Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://zvigena.files.wordpress.com/2011/06/cro-geo-2-1.jpg?w=325&h=440 სპლიტურმა შეხვედრამ კარგად აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გუნდს შეტევაში ძაან უჭირს. საკითხავია რამდენად გამოგვივა თამაში, უკვე პირველ ნომრად რომ მოგვიწევს მალტის და ლატვიის წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა.

 

ქეცბაიამ ხორვატულ შეხვედრაში ექვსი(!) ნომინალური მცველი გამოიყვანა, გურამ კაშია და ხიზანიშვილი საყრდენად ათამაშა, ასევე არ დაგვავიწყდეს ჯაბა კანკავა, ვისაც ჩამშლელობა უფრო ეხერხება, ვიდრე შეტევაში რამის შექმნა. წინ ეული სირაძე იდგა, ვისაც ფლანგებიდან იაშვილი და კვირკველია უნდა მიშველებოდა.

 

რაღაც საოცრებით 17–ე წუთზე ანგარიში წავიყვანეთ და ამის შემდეგ ჩვენს კარებს მივეჯაჭვეთ. საოცრებები აკეთა ლორიამ. ამ ბიჭს ხშირად ვაკრიტიკებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი–ორი ისეთი ბურთი გამოაძრო, ბუფონსაც შეშურდებოდა მისი რეაქციის. ეს მისი კარიერაში უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო და სასწაულით რომ მოგვეგო, გამარჯვებაში ლომის წილი მისი იქნებოდა.

 

ველოდი, რომ ქეცბაია მეორე ტაიმში კვირკველია–იაშვილს, გურული–ანანიძის დუეტით ჩაანაცვლებდა. კანკავა იაშვილის ნაცვლად მარჯვენა ფლანგისკენ უკან დაიწევდა (იდეაში გამთამაშებლის პოზიციაზე იდგა თავიდან) და ბევრად ტექნიკურ ჯანოს დაუთმობდა ცენტრალურ ნაწილში ადგილს. გურული კი მარცხენა ფლანგიდან შეეცდებოდა ხორვატული დაცვა ოდნავ უფრო შეეწუხებინა.

 

 

 

ყრუ დაცვაში ჩამჯდრებს ბურთის წინ დაჭერა ჰაერივით გვჭირდებოდა, რომ დაცვას და მეკარეს ცოტა ამოესუნთქათ. მითუმეტეს ხორვატებს უამრავი მოთამაშე აკლდათ და ჩემი აზრით არ იყო ამ კონკრეტულ შეხვედრაში ევროპული სუპერ კლასის ნაკრების დონეზე.

ხოდა ჩემი აზრით თემურმა ზედმეტად იფრთხილა, როცა იაშვილი კიდევ ერთი ჩამშლელით – დაუშვილით შეცვალა (სწორედ დაუშვილი არ მიყვა მეორე გოლისას ბოლომდე ხორვატ ფორვარდს და გატანის საშუალება მისცა). დაცვამ ბოლო–ბოლო ვეღარ გაუძლო წნეხს და 74–ე წუთზე გოლი გავუშვით.

 

ნათელი იყო ამ გოლს მალე მეორეც მოყვებოდა, რადგან ხორვატები უფრო გაილაღებდნენ ჩვენი გადაღლილი და უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილი გუნდის წინააღმდეგ. მართლაც ორი წუთიც და მეორე გოლი გავუშვით და მოხდა ის, რისიც ასე მეშინოდა ჩვენი გუნდის თამაშის შემყურეს. წავაგეთ თამაში, რომელიც იყო შანსი სასწაულით, მაგრამ მაინც მოგებამდე მიგვეყვანა. გაშვებულ გოლებამდე ხომ იღბალი აბსოლიტურად ჩვენს მხარეს იყო (გოლისგან სამჯერ ძელმა გვიხსნა). რამდენიც გინდა იმდენი მომხდარა ფეხბურთში ასეთი სასწაულები. ეს მოგება კიდევ უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა ევროპაზე გასასვლელად.. 15 წუთი დაგვაკლდა ზღაპარში თავის ამოსაყოფად..

 

პ.ს. მინდა გია გრიგალავას დებიუტი ავღნიშნო – უდაოდ ნიჭიერი მცველია, თან სულ ახალგაზრდა და სასიხარულოა რომ მის გარშემო არსებულ გაურკვევლობას წერტილი დაესვა და საბოლოოდ ჩვენი ნაკრების სახელით მოთამაშე ვიხილეთ.

 

აქამდეც მჯეროდა რომ მისი დროებითი არჩევანი (თავის დროზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა) კარიერის დასაწყისში რუსეთში თამაშისგან გამოწვეული პრობლემებით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე მისი პირადი სურვილებით. ბევრმა ეგ კაცი ლამის მოღალატედ შერაცხა. მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით კაცისთვის რაიმე იარლიყის მიკერება არასწორია. დაველოდოთ, ვნახოთ – შეიძლება წლების მანძილზე ამ კაცმა ბევრად მეტი გააკეთოს ჩვენი ნაკრები გუნდისთვის, ვიდრე უამრავმა სხვა “პატრიოტმა” და მერე შეიძლება შერცხვეს კიდეც რიგ ხალხს, ვინც გია აქამდე ქვეყნის მტრების რიგს მიაწერა..

 

 

http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/437/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=437&subd=zvigena&ref=&feed=1

 

სრულად ზვიგენას ბლოგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...