planetanews Posted November 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2011 ორი აზრი 25 ნოემბერი, 2011 (All day) მომხრე Advocate name: გიორგი მელაძე, "თავისუფლების ინსტიტუტი" Advocate text: გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისეთი საინტერესო რეფორმა, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, საქართველოში ბევრი არ განხორციელებულა. ალბათ, დრო უნდა გავიდეს, რომ ბოლომდე შევაფასოთ ამ რეფორმის მნიშვნელობა და გავლენა საქართველოში სამართლის რეფორმასა და სამოქალაქო კულტურის განვითარებაზე, მაგრამ მოლოდინები მაღალია და არცთუ უსაფუძვლოდ. ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეძლო სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი წნეხის გარღვევა. რუსეთი ამის ბოლო მაგალითია, სადაც პილოტური პროგრამის შედეგების შეფასების შემდეგ, სახელმწიფომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გააუქმა. მოწინააღმდეგე Opponent name: მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" აღმასრულებელი დირექტორი Opponent text: იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე არ და ვერ არის დამოუკიდებელი, მოქალაქეთა ნაწილის აზრით, შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყოს ის ინსტიტუტი, რომელიც სამართლიან ვერდიქტს გამოიტანს. ვფიქრობ, ეს შეფასება გადაჭარბებულია! იმ ქვეყნებშიც, სადაც მსაჯულთა სასამართლო დიდი ხანია არსებობს, ამ სისტემას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. liberali.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts