mtidan Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 ფაქტიურად თვითგანადგურების გზას ადგას. დაკარგული აქვს საკუთარი თავის რწმენა. რაიმე გამარჯვება სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი. 100%. ხალხი დაჩმორების მდგომარეობიდან გამოდის და რა არის ამაში მიუღებელი. რაღაცამ ხომ უნდა გააერთიანოს ასე გათითოკაცებული ხალხი. გინდა ბანკში შეიტანონ ფული და გინდაც ჯოკერი ითამაშონ პარებში, მთავარია ერთობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 გინდა ბანკში შეიტანონ ფული და გინდაც ჯოკერი ითამაშონ პარებში, მთავარია ერთობა.ჯოკერის პარებში თამაში ჯობია. უფრო სოლიდარობა იქნება. 3 დღის წინ კიბიდან ჩამოვვარდი, და იქნება თავი დავარტყი და ვერ ვხვდები, იმენა ანგარიშის გახსნა რატომაა სოლიდარობა, და არა უბრალოდ რამე პროტესტი, ან რომელიმე სხვა ბანკებიდან ანგარიშის გადატანა ქართუში. აი ანგარიშის გახსნა რას ნიშნავს? ფული აკლია ივანიშვილს და ეხმარებიან? მე კი ვიცი რატომაც ხსნიან ანგარიშს, მაგრამ მწარედ ცდებიან მაღრაძეს და პაპავას და კიდე ზოგიერთებს შეიძლება მართლაც ჩაურიცხოს იმ ანგარიშზე რამე ბიძინამ, მაგრამ დანარჩენებს ტყუილად აქვთ იმედი. მანდ ვინც ეხლა "სოლიდარობის" ნიშნად ანგარიშს ხსნის, აუცილებლად ფიქრობს, რომ "ეგება დამიფასდეს ბიძინასგან". აი, რომ დასაწვავად დამაბან, ამოიღონ იმათი თავის ტვინიდან აზრების ჩანაწერები (რამე უახლესი პრიბორებით), და ამტკიცონ, რომ არა, ასე არ ფიქრობენო, მაინც არ დავიჯერებ, და ვიტყვი, რომ ისინი მაინც პირად ანგარიშზე ბიძინას მხრიდან მადლიერების ნიშნად თანხის ჩარიცხვის იმედით არიან ბრუნო იყო თუ ვინ იყო, რო გაყვიროდა, მაინც ბრუნავსო, აი ეგრე ვიტყვი მეც, რომ მაინც ეგრეა. თუ გინდათ დაჟე დავიგინები, ოღონდ მერე არ ეწყინოთ, ვინმეს რომ შეეწეროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 იგივე ჯგუფში გუშინ ეს გოგონა ივანიშვილს დახმარებას სთხოვდა, გარეთ მაგდებენო მოქალაქეობას რომ აღიდგენს, მერე ბატონ babuagiorgi-საც აღუდგენს საქართველოს მოქალაქეობას. ბატონი babuagiorgi ამას იმსახურებს! პ.ს. პროფესორების გასაგონათ. პირველსავე წერილში ბიძინამ მტრად მერყევები ("შუა უნდა გაიკრიფოს") გამოაცხადა. ვინც ეჭვით უყურებს, ისინი კი კარგ ხალხაო. თქვენ გაგიმარჯოთ, კარგო ხალხო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 3 დღის წინ კიბიდან ჩამოვვარდი, და იქნება თავი დავარტყი და ვერ ვხვდები, იმენა ანგარიშის გახსნა რატომაა სოლიდარობა, თქვენ როდის დახურავთ ანგარიშს "ქართუ ბანკში"? რას ელოდებით? მაგაშიც კიბეა დამნაშავე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 (edited) თქვენ როდის დახურავთ ანგარიშს "ქართუ ბანკში"? რას ელოდებით?თანხის ჩარიცხვას. არაა თანხა არაფერი და რომ ჩამირიცხავენ, გამოვიტან სულ და დავხურავ Edited November 3, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 DonCaredo3 დღის წინ კიბიდან ჩამოვვარდი, და იქნება თავი დავარტყი GeoStream -ს ეთამაშე ჭადრაკი და თუ მოგიგო ცუდადაა საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 GeoStream -ს ეთამაშე ჭადრაკი და თუ მოგიგო ცუდადაა საქმე სად თამაშობთ ჭადრაკს მეც მითხაით ,დაგანგრევთ,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 სად თამაშობთ ჭადრაკს მეც მითხაით ,დაგანგრევთ,,,www.chess.com Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 Saturnუნდა დავრეგისტრირდე თუ ისედაც შეიძლება? მერე როგორ უნდა გიპოვოთ..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 (edited) უნდა დავრეგისტრირდე თუ ისედაც შეიძლება? რეგისტრაცია აუცილებელია მერე როგორ უნდა გიპოვოთ..?ჩვენ თვითონ გიპოვით, როცა კლასს აიმაღლებ Edited November 3, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 ჩვენ თვითონ გიპოვით, როცა კლასს აიმაღლებ აჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ უი მოიცა დავრეგისტრირდე, მე თქვენ განახებთ კლასს,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 სოლიდარობა ნაკლებად, ფათხალიმობა კი აქამდეც გვქონდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted November 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2011 საყოველთაო ეროვნული ორგაზმი Edit This Entry იდეაში ვცდილობთ დემოკრატიის თამაშს, მაგრამ გულის სიღრემში ტოტალიტარულ რეჟიმს მივსტირით. ერთი მხვრივ ვეწინააღმდეგებით ერთპიროვნულ მმართველობის ფორმას და ამავე დროს ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება ძლიერი მმართველის გარეშე. ვეძებთ და ვპოულობთ, ვლოცავთ და ვაგინებთ. ფაქტობრივად ქრონიკულ მაზოხიზმის სტადიაში ვიმყოფებით. პიროვნება გადაარჩენს საქართველოს! ადამიანს მესიურ ღირებულებეს ვანიჭებთ, გვჯერა იმისა, რომ ძლიერ და სამართლიან პიროვნებას უნარი შესწევს დაგავპუროს და გაგვაკეთილშობილოს, ამავე დროს კი გვავიწყდება ის, რომ ერთ ადამიანს მისი ბუნებიდან გამოდინარე არ ძალუძს მოსახლეობის ყველა ფენის სურვილების გათვალისწინება და დაკმაყოფილება, რაც დასაბამშივე გამორიცხავს დემოკრატიითვის აუცილებელ ელემენტებს.ამ შემთხვევაში ჩვენთვის ალბათ, უფრო მისაღები არის მონარქიული სისტემა, სადაც ძალაუფლება არა არჩევნების გზით, არამედ შთამომავლობით გადადის. რაც გარკვეულ შემთხვევაში გამორიცხავს ძალაუფლებისთვის ბრძოლას და ამცირებს დიქტატის ნეგატიურ ზეგავლენას. თან ეს ერთგავრ პოზიტივად შეიძლება აღვიქვას, რადგან საზოგადოებას არ უჩნდება მესიის ძებნის წყურვილი, რამე თუ წინასწარ არის შეგუებული არსებულ მდგომარეობას. “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა.” თუ დიდ გალაქტიონს დავუჯერებთ და ერს სინამდვილეში თავისუფლება სწყურია, მაშინ აქედან გამომდინარე ადეკვატური მოთხვნილება უნდა წარადგინოს, რამე თუ მთავარი მიზეზი იმისა რასაც გვაწვდიან, ისევ ჩვენი მოთხოვნილებებიდანაა გამოდინარე. ამ შემთხვევაში კი არა მესიას უნდა ვნატრობდეთ, არამედ გუნდს, სადაც ქვეყნის მმართველობა ყველა ფენის წარმომადგენლობით სისტემაზეა აგებული. ხელისუფლებისათვის ბრძოლა კი კონკურენციის ელემნტებს შეიცავს და შემოთავაზებული პროდუქტი არა იაფფასიანი დაპირებებია, არამედ პარტიის საარჩევნო პროგრმაა.საარჩევნო პროგრამა კი დავითის საფლავზე დადებული ფიცი როდია, როგორც ეს უმეტესობას ჰგონია, არამედ სპეციალისტების მიერ დარგობრივად დამუშავებული და პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარე ამომრჩევლისთვის შეთავაზებული პროექტია, რის საფუძველზეც ამომრჩეველი იღებს არჩევნის გადწყველებას.დღეს საქართველოში მიაჩნიათ ის, რომ პროგრმა არ არის ხელისუფლების შცვლის მთავარი მექანიზმი, რაც ფაქტობრივდ სიმართლეს შეეფერბა, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ ეს არაეფექტიური იარაღია, არამედ იმის გამო, რომ ამჟამად პოლიტიკურ სპექტრს არ ჰყოფნის გამბედაობა და უნარი ალტერნატიული სისტემის შემოთავაზებისა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პოლიტიკოსები არა მარტო ეთანხმებიან საზოგადოების “სურვილს”, არამედ საყოველთაო ეიფორიის უშუალო მონაწილეებიც ხდებიან და ეს საკუთარი რეიტინგის ხრჯზე. შედეგი კი ისევ ისეთი იქნება. მივიღებთ დემოკარტიის დეფიციტის მქონე ხელისუფლებას, რომელიც მომავალში უკვე დავიწყებულ ახალ “დეჟავიუ” ცვლილებების მოთხოვნლება წამოჭრის ჩვენში.ზემოთ მოყვანილიდან გამოდინარე, ჩვენზეა დამოკიდებული ის თუ სანამდე გვინდა ვიტრიალოთ ამ კავკასიურ ცარცის წრეში და რამდენადაა ჩვენში სურვილი სიმართლეს გვუსწოროთ თვალი. შევეშვათ ამ საყოველთა ერვნულ ორგაზმით თვითდაკმაყოფილებას და გავუდგეთ შეიძლება შორ, მაგარმ სწორ გზას. ამისათვის კი საზოგადოებაში დემოკრატიული აზროვნების ფორმირებაა საჭირო, რაც ფაქტობრივად პოლიტიკოსთა პრერეგატივაა.როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია და რეჟიმი მომავალ მართველობის რეოგანიზაციასთან ერთად ძლიერი კონკურენციის პრობელმების გადაჭრით არის დაკავებული და ხელისუფლებისთვის ბრძოლის მეთოდებს ისევ შიში და ფული განსაზრვრავს, არსებოს შანსი განსხვავებული აზროვნების დამკვიდრებისა. ეხლა საკითხავია ის თუ ვინ შესძლებს დროულად მდგომარეობის შეფასებას და გაბედავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას. იმ დროს როდესაც ყველა იმედი გადაწურულად მიგვაჩნია და გამოსავლი არ სჩანს არის რამოდენიმე არჩევანი, ან გავყვეთ დინებას და შევუერთდეთ საყოველთაო ეიფორიათა სერიალებს, ან კიდევ ვცადოთ შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც ბევრს შუძლებელი ჰგონია, რამე თუ ცხოვრების ხარისხს არა პირადი თვითკმაყოფილება, არამედ მომავალი თაობის წინაშე შესრულებული ვალდებულება განსაზღვრავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted November 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2011 (edited) საყოველთაო ეროვნული ორგაზმი Edit This Entry იდეაში ვცდილობთ დემოკრატიის თამაშს, მაგრამ გულის სიღრემში ტოტალიტარულ რეჟიმს მივსტირით. ჩანს, რომ გულიდან მოდის დაწერილი. მაგიტომ დაგისვით პლიუსი. თუმცა მხოლოდ 1/4 თუ დაგთანხმდებით!1. პირველად დაინახეთ ქართველი ხალხი, რომ ესე გაოგნებული ხართ?2. როდის იყო საქართველოში დემოკრატია, რომ უცებ დემოკრატიულ საზოგადობას ჩამოყალიბდეს? მშიერი, დამცირებული და იმედ დაკარგული ხალხი ახალი არჩევნების, თუ სამართლიანი და ძლიერი ხელისუფლების იმედით ცხოვრობდა? 3. იმედია თქვენ პრეტენზია ხალხის მიმართ გაქვთ, ბატონო babuagiorgi, და არა იმ ძალის მიმართ, რომელმაც ეს აღვირახსნილი ხელისუფლება ოდნავ მაინც დააბალანსა, გააწონასწორა, გამოაფხიზლა.4. როგორ ძალას და რომელ ლიდერს ელოდით 2012 წლის არჩევნებისთვის? სუპერმარკეტი კი არა სოფლის მაღაზიასავით არის ქართული პოლიტიკური სპეკტრი გაფხეკილი - არაფერზე არ მიგივა გული, არავის არ ანდობ და არავის არ ენდობი.5. არ არის გარანტია, რომ თქვენი წინათგრძნობა გამართლდეს და ახალი ძალა ისეთივე ხარბი, უკომპენტენტო, დაუნდობელი და გულცივი ქართული სულისკვეთების მიმართ იყვეს. არა და 2012 ისევ უნდა მისცე საქართველო საჯიჯგნათ მიშას ან აუნდა შეიცოდო საქართველო. ვინ გეცოდებათ მიშა თუ საქართველო? თქვენ თავს გაეცით პასუხი! მე თქვენი პასუხის გარეშეც გამოვიცნობ თქვენი პოსტებით.6. დრო დაუნდობლათ გავა და 2012 წელს არჩევნის წინ დადგებით! დაუნდობლათ არჩევნის წინ დადგებით - ან ისევ მიშა, ან ბიძინა. აი ამაშია ცხოვრების რეალობა, ბატონო babuagiorgi. თქვენი იდეალების და იდეურობის მიუხედავათ. არ მახსოვს რა ორგაზმს და ეიფორიას განიცდიდით "ვარდების რევოლიუციის" დროს. არ მახსოვს ეგ დრო და არ მესმის ეიფორია რაა. არც ეხლა არა მაქვს ეიფორია. გამიგია, რომ ეიფორია იყო ზვიადის მოსვლის დროს. ალბათ ისევ იმ ხალხს აქვთ ეიფორია. ახალგაზრდეს არავითარი ეიფორია არა გვაქვს. იმიტომ, რომ საკუთარი თავისა გვჯერა და ვიცით, რომ საკუთარი ხელებით უნდა გავაკეთოთ. ისიც, რაც თქვენმა თაობამ უტვინობით და ბაქიაობით წაგვართვა! Edited November 4, 2011 by GeoStream Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 4, 2011 babuagiorgiპიროვნება გადაარჩენს საქართველოს! ქართულ ზღაპრებშიც სულ გმირზე იყო აქცენტი გადატანილი. ბოროტი გველეშაპი და მისი მძლეველი ჭაბუკი. ალბათ ეგეთები ვართ ოდითგანვე. პ.ს. ბაბუაგიორგის არ ეხება, მაგრამ ბევრი პოლიტიკური ლიდერი შურით უყურებს ივანიშვილისადმი ხალხის ნდობას და რაღაც უაზრობებს აფრქვევენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.