planetanews Posted November 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2011 http://rustavi2.com/news_photos/11_11/59171.jpgევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი - კშიშტოფ ლისეკი -მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვა. პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გაწეული თანადგომისთვის, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონიაზე, მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "საერთაშორისო სამართალი - ეს არის ჩვენი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი დიდი უსამართლობის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით, ჩვენმა ხალხმა იცის დაფასება მეგობრების, უანგარო მხარდაჭერის. ჩვენმა ერმა ძალიან კარგად იცის მადლობის თქმა. ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ უნდა გითხრათ განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, ეს მადლობა ეკუთვნის ასევე მთელ ევროპარლამენტს, ამ შემთხვევაში, თქვენ წარმოადგენთ ამ ორგანოს აქ, მაგრამ თქვენ ასევე წარმოადგენთ თქვენს ქვეყანას, პოლონეთს. მე ვფიქრობ, ეს არის გაგრძელება ასევე იმ დიდი მეგობრობის, რომელიც ჩვენს ერებს აკავშირებს," - განაცხადა სააკაშვილმა. "ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის მიღება. ეს თითქმის მთელი ევროპის პარლამენტის ძალზე მნიშვნელოვანი ხმაა. პარლამენტისა, რომელიც ამბობს: ჩვენ საქართველოს ევროპის ნაწილად აღვიქვამთ, ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს იზიარებს, მათ შორის, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და წარმატებას თქვენ და თქვენს ქვეყანას," - განაცხადა კშიშტოფ ლისეკმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts