planetanews Posted November 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2011 არსებობს ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებსაც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა შეიგრძნოს: ნახატები, რომელთა მშვენიერებაც უნდა განიცადოს; ფილმები, რომლებიც უნდა გაისიგრძეგანოს; წიგნები, რომლებშიც უნდა ჩაიძიროს… ვერავინ იტყვის სერიალებიც ხელოვნების ერთგვარი დარგი არ არისო, ხოლო ჩემი სანტიაგო და ხუანიტას დაბრუნების მსგავს სერიალებს რომ არ ვგულისხმობ, ალბათ თავადაც მიხვდებოდით. თუმცა ყოველგვარ აზრს რომ პატივი ვცეთ, მოდი ასე ვთქვათ: “ხელოვნება იქით იყოს და” კიდევ არსებობს სერიალები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა უყურო, რადგან მათი ნახვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. თითქოს უცებ ხვდები ყველა გაუგებარ ხუმრობას, შენი მეგობრები ერთმანეთს რომ ეუბნებიან, უცებ იგებ რატომ არ ვარგა ქართული სატელევიზიო სერიალები, უცებ ცნობ, რომელი საიდან არის გადმოღებული და კიდევ, რაც მთავარია, სერიალების გმირები შენი ცხოვრების ნაწილი და ოჯახის წევრები ხდებიან. ზოგს ეჩვევი, ზოგი გიყვარდება, ზოგი ნერვებს გიშლის, ზოგიც გეცოდება, მაგრამ ისინი შენია, შენი სამყაროს პერსონაჟები. მათზე უკვე მოყოლილი მაქვს. ახლა კი უბრალოდ ჩემს სამყაროზე მინდოდა მომეყოლა. ჩემი ცხოვრება სკოლაში იწყება. ეს ჩვეულებრივი ამერიკული პროვინციის სკოლაა, ჩემი კლასელები რეიჩელი და ფინი, კურტი და მერსედესი არიან. ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ, ვთამაშობთ. ვიგებთ და ვმარცხდებით მუსიკალურ კონკურსებში, გვიყვარდება და ვშორდებით. მერე ვიზრდებით და ნელ-ნელა პროვინციიდან ქალაქისკენ მიგვიწევს გული. ქალაქში უამრავი საინტერესო რამ ხდება. ჩემი კარის მეზობელ გოგოს ჯესი ჰქვია. ის სამ ბიჭთან ერთად ცხოვრობს. მგონი ცოტა ვერ არის, თუმცა ჯერ კარგად არ ვიცნობ. მეორე კარის მეზობელიც მყავს – ბეტი. ძალიან კარგი გოგოა მასთან უფრო ახლოს ვარ. მოდების ჟურნალის რედაქციაში მუშაობს და საინტერესო ამბებს მიყვება ხოლმე. სამსახურშიც ცოტა გადარეული თანამშრომლები მყავს. ერთზე ამბობენ ჰალუცინაციებსაც ხედავსო. მე კი მგონია ელი უბრალოდ თავის მეორე ნახევარს ეძებს. მასზე რომ ვფიქრობ, სულ მინდა ტედს გავაცნო. ტედს ერთხელ ბარში შევხვდი. თავის მეგობრებთან ერთად იყო, რომელთაგან ყველაზე მეტად ლილის დავუახლოვდი. ტედი აგერ უკვე შვიდი წელია თავის მომავალი შვილების დედას ეძებს. ასე მგონია ეგ და ელი ერთმანეთს გაუგებენ. ხანდახან უქმეებზე ჩემს ბავშვობის მეგობარ Penny-სთან მივდივარ. ვერთობი მის ისტორიებზე მეზობლების შესახებ. შერეკილი ფიზიკოსების გვერდით ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მეტად შელდონი მაღიზიანებს. კარზე მუდამ ურცხვად აკაკუნებს. ერთხელ სკამიდან ამაგდო, ეგ ჩემი ადგილიაო. (დეგენერატი!) საღამოობით კი აუცილებლად მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამ და მანჰეტენზე გასართობად მივდივარ. ზუსტად ვიცი, რომელიმე კლუბში ოთხ არაჩვეულებრივ ქალს წავაწყდები. იქნებ მერე ერთადაც გავაგრძელოთ მხიარულება. ხოლო როცა ქალაქის ცხოვრება მბეზრდება გარეუბანში ჩემს სახლს ვსტუმრობ ხოლმე ვესტერია ლეინზე. იქ კი გაბრიელს, სიუზანს, ბრის და ლინეტს პოკერს ვეთამაშები. ცხოვრება მშვენიერია. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/11/omg1-630x252.jpg right? http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/vUsrRquCdfY ეწვიეთsweet.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.