planetanews Posted November 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2011 http://rustavi2.com/news_photos/11_11/59186.jpgრამდენიმე საათში რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდება. ხმის მიცემის პროცესი, 86 საარჩევნო უბანზე, დილის 8 საათიდან მიმდინარეობდა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი – ანატოლი ბიბილოვი და ალა ჯიოევა - იბრძვიან. მათგან პირველმა ხმა დღეს ანატოლი ბიბილოვმა მისცა. არჩევანი გააკეთა ედუარდ კოკოითმაც და განაცხადა, რომ ხმა სამხრეთ ოსეთის აყვავებულ მომავალს მისცა. კრემლმა საკუთარი ფავორიტის გამოვლენა ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ვერ შეძლო. 13 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში, 11 კანდიდატიდან, გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50 პროცენტი ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა. მეორე ტურის დაწყებამდე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცეესკოს თავმჯდომარემ და 4–მა წევრმა განაცხადეს, რომ მათი მისამართით მუქარის ზარები განხორციელდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts