babuagiorgi Posted October 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2011 (edited) ეს მე არ ვარ. ეს ამ დილაუთენია ჩემი დაბოღემბული გული მედავება და რაღაცეებს მიხსნის, რისი მოსმენაც არ მინდა. დედააღრენილი ერი ვართ ჩვენ და არ ვართ ამ საქართველოს ღირსნი. ზოგჯერ თავს ვიტყუებთ იმით, რომ დროებითია ეს გაჭივრება და ღმერთი ჩვენი რწმენის დამტკიცების მიზნით გამოცდას გვიწყობს ამით.მაშინ რატომ ამ სამოთხეში და რატომ უდაბნოში არ დაგვყარა? ან კიდევ ყინულის ლოდებში, სადაც პოლიტიკა კი არა ლუკმა პური და მზის სხივი სანატრელი გაგვიხდებოდა. ამასწინანდელი სამდღიანი აგვისტოს ომი გვაქვს აკვიატებული რაღაც იდიოტიზმის გასამართლებლად. სამი დღე რა სალაპარაკოა, აგერ საცაა სამი საუკუნეა გვთელავს ეს ჩვენი მეზობელი მხოლოდ ერთი მიზეზით, თავისუფლების წყურვილის გამო.ათასობით დაღუპულ, დანგრეულ ოჯახებს და გაუბედურებულ ჩვენი თანამემამულეთა უბედურებას ერთ წამში დავივიწყებთ და ყველაფერ ამას, უსუსურობის გამართლების მიზნით, ისევ ჩვენს არასწორ ქცევებს დავაბრალებთ.ათობით გათახსირებული "ჭკუის კოლოფი" დღე–ღამე კლავიატურას სტანჯავს მახინჯი აზრებით რომ გაგვაძღოს და ჩვენ კიდევ ამ დროს გვიხარია. ამ უზნეო იდელოგიას გვჩრიან პირში და მერე იმათ ვისაც თავისუფლებისკენ მივყავდით დედას ვაგინებთ. იმათ კი ვინც მტრის სამსახურში იყო მთელი ცხოვრება, ლოცვებითა და სანთელბით ხელში დაჩოქილები ვემუდარებით "ოღონდ არ წახვიდე, შენ ხარ ჩვენი მარჩენალი და მშველელი!!!" და რა არ დაიჯერეს ეს მოვლინება? დაიჯერეს რომელია, სულიერი მამების ლოცვა კურთხევით განამტკიცეს ეს ჩვენი განახლებული მონობა და ხოტბა შეასხეს "მსხნელსა და მარჩენალს". ძალაინ გვეტკინა მაშინ ეს ამბავი? ეტყობა არა, თორემ ასე იოლად არ დავივიწყებდით იმას რაც მოხდა და შემდგომ ამ შემოგდებულ გიჟს არ ავაღმერთებდით ასე იოლად. დედაარღენილი ერი ვართ ჩვენ და ეტყობა უარესის ღირსნი. დავითი საფლავზე ნატრაბაახევმა სამმა სიტყვამ აგვიბნია გზაკვალი, დაგვავიწყა ყველაფერი და ახალ მონობის იმედით ღრიალით ვლოცავდით იმას, ვისაც ეხლა ასეთივე ღრიალით ვაგინებთ.ვაგინებთ საგინებელს და დღეს ისევ ახალ მარჩენალს ვეძებთ. "ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს" "ქართული აკადემია" ვარ მეკამათებოდა ერთი და მიტკიცებდა იმას რომ "შენ არ ხარ პრიორიტეტული ქართველი დღესო, რა დროს შენი პრობლემებია, აგერ ერის გადმრჩენს უჭირს და მხარში უნდა დავუდგეთ ყველა."თვრამეტი წელი სახლკარი, დედა, და და ახლობელები არ მინახია. ცხვირით ვხეხავ ამ ევროპის ბრჭვიალა კედლებს ლუკმა პურის დასამადლებლად. წელს დაბლა რკინად ვარ ქცეული და ამ "აკადემიამ" პრიორიტეტული არ ხარო.მაშინ ვიყავი ხო პრიორიტეტული სამშობლოს იარაღით რომ ვიცავდი და შენ ამ დროს ამაღლებული სადღეგრძელოთი მხარს რომ მიმშვენებდი?ან კიდევ რამოდენიმე იდიოტი მეკითხება ხოლმე რა გაქვსო შენ სამშობლოსთვინ გაკეთებული ასეთი პრიორიტეტული? ქველმოქმედი თუ ხარო მაგალითად. დამცინიან. ეხლა ისევ ორ კაპიკად გაყიდულთა ღრეობაა საქართველოში.ლოცვები აქეთ, ლოცვები იქეთ და ისევ ისინი, მაშინ სანთლებით დაჩოქილნი სატანას რომ ევედრებოდნენ, ან კიდევ გიჟს ფრთებს რომ ასხამდნენ, "მამულიშვილური" შემმრთებით ბღავიან და მე კიდევ ამ "უგნურს", შავ თეთრის გარჩევას მირჩევენ.მე კი ვარჩევ მაგრამ............ არ ვარ ეს მე. ეს ჩემი გულია ამ დილაუთენია ასე რომ კვნესის და მეც მესმის, ის, რომ მთავარია ქვეყანა არ ჩამოიშალოს და ჩვენი დედაც............ Edited October 31, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.