Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

DonCaredo

  On 10/21/2011 at 11:09 PM, DonCaredo said:

და მერე უნდა ისწავლონ ქართული ანდაზა რძის, ყველისა და ღლე-ღვერის თაობაზე

და ქართველებმა გგონია უკვე ისწავლეს ეგ ქართული ანდაზა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/21/2011 at 11:05 PM, Nukriko said:

5-წლის შემდეგ ლიბიელები ინანებენ რაც ჩაიდინეს, დაეტყობათ მათ ცხოვრების დონეს და რაც მთავარია, უარეს რეჟიმს მიიღებენ

მეც ეგრე მგონია, შეიძლება მანამდეც მიხვდნენ და 5 წელი არ დაჭირდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/21/2011 at 11:05 PM, Nukriko said:

5-წლის შემდეგ ლიბიელები ინანებენ რაც ჩაიდინეს, დაეტყობათ მათ ცხოვრების დონეს და რაც მთავარია, უარეს რეჟიმს მიიღებენ...

ამის ალბათობა საქართველოსაც აქვს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 5:58 AM, Saturn said:

ამის ალბათობა საქართველოსაც აქვს

:givi: :givi:

რომელი იქნება სინანულის პერიოდი, ახლო მომავალი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 6:19 AM, laci said:

რომელი იქნება სინანულის პერიოდი, ახლო მომავალი?

ალბათობა არსებობს და არა აუცილებლობა. შეიძლება არც მოხდეს ასე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/21/2011 at 11:14 PM, DonCaredo said:

ნეტავი გამაგებინა, რა თავისუფლება უნდოდათ? ფული ქონდათ იმდენი, რომ კაის ჭAმდნენ, კაის სვამდნენ, და ეს თAვისუფლება რა არის, ვინმე სიარულს უკრძალავდა სადმე, პრაგულკაზე არ გაყავდათ თუ რა უნდოდათ მაგ ჩემისებს? აი სამსახურში რო დადის კაცი, და ხელფასს იღებს დიდს. ის რა, თავისუფალია? რატომ არ ითხოვს თავისუფლებას და არ მიდის იმ სამსახურიდან? სულ სიაფანდია თავისუფლების მოთხოვნები. მოგონილია ეგ ყველაფერი. თუ კაცი მატერიალურად კარგადაა, ის ფაქტიურად თავისუფალია იმ დონემდე, რა დონეზეც არის მატერიალურად უზრუნველყოფილი. ყველანაირი სიაფანდი მოთხოვნა "თAვისუფლებაზე" სინამდვილეში არის უფრო ნაკლები შრომით უფრო მეტი ფულის შოვნის მოთხოვნა

პრინციპში გეთანხმები ეგრეა ყველაფერი :yes: ... მაგალითისთვის ჩრდილოეთ კორეაში ჩაკეტილია ყველანაირი საზღვარი არ არის ინტერნეტი არ არის უცხოური ტელევიზია არ შეგიძლია დააფიქსირო განსხვავებული აზრი ეგრევე რაღაც ბანაკში წაგათრევენ აი მანდ რანაირი სიმდიდრეც არ უნდა იყოს შეიძლება კაცმა მოითხოვოს თავისუფლება თუმცა ლიბიაში როგორც ვიცი ყველა სახის თავისუფლება იყო გარდა იმისა რომ სხვა ლიდერი აერჩია ხალხს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 5:58 AM, Saturn said:

ამის ალბათობა საქართველოსაც აქვს :givi:

ნამდვილად...

 

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ედიკაზე უარესი შეიძლებოდა მოსულიყო ხელისუფლებაში...

 

  On 10/22/2011 at 8:13 AM, fashisti said:

პრინციპში გეთანხმები ეგრეა ყველაფერი :yes: ... მაგალითისთვის ჩრდილოეთ კორეაში ჩაკეტილია ყველანაირი საზღვარი არ არის ინტერნეტი არ არის უცხოური ტელევიზია არ შეგიძლია დააფიქსირო განსხვავებული აზრი ეგრევე რაღაც ბანაკში წაგათრევენ აი მანდ რანაირი სიმდიდრეც არ უნდა იყოს შეიძლება კაცმა მოითხოვოს თავისუფლება თუმცა ლიბიაში როგორც ვიცი ყველა სახის თავისუფლება იყო გარდა იმისა რომ სხვა ლიდერი აერჩია ხალხს

:)

 

უკაცრავად და, თქვენ კლავიატურას, წრეტილ-მძიმის კლავიშები არ აქვენ?

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 9:03 AM, georgekh13 said:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ედიკაზე უარესი შეიძლებოდა მოსულიყო ხელისუფლებაში

შევარდნაძეზე უარესი არ არის ეს ხელისუფლება. პირიქით, უამრავ სფეროში სერიოზული წინსვლა მოხდა, მაგრამ იყო სერიოზული შეცდომებიც. შევარდნაძის ხელისუფლება იყო ჭაობი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 9:12 AM, Saturn said:

შევარდნაძეზე უარესი არ არის ეს ხელისუფლება. პირიქით, უამრავ სფეროში სერიოზული წინსვლა მოხდა, მაგრამ იყო სერიოზული შეცდომებიც. შევარდნაძის ხელისუფლება იყო ჭაობი.

არ გეთანხმები...

 

შენ მხოლოდ ბრჭყვიალა კედელი გჭრის თვალს და იმ კედლის უკან რომ ჭაობია და ყველაფერი დამყაყებული, ამის დანახვა არ გინდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 9:03 AM, georgekh13 said:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ედიკაზე უარესი შეიძლებოდა მოსულიყო ხელისუფლებაში...

ედიკას დანატოვარის ფონზე მშვენიერი ხელისუფლებაა

შეიძლებოდა უარესიც დაეტოვებინა, უბრალოდ მისი კომუნისტურ-მლიქვნელური იდეა ახალ დროს ვერ მოერგო

ვერც მისი პაკალენია იქნებოდა უკვდავი :yes:

ამიტომ ვამბობ ედიკაა გასაკადაფებელი და ნაცების უმრავლესობა ეგრევე პოლიტიკური თავშესაფარის ძებნას დაიწყებს საზღვარგარეთ

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 5:58 AM, Saturn said:

ამის ალბათობა საქართველოსაც აქვს :givi:

ნაკლებ შესაძლებელია, რადგან დაბალ და საშუალო კლასისთვის სააკაშვილის დროს დამძიმდა ცხოვრება, არა ეკონომიკურ კრიზისების ხარჯზე, არამედ რესურსების და სამუშაოების პარტიულ კონტროლის ხარჯზე..

 

 

ეს კონტროლი როგორც კი გაქრება, დაბალ და საშუალო ფენების ცხოვრება ოდნავ გაუმჯობესდება, ყოველ შემთხვევაში უამრავი ადამიანი საჭმელის ფულს გამონახავს...

 

 

მიშისტები, რომლებმაც მიშას მოსვლის შემდეგ, სხვების თანამდებობა (არა ერთ ადამიანის) მიითვისეს, მხოლოდ იმიტომ რომ აქტიური და ლოიალური მიშისტი იყო, მათთვის ალბათ დღეს "ოქროს ხანაა" და ალბათ თვლიან რომ "გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრობენ"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

  On 10/22/2011 at 9:35 AM, georgekh13 said:

შენ მხოლოდ ბრჭყვიალა კედელი გჭრის თვალს

კედელი არა სარკეები :givi:

განვითარების ინსტიტუციონალურ მხარეებზე ვწერდი იმ პოსტში და არა გზებზე და ელ-გაზ-მომარაგებაზე (თუმცა ეს უკანასკნელნიც მნიშვნელოვანია). შევარდნაძის პერიოდისაგან განსხვავებით დღეს მეწარმესაც და საჯარო მოსამსახურესაც შეუძლია ქრთამის აღებ-მიცემის გარეშე იცხოვროს, ამათგან პირველს საკმაოდ კარგად, მეორესაც - მეტ-ნაკლებად მისი კვალიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. ეს თითქოს ელემენტარული რამ არის, მაგრამ პოსტ საბჭოთა ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამას ვერ მიაღწია.

 

Nukriko

  On 10/22/2011 at 11:33 AM, Nukriko said:

მიშისტები, რომლებმაც მიშას მოსვლის შემდეგ, სხვების თანამდებობა (არა ერთ ადამიანის) მიითვისეს, მხოლოდ იმიტომ რომ აქტიური და ლოიალური მიშისტი იყო, მათთვის ალბათ დღეს "ოქროს ხანაა" და ალბათ თვლიან რომ "გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრობენ"

ვისი თანამდებობა მიითვისეს?:) შევარდნაძის პერიოდის საჯარო მოსამსახურეთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო კორუმპირებული და მის მთავარ საქმეს წარმოადგენდა ფულის წაღლეტა მოქალაქეზე, ნაწილის თავისთვის დატოვება და მეორე ნაწილის უფრო ზევით გადაცემა. ასე იგებოდა კორუფციის პირამიდა, რომლის თავში მინისტრები და პრეზიდენტი იდგა. რაც შეეხება "გაბრწყინებას" ეს მორწმუნეთა ტერმინია - რელიგიურ მორწმუნეთა და მემარცხენე მორწმუნეთა, ამ უკანასკნელთათვის გაბრწყინება სოციალიზმიდან იწყება და კომუნიზმით მთავრდება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 3:49 PM, Saturn said:

georgekh13

 

კედელი არა სარკეები :givi:

განვითარების ინსტიტუციონალურ მხარეებზე ვწერდი იმ პოსტში და არა გზებზე და ელ-გაზ-მომარაგებაზე (თუმცა ეს უკანასკნელნიც მნიშვნელოვანია). შევარდნაძის პერიოდისაგან განსხვავებით დღეს მეწარმესაც და საჯარო მოსამსახურესაც შეუძლია ქრთამის აღებ-მიცემის გარეშე იცხოვროს, ამათგან პირველს საკმაოდ კარგად, მეორესაც - მეტ-ნაკლებად მისი კვალიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით. ეს თითქოს ელემენტარული რამ არის, მაგრამ პოსტ საბჭოთა ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამას ვერ მიაღწია.

 

 

შენ თუ მაგისი მართლა გჯერა, ღმერთმა გაგიმარჯოს...

 

პს. ახლა კორუფცია არ არის ხო?

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

  On 10/22/2011 at 3:56 PM, georgekh13 said:

ახლა კორუფცია არ არის ხო?

მე და მოქალაქეების უმრავლესობას რასთანაც გვაქვს შეხება, ვერტიკალის ქვედა და საშუალო რგოლში, არ არის. ამბობენ ზედა რგოლში არისო. ამაზე რასთანაც შეხება არ მქონია, თავს ვერ დავდებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 10/22/2011 at 4:04 PM, Saturn said:

 

მე და მოქალაქეების უმრავლესობას რასთანაც გვაქვს შეხება, ვერტიკალის ქვედა და საშუალო რგოლში, არ არის. ამბობენ ზედა რგოლში არისო. ამაზე რასთანაც შეხება არ მქონია, თავს ვერ დავდებ.

:)

სატურნ, არ გეკადრება თავის მასე დაძვრენა... :)

 

სტალინთან და ჰიტლერთან არც მე მქონია შეხება, მაგრამ კი ვიცი ვინც იყვნენ

 

  On 10/22/2011 at 3:49 PM, Saturn said:

 

ვისი თანამდებობა მიითვისეს?:) შევარდნაძის პერიოდის საჯარო მოსამსახურეთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო კორუმპირებული და მის მთავარ საქმეს წარმოადგენდა ფულის წაღლეტა მოქალაქეზე, ნაწილის თავისთვის დატოვება და მეორე ნაწილის უფრო ზევით გადაცემა. ასე იგებოდა კორუფციის პირამიდა, რომლის თავში მინისტრები და პრეზიდენტი იდგა. რაც შეეხება "გაბრწყინებას" ეს მორწმუნეთა ტერმინია - რელიგიურ მორწმუნეთა და მემარცხენე მორწმუნეთა, ამ უკანასკნელთათვის გაბრწყინება სოციალიზმიდან იწყება და კომუნიზმით მთავრდება :givi:

თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ვეტერან სერგო თეთრაძის მკვლელობაში მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია-ბრიფინგი გამართეს.

 

ამას გულისხმობა საჯარო მოსამსახურეების გამოკეთებაში?

 

პს. და როგორ გგონია, დღეს თავში თუა კორუფცია (ამბობენო, ამბობ), ვინ უდგას ამას სათავეში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...