planetanews Posted October 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2011 ცხოვრება კალაპოტში ჩამიდგა. კალაპოტი ისეთი რამეა: ბევრჯერ ნავალი, გაგნებული, წინასწარ დაგეგმილი, ძალდატანებული, აუმცდარი, დაღმა მავალი, შემოსაზღვრული, სწორი, სხვის შეცდომებზე ნასწავლი, ნაკლებ შეუმცდარი… კალაპოტი ყველას სჭირდება: რომ არ იდარდოს, რომ არ იფიქროს, რომ არ გაგიჟდეს, რომ არ იტიროს, რომ არ შეწუხდეს, რომ არ ეტკინოს… მე არ მინდა კალაპოტი. იმდენი ფული მინდა, ეს სტაბილურობა რომ მოვიშორო. შემოქმედებითი წვა მინდა. მინდა ვიყიდო ზეთის საღებავები და ვარდისფრად შევღებო ორი წლის წინ ნაყიდი თეთრი ტილო, ჩემს კარადაში რომ იმტვერება. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/10/BigPinkDtl1.gif www.masoneubanks.com მინდა შეყვარებულს გადავუღო ფოტოსურათები სამოყვარულო კამერით და ჩემსავე ოთახში მოვაწყო ფოტოგამოფენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. დილით რომ გავიღვიძებ, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მომიცავდეს ნაზი მუსიკა. მინდა ვსვამდე ხარისხიან ჩაის. შემეძლოს ჩემი იდეების თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელება. ბევრი ვწერო. ბევრი ვიკითხო და ისევ ბევრი ვწერო და სხვა არაფერი. მაშინ ჩემი გზა სულ სხვანაირი იქნებოდა. მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. შიშებით ვარ მოცული, ისევე როგორც ყველა. მეშინია გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს თუნდაც ცალი თვალით შევხედო, მაშინ როდესაც ორი ბილეთი მიდევს ჩანთაში. მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა. სასაცილოა? მე კი ვფიქრობ, უფრო სასაცილო მარკ ცუკერბერგის ადიდასის ფლოსტებია. 2004-წლიდან. http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/LVVPMO-EUMo ეწვიეთsweet.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.