Jump to content
Planeta.Ge

"რესპუბლიკური პარტიის" გაუქმება ნამდვილად მექწყინა


Recommended Posts

DonCaredo

მაგრამ ფაქტი უნდა მანახო, თორე ეგრე იასნია იტყვის, რომ მთავაზობდნენ ისეთ რამეს, რაც მე მაწყობდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მივიღე შემოთავაზება, რომ სამართლიანი ტიპი ვარ და არ მომეწონა მათი პოლიტიკაო

რა ფაქტი გინდათ,ამის ვიდეოჩანაწერი?ყველამ იცოდა მაშინ პოლიტიკურ სპექტრში ეს ამბავი.უსუფას ეს ტელევიზიით უთქვამს და ნაცებს არც უარყვიათ.მას გენერალური პროკურორის,შინაგან საქმეთა მინისტრის და იუსტიციის მინისტრის თანამდებობებს სთავაზობდნენ არჩევით.რა არის ამაში საკვირველი,მაშინ დღევანდელი უმაღლესი თანამდებობის პირები არაფერს არ წარმოდგენდნენ,ზოგიერთი საერთოდ ხელის ბიჭი იყო რაღაცეების მოსატანად,ჩვენ და ეროვნულ ძალთა გაერთიანება ჯერ კიდევ საკრებულოდან ერთ ბლოკში ვიყავით მაგათთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap, on დღეს, 03:46 PM, said:

იქნებ თავმჯდომარეების მხოლოდ გადაყენება არაა საკმარისი

 

თავჯდომარეებს კი არ ვაყენებთ არამედ რაღაც დროიოს შემდეგ თვითონ მიდიან და გზას სხვას უთმობენ.უსუფას შემთხვევაშიც ასე იქნება.

 

უსუფას სემეიკა და ბერძენიშვილი უნდა ჩამოსხათ კარუსელიდან და გაუშვათ–მეთქი პარტიიდან

ბათიაშვილის გარესპუბლიკელებაც მძიმე ტვირთად გაწევთ, ისევე როგორც იკაკოსთან ალიანსი

რეგიონებში (თუ დაგრჩათ რეგიონალური ორგანიზაციები :) )მეტი აქტიურობა და ნაცებთან პირდაპირი კონფრონტაცია

და ნახავთ რეიტინგი თუ არ აიწევს

შორს რომ არ წავიდეთ ა ბატონო მაგალითი

შევიცვლი აზრს

მომავლისთვის მეც დავფიქრდები

 

 

ყველას მე უნდა დავუწერო სამოქმედო გეგმა

სააკაშვილის მრჩევლად გამხადა ერთი 10 წუთით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბათიაშვილის გარესპუბლიკელებაც მძიმე ტვირთად გაწევთ, ისევე როგორც იკაკოსთან ალიანსი

ბათიაშვილზე დაგეთანხმებით.მე ამაზე ორი წლის წინაც წერდი ფორუმ.გე-ზე.იკაკო თუ ლიდერი არ იქნება,მაშინ ასატანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

იკაკო თუ ლიდერი არ იქნება,მაშინ ასატანია.

 

ლიდერის ვინაობა ალბათ ცნობილია,მაგრამ ლიდერი თუ იქნება?

თუმცა ალიანსში ერთპიროვნული ლიდერობა გამორიცხულია,მითუმეტეს არ მგონია ვინმე დათანხმდეს უფლებების შეზღუდვაზე

წინააღმდეგ შემთხვევაში ალიანსი წინასაარჩევნო პერიოდამდე ისულდგმულებს და მერე "პოზიციებში ბზარების" გამო დაიშლება,რაც არაერთხელ მომხდარა ქართულ პოლიტიკაში,მათ შორის ალასანია–რესპების მონაწილეობით :)

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

ლიდერის ვინაობა ალბათ ცნობილია,მაგრამ ლიდერი თუ იქნება?

მე მგონი აქ სამარჩიელო არაფერი არა.ლიდერი ბიძინა იქნება და ეს ამ მომენტისთვის სავსებით სამართლიანია.რადგან ჩემი(და არა მარტო ჩემი)აზრით,ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო,ეს ადრეც რამდენჯერმე დავწერე რომ შემდეგი არჩევნები თელავის შედეგით დასრულდებოდა,ანუ ნაცები ისე(თანაც გრიალით) მოიგებდნენ რომ გაყალბებაც არ დასჭირდებოდათ.ერთადერთი ციცო დეიდები იდგებოდნენ საარჩევნო უბნებთან,რაც სამწუხაროდ კანონით არაა აკრძალული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიდერი ბიძინა იქნება და ეს ამ მომენტისთვის სავსებით სამართლიანია.რადგან

ყველაზე მეტი ფული აქვს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ყველაზე მეტი ფული აქვს

თქვენგან მოწონებული ხელისუფლების ბონზებისგან განსხვავებით ჩვენი ჯიბიდან არ წაუღია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ნეტა შენ რა იცი მე ვინ მომწონს? :) ან ჩვენი ჯიბიდან თუ არ წაუღია და სხვისი ჯიბიდან წაიღო, ეს პრინციპულად ცვლის რამეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

.ლიდერი ბიძინა იქნება და ეს ამ მომენტისთვის სავსებით სამართლიანია.რადგან ჩემი(და არა მარტო ჩემი)აზრით,ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო,ეს ადრეც რამდენჯერმე დავწერე რომ შემდეგი არჩევნები თელავის შედეგით დასრულდებოდა

ნელ-ნელა მივედით იმ შეკითხვამდე,რისი დასმაც მინდოდა თავიდანვე

ბიძინა რა ჯადოქარია? :)

იქნებ მისი რეიტიგი(რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია :yes: ) არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას :)

იქნებ გამჭირვალე საარჩევნო გარემოა შექმნილი თავდაუზოგავი შრომისა და გარჯის შედეგად:)

იქნებ ...იქნებ...

 

პ.ს იქნებ და ყველაზე და ყველაფერზე ადრე ნაცებში გაიღვიძოს სამართლიანობისა და პატიოსნების ქეჯნამ და გვეშველოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ნეტა შენ რა იცი მე ვინ მომწონს?

რა ვიცი,სულ ამ ხელისუფლებას იცავთ სატურნ ბატონო.

ან ჩვენი ჯიბიდან თუ არ წაუღია და სხვისი ჯიბიდან წაიღო, ეს პრინციპულად ცვლის რამეს?

ეხლა თუ ჩვენ ხელისუფლებაში მყოფების მიერ დიდი ფულის შოვნის და რუსეთში ბიზნესით(შეიძლება ზოგჯერ არა მთლად მოსაწონი გზით) ნაშოვნ ფულს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ,ეს სხვა საქმეა.

Ostap

იქნებ მისი რეიტიგი(რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია

მე ყური მოვკარი რომ რაღაც რეიტინგები გამოქვეყნდა და ბიძინასი ნაცებს დაეწია თუ გაუსწრო.თუმცა ამაში არაა საქმე.ის რომ მისმა გამოჩენამ უამრავ ხალხს გაუჩინა რაღაც იმედი.მგონი ამის უარყოფა ძნელია.

პ.ს იქნებ და ყველაზე და ყველაფერზე ადრე ნაცებში გაიღვიძოს სამართლიანობისა და პატიოსნების ქეჯნამ და გვეშველოს

ამაზე ვიფიქრებ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ისე რაც "რესპუბლიკურ პარტიას" და ე.წ. კოალიციას ეხება. საინტერესო კომენტარებიია

ლინკი

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ისე რაც "რესპუბლიკურ პარტიას" და ე.წ. კოალიციას ეხება

ჯერ მოვიდეს არჩევნები და ვნახოთ ე.წ. იქნება თუ სხვა რამე.შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოს ბიძინამ მონაწილეობა ვერავითარი სახით და დარჩებიან ნაცები საკონსტიტუციო უმრავლესობაში და ამ ფორუმის ბევრი ოპოზიციონერი წევრიც დაწყნარდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ჯერ მოვიდეს არჩევნები და ვნახოთ ე.წ. იქნება თუ სხვა რამე.შეიძლება საერთოდ ვერ მიიღოს ბიძინამ მონაწილეობა ვერავითარი სახით და დარჩებიან ნაცები საკონსტიტუციო უმრავლესობაში და ამ ფორუმის ბევრი ოპოზიციონერი წევრიც დაწყნარდება.

 

ბატონო მიხეილ. კოალიციაზე რომ იყოს საუბარი, არავითარი პრობლემა. ეს ნორმალური ამბეა, პარტიის ჩაყლაპვის შემთხვევაში "მადა" მაშინებს, რასაც საკოსტიტიუცო უმრავლესობის სურვილი თან ერთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პარტიის ჩაყლაპვის შემთხვევაში "მადა" მაშინებს,

ვერ ჩაგვყლაპავენ.მაგაზე უარესებსაც გავუძელით.კერძოდ მიშას,რომელმაც 2004 წლის არჩევნების დროს ჟვანია ჩაყლაპა,ჩვენს მიმართაც იგივე სურვილი ქონდა,მაგრამ არ გამოუვიდა.

რასაც საკოსტიტიუცო უმრავლესობის სურვილი თან ერთვის.

ეს სურვილი იმ უკუღმართი კონსტიტუციის ბრალია,რომლის მიხედვითაც შემდეგი საპარლამენტო არჩევნები რომც მოიგო,ერთი წლის განმავლობაში ვერაფერს ვერ იზამ,რადგან მიშა ისევ თავისი დღევანდელი უფლებებით რჩება.ამიტომაა საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა,რომ მიშას უფლებები შეუკვეცო.თუმცა ამის მიღწევა მე არარეალურად მეჩვენება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მე მგონი დაგაინტერესებთ თინა ხიდაშელის ბრიფინგი ვენეციის კომისიის დასკვნაზე საარჩევნო კანონში ცვლილებებზე.

http://www.livestream.com/republicans100/video?clipId=pla_4f176555-7717-4fee-9b6c-21f923172d2e

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...