planetanews Posted July 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2011 http://zvigena.files.wordpress.com/2011/07/dinamo-milsam-2-0.jpg?w=250&h=296 ბოლო პერიოდია დინამოში დიდი ფული დატრიალდა, ბევრ სიახლეს ესპანეთიდან მოწვეული მწვრთნელ–ფეხბურთლები დაემატა და ამის ფონზე გუშინდელ მატჩს დიდი მოლოდინი ახლდა. სტადიონზე ასეთი დონის შეხვედრისთვის საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. იქნებოდა ასე 12–13 ათასი კაცი. დინამოს კარს ბოლო ხანს მშვენივრად ათამაშებული ლორია იცავდა. დაცვის ცენტრში უკვე სტაჟიანი დინამოელები კაკუბავა–თომაშვილი თამაშობდნენ, ხოლო ფლანგებზე დინამოში უკან მობრუნებული ოდიკაძე და ოლიმპიდან გადმოყვანილი რეხვიაშვილი იდგნენ. საყრდენის როლს კვეკვესკირი ასრულებდა, ცენტრი კი გამოცდილ კოშკაძეს ახალბედა ჯიღაური შეუწყვილდა. ეულ ფორვარდ ფანცხავას კი ფლანგებიდან რობერტიონიო–ლექვთაძის დუეტი ეშველებოდა. თამაში ხეირიანად გახურებული არც იყო, ნაკუთხურალზე ბურთი კვეკვესკირმა რომ მოიხელთა და ათიოდე მეტრიდან კარში მიუჩინა ადგილი. უკეთეს დასაწყისს ვერც ინატრებდა კაცი. ამის შემდეგაც სიტუაციას თითქოს ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, მაგრამ რიგ მომენტებში უყურადღებო პასების გადამკიდე მეტოქეს სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების საშუალებას აძლევდა. ერთ მომენტში თომაშვილმა ლამის ბოლო იმედის ჯარიმა აიკიდა, თორემ მეთოქის თავდამსხმელი უკვე მეკარეს შეეჩეხებოდა ერთი–ერთზე. გადავრჩით, როცა რეფერიმ მხოლოდ ყვითელი უჩვენა ჩვენიანს. ტაიმი ისე მიიწურა, რამოდენიმე ნახევარმომენტი შევქმენით, ეგ იყო და ეგ. გუნდს ეტყობდა უკეთესი თამაშის ჩვენების საშუალება ქონდა. მეორე ტაიმი თითქმის იგივე სცენარით განვითარდა. ერთი ეგ არის მეტოქე სადაც უნარი აღარ ყოფნიდა, უხეშობაზე გადადიოდა და გვარიანად ლეწავდა ჩვენიანებს, მსაჯი კი ცოტა არ იყოს ზედმეტად ლოიალური იყო. ტაიმის ნახევარი მიილია და ისევ კვეკვესკირმა გაიბრწყინა, როცა მოედნის ცენტრიდან მეტოქის მცველებს შორის ისეთი პასი გაჭრა, ბევრ მაღალი კლასის პლეიმეიკერს შეშურდებოდა – ლექვთაძე მეტოქის მეკარეს შეატოვა. მანაც პატარა სულ მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს კარის გასწვრივ საპასედ მოემზადა და ამ დროს მეკარეს ახლო კუთხეში მძლავრად დაურტყა. კარის დარაჯმა ბურთს ხელი კი წაკრა, მაგრამ ის მაინც კარის ბადეში აღმოჩნდა და 2–0. ანგარიში უკვე ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო და ასეც დავასრულეთ შეხვედრა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ კვეკვესკირი იყო. გამოსარჩევია ჯიღაურის თამაშიც – ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და კარგი დაღვინებული ფეხბურთელივით კი მოქმედებდა. ჭკუა, ტექნიკა და თამაშის ჟინი არ დაეწუნება და აკი ტყუილად არ ამოუგდია შემადგენლობიდან მასზე შედარებით გამოცდილი და არანაკლებ ნიჭიერი გიო თექთურმანიძე. არ მომეწონა დაცვის ფლანგელების თამაში – უკან ცოტა არასაიმედოდ იდგნენ და შეტევაშიც ცოტა უფრო გონივრულად მართებდათ ჩართვა. ასევე შედარებით პრობლემური ჩანდა თავდამსხმელის პოზიცია. წესით ამ ეტაპს გავივლით, მერე კი სამი ესპანელი დაგვემატება (ერთ–ერთი განსაკუთრებით ცნობილია, ჩისკო, ვინც შარშან ლევანტეში პრიმერაში 23 თამაში ჩაატარა და თავის დროზე ვალენსიას შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონიცაა). გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერ შეუთამაშებელია და სეზონშიც პირველი ოფიციალურ თამაშს ატარებდნენ. ამ გუნდს აშკარად მეტის პოტენციალი აქვს, რასაც დიდი იმედი მაქვს ევროთასების მორიგ ეტაპებზე დაამტკიცებენ. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/446/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=446&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts