Jump to content
Planeta.Ge

ბიძინამ ოპოზიციური სპექტრი შეიწოვა


Recommended Posts

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს "ხელთათმანი ესროლა"

15:07 12.10.2011

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ "ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. მისი განცხადებით, ნათელაშვილი მზად არის, ეთერში ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხოს.

 

"როგორც ჩანს, მასში წლების მანძილზე დაგროვილმა ბოღმამ ამოანთხია. ვთავაზობთ, პირდაპირ ეთერში ღიად გავარკვიოთ - ვინ აძლიერებდა ხელისუფლებას წლების მანძილზე და ვინ ებრძოდა მათ, დროა ეპისტოლარული ჟანრიდან საჯაროობაზე გადავიდეს ბიძინა ივანიშვილი და ვნახოთ, ვინ რა თამაშს თამაშობს", - განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

ყურადღება, ეს 12 ოქტომბრის ინფორმაციაა.

გოკა გაბაშვილმაც გამოაცხადა, რომ მზად არის ივანიშვილათ დებატებისთვის. ემზადებიან, ემზადებიან :givi: რას იტყვით შალვას მომხრეებო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ „დაუმორჩილებლობის შემოდგომა“ გამოაცხადა

07/11/2011 16:01

 

 

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ „დაუმორჩილებლობის შემოდგომა“ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

 

http://i027.radikal.ru/1111/b3/a10d14c065f6.jpg

მისი თქმით, დღეს დაიწყო საბოლოო ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

 

„ამით ჩვენ დავიწყეთ „დამოურჩილებლობის შემოდგომა“, რასაც მოჰყვება „დაუმორჩილებლობის ზამთარი“ და „დაუმორჩილებლობის გაზაფხული“, :givi: - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციით ბრძოლის მხოლოდ პირველი რაუნდი დაიწყო და იგი აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით დასრულდება.

 

„სანამ სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება“, - აღნიშნა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ მისი პარტია ხელისუფლების ქუჩის აქციების გზით შეცვლას უჭერს მხარს.

 

"ლეიბორისტების" აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს. პარლამენტის წინ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან პარტიის ლიდერებიც.

_________________________

მოკლედ გამოიღვიძა! :givi:

Edited by GeoStream
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ამით ჩვენ დავიწყეთ „დამოურჩილებლობის შემოდგომა“, რასაც მოჰყვება „დაუმორჩილებლობის ზამთარი“ და „დაუმორჩილებლობის გაზაფხული“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

დაუმორჩილებლობის ზაფხულმა რაღა დააშავა, იყოს ეგეც. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას რომ კუკავასავით არ წყდებოდეს გული...

 

კახა კუკავას ივანიშვილზე გული არ წყდება

11/11/2011 16:58

 

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ივანიშვილის როგორც მეცენატის მიმართ სიმპათია აქვს და გული არ წყდება, რომ მას პოლიტიკური თანამშრომლობა არ შესთავაზა.

 

 

კუკავას თქმით, კითხვა, თუ რატომ არ აირჩია ივანიშვილმა პარტნიორად მათი პარტია, ძალიან ჰგავს სიტუაციას, დაბადების დღეზე რომ არ დაგპატიჟოს ვინმემ და ამის გამო გული დაგწყდეს.

 

 

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, რომ ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს აქვს ხედვა, რომელიც მათი პოლიტიკური ხედვისგან განსხვავებულია.

 

 

„ივანიშვილმა თქვა, რომ დასანახად ვერ იტანს საპროტესტო აქციებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხია საგარეო პოლიტიკური ვექტორი – ჩვენი ხედვის თანახმად, საქართველოს საგარეო პრიორიტეტი უნდა იყოს ევროპული ორიენტაცია და არა ამერიკის სამხედრო ფორპოსტის მშენებლობა. ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ნორვეგია და ფინეთი და არა ისეთი, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი,“– განაცხადა კახა კუკავამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იზა - ბიძინა

17/11/2011 04:18:49

იძი ნა ხუი,ივანიშვილი!

 

 

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში ივანიშვილის გამო შეასწორეს

 

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთთან დაკავშირებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშში შესწორება შედის. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

 

საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ. დოკუმენტში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა აღწერილი.

 

შესწორება, რომელიც ანგარიშის ტექსტში უნდა შევიდეს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს ეხება. თუმცა, „თავისუფლების“ ცნობით, თავდაპირველი ვერსიით, შესწორებაში ივანიშვილის სახელი პირდაპირ იყო ნახსენები, ხოლო, როგორც შესწორების ავტორმა, ავსტრიელმა დეპუტატმა, ჰანეს სვობოდამ განუცხადა, შესწორების ტექსტი შეიცვლება.

 

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებზე არაპროპორციული პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაზე“, - განაცხადა ჰანეს სვობოდამ და დასძინა - „არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული, ისე, თითქოს ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვუჭერდეთ მხარს“.

 

დეპუტატის თქმით, ეს პოზიცია ზოგადია და მათ, ვისაც პოლიტიკურად გააქტიურება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. მისივე განცხადებით, ამ შესწორების შეტანის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ამერიკის და ევროპის მხრიდან, ასევე ამერიკული არასამთავრობოებისგან“ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.

 

შესწორების თავდაპირველ ვერსიაში ასეთი ფორმულირება იყო: „ევროპის პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტის გამო მას შემდეგ, რაც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მან პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე გეგმები გამოაცხადა“.

 

__________________________________________________________________

 

ვახ, ამათაც გამორჩათ ჩვენი ფორუმელი! :tavshi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

„ქართული პარტია“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმაც დატოვეს

02/12/2011 16:40

„ქართული პარტია“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის, შემდეგ უკვე თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმაც დატოვეს.

 

ვაკე–საბურთალოს, ისანი–სამგორის, გლდანი–ნაძალადევისა და მთაწმინდა–კრწანისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა შესაბამისი განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში გააკეთეს.

 

„პარტია დავტოვეთ თბილისის ხუთივე ორგანიზაციის თავმჯდომარემ. რაც ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა, იმის შემდეგ არ გვაქვს მორალური უფლება ამ პარტიაში გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ სოზარ სუბარის გუნდის წევრები ვართ და პარტრიაშიც მხოლოდ მის გამო ვიყავით,“– განაცხადეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

ესენი არიან: ვაკე–საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ფიოლია, ისანი–სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ჩართოლანი, მთაწმინდა–კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ღონღაძე და გლდანი–ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იაგო შაიშმელაშვილი.

 

მათივე თქმით, პარტია მათთან ერთად ბევრმა წევრმა დატოვა და უახლოეს დღეებში მსგავს განცხადებას რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც გააკეთებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს "ხელთათმანი ესროლა"

 

ეს კაცი სულ როგორ უნდა ისროდეს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილი ნანგრევებზე სიარულს არ აპირებს

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე ძლიერი მუხტი ჩანდა და საგულისხმო ქვეტექსტები ჩანდა.

 

„ასეთ შეხვედრებზე, როგორც წესი, ემოციური მუხტი უნდა გამოჩნდეს, ტექსტის სახით შეიძლება ახალი არც არაფერი ითქვას. დღეს ეს მუხტი იყო. ძალიან საგულისხმო იყო ივანიშვილის გამოსვლაც – ის, როგორც პოლიტიკოსი, არ აპირებს, რომ ნანგრევებზე იაროს. ცდილობს შეინარჩუნოს ყველა და ყველაფერი, რაც გამოადგება ქვეყანას. ეს ქვეტექსტი აშკარა იყო ამ პრეზენტაციაზე,“– განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების პრეზენტაცია, დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. მოძრაობის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის გარდა სიტყვით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოვიდნენ – პოეტი რატი ამაღლობელი, მწერალი ნაირა გელაშვილი, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ფეხბურთელი კახა კალაძე და მწერალი გურამ ოდიშარია.

 

"ქართული ოცნების პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას, სიმღერით გაიხსნა და მისივე ახალი სიმღერის პრეზენტაციით დაიხურა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინა ივანიშვილის მოხსენების სრული ტექსტი «ქართული ოცნების» პრეზენტაციაზე

 

 

პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას, ვინც მოახერხეთ და დღეს ჩვენთან ერთად ხართ ამ დარბაზში ან დარბაზის გარეთ შეიკრიბეთ. თქვენთან ერთად მივესალმები მათ, ვინც ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან ადევნებს თვალყურს ჩვენს შეკრებას.

 

 

მივესალმები მათ, ვინც ვერ გვიყურებს და ვერ გვისმენს, მაგრამ ჩვენსავით ფიქრობს. მივესალმები მათაც, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, მაგრამ ასევე უყვარს საქართველო და ოცნებობს მის საუკეთესო მომავალზე.

 

 

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა უფრო ფართო შეკრების მოწყობა, თუმცა წინ კიდევ ბევრი, დიდი თუ პატარა შეკრება გველის და საბოლოოდ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად. საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნება» იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე.

 

 

ძლიერმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი და მომავალი. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და აკონტროლებდეს არჩეულ ხელისუფლებას.

 

 

მოძრაობა შექმნის რეგიონალურ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხალხი დაუჭერს მხარს.

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა მოიზიდავს გამოცდილ პროფესიონალებს ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიცაა: მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი.

 

 

შესაბამისი თემატური ჯგუფები შეისწავლიან ცალკეულ დარგებში არსებულ ვითარებას და შეიმუშავებენ განვითარების ეფექტიან მოდელებს. ჯგუფებში გაიმართება კონსულტაციები კონკრეტული სფეროების ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

 

 

ჩვენი მიზანია სახელმწიფოს აღმშენებლობა იმ დემოკრატიულ სტანდარტებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ხელისუფლება.

 

 

2003 წლის «ვარდების რევოლუციამ», მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ვერ გაამართლა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი.

 

 

სამოქალაქო საზოგადოება უხეშადაა ჩამოშორებული სახელმწიფოს მართვას. მოშლილია ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევითი ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურებიან.

 

 

აბუჩადაა აგდებული ქვეყნის კონსტიტუცია. მისი გადაკეთებისა და ერთ ადამიანზე მორგების დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება.

 

 

ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება. გამეფებულია ელიტარული კორუფცია.

 

 

ადამიანის უფლებები პრაქტიკულად ყველა სფეროში ირღვევა. ციხეებში პოლიტიკური, უკანონო თუ მცირე დანაშაულის მქონე ათასობით პატიმარია გამომწყვდეული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში. ზეწოლა ხორციელდება მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნებისათვის ემზადება ან შექმნილი ვითარებით უფლებადამცველები ინტერესდებიან.

 

 

მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

 

 

ქვეყანაში დამკვიდრდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს ბიზნესის ლოიალობას და, ხშირ შემთხვევაში, სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან. ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

 

 

შედეგად მივიღეთ მონოპოლიებითა და კარტელური შეთანხმებებით მართული ეკონომიკა. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენის, როგორც მდგარდი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მთავარი გარანტის, ჩამოყალიბების წინაპირობა.

 

 

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებული ვითარება მოსწონთ იმ ბიზნესმენებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მანკიერი თამაშის წესებს ემორჩილებიან. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინიც ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

 

 

უმუშევრობა ინტენსიურად მატულობს. დამახინჯებული ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც კი, ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. უკიდურესად დამძიმდა ვითარება სოფლად. სოფელი ღატაკდება და იცლება.

 

 

დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა ჩვენი შვილების თაობას ნაციონალურ კატასტროფას უქადის. ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, გადახვეწილია ქვეყნიდან და, ხშირ შემთხვევაში, მონური შრომით ახერხებს ფიზიკურ გადარჩენას.

 

 

ცალკეული სოციალური პროგრამების მიუხედავად, არცერთი წარმატებული რეფორმა არ განხორციელებულა ჯანდაცვის სფეროში.

 

 

მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტ-ნაკლებად წარმატებულ სასწავლებლებში დაწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისათვის ხელმიუწვდომელია. უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული კულტურა, ანუ ის, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.

 

 

საქართველოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. უბედურება ეწვია მრავალ ქართულ, აფხაზურ და ოსურ ოჯახს, კონფლიქტებით გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. სავალალო პირობებში ცხოვრობს ათასობით დევნილი.

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები.

 

 

ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსები. არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია, ხედვა მაინც, რომლის განვითარების ხელშესაწყობად მზად იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა.

 

 

ხელისუფლების «სტრატეგიის» ერთადერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული «რუსული საფრთხის პრევენციის» პრინციპი. ხელისუფლება ამ მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებით პოლიტიკურად აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს.

 

 

რუსეთის აგრესიასთან «პერმანენტული ბრძოლის» მიზეზითვე ამართლებენ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას.

 

 

სახელისუფლებო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის და შიდა დაპირისპირების გაღვივების მცდელობა. რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის, რომელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებით ამაყობს ჩვენი ქვეყანა.

 

 

როგორც წესი, ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება ჩვენი თანამემამულე ეთნიკური უმცირესობები. თვალშისაცემია საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მინიმალური ხარისხი. უკიდურესად დაბალია მმართველ რგოლებში მათი წარმომადგენლობის დონე.

 

 

თვითნებურად ყალიბდება საარჩევნო კანონმდებლობა. საგანგებო სახელისუფლებო ჯგუფი მუშაობს გაყალბების უკვე გამოყენებული პრაქტიკისა და მეთოდების დასახვეწად.

 

 

ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ჩვენი სრული გაუცხოება სამშობლოსაგან. Mმისი იდეოლოგია არის აპათია, მისი გეგმაა _ გათიშე და იბატონე, მისი ლოზუნგია – ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია.

 

 

განსაკუთრებით მინდა შევეხო ახალგაზრდა სახელმწიფოსათვის აუცილებელი რეფორმებისა და, ზოგადად, ცვლილებების თავსებადობას საზოგადოების მოთხოვნებთან. ჩემი ღრმა რწმენით, არაადეკვატური მართვის სტრატეგიის გამო, დღეს რეფორმის ცნება აშკარად დამახინჯებულია.

 

 

რეფორმებად წოდებულმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა ინტელექტუალური და შრომითი რესურსების დიდი ნაწილი.

 

 

რეფორმებმა, რომლებზეც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, დიდი ხანია ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექპერიმენტის ხასიათი მიიღო. რეფორმებით მართლდება უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჩამორჩენა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმებით აღშფოთების მიზეზი ქართული საზოგადოების მენტალიტეტია, თითქოს ქართული კულტურა ძნელად თავსებადია ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს.

 

 

სინამდვილეში საქმე სწორედ რომ პირიქით არის. მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ქართველი ხალხი შეუცდომლად გრძნობს და მხარს უჭერს ხოლმე ისეთ ნოვაციასა და ცვლილებებს, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია.

 

 

ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს წესრიგის, კანონიერების, სამართლიანობის მოთხოვნა. ვიმეორებ, ხალხი მზადაა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტერესებს.

 

 

ამის ნათელი ნიმუშია ის ორი პრეცედენტი, რომელიც ამ გაუზრებელი, არსებითად თვითმიზნური რეფორმების პროცესში გამოვლინდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ კორუფციის სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა საქართველოს განათლების სისტემას. საზოგადოება ერთსულოვანი მოწონებით შეხვდა ხელისუფლების ამ ნოვაციას, მაგრამ ამ კონკრეტული რეფორმის იქით განათლების სისტემაში უმძიმესი შეცდომებია დაშვებული.

 

 

წარმატებული იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმაც, რომლის შედეგად მივიღეთ არაკორუმპირებული, კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლი პოლიცია. ამ რეფორმას საქართველოში არ მოჰყოლია რაიმე რყევა, იგი მიმდინარეობდა სწორედ რომ ქართული საზოგადოების გამოკვეთილი მხარდაჭერის ფონზე.

 

 

დღეს საქართველოს პოლიციაში ათიათასობით ჩვენი თანამემამულე მუშაობს პროფესიული ღირსების შეგნებით. მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთ თვალსაჩინო წარმატებას თან მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და, რაც მთავარია, სამართალდაცვის სტრუქტურების დაუფარავი პოლიტიზაცია, როდესაც მათ ხელისუფლება საზოგადოების დათრგუნვისა და დაშინების იარაღად იყენებს. ეს ანგრევს მიღწეულ წარმატებას.

 

 

ჩვენ ისეთი სახლმწიფო გვჭირდება, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახურება ხალხს და არა მმართველ პოლიტიკურ ელიტას.

 

 

საზოგადოების მოთხოვნაა სამართლიანობა და არა რეპრესია, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით დაწყებული საშუალო სკოლებიდან, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლებით.

 

 

ხელისუფლებისათვის ჩვენ ყველა _ სხვაგვარად მოაზროვნეები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები ვხდებით მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის ლიდერს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, გამჭვირვალე საარჩევნო სიებს, თავისუფალ მედიას, ანუ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. უფლებებს, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი სამშობლო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს.

 

 

დღეს ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, რომლის მმართველიც, მის მიერ ჩადენილ შეცდომათა გამო, მიუღებელია საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე. ხელისუფლებამ სრულად ამოწურა ყველა საშინაო და საგარეო კაპიტალი და იქცა მთავარ ხელშემშლელ ძალად ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

 

 

დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: ხომ არ შეეგუა საქართველოს საზოგადოება არსებულ რეალობას _ იმას, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, უტიფრად გვატყუებენ, ღირსებას გვილახავენ, ხომ არ შევეგუეთ იმას, რომ «უპურო სანახაობის» ქვეყანაში ვცხოვრობთ.

 

 

დადგა დრო, დავუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე.

 

 

მიგვაჩნია რომ:

 

 

სახელმწიფოს მართვის სისტემა უნდა დავაფუძნოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვაზე;

 

 

უნდა აღვადგინოთ ბალანსი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც გამორიცხავს ძალაუფლების თავმოყრას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და ავტორიტარულ მმართველობას;

 

 

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი უნდა მივიღოთ მხოლოდ საზოგადოებასთან კონსულტაციების საფუძველზე;

 

 

მთავრობის საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისი დამქირავებლის _ საქართველოს ხალხის ინტერესების გამომხატველი, როგორც საბიუჯეტო ხარჯების, ისე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას;

 

 

მედია უნდა გავათავისუფლოთ სახელმწიფო კონტროლისაგან, იგი უნდა იქცეს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მრავალმხრივი, მიუკერძოებელი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი;

 

 

სასამართლო უნდა დავიცვათ ნებისმიერი გარე გავლენისგან, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულება უნდა დავაფუძნოთ ერთადერთ პრინციპზე _ კანონის უზენაესობაზე.

 

 

გვწამს, რომ ამ პრინციპებისადმი საზოგადოების თითოეული წევრის ერთგულება «ქართული ოცნების» ასრულებამდე მიგვიყვანს.

 

 

დღეიდან ჩვენი მიზანია:

 

 

ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი;

 

 

ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება;

 

 

ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა;

 

 

დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია;

 

 

სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება;

 

 

ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება.

 

 

ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან. ჩვენი ვალია აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ამ ჯაჭვში შევინარჩუნოთ საქმენიც და ადამიანებიც, რომლებიც ამ წლებში ახერხებდნენ და ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო.

 

 

ჩვენი მიზნების აღსრულება არ არის უბრალოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი უზენაესი მოვალეობაა.

 

ერთად ავაშენოთ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეებით დასახლებული, ყველასათვის საოცნებო საქართველო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბოლოოდ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად

დანარჩენი უკვე აღარაა საინტერესო. თითონ სულ არჩევნებით გახდა ხომ მილიარდერი? აირჩიეს მილიარდერად და ვსიო :) არც არავისი მოკვლა არ დასჭირვებია (ჩერეზ ვიღაც მაინც), არც არავისთან შეკრულა, აი ასე, ჩესნად, არჩევნებით იშოვა მილიარდები და მერე აქ კიკაბიძეებს და ბოკერიასდედებს და ასანიძეებს აფინანსებდა და მერაბიშვილისთვის ტყვიებს და გაზს ყიდულობდა რომ კარგად დაერბიათ მიტინგები. ეხლა უცებ ფრთები ამოუვიდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია;

 

ა კაცი :yes:

 

ისე ერთი შეხედვით ჩუმი ჩანს,მარა ბალამუტის თავი კი ქონია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დანარჩენი უკვე აღარაა საინტერესო. თითონ სულ არჩევნებით გახდა ხომ მილიარდერი? აირჩიეს მილიარდერად და ვსიო :) არც არავისი მოკვლა არ დასჭირვებია (ჩერეზ ვიღაც მაინც), არც არავისთან შეკრულა, აი ასე, ჩესნად, არჩევნებით იშოვა მილიარდები და მერე აქ კიკაბიძეებს და ბოკერიასდედებს და ასანიძეებს აფინანსებდა და მერაბიშვილისთვის ტყვიებს და გაზს ყიდულობდა რომ კარგად დაერბიათ მიტინგები. ეხლა უცებ ფრთები ამოუვიდა

თქვენი კუმირი პუტინი გაგახსენდათ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიძინამ ოპოზიციური სპექტრი შეიწოვა

გრძელდება შეწოვა და დავითაშვილთან ეს მანიპულაცია ადვილი არ გეგონოთ :givi: ისე მე მგონი ამ კაცს (ივანიშვილს) სულაც არ უნდა არჩევნების მოგება მისი გადაწყვეტილებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.

 

 

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ კოალიციას შექმნიან

 

ბიძინა ივანიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარ კოალიციას შექმნიან. ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კოალიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ შეიქმნება. საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, საარჩევნო ბლოკს შექმნიან.

 

პრესსამდივნოს განმარტებით, შეთანხმება სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებასაც ითვალისწინებს.

 

ამასთან, ბიზნესმენის პრესსამდივნოს ინფორმაციით, უკვე შედგა შეთანხმება "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში.

 

 

წყარო

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

აი ესეთი "ბულკები" მიყვარან! :pupuza:

წონასწორობა, გონება დაკარგული "ოპონენტები" :)

უაზროდ რომ იწყებენ "პინგვინიო", "ივანოვიო", "ბოსელიო" :givi: თან ამ სიტყვების უკან უსუსურობა რომ არის გამოკვეთილი აშკარად.

 

წაიკითხეთ და დატკბით, ფორუმელებო :read:

 

ნანკა

05/01/2012 02:49:02

აბა სირცხვილი არაა ეხლა ეეს? ეს უნიჭო ალბინოსი და ატეისტი ოჯახი რა უნდა პატრიარქთან ასეთებს? ნაირა რუხაია ვინაა დიდებული ოჯახიშვილი ბერაა? რითია დიდებული ფულიით? შე აფერისტო შენა.გლეხები,უმდაბლესი წრე,მისი დედა მამა სანათესაო ყველა ბოსლების ხალხია ,შენთვის დიდებულება ეტყობა რომ ფულით განისაზღვრება დეგენერატო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...