lasha_alo Posted November 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2011 კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ბეჭდურ მედიას სოლიდარობას უცხადებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს , უერთდებიან პრესის წარმომადგენლების სამართლიან პროტესტს საგაზეთო ჯიხურების შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილების გამო."საქართველოში პრესის დისტრიბუცია პრობლემატური საკითხია. საგაზეთო ჯიხურების ადგილებზე აუქციონის გამოცხადება კი კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, რადგან მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-გაყიდვას. ვფიქრობთ, გაზეთი, ჟურნალი და წიგნი არის საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროდუქტი და ჯანსაღი კონკურენცია, სასურველია, არსებობდეს ამ პროდუქტის დისტრიბუტორებს შორის და არა გაზეთის გამავრცელებელსა და საკვები პროდუქტის გამავრცელებელს შორის. კოალიცია თხოვნით მიმართავს მერიას, გააუქმოს დანიშნული აუქციონი, დაუყოვნებლივ შეხვდეს ბეჭდური მედიის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს და მათთან თანამშრომლობით ისე გადაწყვიტოს საკითხი, რომ არ დაზარალდეს ბეჭდური გამოცემები და მათი მომხმარებელი", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მერიამ პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. მათი აღების პროცესი უკვე დაწყებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2011 აეწვა ტუღუშს? ეტყობა რაღაც დავალება არ შეუსრულა ვანოს, ვინმე ვერ დაითანხმა ვანოსთან "შეხვედრაზე", როგორც იმ ფოტოგრაფების ამბავში. მასე მოუვა ყველას, ვინც ვანოებთან და მიშებთან თავისი ინტერესებიდან გამომდინარე "კონსტრუქციულ" დიალოგებზე წავა. ყველგან რომ ვითომ "უკმაყოფილო" და სინამდვილეში თავისთვის კარგად მოყუჩებული რომაა. ხუხაშვილისა არ იყოს, მომჯდარია ხოშიანად სოკარის გაყიდვების მენეჯერად და თან ვითომ "ოპოზიციური" ექსპერტია. მაგასაც იგივე დაემართება. სულ უნდა აიღონ ეგ გაზეთების ჯიხურები და ვნახავ ერთი ტუღუში რას იტყვის, ისევ ისე მშვიდად მოუწოდებს ყველას, რომ დაელოდონ არჩევნებს ხო? ხოდა დაელოდოს ეგეც აუქციონს, რას ყაყანებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.