Jump to content
Planeta.Ge

პარტიათა პოლიტიკური რეიტინგის პოლიტმეტრი


Recommended Posts

ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და გადახეთე ამ იდეას. შენიშვენბისა და წინადადებებისთვის წინასწარ დიდი მადლობა.

 

საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დადგენა, პოტენციალური ამომრჩეველთა გამოკითხვის მეშვეობით ხდება, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ განსაზღვრავს პარტიების პოლიტიკურ რეიტინგის ხარისხს, დემოკრატიულ სამყაროში მიღებული სტანდარტების მიხედვით, რაც პარტიათა მომზადების დაბალ დონეზე მიუთითებს.

 

პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნით პროგრამა, ან კიდევ თუ პროგრმა არსებობს არ შეესაბამება პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრმის სტანდარტებს. როდესაც დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიის რეიტინგის მთავარი მაჩვენებელი არის პროგრმა, საქართველოში ეს პარამეტრი აბსოლუტურად უგულველყოფილია. ამის გამო პოლიტმეტრის მთავარი მაჩვენებელი ქულათა რაოდენობის 50%-ი პარტიის პროგრამის შეფასებიდან გამომდინარე იქნება. ამ მაჩვენებელს დაემატება ამომრჩეველზე მიცემული დაპირებების და პარტიის რეალური საქმიანობის კოეპიციენტი 25%-ი. ამვე დროს დარჩება 25%- ქულების რაოდენობით, ტრადიციული გამოკითხვებზე დამყარებული პარტიის მოხრეთა რაოდენობიდან გამომდინარე მაჩვენებელიც.

 

სახელმწიფოში, სადაც სახელისუფლებო პარტიის პროგრამა “დავითის საფლავთან დადებული ფიცია”, ადეკვატურია ქვეყანის პოლიტიკური კულტურის დონეც. ფაქტობრივად, მთავარი მიზეზი იმისა რასაც გვაწვდიან, ისევ ჩვენი მოთხოვნილებებიდანაა გამოდინარე. ხელისუფლებისათვის ბრძოლა კონკურენციის ელემნტებს უნდა შეიცავდეს და შემოთავაზებული პროდუქტს არა ფინანსები, ან იაფფასიანი დაპირებები, არამედ პარტიის საარჩევნო პროგრმა უნდა წარმოადგენდეს. საარჩევნო პროგრამა კი სპეციალისტების მიერ დარგობრივად დამუშავებული და პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარე ამომრჩევლისთვის შეთავაზებული პროექტია, რის საფუძველზეც ამომრჩეველი იღებს არჩევნის გადწყველებას.

 

პოლიტმეტრის მთავარი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი მოთხოვნების გადახარისხება, დემოკრატიულ სამყაროში მიღებულ ღირებულებების მიხედვით. აქედან გამომდინარე კი, შემოთავაზებული პოლიტმეტრის რეიტინგი, პოლიტიკური პარტიების შემთავაზებებისა და მიცემული დაპირებების საზოგადოებისთვის მისაღებ ფორმატში წარდგენასა და შესრულების კონტროლს მოემსახურება.

 

პოლიტრეიტინგის მაჩვენებლები და პარტიების წარდგენის წესი დამუშავების სტადიაშია, რის გამოც მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს წარადგინონ თავიანთი შენიშვნები არსებული პოლიტმეტრის თაობაზე.

 

პლიტმეტრი იხილეთ აქ http://www.georgian-style.net/?page_id=1741

 

პოლიტმეტრის განმარტება იხილეთ აქ http://www.georgian-style.net/?page_id=1880

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ეს იდეა ბერლინში ადგილობრივი არჩევნების წინაპერიოდში გამოიყენეს მეკობრეებმა და ევროპაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოკლედ წინასაარჩევნო პერიოდში ამ პოლიტმეტრს ასკდებოდა მანდ ყველა :)

 

გერმანელებს მხოლოდ ერთი მაჩვენებელი ჰქონდათ, რადგან სხვა იქ პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე არ სჭირდებათ "დაპირება – შესრულება".

მე ეს ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესების მიზნით ოდნავ გავაფართოვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რაღაც გაგიკეთებია.. დასახვეწია მცირედიდ და...! :yes:

 

მანდ დასაწყისში მიწერია რომ დასახვეწია. იმის გამო რომ აქ არ ვიცი რა პრეტენზიები შეიძლება მოჰყვეს პარტიების მხრიდან. ამის გამო დახვეწის პროცესი ერთობლივი საქმე უნდა გახდეს.

უკვე ორ პარტიას ვესაუბრე და შევთავაზე. ინტერესი არის.

დრეს ივანისვილის პრესცენტრს გადავუგზავნი და დანარჩენებს. სახელისუფლებოსთან მინდა რამე ნორმალური კონტაქტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კაცო, ეს მეომარი, ვაჟკაცი, მებრძოლი კაცი, რას გადაეკიდე ამ პარტიებს. ომია, ომი. ოღონდ, როგორი ომი იცი? ერთი მხარე იარაღით დგას (ნაცები), მეორე კი ეხვეწება, არჩევნები ჩაგვიტარე ალალადო :) სულ ის ფილმი მახსენდება, კარგი ცუდი ბოროტი. კარგი რომ იარაღით ადგას ტუგოს თავზე და ლაფათკას მიუგდებს, ამოთხარეო, და თან ეტყვის, ეგრეა ძმაო, ზოგს იარაღი უჭირავს, სხვებს კი ლაფათკა და თხრიანო. დღეს ლაფათკის პონტში გადის ეს ფურცლები და ფანქარი შემოსახავად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კაცო, ეს მეომარი, ვაჟკაცი, მებრძოლი კაცი, რას გადაეკიდე ამ პარტიებს. ომია, ომი. ოღონდ, როგორი ომი იცი? ერთი მხარე იარაღით დგას (ნაცები), მეორე კი ეხვეწება, არჩევნები ჩაგვიტარე ალალადო :) სულ ის ფილმი მახსენდება, კარგი ცუდი ბოროტი. კარგი რომ იარაღით ადგას ტუგოს თავზე და ლაფათკას მიუგდებს, ამოთხარეო, და თან ეტყვის, ეგრეა ძმაო, ზოგს იარაღი უჭირავს, სხვებს კი ლაფათკა და თხრიანო. დღეს ლაფათკის პონტში გადის ეს ფურცლები და ფანქარი შემოსახავად :)

 

ხო და ამის გამო მინდა ვანახო ამათ თავიანთი რეალური ფასი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროგრესირებადი, სრულყოფილი საზოგადოების შექმნა შეუძლებელია, თუ ადამიანებს შორის ადამიანური დამოკიდებულება არ არის.

თუ ხელოვანნი, მწარმოებელნი, კანონმდებელნი, მეცნიერნი ვართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ, მთავარია იმავდროულად ადამიანებიც ვიყოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

პოლიტმეტრის გამოკითხვა ანონიმურია. მოცემული ვარიანტებიდან აღნიშნეთ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა. დამატებით ინფორმაციაში სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი არჩევანის არგუმენტი.

ნდობის კოეფიციენტის ვრცელი გამოკითხვა

 

http://www.georgian-style.net/?page_id=2136

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...