lasha_alo Posted November 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2011 სკანდალის ქრონოლოგია: ეროვნული ბანკის მოთხოვნილებისამებრ ქართუ ბანკმა, 9 ნოემბერს დილით გადაუგზავნა ეროვნულ ბანკს ივანიშვილის ფონდების _ „ატუ“-ს და „ქართუ“-ს ბენეფიციართა სიების შემცველი 2 ფაილი. იმავე დღეს, 9 ნოემბრის საღამოს 22.22 სთზე ინტერპრესნიუსმა დადო სიახლე „ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით“. 18 წუთში ეს სიახლე გავრცელდა „თბილისის ფორუმზე“ ცნობილი ნიკის „აბელდონის“ მიერ. მეორე დღის 10 ნოემბრის დილით ალიამ „ექსკლუზივად“ გამოაქვეყნა იგივე სიები. მოკლედ, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა მოვლენები ერთმანეთს: 1. ფონდის ბენეფიციართა სიები მხოლოდ ეროვნულმა ბანკმა გამოითხოვა, 2.როგორც კი ეროვნულმა ბანკმა სიები ელექტრონული ფოსტით მიიღო, რამდენიმე საათში ზუსტად ეს ინფორმაცია მიუვიდა საინფორმაციო საშუალებებს. 3. როგორც სააგენტოს, ასევე გაზეთს ეს ინფორმაცია „ექსკლუზივად“ მიეწოდა და სათანადოთაც გაშუქდა "თბილისის ფორუმზე". როგორ შეიძლებოდა ეროვნულ ბანკს გადაეცა ინფორმაცია მედიისთვის? დაახლოებით ისევე, როგორც მოხდა „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანის დატერორება_ შსს-სთვის ინფორმაციისმიწოდებით. რატომ მიაწოდა? იმიტომ რომ ბანკს რელურად აკონტროლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ეროვნული ბანკის საშუალებით აკონტროლებს ყველა ბანკის ფულად გადარიცხვებს, დიდი ოდენობის გადარიცხვებზე კი ოპერატიულად მოქმედებს. საიდან შეიძლებოდა მომხვდარიყო ინფორმაცია მედიაში? უტიაშვილის განყოფილებიდან. საკმარისია დაჯდე და მედიას ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნო. ხელისუფლება დაიწვა იმაში რომ ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციის მიღების დღე მედიაში ინფორმაციის გაცემის დღეს ემთხვევა. სულ ერთმა ელექტრონულმა გზავნილმა გაამზეურა ინფორმაციის გადინების წყარო. რაში დასჭირდა ხელისუფლებას სიების გამოქვეყნება და ყველაფრის ივანიშვილზე დაბრალება? ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის. სახელისუფლო მედია და ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტები დღესაც ავრცელებენ ჭორებს, რომ თითქოს კულტურის მოღვაწეთა და მეცნიერთა 1000 კაციანი სია გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, რათა ნამუსზე აეგდო და სამაგიერო გადაეხარა იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი შეიკავა მისი პოლიტიკური მხარდაჭერისგან. თუმცა ამ ჭორის გავრცელებას ქონდა კიდევ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა _ საზოგადოებას, რომელიც წაიკითხავდა ან ტელევიზიით ნახავდა სიას, გაუჩნდებოდა კითხვები _ რატომ აფინანსებდა ივანიშვილი ისედაც შეძლებულ და სააკაშვილის კართან დაახლოებულ რამდენიმე ფიგურას, მითუმეტეს სააკაშვილის გარემოცვის წევრებს (ბოკერიას დედა, ასანიძეს, ხაბულიანს, ვაშაძის მეუღლეს...) 2, 3 და 5 ათასი ლარით ყოველთვიურად და რატომ არ ეხმარებოდა უამრავ გაჭირვებულს. რათქმაუნდა ხელისუფლება არ აკონკრეტებდა, რომ ივანიშვილის ფონდი ეხმარებოდა კონკრეტულ უწყებებსა და დაწესებულებებს, რომელთა ხელმძღვანელები თავად წყვეტდნენ ვისთვის გაენაწილებინათ თანხები. უფრო მეტიც, სიებში, რომლებიც გამოქვეყნდა აშკარად გაბერილი იყო ამ თუ იმ ადამიანისთვის გაწეული დახმარება, ან სამედიცინო ხარჯები წარმოჩენილი იყო ხელფასად, რათა მკითხველი უფრო გაკვირვებინა თანხების ოდენობას. მოკლედ, სიების გამოქვეყნებით ბიძინა ივანიშვილი უნდა წარსდგომოდა საზოგადოებას ბოროტი და ანგარებიანი კაცის მანტიაში. გაურკვევლობას წერტილი დაუსვა ფონდ ქართუს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ, რომლითაც ირკვევა, რომ ფონდისთვის მედიიდან არც არავის მიუმართავს, არც თავად ფონდს არ გაუცია ეს სიები, რადგან კონკრეტულ ბენეფიციართა ვინაობის გამხელა ისედაც აკრძალულია. ერთადერთი უწყება, რომელმაც მოითხოვა სიები იყო ეროვნული ბანკი, რომელის წარმომადგენლები ამჟამადაც „ქართუ ბანკის“ ოფისში სხედან ბანკის შემოწმების მიზნით. საინტერესოა როგორ ახსნის მთელ ამ ისტორიას ეროვნული ბანკი, მითუმეტეს, რომ კანონით მას არ ქონდა უფლება სხვისთვის გადაეცა კონფიდენციალური ინფორმაცია. https://www.facebook.com/notes/george-udzilauri/სიები-და-ეროვნული-ბანკი/281652101875271 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2011 მე არ მესმის რატომ არ მიდის ღია განცხადებები საელჩოების სახელზე.მეტი ბრძოლის მექანიზმი ამათთან არ არსებობს.ან იარაღი უნდა აისხა.რაც შეეხება ნამუსზე აგდებას სად აქვთ ქართველ ხელოვნებს ნამუსი? ზოგი რუსეთის #######ში მიძვრება, ზოგი მიშასი.ასეთი ტოტალური გაუფასურება და ლუსტრაცია მთელი დარგების მემგონი ამ ქვეყანაში ჯერ არ მომხდარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2011 ან იარაღი უნდა აისხა.ხოდა როცა მიხვალთ მაგ დასკვნამდე საბოლოოდ, მე ჩაგიდგებით სათავეში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2011 ისე, ვერ გავიგე, რატომ მიცა ქართუმ ეროვნულ ბანკს ეგ ინფორმაცია (თუ მართლა მისცა). ეგ ხო რაღაც ფონდია, და არა ბანკი? ეროვნულ ბანკს რა საქმე აქვს რაიმე ფონდის მიერ გაცემულ თანხებთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted November 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2011 DonCaredoმე არ ვესვრი ქართველს. გამორიცხულია. სულ რომ უკანასკნელი პიტალო იყოს ( მიშა მაგალითად ). იმის გამო რომ პოლიტიკა არ მომწონს ან იმის გამო რომ ბევრი ფული აქვს, არ ვესვრი. იმიტომ რომ მასსა და ჩემს შორის განსხვავება აღარ იქნება ამ შემთხვევაში. ძალიან ცოტა გამონაკლისია როდესაც შეიძლება მე ეს გავაკეთო. ისე და.რატომ არ აყენებს ქართუ ჯგუფი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს?რავა რამე არ გაგვიჩალიჩოსო? და შანსი თუ ექნება რა ჰგონიათ არ გაუჩალიჩებს ამიტომ შეტევაზე უნდა გადავიდნენ. ია ტაკ დუმაიუ.ფორმალური მხარის დარღვევებზე უნდა დაჭიპო ყველა. მცირედზეც კი. სხვანაირად ეს ქვეყანა ვერასოდეს ვერ აშენდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.