planetanews Posted November 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2011 http://saqinform.ge/images/stories/analitics/batumelebi-gaz.jpgთბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. გაზეთ „ბათუმელების“ განცხადებით, ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მან მიაკვლია პოლიციელს, რომელიც ორი წლის წინათ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორს აშანტაჟებდა, რათა ამ უკანასკნელს უშიშროების სამსახურთან ეთანამშრომლა. 2009 წლის ნოემბერში გაზეთმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს თანამშრომელი, სახელად „დავითი“, შეეცადა, თანამშრომლობაზე დაეყოლიებინა გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მაკომპრომეტირებელი ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა. <span style="font-size: 10pt;" />ამ საქმის გასაჯაროებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმე შანტაჟის აშკარა ნიშნებს შეიცავდა და რომ მან გამოძიება დაიწყო. თუმცა მას შემდეგ გამოძიების შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, სამართალდამცველები კი აცხადებდნენ, რომ შეუძლებელი იყო შესაძლო შანტაჟისტის დადგენა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts