო მეტ სიკეთეს მოუტანდნენ ქვეყანას ვიდრე ეხლა, როდესაც ცდილობენ ზომაზე მოირგონ ის რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. უცნობი სახეებისგან შექმნილი ახალი ძალა კი, ამ ძველებისათვისაც სასრგებლო იქნებოდა, რადგან აიძულებდა მათ ფასეულებების და პარტიული საქმიანობის გადახარისხებას.

ეხლა კი რა ხდება?

ბიძინა ივანიშვილი კოვზით ხელში დაჭაობებული ტბის ნაპირზე წყლის ხავსისგან გაწმენდას ცდილობს. ბატონოჩემო ასეთ წარმატებულ ბიზნესმენს ნუთუ არ გესმით ის, რომ ძველის აღდგენას ახლის აშენება სჯობია, რაც ნაკლებად მტკივნეულია, ხარისხიანი და ეკონომიურიც. სხვა თუ არაფერი პარტიის ჩამოყალიბებისათვის კონკურსი გამოგეცხადებინათ, ეს ხომ მიღებული ნორმაა ბიზნეს სფეროში. მოქმედი ტელევიზიისა და სხვა მედიის ყიდვის ნაცვალდ ახალი დაარსეთ. მოიწვით ახალგაზრდა ჯურნალისტები და შანსი მიეცით ამ ახლაგაზრდებს ცხოვრებაში რამეს მიაღწიონ და თან ერის საქმეც გააკეთონ.

 

დღევანდელ მარაზმს კი არაფერი ესაქმება "ქართულ ოცნებასთან". ეს ან პოლიტიკაში გამოუცდლობიდან გამომდინარე საქმის უცოდინარობას ჰგავს, ან კიდევ ნაციონალების რეინკრენაციის მცდელობას, რადგან დაუჯერებელია ის, რომ წარმატებულ და განათლებულ ადამიანს არ ესმოდეს, "არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა", ან კიდევ პოლიტიკოსების გადაადგილებით პოლიტიკის ხარისხი არ იცვლება. კახელებს უკეთესი გამოთქმა აქვთ ამის თაობაზე, მაგრამ თავს შევიკავებ, რამეთუ აზრი ისედაც მისახვედრია.

ღმერთმა ძალა მოგცეთ, მაგრამ მერამდენედ უნდა გაცრუვდეს ხალხს იმედი. დემოკრატიის ოცნება ჯერ ისევ სადღაც შორს ღრუბლებში ციმციმებს და თუ დროზე არ დაეშვა დედამიწაზე, საზოგადოებაში გულგატეხილობის უფრსკლულს უფრო გააღრმავებს, რასაც კატასტროფული შედეგი ექნება ქვეყნისათვის.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

Ostap

ორივეს გეტყობათ საქართველოში რომ არ ცხოვრობთ,

სხვა თუ არაფერი პარტიის ჩამოყალიბებისათვის კონკურსი გამოგეცხადებინათ, ეს ხომ მიღებული ნორმაა ბიზნეს სფეროში. მოქმედი ტელევიზიისა და სხვა მედიის ყიდვის ნაცვალდ ახალი დაარსეთ. მოიწვით ახალგაზრდა ჯურნალისტები და შანსი მიეცით ამ ახლაგაზრდებს ცხოვრებაში რამეს მიაღწიონ და თან ერის საქმეც გააკეთონ.

თავს იშტერებთ თუ მართლა ვერ ხვდებით რა ქვეყანაზე საუბრობთ და რა ხელისუფლებაა აქ :ihihi:

ტელევიზიის გახსნა ესე მარტივი გგონია აქ???!!! ისიც თქვით ბარემ ბიზნესის კეთებით პირველ ადგილზე რომ ვართ... ვერ აღიქვავთ აქაურ სიტუაციას და ნუ წერთ არასწორს, საშინელი ნერვების მომშლელია, ჩვენი თავი გაგვჭირვებია ამ მთავრობის ხელში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ბაბუ, კაი რაააა :)

 

ის პოლიტიკური სპექტრი რაც არსებობს საკმარისია, რა ახალი სახეები, რი ახალი სახეები,

სადაა ეს ახალი სახე, არ მოგწონს? ხომ გაქვს შენი პოლიტ გაერთიანება და იქ შეიყვანე ის ახალი სახეები თუკი ნახავ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

Ostap

ორივეს გეტყობათ საქართველოში რომ არ ცხოვრობთ,

 

თავს იშტერებთ თუ მართლა ვერ ხვდებით რა ქვეყანაზე საუბრობთ და რა ხელისუფლებაა აქ :ihihi:

ტელევიზიის გახსნა ესე მარტივი გგონია აქ???!!! ისიც თქვით ბარემ ბიზნესის კეთებით პირველ ადგილზე რომ ვართ... ვერ აღიქვავთ აქაურ სიტუაციას და ნუ წერთ არასწორს, საშინელი ნერვების მომშლელია, ჩვენი თავი გაგვჭირვებია ამ მთავრობის ხელში...

 

შენ რომ ცხოვრობ ეხლა ხედავ რამეს თუ?

მასესხოს 200 მილიონი და ერთ წელიწადში გავაქრობ საქართველოდან ნაციონალებს. პარტიას შევქმნი ახალგაზრდებისგან და იმ ხალხისგან ვისაც შეხეაბა არ ჰქონია პოლიტიკასთან საერთოდ. იაფად გამოვა თან.

 

პ.ს. ტელევიზია უკაპიკოდ გავხსენი ამის დედავატირე მე, თორემ ეხლა მაესტრო ხომ იცი მთელ საქართველოზე აქვს ტრანსლაცია. ხარისხი ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. სტრიმინგს ვერ იყიდის ხო? ან ბეჭდვითი გაზეთის გამოშვება უჭირს. სულ არ უნდა ტელევეყია გაზეთიც საკმარისია, იქაც ანახებს სადაც დენი არაა.

 

ატრიალეთ ნაგავი და ვნახავ მე მზეთუნახაივი ქალიშვილი თუ დადგება ამ ნაგვიდან.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:givi: ტერლევიზიის გახსნა ყოფილა თურმე ძნელი.

თელევიზიას რომ ვერ გახსნის ის კაცი ნაცებს მოუგებს არჩევენებს?

 

"გურულების არ იყოს, როდის იყო კვერცხის მათხოვარი ხიდს აშენებდაო. :

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ვაიმე ბაბუ კარგი რა... კიდევ ვერ მიხვდი ყველაფერი ყალბი რომ არის?

ტელევიზიის შექმნა რო ნდომოდა სერიოზულად , პრობლემა რომ არ ექნებოდა ხო იცი?

უბრალოდ რაღაცას ფოკუზნიკობენ და ეს ხალხიც აყვა უცბად,

ორონდ მიშა არაო და ნებისმიერს მხარს დაუჭერენ ,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

მეგობარო საქართველოში არყოფნა რა შუაშია, მითუმეტეს ხელისუფლებასა და მის ამომრჩეველს ერთნაირი წილი მიუძღვით ერის განახევრებაში :yes:

 

პოსტიდან მარტო ამ ნაწილის ამოღება ალბათ დანარჩენში თანხმობად უნდა აღვიქვათ

რაც შეეხება ტელევიზიის გახსნის პრობლემას,თუ სახსრებით ქაჩავდა, მაშინ ხელისუფლების მხრიდან უნდა ყოფილიყო ღია და დაუსაბუთებელი უარი,რაც ალბათ უფრო ეფექტური იქნებოდა "ხელისუფლებაზე ნიღაბის ჩამოსახდელად",ვიდრე პასპორტის რიგში დგომით გულის აჩუყება :yes:

 

საერთოდ თუ რაიმეს თქმა გინდათ – თქვით და ვიკამათოდ და არა ისე ჩამოლაპარაკებები და მერე თემიდან გაქუსვლები რომ მოყვება

ნუ თავის გაშტერებაზე ალბათ იხუმრე,რამეთუ თვალახვეული ხმის მიცემაა ზუსტად თავის გაშტერება,ვიდრე საერთოდ არმიცემა

 

პ.ს 100% დარწმუნებული ვარ იგივე ბიძინა ნაცების მხარდამჭერი რეჩით რომ გამოსულიყო,უკვე კოცონზე გეყოლებოდათ შებრაწული

რადგან ნაცების წინააღმდეგ რეჩით გამოვიდა,ამიტომ საქართველოს გადამრჩენელია

თუმცა არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მისი ქმედებები არ დაგაინტერესებდათ

 

ვერ აღიქვავთ აქაურ სიტუაციას და ნუ წერთ არასწორს, საშინელი ნერვების მომშლელია, ჩვენი თავი გაგვჭირვებია ამ მთავრობის ხელში...

ყველას "არასწორი" ნაწერი გიშლით ნერვებს,თუ მხოლოდ არააქაურების

ერიჰაა

 

პ.ს ჯინზე არ წავალ ამ ფორუმიდან გინდ დამვორნონ და გინდ დამბლოკონ

აქ პოსტებს ვკითხულობ,ჩემი თავი მართლა ჭკვიანი მგონია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯინზე არ წავალ ამ ფორუმიდან გინდ დამვორნონ და გინდ დამბლოკონOstap

 

რატო უნდა დაგბლოკონ ვერ გავიგე , არაფერი ისეთი არ გითქვამს რასაც არ ვეთანხმები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

პ.ს ჯინზე არ წავალ ამ ფორუმიდან გინდ დამვორნონ და გინდ დამბლოკონ

 

მუხრანის ლექსი გამახსენდა და მოგიძღვნი:

გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,

დიდო კოლხეთო,

დიდო ქართლო,

დიდო შამქორო, -

ვერ დამადუმონ,

ვერ დამძალონ –

თუნდა ჩამქოლონ…

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მასესხოს 200 მილიონი და ერთ წელიწადში გავაქრობ

:fire:

 

ra qveyana daangries

 

აქ პოსტებს ვკითხულობ,ჩემი თავი მართლა ჭკვიანი მგონია :)

აი რატომ აქტიურობთ ფორუმზე! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

 

 

მუხრანის ლექსი გამახსენდა და მოგიძღვნი:

გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,

დიდო კოლხეთო,

დიდო ქართლო,

დიდო შამქორო, -

ვერ დამადუმონ,

ვერ დამძალონ –

თუნდა ჩამქოლონ…

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

.ს 100% დარწმუნებული ვარ იგივე ბიძინა ნაცების მხარდამჭერი რეჩით რომ გამოსულიყო,უკვე კოცონზე გეყოლებოდათ შებრაწული

რადგან ნაცების წინააღმდეგ რეჩით გამოვიდა,ამიტომ საქართველოს გადამრჩენელია

თუმცა არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მისი ქმედებები არ დაგაინტერესებდათ

პოლიტიკოსს, თუ ცნობად სახეს მისი საქმიანობითა და განცხადებებით ვაფასებ, აბა ნაშა ხომ არაა რომ სხვა კრიტერიუმით შევაფასო,

მიშას შAლიკოც აგინებდა და ბურჯანაძეც მაგრამ მათი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ მათში ვერ ვხედავდი ალტერნატივას,

 

ბიძინას, რესპებსა და ალასანიას შეუძლიათ პოზიტიურად შეცვალონ საქართველოში არსებული მდგომარეობა და დავაფიქსირე კიდევაც რატომ ვფიქრობ ასე,

 

ყველას ჩვენი გემოვნება გვაქვს, ვის როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება, როგორც ჩანს შენ ამ ეტაპზე ნაცმოძრაობის მმართველობა მისაღებად მიგაჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემო საყვარელო ხალხნო. არ მიწყინოთ მაგრამ მსგავს სისულელეებს კარდუც კი აღარ წერს :)

ჩამოდით. ცოტა ხანი აქ იცხოვრეთ. და მერე ილაპრაკეთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატო უნდა დაგბლოკონ ვერ გავიგე , არაფერი ისეთი არ გითქვამს რასაც არ ვეთანხმები..

ვიხუმრე თუ არა ჩემნაირები წასულან? :)

 

mtidan

ძაან მელკი მასშტაბებისა ვარ ბატონი მუხრანის ლექსის მისაძღვნელად :yes:

 

აი რატომ აქტიურობთ ფორუმზე!

არ მიფასებენ :)

 

როგორც ჩანს შენ ამ ეტაპზე ნაცმოძრაობის მმართველობა მისაღებად მიგაჩნია

ამ და წინა ეტაპზეც

იმიტომ ვაფინანსებდი ნაცებს :yes:

 

babuagiorgi

ნაცების ბოროტმოქმედება ბიძინას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენიდან იწყებს თურმე ათვლას

აქამდე ანგელოზები ყოფილან

წინა არჩევნების დაფინანსება ეს ისე ბოვშური გულუბრყვილობა ყოფილა – შემცდარა ბაღანე :yes:

სამაგიეროდ აშშ–ს დაფინანსება დამღუპველი და გამანადგურებელი

....................................

შენნაირი ნერვები მომცა და ტელევიზიის გარეშეც ჩამოვაგდებ ნაცებს :givi:

 

ჩამოდით. ცოტა ხანი აქ იცხოვრეთ. და მერე ილაპრაკეთ

შენგან გამიკვირდა,მაგრამ გიპასუხებ მოკლედ

ვთქვათ ფორუმი რუსულენოვანია ანაც ინგლისურენოვანი და ყველას მასე მიმართავ?

გამოდის მხოლოდ საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმა უნდა პოსტონ? :)

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...