planetanews Posted September 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2011 არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ცოდნები. შეძენილი ცოდნა ისაა, რომელსაც სკოლაში, უმაღლესში, მეგობრების წრეში ან წიგნებიდან ითვისებ. თანდაყოლილი ცოდნა კი შენი ხასიათისგან განუყოფელია, სავარაუდოდ დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ილექება შენში, შესაძლოა დაბადებამდე ან სულაც გენეტიკურად გადმოგეცემა. ჩემი შეძენილი ცოდნა რეალობასთან ადექვატურია, მაგრამ თანდაყოლილს ვერაფერს ვუშვები: ვერ ვეგუები, როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. შეძენილი ცოდნა მკარნახობს, რომ შეუძლებელია ყველას ერთმანეთი უყვარდეს და ბოროტებას არ უკეთებდნენ. ვიცი, უტოპიურია იმაზე ოცნება, რაზეც ჯონ ლენონი , მაგრამ ხანდახან მაინც ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც ირგვლივ აგრესიას, სიძულვილს და ინდიფერენტულობას აფრქვევენ. ჩემში სადღაც პატარა კოდი დევს, რომელიც სულ რეალობას ეჯახება. რამდენჯერმე გულისტკივილამდე მიდარდია იმაზე, რომ ადამიანებს რომლებიც მე მომწონს ან მიყვარს, შესაძლოა საერთოდ არ მოვწონდე და ვძულდე კიდეც. ვერ ვისწავლე, როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან მსგავს ადამიანებზე ფიქრი და განსაკუთრებით შეკითხვები: - რატომ? რა დავუშავე? http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/nutopia_02_800.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/DcYGehb98Zo ეწვიეთsweet.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.