Bexx Posted October 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2011 1992 წლის შემოდგომაზე ქუთაისში ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული მეტად კვიმატი ანეკდოტი გავრცელდა. მერე და მერე, იგი ბევრგან მოვისმინე, მაგრამ ”ორიგინალში”, განუმეორებელ იმერულ კილოზე მაინც სხვა მუღამი აქვს: ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: - რა ქნა, სიმონ, ეგი ამ კაცმა, რო გადაგვასხა ყველას ”პრაიავიტელი” და თვითონ ქე გარეკა გროზნოში..? ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის გამოქვეყნებისა და მავანთა პირველი რეაქციის შემდეგ სწორედ ეს ანეკდოტი გამახსენდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ უკანასკნელს ჯერ არსად გაურეკია და, ისე ჩანს, არც გარეკვას აპირებს. უფრო სწორად, აპირებს, მაგრამ... გააჩნია, ვისას. + + + თუ მეხსიერება არ მღალატობს, ”ქართუ ჯგუფის” ცნობილი განცხადება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა პირველად მოიქნია მათრახი ხელისუფლების მისამართით, მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნდა. ქვეცნობიერად, მის შემდეგ სულ ველოდი, რომ მილიარდერი, ბოლო-ბოლო, გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდა და გნომებით დასახლებულ ქართულ პოლიტიკაში გულივერივით შემოაბიჯებდა. თავს ვერ დავდებ, რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ რაღაც ჩამოუყალიბებელი, ამორფული მოლოდინი მაინც მქონდა. და აი ნავსი გატყდა. საჩხერელ მონტე-კრისტოდ წოდებული, უჩინარი და უპრეტენზიო ცხოვრების სტილით გამორჩეული მილიარდერი კლდის მწვერვალიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდივით შემოვარდა უსახური ყოველდღიურობით გათანგულ ქართულ რუტინაში და ერთბაშად უკანა პლანზე გადასწია ყველა, გუშინ თუ გუშინწინ აქტუალური სასაუბრო თემა. დღეს მთელი საქართველო ამ ადამიანით სუნთქავს და მის სახელს აბრუნებს ყველა გრამატიკულ ბრუნვაში. ვიღაცას იმედი ჩაესახა, ვიღაცას სკეპტიციზმი გაუძლიერდა, ვიღაცა კონფუზში ჩავარდა, მაგრამ ყველანი ერთად - გაოგნებულები დავრჩით. ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ პირველი განცხადების გავრცელებიდან მხოლოდ ათი დღე გავიდა. ეს ის ათი დღე არაა, რომელმაც შესძრა მსოფლიო, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, უკვე ღირს დაფიქრებად და ანალიზად. უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის ცნობილი წერილები მაქვს მხედველობაში. განსაკუთრებით- მეორე, რომლის ადრესატსაც თანაბრად წარმოადგენს ხელისუფლება, პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, მედიის წარმომადგენლები და მისი უდიდებულესობა- საქართველოს მოსახლეობა. ყველას, ყველას, ყველას! და, რადგან ამ ყველაში მეც ვიგულისხმები - თქვენი მონა-მორჩილი, შევეცდები, მოკრძალებული ანალიზი შემოგთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, რაც ქართული პოლიტიკის კაბადონზე ივანიშვილის ფანტომის გამოჩენამ და მისმა პირველმა ნაბიჯებმა გამოიწვია. + + + ივანიშვილის ღია წერილიც და ყველაფერი ის, რაც მის გამოქვეყნებას მოჰყვა პოლიტიკურ ცირკში, ამ დღეებში ქართული საზოგადოების აქტიური განსჯის საგანია. ბუნებრივია, ისმის კითხვს - რატომ? რით აიხსნება ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის აჟიოტაჟი? მიზეზი ბევრია, მაგრამ უმთავრესი, ალბათ, მაინც ისაა, რომ ჩვენ ყველამ პირველად ვიხილეთ ჩრდილიდან სამზეოზე გამოსული მითოსური პერსონაჟის ნამდვილი სახე. ვიხილეთ სახე კაცისა, რომელიც უზარმაზარი ნიჩბით შეიარაღებული შემოვარდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და შემოგვძახა - ავგიას თავლა გასასუფთავებელია, მკლავები დაიკაპიწეთ და მხარში ამომიდექითო. ბევრისთვის, არ დავმალავ - ჩემთვისაც, ღია წერილის ტონი, არქიტექტონიკა და, რაც მთავარია, ზოგადი პათოსი, გამაოგნებელი აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ მასში მიუღებელი რამ წერია. უბრალოდ - მოლოდინი იყო სხვაგვარი, ხილული შედეგი კი - სრულიად საწინააღმდეგო. თავს ვერ დავდებ, რომ ასეთი შთაბეჭდილება მოსახლეობის უმრავლესობასაც გაუჩნდა. უბრალოდ, საკუთარ მოსაზრებებს გთავაზობთ და იგი, ცხადია, ჩემი, როგორც მოქალაქის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს. რატომღაც, ავტორისგან ზედმეტად გაწონასწორებულ, აკადემიურ, დიპლომატიურ უსტარს ველოდი, ნართაულებს, ზოგად მინიშნებებს, პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელ ქვეტექსტებს. ამის ნაცვლად, ხელში შემრჩა წერილი-ნაჯახი, რომელმაც ყურთან ჩამიზუზუნა, გამეტებით ჩაესო მორში და მთელ საქართველოში მიმოაბნია ნაფოტები. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ. ივანიშვილმა სათქმელის საკუთარი ფორმა შეარჩია და გამოხატა კიდეც. არ ვიცი, ეს მას ვინმემ ურჩია, თუ თვითონ გადაწყვიტა, მაგრამ ორივე ვარიანტის გათვალისწინებით, ეფექტი გამაოგნებელი აღმოჩნდა, ამდენად- შედეგი მიღწეული. რაც მთავარია, საზოგადოების წინაშე მთელი სიგრძე-სიგანით წარმოჩინდა მისი ავტორის, როგორც გ უ ლ წ რ ფ ე ლ ი კ ა ც ი ს მონუმენტური ფიგურა. თუ ეს ხერხი ფიარტექნოლოგებმა ურჩიეს, აფერუმ, მართლა ჭკვიანი ხალხისთვის გადაუხდია ფული. თუ პირადად მისი ინიციატივა იყო, კიდევ უფრო აფერუმ! იმაზე მეტად კმაყოფილი ვარ, ვიდრე გაოცებული. + + + გულწრფელობა სწორედ ის თვისებაა, რაც ასე აკლია დღეს ქართულ პოლიტიკას და, მთლიანად საზოგადოებას. იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც ამ სფეროში ტრიალებს, სწორედ გულწრფელობადეფიციტის სინდრომითაა დაავადებული. ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს, აკეთებენ მესამეს და ჰგონიათ, რომ ხალხს ამნეზია სჭირს. იშვიათად მინახავს პოლიტიკოსი, რომელსაც უტიფარი სიფათით არ გადაეთქვას არც თუ დიდი ხნის წინ ნათქვამი სიტყვა, ან მიცემული პირობა. მათგან განსხვავებით, ღია წერილიდან ივანიშვილი წარმოჩინდა ისეთ ადამიანად, რომელმაც წინა პლანზე სწორედ გულწრფელობა წამოსწია და ეს იმდენად ნ ა ი ვ უ რ ი ფორმით გააკეთა, ერთბაშად მოიპოვა ასიათასობით ადამიანის სიმპათია. ალბათ, ბევრი იტყვის, ეგრე სიმართლის მთქმელი ბევრი გვინახავს, მკერდზე მჯიღებს იბრაგუნებენ, ოქროს სასახლის აგებას გვპირდებიან, მაგრამ თავისას რომ გაინაღდებენ, მერე ყველაფერი ავიწყდებათო. სხეულის ყველა უჯრედით, სისხლის ყოველი წვეთით ვგრძნობ, რომ ამჯერად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ადამიანმა, რომელმაც ჭკუით, ალღოთი, შეუპოვრობით, ნებისყოფითა და მუხლჩაუხრელი შრომით შექმნა ხუთ მილიარდად შეფასებული ქონება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველაფერი. მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება... ფუფუნება... სულიერი კომფორტი... გარანტირებული მომავალი... და, ყველაზე მთავარი - არა მხოლოდ საკუთარი, არამედ უახლოესი ადამიანების, ოჯახის წევრების, მისი შვილების უსაფრთხოება. ბიძინა ივანიშვილს ხელისგულზე უდევს არც თუ დიდი ხნის წინ პოლიტიკაში ასევე ხმაურით შემოსული, უზარმაზარი გეგმების მქონე და საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში ტრაგიკულად დაღუპული ბადრი პატარკაციშვილის მწარე გამოცდილება. ერთი სიტყვით, ივანიშვილმა, მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, ”სასწორზე შეაგდო ყველაფერი” და უსულგულო უნდა იყო ადამიანი, ამ გულწრფელობის მიღმა რაიმე ქვეტექსტის ძიება დაიწყო. მე, როგორც მოქალაქეს, დიდი სურვილი და სრული საფუძველი მაქვს, ვირწმუნო მისი სიტყვებისა - ”ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი - არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას”. მჯერა იმიტომ, რომ ეს არა არის მხოლოდ ლიტონი განცხადება, უამრავი ვინმესგან მოსმენილი და მერე უკან წაღებული. ესა არის იმ კაცის ნათქვამი, ვინც უკან დასახევი ხიდი დაწვა, თბილისი-პარიზის რეისზე აღებული ბილეთი დააბრუნა და სამშობლოში დარჩა. ავი თვალისგან ჯვარი სწერია, მაგრამ ეს ტყვიისათვის შუბლის შესაშვერად და მშობლიურ მიწაში დასამარხად მზად მყოფი კაცის სიტყვებია. მშვენივრად მესმის, რომ ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცისგან, რომელმაც ცხოვრებაში არაერთი შეცდომა დაუშვა პოლიტიკოსებისთვის ნდობის გამოცხადების თვალსაზრისით (არადა, ნამდვილად დავუშვი. 2001-2004 წლებში სააკაშვილს ვედექი მხარში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაჩეჩილაძეს მივეცი ხმა), ცოტა არ იყოს, სარისკოა ასეთი კატეგორიული განცხადება. დიახ, ვაცნობიერებ, მაგრამ ვინ ამიკრძალა საკუთარი ინტუიციის კიდევ ერთხელ გამოცდისა და თუნდაც... ახალი შეცდომის დაშვების უფლება. ვინც ცდება, ის სწავლობსო, ნათქვამია. სწავლა სიბერემდეო - ესეც! + + + ბიძინა ივანიშვილი ძალიან გამჭვირვალე და, მე ვიტყოდი, ერთობ რისკიანი გზავნილით შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. მან ყველას - საზოგადოებას, პარტიებს, პოლიტიკოსებს შესთავაზა გაერთიანება საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამაში უცნაური და ორიგინალური, თითქოსდა, არაფერია. ჯერ ერთი - პოლიტიკური ძალების ერთობა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილოდ განწყობილი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა. მეორეც - ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ გაერთიანებისაკენ მოწოდება მოდურ და გაცვეთილ ლოზუნგად იქცა ნაირნაირი, კიდევ უფრო გაცვეთილი პოლიტიკანის დემაგოგიურ არსენალში. მაშ, რითა არის განსხვავებული ივანიშვილის შეთავაზება? ნუთუ მხოლოდ იმით, რომ მისი ავტორი უმაგალითო მასშტაბის ქველმოქმედებით სახელმოხვეჭილი კაცია და ამის გამო - საზოგადოებრივი ყურადღების ფოკუსში მყოფი პიროვნება? ამ ფაქტორს, ცხადია, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთავარი მაინც სხვაა. მთავარი და გამორჩეულია გზა, მეთოდი, რაც მილიარდერმა შესთავაზა ხალხს. ეს მეთოდი ორიოდე სიტყვით შეიძლება ასე დავახასიათოთ - გაერთიანება დაპირისპირებით. თითქოსდა, პარადოქსულად ჟღერს, ხომ? ნამდვილად ჟღერს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სწორედ ამ პარადოქსულობაშია ლოგიკა. ივანიშვილი ყველასთან თანამშრომლობაზე აცხადებს თანხმობას, მხოლოდ ერთი პირობით- ეს ”ყველა” აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სადემარკაციო ხაზის ა ქ ე თ ა მხარეს. ბარიერის ი ქ ი თ ა მხარე მისთვის მიუღებელია, რადგან იქ მყოფთათვის მეორეხარისხოვანი ცნებებია ზნეობა, პოლიტიკური მორალი, სუფთა ხელების პრინციპი, გონივრული კომპრომისი და საქვეყნო ინტერესების პირადულზე მაღლა დაყენების უნარი. ივანიშვილის განცხადება გამორჩეული აღმოჩნდა თავისი უცერემონიობითა და პირდაპირობით. მან თავი აარიდა დიპლომატიურ კეკლუცობას და ღიად თქვა სათქმელი. მილიარდერმა სახელდებით გამოჰყო ის ძალები, ვისთანაც თანამშრომლობას შესაძლებლად თვლის და ისინი, ვინც მისთვის ცალსახად ასოცირდება ფსევდოოპოზიციურობასთან. დიდი პოლიტიკური ამბიციით ასპარეზზე გამოსული და სხვადასხვა მიმართულებიდან დარტყმების მომლოდინე ადამიანი, ლოგიკურად, თითქოსდა, უნდა ცდილობდეს, არ გაიჩინოს ზედმეტი მტერი და მაქსიმალურად მოუწყვლადი გახადოს საკუთარი პოზიცია. ეს პოლიტიკის დაუწერელი კანონია, მაგრამ, ჩანს, არა ყველასთვის. ივანიშვილი გამორჩეულ ფიგურად მოგვევლინა ამ ”არა ყველას” შორის. მან პარტნიორებს შესთავაზა არა უბრალოდ გაერთიანება, არამედ გაერთიანება ზნეობრივი კრიტერიუმების საფუძველზე. ვინც ამ პრინციპებს არ აღიარებს, იგი უზნეოა და მისთვის კოჭის გორება ეფემერული გაერთიანების მიზნით მგლის თავზე სახარების კითხვას ემსგავსება. ივანიშვილისეული კლასიფიკაციით, სადემარკაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა ძალიან ბევრი ვინმე, ვინც ამინდს ქმნის დღევანდელ საქართველოში - მთლიანად ხელისუფლება, მასზე მიტმასნილი თუ მისატმასნად თავგაპოხილი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკანები, მედიატერორის უზარმაზარი მანქანა, ნასუფრალით გამოკვებილი ექსპერტები და ჟურნალისტები... კიდევ ბევრი ვინმე. სისხლით ლაშებდათხვრილი მხეცების მსგავსად, ამ ადამიანების პირუტყვული ჟინი დღეს მთლიანადაა კონცენტრირებული ერთი მიზნის ირგვლივ - როგორმე ლაფი შეასხან და მოსახლეობის თვალში გააშავონ ივანიშვილის სახელი. ოცი წლის წინანდელი მწარე ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ამ უკანასკნელს გაცნობიერებული არ აქვს მის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციის რისკ-ფაქტორები, მაგრამ, ჩანს, მაინც ასე ჩათვალა საჭიროდ. როცა ქვეყანაში ზეკრიტიკული ვითარებაა, როცა სასწორზე დგას სახელმწიფოს მომავალი, ეროვნული იდენტობა, წინაპართა მიერ ათას ქარ-ცეცხლში გამოტარებული და დღემდე მოტანილი სარწმუნოება, ცერემონიების დრო აღარაა. დღეს მკაფიოდ უნდა ითქვას სათქმელი. დღეს მკვეთრად უნდა გაიყოს საზოგადოება, ერთ მხარეს კვირიებად და მეორე მხარეს წიწოლებად. დღეს ზუსტად უნდა დაერქვას სახელი თეთრსაც და შავსაც, შადიმანსაც და კახაბერსაც. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა ლაშქრის იმედად მივდივართ გადამწყვეტ ომში... ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული სადემარკაციო ხაზის პრინციპი შეიძლება შეფასდეს, როგორც ოქროს გამდიდრების დასაწყისი ქართულ სინამდვილეში. რეალურად, იგი რაიმეს შემატებას და შევსებას კი არა, სრულიად საწინაღმდეგო შინაარსის პროცესს გულისხმობს. გამდიდრების ტექნოლოგიური ციკლის მიზანია მინარევები, ზედმეტი და უსარგებლო წიდა ჩამოაცილოს თვითნაბად ძვირფას ლითონს. მხოლოდ ამ ციკლის დასრულების შემდეგ ვღებულობთ საბოლოო პროდუქტს - ბაჯაღლო ოქროს. ბაჯაღლო მცირეა, მაგრამ სუფთა! ბაჯაღლო - ბაჯაღლოა! არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ლოზუნგი - ”ერთობა დაპირისპირებით” მთლიანად მისაღებია. ესაა უკან დაბრუნება დიდი წინაპრების მიერ ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ შემუშავებული ”ერთიანი ნიადაგის თეორიისა” და ჩატეხილი ხიდის აღდგენისკენ მიმავალ გზაზე. ყოველივე ეს ძალიან მაგონებს ოცი წლის წინანდელ რეალობას, როდესაც სადემარკაციო ხაზის პრინციპის პრაქტიკაში დანერგვა გადაწყვიტა ზვიად გამსახურდიამ. სამწუხაროდ, მაშინ ქართული საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა ამ შეთავაზების გასაზიარებლად. საგარეო პოლიტიკური ვითარებაც სხვაგვარი იყო და ქვეყნის შიგნითაც ბევრმა ვერ გაიგო, რის გამოც გამსახურდიას მცდელობა მარცხით დამთავრდა. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის ფარგლებს გარეთ. და, რაც მთავარია - ქართულ საზოგადოებას უკვე დაუგროვდა თეთრი და შავი ტონების ერთ ქოთანში ათქვეფის უპერსპექტივობის მწარე გამოცდილება. ამგვარი კომბინაციით მხოლოდ ნაცრისფერი მიიღება. ნაცრისფერი საქართველო კი მკვდარი საქართველოა! + + + ივანიშვილის გადაწყვეტილება, როგორც თვითონ ამბობს, მოულოდნელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, და არა მხოლოდ მისთვის. პირველი რეაქცია ამის ნათელი დადასტურებაა. სამთავრობო გუნდის ცნობადი წარმომადგენლები შოკირებული არიან. მათი უმეტესობა კომენტარის გაკეთებასაც კი ერიდება. აშკარად ჩანს, რომ პარლამენტისა და კანცელარიის ვირთხები რაღაცის გარკვევას ელიან და მანამდე თავს არიდებენ პოზიციის დაფიქსირებას. რას ელიან?რა აშფოთებთ? ეს ის კითხვებია, რომლებიც ჩინოვნიკების გარდა თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდა და რაზეც გადაჭრილი პასუხი, ბუნდოვანი ვარაუდების გარდა, ჯერჯერობით არ არსებობს. ვინ დგას ივანიშვილის უკან?რას ნიშნავს მისი დემარში?რატომ დაემთხვა ეს ფაქტი საქართველოში სარკოზის ჩამოსვლის დღეს? შეიძლება თუ არა, ყოველივე ეს ჩავთვალოთ ”იქ” შედგენილი დიდი სცენარის ორგანულ ნაწილად, რომელიც 2012-2013 წლებში გამართული არჩევნების შედეგად სააკაშვილის რეჟიმის მცოცავი გრაფიკით ”ჩამოლაბორანტებას” გულისხმობს? თუ ყოველივე ეს ხალხის მხარდაჭერის პერსპექტივაზე გათვლილი, დიდი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პატრიოტის რისკიანი ინიციატივაა. ეჭვგარეშეა, ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შოკი აღმოჩნდა ღია წერილის ის მონაკვეთი, რომელშიც მილიარდერმა პოლიტიკაში შესაძლო პარტნიორებად რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა (არ დავმალავ, ეს ჩემთვისაც სიურპრიზია) რატომ გაამახვილა ივანიშვილმა ყურადღება ამ ორ პარტიაზე? რესპუბლიკელებს, უკეთეს შემთხვევაში, ელექტორატის მხოლოდ სამი პროცენტი უჭერს მხარს. ალასანიას მრევლი, სავარაუდოდ, გაცილებით მრავალრიცხოვანია, მაგრამ არა იმდენი, რომ მისი მოკავშირეობა ამომრჩეველთა გარანტირებული უმრავლესობის მისაზიდად იყოს საკმარისი. ინტელექტუალური ბირთვის გარდა (ამ შეფასებაში ივანიშვილს ბოლომდე ვეთანხმები), რესპუბლიკელები, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელი თვითდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ აქვთ პრეტენზია, პარადი წაიყვანონ ყველგან, სადაც მოხვდებიან. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საკმაოდ მკვახე ფორმით, უცერემონიოდ ახდენენ დისტანცირებას და ხმაურით გადიან თამაშიდან. საილუსტრაციოდ, კიდევ ერთხელ შეიძლება გავიხსენოთ მათი ერთი წლის წინანდელი ხანმოკლე ქორწინება თავისუფალ დემოკრატებთან და ის რისხვა, რაც ალასანიას დაატეხეს თავს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ფორუმზე მისვლის შემდეგ. ერთი სიტყვით, რესპუბლიკელები, პრინციპული პოზიციისა და მოსაზრებების გამო, ფრიად პრობლემატური პარტნიორები არიან. თანაც, როგორც გაირკვა, მილიარდერს მათთან ჯერ კიდევ აქვს პასუხგაუცემელი კითხვები. საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ივანიშვილის მიერ ხაზგასმით აღნიშნული ორივე ძალა მკაფიოდ გამოკვეთილი დასავლური ორიენტაციით გამოირჩევა. ისინი არ არიან პროცესების რევოლუციური განვითარების აპოლოგეტები, მაინცდამაინც მხარს არ უჭერენ ხმაურიან აქციებს და აქცენტს ბრძოლის პოლიტიკურ მეთოდებზე ამახვილებენ. აშკარაა - დღემდე დასავლეთის უპირობო მხარდაჭერით მოაპელირე ხელისუფლებას გაუჭირდება რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მონაწილეობით შეკრული ალიანსის მონათვლა პრორუსულ ძალად და ამით მისი კომპრომეტირება იმავე დასავლეთის თვალში. ეს სწორედ ისაა, რისიც ცოფიანი ძაღლივით ეშინია სააკაშვილს და მის გუნდს. ივანიშვილის მხრიდან ამ ორ ძალაზე აქცენტის გამახვილება და მათი მიპატიჟება ჯერ კიდევ მოუწყობელ პოლიტიკურ სამზარეულოში შეიძლება შეფასდეს, როგორც მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, ჭკვიანური სვლა და პრევენცია, რაც მიზნად ისახავს სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანის განიარაღებას. ეს უკანასკნელი, პირველად ოპოზიციასთან ურთიერთობის მანძილზე, ფაქტობრივად, მძიმე არტილერიის გარეშე დარჩა, რომელსაც აქამდე წარმატებით იყენებდა ოპონენტთა კომპრომეტირების მიზნითათვის. მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი არის ატლანტური ორიენტაციის ერთადერთი ადეპტი საქართველოში, დაიმსხვრა. მართალია, სახელისუფლებო ელექტრონული და ბეჭდვითი მედია ბოლო დღეებშიც ”წარმატებით” ყბედობს რუსული კვალის შესახებ, მაგრამ - ამაოდ. ოდნავ გონებაგახსნილ ადამიანს არ გაუჭირდება საქმის არსში გარკვევა - სააკაშვილის მედიაპოლკი მხოლოდ ფუჭ ვაზნებს ისვრის და მთავარი მიზანი მიუღწეველი რჩება. სწორედ ეს გახლავთ ხელისუფლების ჭკუისკოლოფა იდეოლოგების დაბნეულობისა და კონფუზის მთავარი მიზეზი. ისინი ორჭოფობენ და გულის სიღრმეში შიშობენ, რაიმე ისეთი არ წამოცდეთ, რის გამოც პოსტსააკაშვილურ ეპოქაში გარანტირებულ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან (ეს - უკეთეს შემთხვევაში). არადა, ამ ეპოქის მკრთალი კონტურები უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე. + + + ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა ივანიშვილის გუნდის (პირობით გამოვიყენებ ამ ტერმინს) ძლიერი და სუსტი მხარეები. ძლიერში ვგულისხმობ იმას, რომ იგი, მეტნაკლებად, დაცული აღმოჩნდა დიდი თვალისა და ყურისაგან. გერმანელი ყმაწვილის, მათიას რუსტის მსგავსად, მილიარდერის თვითმფრინავი ისე დაჯდა ქართული პოლიტიკის აეროდრომზე, რომ მერაბიშვილის რადარებმა არათუ მისი შემოფრენა, არსებობაც ვერ დააფიქსირეს. მეტიც - როგორც ღია წერილიდან გაირკვა, ივანიშვილს თვითონვე ჰყავს ინფორმატორები სახელისუფლებო გუნდში და სწორედ ამ მეთოდით გაშიფრა ”ქართუ ჯგუფში” ჩანერგილი აგენტი, ვინმე გიგა ჩრდილელი. პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლა რომ კონსპირაციულად მზადდებოდა, ამას კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. ის პარტიებიც კი, რომლებსაც მან შეთავაზება გაუკეთა პარტნიორობის შესახებ, აბსოლუტურად არ იყვნენ საქმის კურსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ლევან ბერძენიშვილის მიერ ღია წერილის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე მედიის მეშვეობით გავრცელებული კრიტიკული კომენტარი პოლიტიკაში ბიზნესმენების მონაწილეობის მიზანშეუწონელობის შესახებ. ცხადია, მომავალი თანამშრომლობის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული, საკმაოდ მსხვილკალიბრიანი პოლიტიკოსი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა თავს ისეთი განცხადების გაკეთებით, რაც ორი დღის შემდეგ უკან წასაღები და ჩასაფარცხი გაუხდებოდათ მისსავე თანაპარტიელებს. ბანქოს ჟარგონული ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ძნელი მისახვედრი არაა, რატომ ითამაშა ივანიშვილმა ”ტიომნი”. პოლიტიკურ პარტიებთან წინასწარი მოლაპარაკების გამართვა ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი შეეტყოთ შსს-ს მიერ ამ პარტიებში უეჭველად ჩანერგილ მსტოვრებს, შეუძლებელი იქნებოდა. სავარაუდოდ, ხელისუფლება ხელს მაინც ვერ შეუშლიდა ამ ალიანსის ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიკარგებოდა ყველაზე მთავარი, რამაც არნახული რეზონანსი შესძინა მილიარდერის დემარშს - მ ო უ ლ ო დ ნ ე ლ ო ბ ი ს ე ფ ე ქ ტ ი. ხელისუფალთა მოღრეცილი სიფათებისა და შეშინებული თვალების ხილვა ნამდვილად ღირდა ამ სიამოვნებად. + + + სისუსტე? ივანიშვილის გამოჩენით დაიმდებული ადამიანებისთვის რაც უნდა არასასიამოვნოდ მოსასმენი იყოს, მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე იგი კვალიფიციური მრჩევლების ნაკლებობას განიცდის. ეს ნათლად დაადასტურა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა. ერთი შეხედვით, გასაოცარია, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მილიარდერმა. მისთვის ნამდვილად არ წარმოადგენდა პრობლემას ყველაზე მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური იურისტების დაქირავება, რომლებიც დროულად ჩააყენებდნენ საქმის კურსში მოქალაქეობრივ სტატუსთან დაკავშირებული სანმართლებრივი კაზუსის შესახებ. რეალურად, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას გაუჩნდა შედავების კანონიერი საფუძველი და, ცხადია, გამოიყენა კიდეც იგი. საქმე ისაა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ გახდა საფრანგეთის მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეს საკმარისი მიზეზია მისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად. რა უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით? ვარიანტი პირველი: ზემოთ განვითარებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება საქმის კურსში იყო მილიარდერის პოლიტიკური გეგმების შესახებ და გარემოცვაში ჩანერგილი აგენტურის მეშვეობით მოადუნა მისი ყურადღება. ივანიშვილი არავინ ჩააყენა საქმის კურსში მის მოქალაქეობრივ სტატუსთან დაკავშირებული სამართლებრივი კაზუსის შესახებ და ამით დაიმედებულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი. ხატოვნად რომ ვთქვათ, იგი ისე გადმოხტა თვითმფრინავიდან, წინასწარ არ შეამოწმა პარაშუტის გამართულობა და შედეგიც სახეზეა: ერთი მხრივ - ხმაურიანი პოლიტიკური განცხადება, მეორე მხრივ - არასახარბიელო რეალობა, კერძოდ ის, რომ იგი მოქალაქეობის უქონლობის გამო მოკლებულია პარტიის შექმნისა და ლეგალურად დაფინანსების შესაძლებლობას (ჯერჯერობით, ასე ჩანს). დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ვარიანტი მეორე: ივანიშვილმა იცოდა ყოველივე ეს და წინასწარ გაითვალისწინა ხელისუფლების მოსალოდნელი ნაბიჯი. ეს რომ ასეა, მისი პირველი განცხადებიდანაც ჩანს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ. ლოგიკურად ისმის კითხვა - მაშინ რატომღა გააკეთა მან ნაადრევად განცხადება? ხომ შეეძლო, მანამდე მიემართა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, დაეტოვებინა ამ ქვეყნის მოქალაქეობა და სამართლებრივად წელგამართული შესულიყო პოლიტიკურ ბატალიებში? კულუარული ინფორმაციის უქონლობის გამო, მეეჭვება, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის გარდა დღეს საქართველოში ვინმემ შეძლოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დასაშვებად მიმაჩნია ასეთი ვერსია - ივანიშვილი მიზნად ისახავდა ხელისუფლებისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენებას და მისთვის ოპონენტთა პოლიტიკური ნიშნით მდევნელის იმიჯის შექმნას. თუ ეს ასეა, მიზანი მიღწეულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის შეწყვეტით ხელისუფლებამ უმძიმესი შეცდომა დაუშვა და მთელმა ქვეყანამ იხილა მისი პანიკური შიში მილიარდერის პერსონის წინაშე. რეალურად, დღეს ასეთი სურათია - ხელისუფლება პინგ-პონგს ეთამაშება ივანიშვილს. მან კანონიერ საფუძველზე მოახერხა თამაშის სამართლებრივ მოედანზე გადატანა. ეკა ბესელიას მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებიდან კი ჩანს, რომ მილიარდერი ცდილობს ისევ პოლიტიკურ მინდორზე დააბრუნოს მოწოდებული ბურთო. ჩოგბურთის ენაზე ტაი ბრეიკია.ერთი სიტყვით - ვინ ვის?! ყველაზე უსიამოვნო რამ, რითაც შეიძლება დასრულდეს ეს ჭიდილი, გახლავთ ივანიშვილის, თუნდაც, დროებითი, მაგრამ მაინც იზოლირება პოლიტიკური პროცესებიდან (იზოლირებაში პირადად მის მონაწილეობას ვგულისხმობ). ცხადია, მას არ გაუჭირდება სამართლებრივი პროცედურების გავლით საქართველოს მოქალაქის სტატუსის აღდგენა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროცესის მართვის სადავე მმართველი გუნდის ხელშია. სააკაშვილს შეუძლია კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, მაგრამ რეალურად გაუჯანჯლოს მას პროცედურული საკითხების განხილვა და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ უთხრას დასტური. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილი პერსონალურად დარჩება დროებით თამაშგარე მდგომარეობაში და იძულებული გახდება სხვა, შემოვლითი გზა მონახოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. + + + კიდევ ერთხელ ვუბრუნდები კითხვებს, რომლებიც ზემოთ დავსვი. იყო თუ არა ეს აქცია შეთანხმებული იქ, სადაც რეალურად წყდება საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებასთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხები? შეიძლება თუ არა, მილიარდერის მიერ გადადმული ნაბიჯი ჩავთვალოთ იმედგაცრუებული პატრონების მიერ სააკაშვილისთვის გამოგზავნილ მკაფიო მესიჯად? როგორია ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობის მიმართ რეგიონის მთავარი პოლიტიკური მოთამაშის - რუსეთის დამოკიდებულება, და არის თუ არა ეს მოვლენები კავშირში პუტინის ხელმესამე გაპრეზიდენტებასთან? ერთი სიტყვით, ვისაც (გვ)ესმის, რომ ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორის გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი როლის გაუთვალისწინებლად (სამწუხარო რეალობაა, მაგრამ - ფაქტი) საქართველოში ხელისუფლების საკითხი არ/ვერ გადაწყდება, უამრავი მიზეზი გვაქვს თავის სამტვრევად. როგორ განვითარდება მოვლენები და პოლიტიკური სიმწიფის რა ხარისხს გამოამჟღავნებს ქართული საზოგადოება დღეს, ამაზეა დამოკიდებული, რა იქნება ხვალ. მართლა ძალიან ბევრი რამა არის ჩვენზე დამოკიდებული. ივანიშვილს დღეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება მის მიმართ გამოხატული ბოჩოლას აღტაცება, ოდა-ხოტბები, „გვეშველასა“ და „მესიას“ ძახილი. ივანიშვილს დღეს ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება ჩვენგან, თანადგომა ს ა ქ მ ი თ და ზურგს უკან მოღერებული წ კ ე პ ე ლ ი. პირველი - იმისათვის რომ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვოს. მეორე - იმისთვის, რომ ფხიზლად იყოს, არ დაუბლაგვდეს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და მუდმივად ჰქონდეს საბედისწერო შეცდომის დაშვების შიში. + + + არ მინდა, პოზიტივის მომლოდინე მკითხველს გული გავუტეხო და წინამდებარე ბლოგტექსტს ოპტიმისტური განწყობით დავასრულებ. ამ ეტაპზე ხელისუფლება, ანუ ზოოპარკის ადმინისტრაცია, ”ზეიმობს”. მან მოახერხა და უკანასკნელ მომენტში ჩარაზა ვოლიერის საგდული. მერე სულაც მიაბოქლომა. ნაადრევია ეს ზეიმი.საქმე ისაა, რომ ლომი გალიაში აღარაა.გგონიათ, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ? არა, ჩემო კარგებო. იმედს ვგულისხმობ, იმ იმედს, რომელიც პოლიტიკაში მისმა შემოსვლამ ჩაუნერგა დაბეჩავებულ, გალახულ, სულში ჩაფურთხებულ და შეგინებულ ხალხს. იმედი კი, ხატოვნად რომ ვთქვათ, არასოდეს კვდება. აღარ ეტევა, გაგრძელება : http://gefacts.com/?p=209 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2011 აღარ ეტევა, გაგრძელება : http://gefacts.com/?p=209ბარემ პირდაპირ ეგ ლინკი დაგედო ვისაც წაკითხვა მოუნდებოდა, მაინც ხო იქ მოუწევდა გადასვლა (ისე, არა მგონია ვინმემ ეგ წაიკითხოს ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2011 Bexxჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას: - რა ქნა, სიმონ, ეგი ამ კაცმა, რო გადაგვასხა ყველას ”პრაიავიტელი” და თვითონ ქე გარეკა გროზნოში..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2011 (edited) მათიას რუსტის მსგავსად, მილიარდერის თვითმფრინავი ისე დაჯდა ქართული პოლიტიკის აეროდრომზე, რომ მერაბიშვილის რადარებმა არათუ მისი შემოფრენა, არსებობაც ვერ დააფიქსირეს. მეტიც – როგორც ღია წერილიდან გაირკვა, ივანიშვილს თვითონვე ჰყავს ინფორმატორები სახელისუფლებო გუნდში და სწორედ ამ მეთოდით გაშიფრა ”ქართუ ჯგუფში” ჩანერგილი აგენტი, ვინმე გიგა ჩრდილელი.ეეჰმერაბიშვილის უძლეველობაზე კი არ ვამბობ ბარემ პირდაპირ ეგ ლინკი დაგედო Edited October 25, 2011 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2011 (edited) ქვეყნის მმართველი ყოველთვის არაა მძარცველ-ყაჩაღი, იგი შეიძლება იყოს ერის სამსახურში http://a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/206810_1666133141730_1489338130_31430212_6977551_n.jpgერის სამსახურში -"საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" Edited November 5, 2011 by დაჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 "ნატო" ფაშისტებზე უარესია http://www.veteranstoday.com/wp-content/uploads/2011/08/nato-liberation.jpgნატო მუამარ კადაფს ფაშისტებზე უარესად მოექცა. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ნატო მუამარ კადაფს იმაზე უარესად მოექცა ვიდრე ფაშისტები იქცეოდნენ ომის დროს. "ნატოს საგანგებო დანიშნულების რაზმებმა ქვეყნის ხელისუფალი ხელში ჩაიგდეს, იგი აწამეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, არაადამიანურად მოექცნენ, დაჭრილს ესროლეს, გააუპატიურეს, თავი მოუგრიხეს, ხელები გადაუგრიხეს და გააწამეს იმაზე უფრო უარესად ვიდრე ფაშიტები იქცეოდნენ თავის დროზე", _ განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ლიბია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განადგურებულია. "მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილში დემოკრატიის მოწოდების ქვეშ იღუპებიან ადამიანები და ხორციელდება უსასტიკესი ტერაქტები - არაბული რევოლუციები, ლიბიის განდგურება, როგორც სახელმწიფოს ამის ნათელი მაგალითია", _ აცხადებს ლუკაშენკო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 "ნატოს საგანგებო დანიშნულების რაზმებმა ქვეყნის ხელისუფალი ხელში ჩაიგდეს, იგი აწამეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, არაადამიანურად მოექცნენ, დაჭრილს ესროლეს, გააუპატიურეს, თავი მოუგრიხეს, ხელები გადაუგრიხეს და გააწამეს იმაზე უფრო უარესად ვიდრე ფაშიტები იქცეოდნენ თავის დროზე", _ განაცხადა ლუკაშენკომ.ისე, მე ვთვლი, რომ თუ აწამებ ადამიანს, მაშინ არ უნდა მოკლა, რა აზრი აქვს მაშინ წამებას? აი, მე რომ მოვიდე ხელისუფლებაში, ნაცების გამპრავებლებს (ხო, იმენა გამპრავებლებს, და არა თითონ ნაცებს. ნაცებს გამოვიყენებდი) ვაწამებდი, ოღონდ კი არ დავბრიდავდი. ყოველდღე ექნებოდათ 3-ჯერადი წამება, დილით, შუადღისას, საღამოს. და ასე სიცოცხლის ბოლომდე. დაბრედვა არის სირობა. (ასე რომ, ნუ მაიძულებენ ნაცები, რომ მოვიდე ხელისუფლებაში ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 7, 2011 http://s1.ipicture.ru/uploads/20111107/ZPcQqtay.jpgტუარეგები ბრძოლისაკენ მოუწოდებენ ლიბიის ყველა ტომს! "ყველა ჩვენს ტომს ლიბიაში, თქვენ უდიდესი დანაკარგები განიცადეთ ცრუ "რევოლუციის" გამო, ნატოს დაქირავებულების გამო.. ჩემო ძმებო, ტუარეგის ტომის მეომრებო ლიბიასა და მთელ აფრიკაში - თქვენ აირჩიეთ აწ დაღუპული კადდაფი თქვენს წინამძღოლად, და ვიცით რომ ტუარეგები მას შემდეგ რაც წინამძღოლი მოუკლეს შურს იძიებენ მტრებზე. ჩემო ძმებო ტუარეგებო თქვენი წინამძღოლი მოკლეს მხეცებმა ვისაც არც ღმერთი სწამს და არც მისი წინასწარმეტყველი და სჩადიან ბოროტებას როგორც სხვა უღმერთო ხალხი.. თქვენ ნახეთ შეურზცხყოფა რაც მიაყენეს თქვენი წინამძღოლის გვამს - დროა ვიმოქმედოთ! ვიცით რომ თქვენ ეწინააღმდეგებით დაქირავებულ მტრებს და თქვენი ბრძოლა გადაწყვეტს ამ დამპყრბთა ბედს. ლიბიის, ალჟირის, დასავლეთ საჰარის, მალისა და ნიგერის ძმებო ტუარეგებო, თქვენ ხშიარდ სტუმრობდით თქვენს წინამძღოლს და იცით მისი პატივისცემა თქვენდამი.. დღეს საყვირს უნდა ჩავბეროთ და დავიწყოთ მძვინვარე ბრძოლა და ფეხქვეშ მიწა გამოვაცალოთ დამპყრობლებს. თქვენი წინაპარი ომარ მოხტარია საუკეთესო მაგალითი. ძმა კადაფის სამარე იყოს თქვენი და ჩვენი გზის გამნათებელი მოღალატეებთან ბრძოლაში." * * *მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურები ტუარეგებს მიიჩნევენ დედამიწაზე საუკეთესო უდაბნოს მეომრებად. ისინი ცნობილი არიან თავიანთი გამჭრიახობით და ამტანობით - შეუძლიათ 30 მილის გავლა ცხელ უდაბნოში რამდენიმე ფინიკითა და სულ ცოტა წყლით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.