planetanews Posted November 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2011 http://rustavi2.com/news_photos/11_11/59179.jpgსუამის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას - დაგმოს და არალეგიტიმურად ცნოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით. ამის შეესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ნებისმიერი არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და რეგიონის სრული მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის, ძირითადად კი, ქართველების გარეშე გაიმართა, რომლებიც ძალადობას განიცდიან და ძალისმიერი მეთოდებით გამოდევნეს საკუთარი სახლიდან, ეთნიკური წმენდის სახით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts