babuagiorgi Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 (edited) შემიფასეთ დაბა. ჩემი აზრით ის მომენტები გვაანალიზე რაც სხვებს გამორჩა რამოდენიმე კვირაა რაც ქართულ პოლიტიკურ სცენას, ორბიტაზე შემოსული მეტეორი აზანზარებს და როგოც ირკვევა საშიშროების შეფასების სტადაში მყოფ ხელისუფლებას, გაუჭირდა დაცემით გამოწვეულ კატასტროფის აღქმა, რაზედაც პრეზიდენტის დუმილი და მისი გარემოცვის არაეფექტიური სვლებიც მიუთითებს. ბიძინა ივანიშვილის 1 ნოემბრის პრესკონფერენცია ამის გარკვულ მტკიცებულებად შეიძლება აღიქვას, სადაც აშკარად გამოჩნდა სახელისუფლებო სატელიტი მედიის ნერვოზი. თუმცა ორივე მხარე გარკვეულ შედეგებზე საუბრობს, პრესკონფერენიცაზე თვალნათლად დაფიქსირდა “მეოთხე ხელისუფლების” სუსტი მხარე და არაპროფესიონალიზმი.ჟურნალიტიკის შეფასებისათივის ალბათ უფრო სხვა დროს დავუთმობ და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის “მეტეროის” სიძლიერეზე ვისაუბრებ, რამეთუ საინტერესოა ქართველი ოლიგარქის პოლიტიკური ხედვა, რადგან ამაზე შეიძლება გახდეს დამოკიდებული საქართველოს მომავალი განვითარების გზები. დადებითად შეიძლება შეფასდეს ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ხედვა, რაც რუსეთის მიმართ ზომიერ პოლიტიკურ პასუხებში გამოიკვეთა. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო 2008 წლის საომარი მოქმედების ახსნისას სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება. ივანიშვილი პირველი პოლიტიკოსია რომელმაც არ იხმარა სიტყვები “ომი დაიწო”, არამედ “საომარი მოქმედება”, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ–რუსული ურთიერთობების სწორ შეფასებისათვის. ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, “გაურკვეველი” მიზეზების გამო, ხშირად აფიქსირებნ იმას რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთთან ომი დაიწო, რაც სიმართლეს არ შეეფერება. აღნიშნულ რეგიონებში საომარი მოქმედებები უკვე 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს გარკვეული ინტესიურობით და აქგვისტოს საომარი მოქმედებები, მხოლოდ 1991–93 წლებში დაწყებული ომის გაგრძელება იყო, რაც ფაქტობრივად პრესკონფერენციაზე დაფიქსირდა.შეკითხვა, დაპატიმრებული რუსი ოლიგარქის ხოდორკოვსკის თაობაზე, ძალაინ “ტონკად” დასმული შეკითხვა იყო, რომელიც იმდენად ხოდორკოვსის არ ეხებოდა, რამდენად რუსთის ხელისუფლების მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულების გარკვევას ემსახურებოდა. პასუხი იყო პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური ხასიათის და მაქსიმალურად სწორ ფორმატში, რაც არც რუსეთის ხელისუფლების და არც ბიზნესწრის გაღიზიანებას არ გამოიწვეს.აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებზე ძალისმიერი კონტროლი, ოკუპაციის ტერმინის გამოყენებისას, ბიძინა ივანიშვილმა წინ დაურთო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ ტერმინის დაფიქსირებული არგუმენტები, რაც ზომიერი და ფრთხილი პოლიტიკური მიდგომად შიძლება შეფასდეს.შესაძლებელი მომავალი საგარეო პოლიტიკის ანალიზში, ერთადერთი ნეგატივად შეიძლება აღიქვს ქართველ სამხედროთა საგარე მისიებში მონაწილეობის პოზიტიური შეფასება. თუმცა მოტივად საერთაშირისო თანამეგობრობის პარტნიორობის სურვილი დასახლდა. აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილს ახლო მომავალში მოუწევს ქართული პოლიტიკის სადავეების ხელში აღება, ამ დროს უკვე მოსალოდნელია “პარტნიორთა” სამხედრო დანაყოფების ერაყიდან და ავღანეთიდან გამოყვანა. თუმცა შეიძლება სპეკულირება იმის თაობაზე, რომ ქართული კონტინგენტის მიმართ გაკეთებული განცხადება, დასავლეთელი პარტნიორების გულის მოგების მიზნით იყო გაკეთებული, რადგან იმედია ივანიშვილს ესმის ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის, სხვის გაურკეველ ტიპის კონფლიკქტებში მონაწილეობა მიუღებელია, არა მარტო მორალური მხრივ, არამედ ჩვენს მიმართ რუსეთის მიერ ოკუპაციის გამართლების თვალსაზრისითაც. რაც საშინაო პოლიტიკას ეხება, აქ ისევ პასუხგაუცემელი დარჩა ის თუ რა სახელმწიფო სიტემას გვთავაზობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. თუმცა აღნიშნა ის რომ ახლად დაარსებული პარტია წარადგენს შესაფერის პროგრმას. რა თქმა უნდა დღეს პროგრამის მოთხოვნა ჯერ დაუარსებელი სუბიექტისგან შეუძლებელია, მაგრამ იდეოლოგიური მრწამსი პოლიტიკაში მოსვლის განაცხადამდე იბადება და ყოველთვის წინ უძღვის პროგრამის ჩამოყალიბებას, რადგან სახლი სახურავიდან არ შენდება, საზოგადოება წინასწარ უნდა იყოს გარკვეული იმაში თუ რა ნიადაგი და საფუძვლი უდევს მომავალ შენობას.შეიძლება ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ იმედია ახლო მომავლში გავეცნობით ჯერ ბურუსით მოცულ იდელოგიის საფუძვლებს, რამეთუ მომენტალურად ამოწურულია სახელისუფლებო და საგარეო პოლიტიკური საკითხები და რჩება საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული საშიანო საკითხების გადაჭრის თემატიკა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საშიანო პილიტკის ხედვასაც საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმატში ჩამოაყალიბებს, რაც არც თუ ისე იოლი ამოცანაა, მაშინ არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისათვისაც უეჭველად ამ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად იქნება აღქმული.ამით კი ხელისუფლებას არა მარტო ფინასური, არამედ პოლიტიკური მაგანატი დაუპირისპირდება, რომელსაც დიდათ არ სჯერა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით არჩევნებში გამარჯვება, არამედ გამარჯვებისთვის მთავარ ფაქტორად ამ რეჟიმზე დასავლეთის ზეწოლა აქვს გაანგარიშებული, რაც პრესკონფერენციაზე მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობეზე საუბრისას მისახვედრ ფორმატში აღნიშნა. მოქალაქეობის აღდგენა არ შედის საერთაშორისო თანამეგობრობის კომპეტენციაში, რადგან მოქალაქეობის საკითხები მიმართ ერთგავრი არასამართლიანი მიდგომა თვით ევროპაშიც არსებობს. განცხადება უფრო საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილების მიზნით იყო გაკეთებლი, რამეთუ ქართულ პოლიტიკაში ექვსმილიარდიანი მეტეორის დაცემა გარდაუვალ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევს და სააკაშვილით უკვე გადაღლილი საერთაშორისო თანამეგობრობა შეეცდეაბა შეარბილოს “ნგრევით” გამოწვეული ეფექტი.http://www.georgian-style.net/?p=1792 Edited November 6, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 ხელისუფლბა დღემდ "გაშტერებულია".. იღლიაში მამალიც კი არ ამოუდო არავინ, შემოლაწუნებას რომ შედგი ჰქონდეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 babuagiorgi ქართულ პოლიტიკაში ექვსმილიარდიანი მეტეორის დაცემა გარდაუვალ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევს და სააკაშვილით უკვე გადაღლილი საერთაშორისო თანამეგობრობა შეეცდეაბა შეარბილოს “ნგრევით” გამოწვეული ეფექტი. ივანიშვილი ჭკვიანი კაცი ჩანს და დასავლეთის და რუსეთის "დაბროს" გარეშე, პოლიტიკაში არ შევიდოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 ნუ აქ მთავარი პირადთ ჩემითვის სამი მომენტი იყო.1. საომარი მოქმედების დაფიქსირება. ე.ი. სწორი ტერმინოლოგია. სამწუხაროდ ეს ვერ შეამაჩნია ქართულმა მედიამ.2. ხოდორკოვსკის თაობაზე შეკითხვა. "ტონკად" გათვლილი შეკითხვა იყო და სწორი პასუხიც.3. ბიძინა ივანიშვილი ერიდება საშიონაო პოლიტიკს მთავრს სოციალურ პრობლემებზე საუბარს. ჩემი აზრით უჭირს, რამეთუ მისი იდეოლოგიური მრწამსი სულ სხვა მიმართულებისაა, რომელიც დღეს საქართველოს არ გამოადგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 babuagiorgiბიძინა ივანიშვილი ერიდება საშიონაო პოლიტიკს მთავრს სოციალურ პრობლემებზე საუბარს. ჩემი აზრით უჭირს, რამეთუ მისი იდეოლოგიური მრწამსი სულ სხვა მიმართულებისაა, რომელიც დღეს საქართველოს არ გამოადგებაივანიშვილი მემარჯვენე იქნება, აბა მარქსისტი მილიარდელი ნონსენსია და ეს ნათელი წერტილია მის დახასიათებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 ივანიშვილი მემარჯვენე იქნება, აბა მარქსისტი მილიარდელი ნონსენსია და ეს ნათელი წერტილია მის დახასიათებაში მერე რაია მაგაში ცუდი? მარქსისტებმა ერთხელ კი მიგვიყვანეს ტუპიკში ანუ ჩიხში, და არც ვართ ჯერ გამოსული, ჩემი აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 მერე რაია მაგაში ცუდი? არაფერი. პირიქით ეგ მომენტი ზუსტად რომ კარგია. მაგრამ ნუკრიკოს რომ არ აწყობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 (edited) პრობლემა არ არის კაპიტალისტური ფსოფმხედველობა, არამედ ის რომ უკვე აღარ არსებობენ კაპიტალისტური წყობის მქონე ქვეყნები. ის რასაც დღეს კაპიტალიზმს ეძახიან ბიუროკრატიულ-სპეკულანტური წყობაა.ჰენრი რომ გააცოცხლო და დაანახო ის რასაც ესენი კაპიტალზმს ეძახიან, ისევ კუბოში მოითხოვს დაბრუნებას. ამიტომ ვიძახი იმას, რომ საქართველოსთვის იდეალური არის სოციალ-ლიბერალიზმე პრინციპებზე აწყობილი წყობა. Edited November 6, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 babuagiorgiშეიძლება ითქვას რომ რომ არა ივანიშვილი , ხელისუფლება გარანტირებულად იგრძელებდა მმართველობას გაურკვეველი ვადით.. ეხლა ვნახოთ და ამიტმაც მივესალმები ბბ–ს გამოჩენას პოლიტ სივრცეში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.