planetanews Posted November 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2011 http://rustavi2.com/news_photos/11_11/59167.jpgპრემიერ-მინისტრი პარლამენტში და პოლიტიკური დებატები, რომელიც ნიკა გილაურის გამოსვლას მოჰყვა. მთავრობის ათ პუნქტიან სამოქმედო გეგმას უმცირესობა 2 საათის განმავლობაში აკრიტიკებდა. ზუსტად ამდენი ხანი ოპოზიციას უმრავლესობა უტევდა. ნიკა გილაურის სადღეგრძელოები და მთავრობის სნიკერსები მოსახლეობისთვის – ასე აფასებნენ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლების სამოქმედო გეგმას. საპარალამენტო ოპოზიციამ მთავრობას განვითარების გეგმა და დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტები დაუწუნა. ოპოზიციონერები ხელისუფლებას პროექტების უფრო დეტალურ წარდგენას და თანხების უკეთ გაანგარიშებას სთხოვდნენ. საპარალამენტო ოპოზიცია მტავრობას განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანხების გაზრდასა და ახალი პროგრამების ამოქმედებას სთავაზობს. მათი თქმით, ამ სექტორებში რეფორმებით მეტი სამუშაო ადგილებს შექმნა და ქვეყანაში მთავარი დასაქმების პრობლემა მოგვარებაა შესაძლებელი. ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ მმართველ გუნდს რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა. უმრავლესობამ დღეს ოპოზიციას მოდერნიზაციის გეგმის ალტერნატიული პროგრამის წარდგენა მოსთხოვა. მთავრობის დასაქმებისა და მოდერნიზაციის გეგმა პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი დოკუმენტია. 10-პუნქტიანი გეგმა მუდმივად განახლებადია და მას პრიორიტეტები 6 თვეში ერთხელ დაემატება. პოლიტიკური დებატები პრემიერ მინისტრის მონაწილეობით საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორედ გაიმართა. მოდერნიზაციის გეგმის განხილვისა ინიციატოვოთ ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინ მიმართა. მოდერნიზაციის გეგმაზე მსჯელობას მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს გარდა, ბიზნესსექტორისა და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გეგმავს. 10-პუნქტიანი გეგმასთან დაკავშირებული ინიციატევების წარდგენა ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts