Jump to content
Planeta.Ge

ედუარდ გარდნერი - საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია


Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/pictures/image4/05f7f6422c0bc94560e23ef32f6690e8.jpg

http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/183892-eduard-gardneri-saqarthvelos-tsinashe-arsebuli-erth-erthi-yvelaze-mnishvnelovani-gamotsveva-gazrdili-sagareo-valia.html

საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია , - ამის შესახებ დღეს თბილისში მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ედუარდ გარდნერმა დღეს განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგიონში არსებული ოქტომბრის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა.

გარდნერის განცხადებით, საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40 პროცენტს აღწევს. მისივე თქმით, საქართველოს მდგომარეობას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ ქვეყანას ძირითადად ვალები აღებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

გარდნერის თქმით, ვალის მაჩვენებელი დღეისთვის არ არის კრიზისული, თუმცა აუცილებელია ყურადღების გამახვილება.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ბიზნესგარემოს თვალსაზრისით საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია.

ამასთან, ერთ-ერთ გამოწვევად ედუარდ გარდნერი ქვეყანაში არსებულ უმუშევრობას ასახელებს.

"ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ეს ვერ აისახება უმუშევრობის დონეზე",-აღნიშნა გარდნერმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოების განათლების დონე მაღალია, თუმცა მათ არა აქვთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში ინფლაციის საკითხი ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია. შედარებით მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ზაფხულში და სამომხმარებლო კალათაზე ძირითადი გავლენა მოახდინა სურსათზე მაღალმა ფასებმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტზე დაფიქსირდება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისთვას აძლევს, სსფ-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს კონკურენტუნარიანობა, შენარჩუნდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა და განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია

ხოდა შევუერთდეთ რუსეთს და რა ვალს მიიღებენ, მერე კარგად დაითვალონ :) ვალი სიკვდილამდეა ძმაო, არ იციან მაგ სირიკოებმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/pictures/image4/05f7f6422c0bc94560e23ef32f6690e8.jpg

http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/183892-eduard-gardneri-saqarthvelos-tsinashe-arsebuli-erth-erthi-yvelaze-mnishvnelovani-gamotsveva-gazrdili-sagareo-valia.html

საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია , - ამის შესახებ დღეს თბილისში მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ედუარდ გარდნერმა დღეს განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგიონში არსებული ოქტომბრის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა.

გარდნერის განცხადებით, საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40 პროცენტს აღწევს. მისივე თქმით, საქართველოს მდგომარეობას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ ქვეყანას ძირითადად ვალები აღებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

გარდნერის თქმით, ვალის მაჩვენებელი დღეისთვის არ არის კრიზისული, თუმცა აუცილებელია ყურადღების გამახვილება.

 

რავიცი სულ იმას გაიძახის ჩვენი ხელისუფლება, რომ ყველაზე გამჭვირვალე დემოკრატიული ეკონომიკა გვაქვსო... და ვერსად ვერ გავიგე რამდენს შეადგენს საქართველოს ბიუჯეტი, რამდენს საგარეო ვალი. აქ ფორუმელებსაც ვკითხე და რამდენჯერმე გავუმეორე, რომ მოეძებნათ. ყველამ ყური წაიყრუა :givi:

 

და ვიღაცამ სსფ-დან უნდა გვითხრას 40% - იაო. ისევ პირდაპირ რიცხვებს კი არ ამბობს არამედ შედარებითს. თანაც ეს უფრო ჩვენი ხელისუფლების პიარსა ჰგავს, რადგან 40% ძალიან ნორმალური პროცენტია თუ მშპ შეადარებ. იტალია 80% უკაკუნებს...

 

ესეთ ინფორმაციაზე მეტ-ნაკლებად ნორმალური მსჯელობა მხოლოდ რიცხვების ანალიზით შეიძლება.

თუ საერთოდ არსებობს საქართველოში სტატისტიკა :givi:

 

ხოდა შევუერთდეთ რუსეთს და რა ვალს მიიღებენ, მერე კარგად დაითვალონ :) ვალი სიკვდილამდეა ძმაო, არ იციან მაგ სირიკოებმა?

ხოდა ბატონ-ყმობას ვერასდროს მოვიცილებთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ვერსად ვერ გავიგე რამდენს შეადგენს საქართველოს ბიუჯეტი

ინებეთ, აბსოლუტურად ყველა პარამეტრია აქ: http://www.mof.ge/4161

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას წინათ ერთი პარლამენტარი ამბობდა გასაგებია რატომ იზრდება ვალიო... ეს იმის ბრალია, ეკონომიკა რომ იზრდება, შესაბამისად ვალიც იზრდებაო...

 

ასეა ნამდვილად?

არ მგონია ნაციკ პარლამენტარს რამე შეშლოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო-ბოლო რამდენი მაქვს ამერიკის ვალი :)

ანუ ერთ სულ მოსახლეზე რა თანხა მოდის

 

ვალი სიკვდილამდეა ძმაო,

თავანია სიკვდილამდე

ვალის დედაც ჯეკ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავანია სიკვდილამდე

ვალის დედაც ჯეკ

ხოდა შენ არასწორად გამიგე :) ვალი სიკვდილამდეა - ანუ, ვალი თავანი არაა, სიკვდილამდე აქვს დრო რომ გადაგიხადოს, შეუძლია სულაც არ გადაიხადოს :) ხოდა ჩემ ფეხებს გადავუხდით მაგ ვალებს, თუ რუსეთმა მიგვიერთა

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

ხოდა ჩემ ფეხებს გადავუხდით მაგ ვალებს, თუ რუსეთმა მიგვიერთა

მაგ ვალებს რუსები გადაგვახდევინებენ

ხო გიშველეთო გეტყვიან

და მერე ხო გვახდევინებენ და გვახდევინებენ :)

ისევ ამერიკელების გაწეწვა სჯობს

რუსეთი ლუბოი დროს მიგვიერთებს,როცა ვთხოვთ :yes:

 

პ.ს საინტერესოა ედიკიას ვალები ჩამოგვაწერეს თუ გადმოგვყვა ვარდებთან ერთად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...