Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://zvigena.files.wordpress.com/2011/07/metalurg-banants-1-1.jpg?w=232&h=117     თამაში ისეთ დროს დაიწყო, ფეხბურთელებს კი არა, ცალმხარეს ჩრდილში მჯომ გულშემატკივარს უჭირდა სუნთქვა. მსაჯმა ორჯერ შეაჩერა თამაში და ფეხბურთელებს წყლით სულის მოთქმის საშუალება მისცა. ხოდა რა გასაკვირი, ჯერ ისედაც ორი უკლასო გუნდის თამაში, საერთოდ ვერაფერი სანახავი რომ გამოდგა.

 

მეტალურგს (ყოფილ ოლიმპს) პირველი შეხვედრის შემდეგ საკმაო ფორა ქონდა და თამაშიც უფრო ყოჩაღად დაიწყო. ჯერ ერთი ერთზე დარჩენილ გეწაძეს მართებდა გატანა, მერე კი მიქაბერიძემ იყოჩაღა, კარგად გაჭრა მეტოქის დაცვა და რიკოშეტით წასული ბურთი მეკარემ ძნელად კუთხურზე მოიგერია.

 

გოლი მაინც მალე გავიდა, მე–18 წუთი მიმდინარეობდა, მაისურაძემ დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, რომელიც მიქაბერიძეს მიუგორდა და მანაც საშუალო დისტანციიდან აუღელვებლად გახსნა ანგარიში. თითქოს ყველა კითვა მოიხსნა, თუ ვინ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. მეტი არც არაფერი მომხდარა პირველ ტაიმში საინტერესო.

 

დაიწყო მეორე ტაიმი და ნელნელა სომხებმა იძალეს, ჩვენებს დაღლა დაეტყოთ (შარშანდელი აქტობესთან თამაში გამახსენდა). 72–ე წუთზე კი მსაჯიც ცოტა წაეხმარა, როცა არც თუ 100% ჯარიმაზე თერთმეტმეტრიანისკენ გაიშვირა ხელი და ანგარიშიც გათანაბრდა.

 

ნერვიული ბოლო ოცი წუთი გველოდა, სომხებმა მალევე ხარიხას გაგვირტყეს ბურთი, გადავრჩით. მეტოქე ფლანგებიდან ბევრს გვიტევდა და ჩვენი დაღლილი გუნდი ბურთის მოგერიებაზე იყო გადასული.

 

ბოლო ბოლო 1–1 და შემდეგ ეტაპზე გავედით, სადაც რუსთაველებს მორიგი ყაზახური გუნდი ელის. აქამდე ორ ცდიდან ორჯერ ჩვენიანები უშანსოდ დამარცხდნენ აზიელებთან. ასეთი თამაშით კი ვფიქრობ უკეთესი ბედი არც ამჯერად გველის.

 

 

http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/455/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=455&subd=zvigena&ref=&feed=1

 

სრულად ზვიგენას ბლოგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...