Jump to content
Planeta.Ge

ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრი


Recommended Posts

საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნა, ვენეციის კომისიის 16-17 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა განაცხადა. ვენეციის კომისიის ექსპერტები და ODIHR–ის წარმომადგენელი, საქართველოში ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრას.თომას მარკერტის თქმით, სწორედ 16-17 დეკემბრის სხდომაზე იქნება დამტკიცებული "საარჩევნო კოდექსის" პროექტთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები.საბოლოო დასკვნამდე კი, სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილი პროექტი გადამუშავდება და ცვლილებებს დაექვემდებარება.

ვენეციის კომისიის ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმ გარემობასაც, რომ ახალ პროექტში, რომელიც გადაგეზავნათ, სადამკვირვებლო მისიების მიერ აქამდე გამოთქმული შენიშვნები ასახული არ არის."გარკვეული ასპექტები ჩვენი კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც გვქონდა გამოთქმული კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ახალ კანონპროექტშიც არ არის ასახული", – განაცხადა თომას მარკერტმა და ამ საკითხებს შორის, პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება, დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაკავშირებული შენიშვნა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის უზრუნველყოფა დაასახელა.მისივე განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში, პარლამენტში ქალთა წარმოამდგენლობა ყველაზე დაბალია.

ვენეციის კომისიის ექსპერტებს ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრებისას დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პროექტი გადამუშავდება და ის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვა.

ვენეციის კომისიის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობას არ მისცემს და სახელმწიფო კომპანიებთან მიმართებაშიც შეიცვლის პოზიციას. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა განაცხადა.

მისი თქმით, გუბერნატორების მონაწილეობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი უკანასკნელ დღეებში გამართული შეხვდერების დღის წესრიგში იყო.სტუმარმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსაზრებაა, რომ გუბერნატორებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდეთ.

ასევე, ტომას მარკერტი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიებთან მიმართებაშიც, პოზიციები შეიცვლება და კანონმდებლობაში "იმაზე განსახვავებული პოზიცია დაფიქისრდება, ვიდრე დღევანდელ პროექტშია".

ტომას მარკერტმა ხაზი გაუსვა პარტიების დაფინანსების საკითხში ევროსაბჭოს კორუფციასთან ბრძოლის ორგანიზაციის – გრეკო -ს რეკომენდაციების არსებობას და მათი, როგორც "საარჩევნო კოდექსში", ისე სხვა საკანონმდებლო აქტებში ასახვის მნიშვნელობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის უზრუნველყოფა დაასახელა

არჩევით თანამდებობაზე რაოდენობის გაზრდა როგორ უნდა მოხდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევით თანამდებობაზე რაოდენობის გაზრდა როგორ უნდა მოხდეს?

სტატისტიკურად...

გაზრდი ასარჩევ ქალების რაოდენობას და გაიზრდება არჩეული ქალების რიცხვი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტატისტიკურად...

გაზრდი ასარჩევ ქალების რაოდენობას და გაიზრდება არჩეული ქალების რიცხვი...

ანუ პარტიებს ქვოტა უნდა ჰქონდეთ ქალებისთვის გამოყოფილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ანუ პარტიებს ქვოტა უნდა ჰქონდეთ ქალებისთვის გამოყოფილი?

ეგრე გამოდის

 

თუმცა ეგ სისულელეა ჩემი აზრით///

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ პარტიებს ქვოტა უნდა ჰქონდეთ ქალებისთვის გამოყოფილი?

არა...

უბრალოდ უფრო მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში...

მაგრამ საქართველოში ბევრი თვლის, რომ ქალის ადგილი კუხნაშია...

ესაა პრობლემა...

აი, ეს მენტალიტეტი რომ შეიცვლება, მაშინ ქვოტის გარეშე გაიზრდება ქალების რაოდენობდა პოლიტიკაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება,

 

ბედნიერი პატიმრები, აღფრთოვანებული: რა კარგია რომ დამიჭირესო, "მთავრობას დაუჭერენ" მხარს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ უფრო მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში...

მაგრამ საქართველოში ბევრი თვლის, რომ ქალის ადგილი კუხნაშია

 

ვოტ, ზუსტად მაგაშია პრობლემა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მაგრამ საქართველოში ბევრი თვლის, რომ ქალის ადგილი კუხნაშია...

+ ქალის გაკეთებული საქმე არ ვარგა ( ქუხნის გარდა ნუ სარეცხსაც უკეთესად რეცხავენ :D)

post-4406-023514700 1319731403_thumb.jpg

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ საქართველოში ბევრი თვლის, რომ ქალის ადგილი კუხნაშია

 

კახეთში თვლიან, რომ ქალის ადგილი ”კრაოტშია”. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახეთში თვლიან, რომ ქალის ადგილი ”კრაოტშია

:givi:

ხო ვიცი , ეგრეა ჯერ ჯერობით,,,:)

მომავალი გვანახებს იქნებ მაგათაც შეიცვალონ აზროვნება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

მომავალი გვანახებს იქნებ მაგათაც შეიცვალონ აზროვნება..

 

მართალია! რაღა დროს კრაოტია, მშვენიერი ბელგიური ავეჯია გაყიდვაში. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა დროს კრაოტია, მშვენიერი ბელგიური ავეჯია გაყიდვაში

:givi: :givi:

 

მურთაზებისთვის მაინც არაფერი არ შეიცვლება...:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ უფრო მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში...

სისულელეა. ქალს რა უნდა ან პოლიტიკაში, ან მეცნიერებაში, ან რულზე, ან სადმე, სადაც აზროვნებაა საჭირო? რომ აუჩემებეიათ ეს გენდერული თანასწორობა, ღმერთი ქალს მოსადღნავად კი არ გააჩენდა მაშინ, საფიქრალად გააჩენდა :) ამ ევროპას უჭირს მაგრა. კაცები გაუფედერასტდნენ, და ასე გონიათ, რომ ქალი-კაცი ერთი და იგივეაო :) რატომ ტარდება მაშინ მაგალითად ჭადრაკში, ქალთა ჩემპიონატები ცალკი? მანდ ხო ფიზიკური ძალა არაა საჭირო, ტვინია საჭირო. ითამაშონ მაშინ ერთად :) მაგათთან თუ ერთიდაიგევეა, ჩვენთან არაა, და ნუ ათრაკებენ

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი მე პრეზიდენტი რომ ვიყო და სხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მეწვიოს ვიზიტით, ლუბოი ხელშეკრულებაზე მოვუწერ ხელს და კრედიტებსაც გამოვუყოფ :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...