planetanews Posted November 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2011 http://rustavi2.com/news_photos/11_11/59183.jpgრიკოთის უღელტეხილზე, უკვე 18 საათია, თოვს. საფარმა იქ 30 სმ-ს გადააჭარბა. ღიაა განახლებული რიკოთის გვირაბი და ინტენსიურად იწმინდება ავტობანი. ცენტრლურ მაგისტრალზე დაყრილია ტექნიკური მარილი. იქ გადაადგილება, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანების გარდა, ყველა ავტომობილისთვის შეუზღუდავია. შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი უწყებები, რის გამოც, უამინდობის მიუხედავად, ცენტრალური ქაალაქების მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვები წესდება მხოლოდ მისაბმელიან ავტომობილებზე ნატახტრიდან ზესტაფონამდე მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე. ტრაილერები, რომელიც ამ ეტაპზე გზის გაგრძელებას აღამოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ვერ ახერხებენ, მცხეთასთან არიან გაჩერებულები. მსგავსი შემთხვევებისთვის, მათ საგანგებო ადგილები აქვთ გამოყოფილი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დღეს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთის ქარი გაძლიერდდება, რაც საქართველოს მთელ ტერიტირიაზე თოვლის ინტენსივობას შეამცირებს. თოვს დასავლეთ საქართელოშიც, იქ ნალექი შედარებით ნაკლებია. უამინდობის გამო, მცირე შეფერხებებია თბილისის საერთშორისო აეროპორტი. რამდნემე საათით იგვიანებს ბაქოდან მომავალი რეისი. გარდა ამისა, გაუქმებულია ფრენა თბილისი– მესტია–თბილისის მიმართულებით. სხვა ცვლილებები ამ ეტაპზე გრაფიკში დაგეგმილი არ არის. ჰაერის ტემპერატურა თბილისში დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, -4-მდე დაეცემა ღამით. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ თოვა ღამით გაძლიერდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts