GeoStream Posted November 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2011 „პარტიის ღალატის“ გამო, გორის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლეს27/11/2011 21:22 რატი რევაზიშვილი კითხვა, რას ფიქრობთ ივანიშვილზე, დიპლომატიური პასუხის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის ოთხ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა. როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, ოთხივე თანამშრომლი კუტურის სამსახურში მუშაობდა, რომლებიც ხელმძღვანელმა ,,ჯეოსტარელმა“ გურამ პაპუაშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ მათ ზემოთ აღნიშნული კითხვა ერთგვარი შემოწმების მიზნით დაუსვეს. ოთხივე თანამშრომელი სამსახურიდან გამგებელმა დავით ხმიდაშვილმა გაათვისუფლა. მანვე გააფრთხილა ისინი, რომ თუ სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზს გაახმაურებდნენ, დმატებითი პრობლემები შეექმნებოდათ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გათავისუფლებულების ნაწილის საქმეებს, გათავისუფლების მიზეზად, პირადი განცხადებები დაურთეს, ხოლო ვინც უარი თქვა განცხადების დაწერაზე, მათ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ჩაუწერეს. გათავისუფლებულთა შორის არიან სესილი ოქროშიაშვილი, ანა ჩუტკერაშვილი და ნინო ტატიაშვილი. მათ ადგილზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოჯახის წევრი, ვიცეგუბერნატორ რევაზ კახნიაშვილის მეუღლე და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები დაინიშნენ. წყარო ასევე იუწყება, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლები შიშისა და ტერორის ქვეშ ჰყავთ აფრთხილებენ, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ხელმოწერებს არ შეურთდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted December 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 რა საყვარლები არიან ივანიშვილის კრიტიკანები!!! Anonymous 02/12/2011 12:28:02იბანაშვილი-"საქართველო, არის უფრო ნაკლებად დემოკრატიული, ვიდრე რუსეთი და მას არ აქვს უფლება ასწავლოს მეზობელს" აბა პირუტყვო იბანისტებო ამოძვერით კანალიზაციიდან და ადვოკატობა გაუწიეთ თქვენ ჭკუასუსტ ფილოსოფ-ფსიხოლოგ გაურკვეველი აზროვნების კუმირს..აბა ველოდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2011 GeoStreamრა საყვარლები არიან ივანიშვილის კრიტიკანები!!! შემთხვევით მოვხვდი პრესა.გე-ზე და მინდა რომ თქვენც გაცინოთ: გია თორთლაძე: ივანიშვილი ფსიქიკურად შეშლილია... 22:31 01.12.2011[თეონა მანაგაძე] ტელეკომპანია “მაესტროში” არსებულ ვითარებას, ოპოზიციონერი დეპუტატი გია თორთლაძე ბიძინა ივანიშვილის “ბოდვებს” უკავშირებს. როგორც „პრესა.ჯი-ს“ თორთლაძემ განუცხადა, “მაესტროს” ეთერში, ეკა ბერიძის გადაცემაში, ივანიშვილმა გაუაზრებელ თემებზე ისაუბრა და მისი მომხრეები შოკში რომ არ ჩავარდნილიყვნენ, ტელეკომპანიაში არსებული პროცესები, დიდი კრახის გადასაფარად მიმდინარეობს. მისი თქმით, ეკა ბერიძის გადაცემაში იგრძნობოდა, რომ ივანიშვილთან კითხვები წინასწარ შეთანხმებული იყო. “იმ დღეს, ეკა ბერიძის ინტერვიუ მოვისმინე, სადაც მონუსხული ჟურნალისტი ვნახე, რომელიც, პრაქტიკულად, ივანიშვილის ბოდვებს უსმენდა. არცერთი კითხვა არ დასმულა და შესაბამისად, არც პასუხი ყოფილა პოლიტიკური საკითხებზე, ეკონომიკაზე, სოციალურ თემებზე, სასამართლოზე და რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობაზე. აბსოლუტურად მიუღებელ კონტექსტში ისაუბრეს. ივანიშვილი ფსიქოანალიტიკურ თემებზე საუბრობდა. ფაქტობრივად, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის ინტერვიუ მოვისმინე. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ მეგონა, საქმე სერიოზულ ოპონენტთან მქონდა და მის ოპონირებას ვაპირებდი, მაგრამ მომავალში, ეს ძალიან გამიჭირდება, რადგან ის დალაგებული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ისეთი რაღაცეები მოვისმინე, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ამაზე არ ილაპარაკებდა. არ ვიცი, მას რა მკურნალობა უშველის, მაგრამ ფაქტია, რომ ავადმყოფი ადამიანია”, - განაცხადა თორთლაძემ. ოპოზიციონერი იმ პოლიტიკურ ლიდერებსაც აკრიტიკებს, რომლებიც ივანიშვილის პარტნიორებად მოიაზრებიან. თორთლაძის განცხადებით, ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პარტიების ლიდერები უსინდისოები არიან, რადგან ისინი არაჯანსაღი ადამიანისგან ფულის გამოძალვას ცდილობენ. “იმ პოლიტიკოსებზე საუბარი ზედმეტია, რომლებიც არაჯანსაღ ადამიანს ფულს ართმევენ. მათი მიზანია, ივანიშვილს ფული გამოსძალონ და გადარიონ. ამ ყველაფერს რა მოჰყვება, არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, ისინი ოლიგარქს არცერთ საკითხზე კითხვას არ უსვამენ. ეს უსინდისობა და არაკეთილსინდისიერი საქციელია, როცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანს ფულს სძალავ”, - აღნიშნა თორთლაძემ. დეპუტატი “მაესტროს” გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტელევიზიაში რაც ხდება, მას ნაკლებად აინტერესებს, თუმცა, იცის, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის “ბოდვის” გადასაფარად მიმდინარეობს. “დავა ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ამ აჟიოტაჟის მიზანია, ივანიშვილის ბოდვები მიიჩქმალოს, რადგან მისი გამოსვლა მომხრეებისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა. “მაესტროს” უფროსები და ივანიშვილის პარტნიორები ცდილობენ, ეს ამბები გადაიფაროს. ამბობენ, ყველაფერი ხელისუფლების დაკვეთით ხდებაო. ივანიშვილს ეს სიგიჟეები ხელისუფლებამ დაუკვეთა? ამ ამბებში ხელისუფლება რა შუაშია?“ - განაცხადა თორთლაძემ. შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, ტელეკომპანია „მაესტროში“, ერთმანეთს ეროსი კიწმარიშვილი და მამუკა ღლონტი დაუპირისპირდნენ, რის გამოც, ტელეკომპანიის ეთერი გუშინ რამდენიმე საათით გათიშული იყო. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=11367 სულ დაYLევდა ეს ხალხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted December 3, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.