babuagiorgi Posted October 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 პოლიტიკის კომერციალიზაციის მცდელობა, როდესაც ბიზნესს უკვე არ აკმაყოფილებს პოლიტიკის აჩრდილის როლის თამაში და მმართვის სადავეების პირადად ხელში აღების სურვილი უჩნდება, სიახლე არაა და ამის მაგალითებს ქართული პოლიტიკის საზღვრებს გარეთაც ვიპოვით.ზოგიერთი ბიზნესმენი პოლიტიკური ილუზიებს სახელმწიფოსა და ბიზნესის მმართველობის ტექნოლოგიის მსგავსებით ხსნის , რაც ფაქტობრივად არაა გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პოლიტიკურ სუპერმარკეტად ჩამოყალიბდება, სადაც პოლიტიკური მმართველობის ფორმა მარკეტინგის ფილოსოფიით არის ჩანაცვლებული. პოლიტიკა – საზოგადოების მართვის ხელოვნებაა, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგოც ბრძოლა საზოგადოებრივი მოწყობისათვის. დემოკრატიულ მმართველობის ფორმად იგულისხმება ისეთი სიტემა, სადაც სახელისუფლებო აპარატი წარმომადგენლობითია, რამეთუ რომელიმე ერთი ფენის სახელმწიფო მოწყობის უფლების პრივატიზირება, ყველაზე კეთილშობილურ ფორმაშიც კი სამართლიანობის პრინციპს გამორიცხავს და უფრო ავტორიტარიზმია ვიდრე დემოკრატია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ბიზნესმენური კუთხით ხედვა გასაკვირვი არაა, რადგან საზოგადოებრივი მოწყობის ბრძოლაში ერთი ჯგუფის იდეოლოგიდანაა გამომდინარე, რაზედაც მისი განცხადებების ზოგიერთი პასაჟი მიუთითებს, სადაც დემოკრატიის აღქმა ავტორიტატორულ მმართველობის ელემენტებს შეიცავს.ივანიშვილისათვის საპარლამენტო მოწყობის მისაღები ფორმა, მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით არის მისაღები, რაც ახსნილია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების სურვილით. თუმცა აქ უნდა ავღნიშნოთ ის, რომ საქართველოში წინა მოწვევის ყველა პარლამენტი, აბსოლუტურ საკონსტიტუციაო უმრავლესობით იყო წარდეგნილი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი ჯგუფის და არა საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდა.დემოკტარიული მმართველობის ფორმისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას რომელიმე ერთი სუბიექტის უპირატესობა მიუღებელია. ამის გამო ასეთი ტიპის საკანონმდებლო აქტის მიღებას განსაკუთრებული პროცედურული ნორმები ახასიათებს.საკონსტიტუციო ცვლილებების ორი საშუალება არსებობს, საპარალამენტო და რეფერენდუმის სახით. საპარლამენტო, უმრავლესობის სურვილთან ერთად ითვალისწინებს უმცირესობის თანხმობასაც, რაც ფაქტობრივად მიღებული კანონონის გრძელვადიანი ქმედების გარანტიაა. რეფერენდუმის შემთხვევაში, აუცილებელი არაა საპარლამენტო უმცირესობის პოზიციის გათვალისწინება, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ხმათა რაოდენობით მტკიცდება. საინტერესოა ბიძნა ივანიშვილის სოციალური სიტემის ხედვის ფორმაც, სადაც აღნიშნავს იმას, რომ “ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა გვქონდეს, რომ არც პენსიონერები დავხოცოთ შიმშილით და ბიზნესსაც ჰქონდეს განვითარების საშუალება.” – ნამდვილად რომ ორიგინალურია, ან უფრო სწორედ ბიზნესმენის მიერ საზოგადოებრივი პრობლემატიკის აღქმის მაგალითია, რამეთუ პოლიტიკოსი ასეთ სიტყვებს მინიმუმ მოერიდებოდა.დემოკრატიული არ ნიშნავს პენსიონერების, ინვალიდების და უმუშევრების სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე არსებობას, არამედ ღირსეული ცხოვრების უფლებას. დემოკრატი პოლიტიკოსისათვის კი მიუღებელი უნდა იყოს აზრები, სადაც მაქსიმუმი შემთხვევით არ “დავხოცოთ შიმშილით” იგულისხმევა.აქვე მინდა დავუმატო ის, რომ ბატონი ივანიშვილი დღემდე თავს არიდებს სოციალურ სისტემაზე საუბარს, რაც ერთი მხვრივ გაუგებარია, რადგანაც დღეს ეს საქართველოს 80%-ი მოსახლეობისა მთავარი პრობლემაა. აქედან გამომდინარე კი, ამ საკითხს მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების დეკლარირებით ვერ შემოვფარგლავთ. პრობლემა უფრო ღრმა ხასიათისაა და გრძელვადიან ქმედითუნარიან პროგრამას მოითხოვს. ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, ბატონ ბიძინა არა პოლიტიკურ სასტარტო პოზიციაზე, არამედ მხოლოდ ოცნების დამუშავების სტადიაში იმყოფება. იმისათვის რომ ამ ოცნებას სწორი მიმართულება მიეცეს, მოსახლეობის ყველა კლასის ინტერესებია გასათვალისწინებელი. აუცილებელია საზოგადოებრივი ყველა ფენის დამცველი წარმომადგენლობითი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც დაამუშავებს საზოგადოების უმრავლესობისათვის მისაღებ პროგრამას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ მომავალზე და ბატონ ბიძინას კი ვთხოვდი მოუმატოს კიდევ მინიმუმ ორი წელი პოლიტიკურ აქტიურობის სტადიაში ყოფნის სურვილს, რადგან ის დრო რომელიც დაასახელა, ახლის დაარსებას კი არა, დღევანდელი ხელისუფლების მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც არ ეყოფა.ან კიდევ არა რის აუცილებელი მისი პირდაპირი პოლიტიკური ანგაჟმა. არსებობს საზოგადოებრივი აქტიურობის სხვა კეთილშობილური საშუალებებიც. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ მილიარდერი ბიზნესმენების ჰენრი ფორდისა და ტომაშ ბატიას მიერ შექმნილი ეფექტიური ლოკალური მიკრო სისტემები, რომელიც შემდგომ დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობისათვის, მმართველობისა და სოციალური სისტემის არაჩვეულებრივ მაგალითებად იქცნენ. მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ბევრს საქართველოში ახალ პოლიტიკური ძალად ევლინება, რაც გასაკვირვი არ არის არსებული რეჟიმის პირობებში, მაგრამ პოლიტიკური მოღვაწეობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ფინასები, არამედ პოლიტიკისა და ბიზნესის გამიჯვნის სურვილიც, რაც დღემდე გაკეთებული განცხადებების ფონზე, ქართველ ოლიგარქს ეს უჭირს. ამისათვის კი აუცილებელია ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი კონკრეტულ დემოკრატიულ იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე გადაიტანოს, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც. ამას კი, მიუკერძოვებელი აზრის დეფიციტის გამო, მხოლოდ საქართველოში მოღვაწე პოლიტიკური სპექტრის მეშვეობით ვერ გააკეტებს. ოლიგარქის განცხადებები დემოკრატიული ლექსიკონის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან და მომავალში მხოლოდ დრო გვანახებს იმას, თუ რამდენად ახლოს იყო რეალობასთან სიტყვა და ქმედების კოეფიციენტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 babuagiorgiვისი დაწერილია ეს? ბატონი ივანიშვილი დღემდე თავს არიდებს სოციალურ სისტემაზე საუბარს, რაც ერთი მხვრივ გაუგებარია, რადგანაც დღეს ეს საქართველოს 80%-ი მოსახლეობისა მთავარი პრობლემაადემოკრატიული არ ნიშნავს პენსიონერების, ინვალიდების და უმუშევრების სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე არსებობას, არამედ ღირსეული ცხოვრების უფლებასსახელმწიფოს დღეისათვის (და კიდევ დიდხანს იქნება ასე) პრაქტიკულად არ აქვს რესურსები რათა დასავლეთში მოქმედი სოციალური სისტემების მსგავსი სისტემა შექმნას. ამიტომ ამ საკითხში, როცა ივანიშვილი არ გაძლევთ პოპულისტურ დაპირებებს, სწორია ეს კაცი. "გაზი 20 თეთრად, დენი 10 თეთრად, წყალი უფასოდ" და მსგავსი სლოგანები ძალიან მიმზიდველია, მაგრამ განუხორციელებელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 "გაზი 20 თეთრად, დენი 10 თეთრად, წყალი უფასოდ" და მსგავსი სლოგანები ძალიან მიმზიდველია, მაგრამ განუხორციელებელი.როცა პუტინი თავის კაცს დასვამს აქ, აღარ იქნება განუხორციელებელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 babuagiorgiვისი დაწერილია ეს? სახელმწიფოს დღეისათვის (და კიდევ დიდხანს იქნება ასე) პრაქტიკულად არ აქვს რესურსები რათა დასავლეთში მოქმედი სოციალური სისტემების მსგავსი სისტემა შექმნას. ამიტომ ამ საკითხში, როცა ივანიშვილი არ გაძლევთ პოპულისტურ დაპირებებს, სწორია ეს კაცი. "გაზი 20 თეთრად, დენი 10 თეთრად, წყალი უფასოდ" და მსგავსი სლოგანები ძალიან მიმზიდველია, მაგრამ განუხორციელებელი. მანდ ჰენრი ფორდის და განსაკუთრებულად ტომაშ ბატიას არაჩევულებრივი მაგალითებია, როდესაც მილიარდერმა ერთ ქალაქში შექმნა სოციალური სისტემის ნიმუში.მეორე. დაპირებეის მოცემას ვინ ითხოვს? პრობლემის გადაჭრის ხედვაზეა საუბარი. რაც დღევენდელ დღეს ეხება. დააყრეინე ჯიბიდან (ანგარიშებიდან) ამ ხელისუფლების წარმომადგენელთ გატაცებული თანხები, განსაკუთრებიტ შემოსუი დახმარებებიდან და კრედიტებიდან. სავსებით საკმარისია დასავლეთის ტიპის სოციალური სიტემის 1-2 წელიწადში სექმნა.ნუ უმიზნოდ დახარჯულ თანხებე არ ვსაუბრობ, ეს ხომ............ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 babuagiorgiგატაცებული თანხები, განსაკუთრებიტ შემოსუი დახმარებებიდან და კრედიტებიდანშენ სერიოზულად გგონია, რომ შემოსული დახმარებებიდან ვინმეს შეუძლია თავის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა? ეგ თანხები უმკაცრესად კონტროლდება დონორებისაგან. ეჰ, ცუდია რომ წარმოდგენა არ გაქვთ იმაზე რასაც წერთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 ბატონ ბიძინა არა პოლიტიკურ სასტარტო პოზიციაზე, არამედ მხოლოდ ოცნების დამუშავების სტადიაში იმყოფება. იმისათვის რომ ამ ოცნებას სწორი მიმართულება მიეცეს, მოსახლეობის ყველა კლასის ინტერესებია გასათვალისწინებელიტყუილად მეოცნებესაც არ გავს და ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიც გათვალიწინებული ექნება ჩემი აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 babuagiorgi შენ სერიოზულად გგონია, რომ შემოსული დახმარებებიდან ვინმეს შეუძლია თავის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა? ეგ თანხები უმკაცრესად კონტროლდება დონორებისაგან. ეჰ, ცუდია რომ წარმოდგენა არ გაქვთ იმაზე რასაც წერთ. "უნიჭო" ჩეხები ახერხებენ გარკვეულ წილად. რა თქმა უნა შეუდარებელი მაშტაბებით და "ნიჭიერი" ქართველი ვერ ტვინავს ხო? არ იცი შენ ამის ტექნოლოგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 შენ სერიოზულად გგონია, რომ შემოსული დახმარებებიდან ვინმეს შეუძლია თავის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა? ეგ თანხები უმკაცრესად კონტროლდება დონორებისაგან. ეჰ, ცუდია რომ წარმოდგენა არ გაქვთ იმაზე რასაც წერთ და შენ გგონია , რომ მაგას არ აკეთებენ? დონორის წილში გაყვანაც მოსულა რამე რო იყოს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 ტყუილად მეოცნებესაც არ გავს და ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიც გათვალიწინებული ექნება ჩემი აზრით. რა აქვს "სეიფში" დამალული არც თქვენ იცით და არც მე მაგრამ მე ვცდილობ მისი განცხადებებიდან და აზრებიდან გამოდინარე ანალიზი გავაკეთო "სეიფის" შემცველობისა. 7 ოქტომბერს გააკეთა პირელი განცხადება. თუ გაინტერესებთ გეცნით მის შინაარს და8 ოქტომბრის ანალიტიკური სტატია წაიკითხეთ და ნახავთ იას, თუ რამდენად არის ამოცნობილი "სეიფის" შემცველობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 babuagiorgiორივე გადაკითხული მაქვს ,,არ მგონია მაგან ესე ადვილად მოხსნას გუდას თავი და ყველაფერი ერთბაშად გადმოყაროს..ნელ-ნელა გადმოალაგებს .მე ესე მგონია და რა ვიცი, როგორც იტყვიან ''პაჟივიომ უვიძიმ'' Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 babuagiorgiორივე გადაკითხული მაქვს ,,არ მგონია მაგან ესე ადვილად მოხსნას გუდას თავი და ყველაფერი ერთბაშად გადმოყაროს..ნელ-ნელა გადმოალაგებს .მე ესე მგონია და რა ვიცი, როგორც იტყვიან ''პაჟივიომ უვიძიმ''ხო და დალაგებულს ვშიფრავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 დალაგებულ დაშიფრულები არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი რომ ზოგადად კონკურენცია არის კარგი რამ. თუ შეიქმნება კონკურენტული გარემო პოლიტიკაში, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. მაგრამ ივანიშვილი თუ უმრავლესობით იქნა პარლამენტში წარმოდგენილი, ჩემი აზრით დროთა განმავლობაში ეს ქვეყანას უკან დასწევს სერიოზულად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 დალაგებულ დაშიფრულები არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი რომ ზოგადად კონკურენცია არის კარგი რამ. თუ შეიქმნება კონკურენტული გარემო პოლიტიკაში, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. მაგრამ ივანიშვილი თუ უმრავლესობით იქნა პარლამენტში წარმოდგენილი, ჩემი აზრით დროთა განმავლობაში ეს ქვეყანას უკან დასწევს სერიოზულად.ნაციკები რომ არიან პარლამენტში მხოლოდ და მათი საჯდომის მლოკველები, ეს ქვეყნის პროგესია, სატურნ? თუ ივანიშვილიც იგივეს იზამს, თუ იზამს საერთოდ, რა თქმა უნდა ეს იქნება რეგრესი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 ნაციკები რომ არიან პარლამენტში შენ ერთი რამე არ გესმის თუ არ გინდა რომ გაიგო არ ვიცი. ნაციკებს დაარქმევ თუ საქართველოს გაბრწყინების პარტიას ამით საქმის რეალური არსი არ შეიცვლება. ამ ქვეყანაში პარლამენტში ჯდომის მსურველ ხალხს ყოველთვის იპოვი ;) აი მერე რა მოხდება ეგაა საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2011 შენ ერთი რამე არ გესმის თუ არ გინდა რომ გაიგო არ ვიცი. ნაციკებს დაარქმევ თუ საქართველოს გაბრწყინების პარტიას ამით საქმის რეალური არსი არ შეიცვლება. ამ ქვეყანაში პარლამენტში ჯდომის მსურველ ხალხს ყოველთვის იპოვი ;) აი მერე რა მოხდება ეგაა საქმეპარლამენტში რა თქმა უნდა ხალხი უნდა იჯდეს, მაგრამ არა ერთი პარტიიდან... ის ხალხი ვინც ახლა პარლამენტშია, ძირითადად ქუჩიდან განდევნილი ბანდიტები არიან... ყოფილი საძმოებიდან და ა.შ.ამაშია სხვაობა, იმის მაგივრად რომ მკვლელი და ქურდი ციხეში იჯდეს, პარლამენტში ზის... და მთავრობაში...მაგრამ ეს ხელისუფლების პიარ-კომპანია იყო, ხალხის დაბოლების... ვითომ ქურდობას ვებრძვითო, ქურდულ მენტალიტეტსო და შეხედე ნებისმიერ პარლამენტარს თუ არ არის ქუჩის ქურდული მენტალიტეტის მატარებელი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.