Jump to content
Planeta.Ge

სოლიდარობა დაგვიბრუნდა მგონი, ან ვისწავლეთ...


Recommended Posts

[b]DonCaredo[/b]

 

მომწონს არ მომწონს ეგ სხვა საკითხია

მე ის ფაქტი მომწონს, რომ ხალხი თავისით მივიდა და რაღაც გაიღო..

რაც არ უნდა იყოს ,ის 1 ლარი იქნება ,თუ 100ლარი მაინც მისასალმებელია..:)

 

ამჟამად ლიბერთი ბანკის მეწილე, პრემიერ მინისტრობამდე საქართველოს ბანკს ხელმძღვანელობდა.

ჯიგარი..აუწყვია ცხოვრება..:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ის ფაქტი მომწონს, რომ ხალხი თავისით მივიდა და რაღაც გაიღო..

თავისით არა კვახი :) სამი დღეა კავკასიაზე ხან მაღრაძე გამოდის, ხან პაპავა, და აქუ კი ყველა გადაცემაში მაგას არეკლამებს. არ დაიჯერო, რომ თავისით. მე სერიოზულად ვამბობ. მაღრაძეს დარწმუნებული ვარ ექნება ანგარიშები სხვა ბანკში, პაპავასაც, და ბევრს, ვისაც 1 ლარი შეაქვს "სოლიდარობის" ნიშნად. გამოიტანონ ანგარიში ყველა სხვა ბანკებიდან და შეიტანონ ქართუში. აი ეგ უკვე ნამდვილი სოლიდარობა იქნება. მაგრამ ეგ არ აწყობთ. იცი რას გავს ეგ? ადრეც მითქვამს, ძველ ვოდევილებშია, "ტიგრან სოლომონიჩ, თქვენ შეგიძლიათ ქალის გულისთვის თავი გასწიროთ?" და ეს პასუხობს, საკაიფო აქცენტით, "ვა, მერე მე არაფერი არ მამივა?" :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისით არა კვახი სამი დღეა კავკასიაზე ხან მაღრაძე გამოდის, ხან პაპავა

ეგ არ ვიცოდი, მეპატიება..

ესეიგი მაესტროს დამოძღვრილი ხალხი მისულა ..

 

 

ეჰჰჰ..გადამიწურე სიახრულის უკანასკნელი წვეთიც.

მე კი მეგონა გაიღვიძა სოლიდარობამ..:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე იყო, თუ მატყუებს დონი?

არა კაცო, რა გატყუებ. მაღრაძემ წამოიწყო ეგ აქცია-სოლიდარობა. მივიდა და გახსნა ანგარიში ბანკში. მივიდა მერე აქუსთან. ატყდა მერე იქ სმს-ები. მერე მივიდა პაპავა, იბაზრა რაღაც ეკონომიკაზე და ბოლოს დაამთავრა მაგით, რომ მოუწოდა მეცნიერებათა აკადემიის ტიპებს, ჩვენც ჩვენი დახმარება ქართუში დავდოთ და სულ ერთბაშად არ გამოვიტანოთო, მერე აქუმ ხუთშაბათს მეც მივალ აქციაზეო და შევიტან ფულებსო და ეგრე წავიდა ეგ "სოლიდარობა" :) მაგარი სოლიდარობაა

პ.ს. ხო, ისე მე არცერთ სხვა ბანკში არასოდეს შემქონდა (თუ რამე მქონდა :) ). მანდ მაქვს მხოლოდ ანგარიში, და როგორაა ეხლა, სოლიდარული ვარ მეც, თუ მაინცდამაინც ფოტოკამერების წინ უნდა დავდგე და ისე შევიტანო ხუთშაბათს 1 ლარი?

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

რა გინდა , არის სოლიდარობა აბა არ არის?

ეხლა აქუზე და ცნობილ სახეებზე არ ვამბობ არაფერს, ისე ხალხი რო მივიდა ის არის მისასალმებელი...

მე რაც არ უნდა მეძახონ , თუ არ მინდა არ მივალ და არ გავაკეთებ,

ის ხალხი ხო მივიდა, თუნდაც დაძახებულზე ,მაინც კარგია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის ხალხი ხო მივიდა, თუნდაც დაძახებულზე ,მაინც კარგია...

ის ხალხი იცი რატომ მიდის? მაინც გულის სიღრმეში აქვთ იმის იმედი, რომ ბიძინა დაუფასებს ამას (იქ ხომ ფიქსირდება საპასპორტო მონაცემები), და ეგებ რამეს გამოვკრათ ხელიო :) სოლიდარობა იცი რა იქნებოდა? 26 მაისს რომ მივარდნილიყო ხალხი იქ. მაგრამ მაშინ ის საშიში იყო, ვაიდა ეგენიც ეცემათ. ეს "სოლიდარობა" კი საშიში კი არა და, შესაძლოა "დაუფასდეთ" კიდეც, სულ ეგაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგებ რამეს გამოვკრათ ხელიო

ოჰ.. კაი ეხლა მთლად ნუ გააბანძე ხალხი..

 

26 მაისს რომ მივარდნილიყო ხალხი იქ. მაგრამ მაშინ ის საშიში იყო, ვაიდა ეგენიც ეცემათ. ეს "სოლიდარობა" კი საშიში კი არა და, შესაძლოა "დაუფასდეთ" კიდეც, სულ ეგაა

ხო და ეს ერთი რო მოხდა დღეს, იმას ნიშნავს რომ გამოიღვიძეს, შემდეგში აუცილებლად მივლენ..:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

რას გატყუებს? ადამიანები ერთმანეთს რომ უზიარებენ პროტესტის გამოხატვის ცივილურ მეთოდს? არა არ გატყუებს.

გიკვირს? რატომ?

დასაკარგი არ აქვთ? :)

ამ ქვეყანაში, როდესაც პრეზიდენტის მტრის პოზიციას რომ უთანაგრძნობ, ბევრის დაკარგვის უნდა გეშინოდეს? :). არა... ყველაფერი შეიძლება დაკარგო.

და ეს არ არის დასაფასებელი? იმიტომ რომ აქუმ თქვა და კიდო ვიღაცამ კარგი საქმე კეთდებაო?

არ ვიცი.

აბა რაღა დავწერო? ან რა აზრი აქვს?

მოდი იმ კაცს კითხეთ დღეს რომ დაჭერილია ბიძინას თანაშემწის სიმამრობისთვის (თუ რაღაც ეგეთი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი იმ კაცს კითხეთ დღეს რომ დაჭერილია ბიძინას თანაშემწის სიმამრობისთვის

იმ კაცს აქამდეც დალხენილი ცხოვრება ქონდა, მალე გამოუშვებენ და ისევ დალხენილი ცხოვრება ექნება, რატომ ვიდარდო მე ეგეთებზე? ქართუ ბანკს (და ზოგადად ბანკს), რატომ უნდა გამოუცხადოს ხალხმა სოლიდარობა? ბანკს, რომელიც ხალხის ხარჯზე არსებობს, ხალხმა უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა? გადამრევთ მე თქვენ :) ყოველდღე იმდენი უსამართლობა ხდება, ვიღაცას 1 წლიანი სროკის ნაცვლად 10 წელს აძლევენ, ვიღაცას სამსახურიდან აგდებენ, ვიღაცას Dღნამენ, ვიღაცას ცემენ.. და ვდრუგ ხალხს მოუნდა მილიარდერის ბანკის სოლიდარობა, ისიც მას მერე, რაც მაღრაძემ პაპავამ აქუმ მოუწოდეს. აი მე ხვალ წავალ, და დავხურავ ანგარიშს ქართუში. მაინტერესებს, სიმართლისტ-ბიძინისტები ჩამქოლავენ თუ არა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და ეს ერთი რო მოხდა დღეს, იმას ნიშნავს რომ გამოიღვიძეს, შემდეგში აუცილებლად მივლენ..

არავინ არსად არ მივა. მილიარდერის ბანკს ეხება ეგ, იმიტომ მიდიან. 80% მანდ მიმსვლელი ხალხისა, წვიმაში იდგა 2003-ში, ვისაც უნდა დავენიძლავები :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ კაცს აქამდეც დალხენილი ცხოვრება ქონდა, მალე გამოუშვებენ და ისევ დალხენილი ცხოვრება ექნება, რატომ ვიდარდო მე ეგეთებზე? ქართუ ბანკს (და ზოგადად ბანკს), რატომ უნდა გამოუცხადოს ხალხმა სოლიდარობა? ბანკს, რომელიც ხალხის ხარჯზე არსებობს, ხალხმა უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა? გადამრევთ მე თქვენ :) ყოველდღე იმდენი უსამართლობა ხდება, ვიღაცას 1 წლიანი სროკის ნაცვლად 10 წელს აძლევენ, ვიღაცას სამსახურიდან აგდებენ, ვიღაცას Dღნამენ, ვიღაცას ცემენ.. და ვდრუგ ხალხს მოუნდა მილიარდერის ბანკის სოლიდარობა, ისიც მას მერე, რაც მაღრაძემ პაპავამ აქუმ მოუწოდეს. აი მე ხვალ წავალ, და დავხურავ ანგარიშს ქართუში. მაინტერესებს, სიმართლისტ-ბიძინისტები ჩამქოლავენ თუ არა :)

არ არის ეგ ბანკის სოლიდარობა...

ეგ სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტია...

 

პს. აჰმადენიჯადი რას ამბობს სოლიდარობასთან დაკავშირებით? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვხსნი ქართუ ბანკში ანგარიშს, შენ?!

არა

მე მხოლოდ ორკილოიან ბანკებში ვხსნი ანაბარს მერე ფხუფავ და მიწაში ვმარხავ ან საწოლის ქვეშ ვინახავ :nekro: :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტია...

დღეს ჩემი მეზობელი რეანიმაციაში მოათავსეს, დღე 400 ლარი უჯდება, ფული არ აქვს, და ბანკში უნდა ჩადოს ბინა რომ სესხი აიღოს. როგორ გგონია, ეს ყველაფერი სამართლიანია, და ქართუ ბანკს რომ სახელმწიფო რაღაცას უჩმახებს (სულ მკიდია, სამართლიანად თუ არა. საბანკო სისტემა ერთია მაინც), ეს უსამართლობა ხო? ბანკი რატომ არ ითვალისწინებს, რომ ადამიანს ფული სჭირდება ბულკების საყიდლად კი არა, არამედ რეანიმაციაში მოთავსებული ახლობლისთვის. რატომ არ აძლევს ისე სესხს? და მერე მაგ ბანკს რომ ვინმემ რამე უქნას (თუნდაც ყაჩაღებმა), როგორ ფიქრობ, სოლიდარობას გამოუცხადებს ეს ადამიანი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...