planetanews Posted November 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2011 http://saqinform.ge/images/stories/analitics/stefan_fule4.jpgთბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველომ რეფორმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწია, მაგრამ მას სჭირდება „დემოკრატიის გაძლიერება და უფრო ბეჯითად მუშაობა ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის შესაქმნელად“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულემ. მან ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. <span style="font-size: 10pt;" />სტეფან ფულემ, ასევე, აღნიშნა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის, რასაც ევროკავშირი თვალს მიადევნებს“. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts