newstudio Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაზემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები."ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. --- პ.ს. დაუჯერეთ ნაცებო ხანდახან ჭკვიან ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა :P :P ძაან ჰუმანურები.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 ჰუმანოიდია ჩვენი მზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 http://www.civil.ge/eng/article.php?id=24223სტატიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მოგვიწევს 37 მილიონის გადახდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 "რატომღაც" ამ ფაქტს დაემთხვა მიშას "ჰუმანურობა": საქართველოს მთავრობამ მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა დაასრულა 15:57 02-12-2011 იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად 2011 წლის 29 ნოემბერს მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია Tramex International Inc-თან . კერძოდ, ქართულმა მხარემ საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა.როგორც ~ინტერპრესნიუსს~ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დავა შეეხებოდა, 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებთან რონი ფუქსსა და იოანის კარდასოპულოსთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ კომპანიას, Tramex International Inc-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტუქტურაზე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ერთ წელიწადში, ამავე კომპანიამ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების შედეგად, მოიპოვა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გაყვანილ ნავთობსადენებზე. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებების სანაცვლოდ, კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, არ შესრულებულა ის მცირედი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო. რის შემდეგაც კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ, საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა.იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3, შესაბამისად ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლოა. მოკლედ ბევრი ევაჭრეს ამ დაჭერილ ებრაელ ბიზნესმენებს და 37 მილიონზე შეთანხმდნენ.ისე ამ თანხისთვის ღირდა ალბათ ერთი წლით ციხეში ყოფნა.მითუმეტეს მართლაც კაბალური ხელშეკრულება ქონდათ მათ გაფორმებული,მაგრამ ეს დამდებს უნდა მოკითხონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 ნუ... წესით არაა ცუდი. უბრალოდ არ ვიცი რა დონის საიმიჯო და პოლიტიკური დარტყმა და დანაკარგი მიიღო ქვეყანამ. ღირდა თუ არა ეს 78 მილიონ დოლარად... მაგრამ.ვინაიდან ამ ქვეყანას რიგითი მოქალაქე ვერარ ასოცირებს თავის თავთან. მამენტ უმეტესობა იტყვის - იიიშ ხომ მაინც აგახიეს ფულიო.და თუ რაღაც მომენტში ეს არასწორი არის... ამავე დროს სწორიც არის. თუ რაოტმ ამის მიზეზი ეძიეთ 2008 წელიწადში. ოოოღონდ ომში არა უფრო ადრე.საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. რომელიც გაყალბდა, და რომლის შემდეგაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ლეტალური ნაპრალი გაჩნდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2011 Министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе 05.12.11 21:47Глава МИД Грузии посетит Израиль Министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе в ближайшее время посетит с визитом Израиль, сообщила на брифинге 5 декабря заместитель министра иностранных дел Грузии Нино Каландадзе კარგია თუ ისრაელთან ნორმალური ურთიერთობები აღდგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 6, 2011 Министр иностранных дел Грузии Григол Вашадзе в ближайшее время посетит с визитом Израиль, აბაროტი არ აუღონ ებრაელებმა და ვაშაძე დააპატიმრონ. ხომ ჩამოიშლება საგარეო საქმეთა სამინისტრო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.