Jump to content
Planeta.Ge

მათე კირვალიძეს 3 სახე


Recommended Posts

ელეკომპანია “იმედში” ბიზნესმენ ბიძიანა ივანიშვილს ტელევიზიის მისამართს ახსენებენ და პირადი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ტელეიმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ განუცხადა, მსგავსი შეთანხმებები ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ხდება.

“იმედის” მისამართი არის ლუბლიანას 5 და მისი გენერალური დირექტორი გიორგი ლომინაძეა, ადგეს ივანიშვილის პრესსამსახური, რომელიც არც კი ვიცი ვინაა და წერილი მაინც გამოაგზავნოს იმის შესახებ, თუ რა სურს რომ შემოგვთავაზოს.

მისი თქმით, ეთერის დათმობის თემა სააგენტოებში გასარჩევი არაა და ამას პირადი მოლაპარაკებები სჭირდება.

„დანარჩენს კი, თუ როგორ გავაშუქებთ მასზე ინფორმაციებს, ამას ჩევნ გადავწყვეტთ“,- დასძინა მან.

„ეს ის ტელევიზია არაა, რომელსაც 5 დღეა ლანძღავს და მიწასთან ასწორებს? მე მიმაჩნია რომ ეს თემა სააგენტოებში გასარჩევი არაა და თუ მას სურს პრესკონფერენცია მოაწყოს, ეს “სკაიპითაც” შეუძლია გააკეთოს, დარეგისტრირდეს “სკაიპში” და ისე მოგველაპარაკოს, ან დასმულ კითხვებს ამ ფორმით უპასუხოს“,- გაანცხადა კირვალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ქართული მედიისთვის თავისი პრეს-კონფერენცია პრეს-სამდივნოს ოფისიდან გამართოს. ამის შესახებ ივანიშვილის პრეს-სამდივნოს მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი განუზომლად გაიზარდა. თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი 2″, “იმედი”) პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას უზრუნველყოფს, 14 ოქტომრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის, პრეს-სამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის პრეს-კონფერენცია გამართოს. იგი მზად არის, ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე პასუხი გასცეს. ჩვენ ეროვნული მაუწყებლის მესვეურებს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას ვთავაზობთ, რაც მაყურებელთა უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამება. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ ზუსტი თარიღი გამოცხადდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

http://www.epn.ge/?p=82863

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის არა ცხოვრება? :)

უცნაური, დაუნდობელი, ბოროტი...

ერთხელ აირჩევ არასწორ გზას და...

ესლი ტი პოსტროილ სტო მოსტოვ, ნო ოტსოსალ ოდინ ჩლენ, ტო ტებია ზაპომნიატ ნე კაკ მოსტოსტროიტელმა ა კაკ ჩლენოსოსა...

მათე - შენ ჩლენოსოსი ხარ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა დავწერო?

მეოთხე ემოციურ გამოსვლას ველი ახალი ხელისუფლების ოფისიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერიც არ უნდა დაწერო.

ჯუსტ დაიმახსოვრო ეს სახელი და გვარი. სანამ მხილების დრო არ მოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესლი ტი პოსტროილ სტო მოსტოვ, ნო ოტსოსალ ოდინ ჩლენ, ტო ტებია ზაპომნიატ ნე კაკ მოსტოსტროიტელმა ა კაკ ჩლენოსოსა...

აი, როცა მართალ რამეს ამბობ (და ხშირად ამბობ), ხომ არ გედავები ხოლმე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეხლა ეს კაცი მიშას ემსახურება..

მიშას კი არა თავის თავს ემსახურება ახლაც და ყოველთვის. ფაქტების ანალიზი და სწორი დასკვნის გამოტანა ვეღარ უნდა ისწავლო ამხელა კაცმა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავის თავს ემსახურება მიშას მსახურის მეშვეობით. ვცდები?

სახელი არაა აქ მნიშვნელოვანი. ბატონი ყოველთვის მოიძებნება. ეს კაცი რომ უპრინციპოა ამაშია პრობლემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ერთი პრინციპული მანახე რა ხელისუფლების მომხრე :)

ერთი მაინც. ოღონდ პრინციპულობის მაგალითით :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ისე ირითმება რომ.... ძალიან მიჭირს თავის სეკავება :D

ამაზე მართლა არ მიფიქრია

მოისპი შენ!

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სახელი არაა აქ მნიშვნელოვანი. ბატონი ყოველთვის მოიძებნება. ეს კაცი რომ უპრინციპოა ამაშია პრობლემა.

მაშინ რა გამოდის,რადგან მათემ პოზიციები იცვალა ამიტომაა უპრინციპო,რეალ ტივის,პრესა.გე-ს,აი ტვის და სხვადასხვა ერორების ჟურნალისტები,რომლებიც მიშამდე სხვა ტელევიზიებში არ მუშაობდნენ პრინციპულობის მაგალითებია.ანუ ერთი ბატონის უპირობა მსახურობა პრინციპულობას ნიშნავს?

ეს კითხვა თქვენდამი არაა მიმართული,ზოგადია.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...