planetanews Posted November 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2011 http://rustavi2.com/news_photos/11_11/59180.jpgრუსთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხვალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დღეს მთელს რეგიონში სიჩუმის დღეა. წინასაარჩევნო აგიტაციის ვადა ისე ამოიწურა, რომ მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა ანატოლი ბიბილოვმა და ალა ჯიოევამ ტელედებატების ბოლო რაუნდი ვერ ჩაატარეს. გადაცემის დაწყების წინ, ტელეკომპანია "ირ"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბში ეს ფაქტი პროვოკაციად შეაფასეს და პასუხისმგებლობა მასობრივი კომუნიკაციების კომიტეტს დააკისრეს. ალა ჯიოევას კი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 11 კანდიდატი მონაწილეობდა. ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას გეგმავს, ხმების 24,86% დააგვროვა, ხოლო ალა ჯიოევამ 24,8%. ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts