dire Posted October 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 რამე კონკრეტული განცხადება არ იცით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 ჯონ ბასი - აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს 14:04 21-10-2011 ამერიკის შეერთებული შატატების საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ასევე, ბასმა ისაუბრა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის გუშინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. "ბიძინა ივანიშვილი შედარებით ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. მან გუშინდელ შეხვედრაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა იმ ბრალდებების შესახებ, რომელსაც, ბიზნესმენის თქმით, მას უყენებენ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ყველაფერს თვალს და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხებს საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ", - განაცხადა ჯონ ბასმა.მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტების შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს ინფორმაციას და არა - სხვა ვინმესგან, მაგალითად - ამერიკის ელჩისგან. "ვიცი, რომ გაინტერესებთ, თუ რას ვფიქრობ მე ამაზე, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო საინტერესოა, რას ფიქრობს ამ საკითხებზე თავად საქართველოს მოსახლეობა", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე და თავად გააკეთოს დასკვნები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ეს კანონს."ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოლაპარაკება მიმდინარეობდეს მშვიდობიან ფორმატში და ყველას ხმა ისმოდეს თანაბრად", - აღნიშნა ბასმა. ელჩმა გაიმეორა სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა რომელიმე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პირს, არამედ - მთლიანად საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში."ჩვენ ვმუშაობთ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან. მხოლოდ იმ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, რომლებიც ძალადობას პოლიტიკურ ინტსრუმენტად გამოყენებას შეეცდებიან. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი სათამაშო ველი, სადაც ყველა მონაწილესთვის თანაბარი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი დღეს დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში იმყოფებოდა, სადაც ”საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის” (NEO) გახსნაში მიიღო მონაწილეობა. წყარო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 ხოოო...ნუ ეხლა. მთლად მისას დედაო არაა. არც მთლად ბიძინას გაუმარჯოსო.მოკლედ იმინნა ამერიკელი დიპლომატის პასუხია... ბინდმოკრული და უამრავი ინტერპრეტაციის მომცემი.მაგრამ მაინც ალბათ უფრო ასე მესმის.ხალხი თუ გაჰყვებით პადდერჯკას მივცემთო. თუ ვცდები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 დღეს უკვე ახალაიას ახალი მისია აქვს – უნდა დაამუხრუჭებინოს ბიძინა ივანიშვილს. გეგმის განხორციელება უკვე არც თუ ისე წარუმატებლად დაწყებულია, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ახალაია იმუქრება, რომ ივანიშვილს თავისსავე ხალხს ჩამოაგდებინებს. http://www.presage.tv/img/multimedia/a8090.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 georgekh13 მაგრამ როგორც ჩვენი წყარო ამბობს,თქვენ ვინ ხართ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 ამერიკოსები ლამაზ სიტყვაზე ენდობიან თუნდაც თავიანთ რჩეულს? რაღაც გარანტია ექნებათ იმისა ერთ მშვენიერ დღეს ბიდზინამ რუსეთისკენ რომ არ აიღოს გეზისადაც არის ბასი, იქ არის - კონტრაბასიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2011 სადაც არის ბასი, იქ არის - კონტრაბასიც :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.