Jump to content
Planeta.Ge

ბიძინომანია, და რეალობა


Recommended Posts

ხალხი ეიფორიაშია.. აქ ფორუმგეზეც იგრძნობა ეს... ზოგიერთმა მიშა ლამის დაამთავრა უკვე და მომავლის გეგმებს აწყობს

 

არადა ბრძოლა ეხლა იწყება..

 

როგორც ჩერჩილმა თქვა, ეს დასასრულის დასაწყისი კი არა დასაწყისის დასასრულია მხოლოდ)))

 

აწი თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული როგორ დამთავრდება ეს ომი...

 

დაუნდობელი რომ იქნება და ალბათ მსხვერპლიანი, ეჭვი არავის გეპარებათ..

 

ეიფორია კარგია, მაგრამ წინ დიდი გზაა...

 

დაჭერებიც იქნება, უფრო და უფრო მეტი სიდუხჭირეც, სრული უსამართლობაც და ა.შ.

 

შესაბამისად თქვენ თავს კითხეთ, მზად ხართ?!

 

http://i061.radikal.ru/1110/02/39ac0a31741d.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შინაარსში გეთანხმები,მაგრამ სათაური არ მომწონს,ბიძინომანია არ შეესაბამება სიტუაციას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეიფორია კარგია, მაგრამ წინ დიდი გზაა...

 

დაჭერებიც იქნება, უფრო და უფრო მეტი სიდუხჭირეც, სრული უსამართლობაც და ა.შ.

 

შესაბამისად თქვენ თავს კითხეთ, მზად ხართ?!

 

მაგრამ არის ისეთი მომენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როდესაც მდგომარეობა მიდის კრიტიკულ ზღვრამდე და საზოგადოება ღებულობს კოლექტიურ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება თვისობრივად სხვა ცხოვრება (მაგ. არაბეთის ქვეყნებში წელს განვითარებული მოვლენები). ეს დიალექტიკაა და საზოგადოების განვითარებისათვის არის საჭირო ახალი იდეები და მიზნები. არსებულმა თავისი საქმე გააკეთა და არა მგონია უკვე საზოგადოებას ახალი და სასიკეთო შემატოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხომ შესაძლებელია იმ დონემდე მოხდეს ნაცმოს დისკრედიტაცია რომ სიდუხჭირის გარეშე მოხერხდეს ეს, პირიქით კაცო

ის მსურს რომ საქ. ბევრმა ფულმა იტრიალოს ნახ.. მნე ნუჟენ სიდუხჭირე, უკეთესი ცხოვრება მსურს

 

newstudio

შინაარსში გეთანხმები,მაგრამ სათაური არ მომწონს,ბიძინომანია არ შეესაბამება სიტუაციას.

კიდევ ვინ დაემატება თქვენს გუნდს? ფორუმის არაფერი არ ისმის? :user: (ნ. ჯავახიშვილი გასაგებია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ზოგიერთმა მიშა ლამის დაამთავრა უკვე

შენ არ წერდი გუშინ დამთავრდაო? მოგვატყუე? :what:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანალგინის პოსტი ერთ-ერთ სოც ქსელში

 

ჩემი პოზიცია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისევ იგივეა, ფრთხილი და დაკვირვებული. სანამ მის კონკრეტულ ხედვებს არ გავეცნობი სახელმწიფოს განვითარებისას, მას ვერც მოვიწონებ და ვერც დავიწუნებ, მაგრამ ის თვისებები რასაც ის ამჟღავნებს თავის მოქმედებებში ჩემში პატივისცემას (და არა აღფრთოვანებას) იწვევს. მის საქმიანობას ვერ შევაფასებ სანამ კონკრეტული რეზულტატები არ დაიდება, მაგრამ თვისებები, გავიმეორებ და პატივისცემას იწვევს. მისი ნაბიჯები დიპლომატიური, მაგრამ მყარია, გაბედული და მტკიცეა. წინაღობები და წინააღმდეგობებია არც აშინებს, არც აბნევს და არც ისტერიკაში აგდებს, გაგრძელებას და ფეხის დასადგმელ ადგილს ყოველთვის პოულობს (ჯერჯერობით), კანონს ემორჩილება და იცავს. არავის აძლევს საშუალებას მისი ნაბიჯებით მანიპულირებისა. სამართლებრივადაც, მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც ყოველთვის გამართულია მისი ნაბიჯები. ამ ყველაფერს მე პატივს ვცემ, რაც აღმაფრთოვანებს კი აი ესაა:

მისი ე.წ. "მრჩეველთა საბჭო" თუ "საკონსულტაციო საბჭო", ადამიანი ყველა ნაბიჯზე აზრს ეკითხება სხვებს, თანაც მისთვის მანამდე უცხო ადამიანებს, არა ახლობლებსა თუ ერთგულებს. ამოტომაც არის მისი ნაბიჯები სწორი და გამართული. მას ცანს, რომ არ ეშინია, არიქა, ამის გამო სუსტად და უპრინციპოდ არ ჩამთვალონ, ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოვექცეო. არ აკომპლექსებს რომ შეიძლება მისი აზრი შეიძლება სწორი არ იყოს და მისი სურვილის თუ მოსაზრების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. ეს მას მხოლოდ აძლიერებს, როგორც მორალურად, ისე საქმეში.

 

ხელისუფლებას მინდა მივმართო:

 

ეს თქვენ უნდა გაგეკეთებინათ! უნდა გეკითხათ აზრი პროფესიონალებისთვის და გაგეთვალისწინებინათ, ასე უნდა გემართათ ქვეყანა, ასე უნდა გადაგედგათ ნაბიჯები. არ იქნებოდა არც 7 ნოემბერი, არც აგვისტოს ომი, არც ასეთი უმუშევრობა, სოციალური გაჭირვება და ა.შ. ასე თქვენ პოლიტიკაში დარჩენის, ქვეყანას კი რეალური წინსვლის საშუალება ექნებოდა. დამერწმუნეთ ასე გაცილებით ადვილად და გარანტირებულად მიაღწევდით იმ მიზანს, რომლისკენაც ასეთი ძალადობრივი და სამარცხვინო გზით მიდიხართ - გაგეხანგრძლივებინათ ხელისუფლებაში ყოფნა და ქვეყნის იმ გზით წაყვანა, რომელსაც ხმამაღლა აცხადებთ. ამ გზის გაცილებით დიდ ნაწილსაც გავივლიდით და იქნებ ფინიშამდეც მიგვეღწია (8 წელი არაა ამისთვის ცოტა). არც ჩვენ გვექნებოდა საეჭვო და სანერვიულო ვინ რომელ ორბიტაზე გვიპირებს დაჯენას და ვისთვის დაგვეჯერებინა.

 

თქვენ ქურდულ მენტალიტეტს ებრძვით და ამ მენტალიტეტის ძირითადი პრინციპებით კი ხელმძღვანელობთ:

 

- "ქურდი ყოველთვის მართალია"

- "ობშიაკს" აგროვებთ

- სამყარო "კაი ბიჭებად" (თქვენიანებად) და "არიფებად" (დანარჩენებად) დაყავით

- "ქურდული კანონების" დამრღვევი სასტიკად ისჯება, ეს კანონები კი მხოლოდ თქვენს დასაცავად, პატივსაცემად და გასაძლიერებლად არსებობს და მას ვერავინ შეცვლის თავად "ქურდების" გარდა.

- "ქურდები" და "კაი ბიჭები" არ მუშაობენ, არ ალაგებენ, ბოდიშს არ იხდიან, მათთვის ხელის დარტყმა არ შეიძლება. მათ უნდა ემსახურონ.

 

დიახ, თქვენ ის უნდა გაგეკეთებინათ, რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აკეტებს და არა ის, რასაც კრიმინალური ავტორიტეტები.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კიდევ ვინ დაემატება თქვენს გუნდს? ფორუმის არაფერი არ ისმის?

ჯერ ჯერობით როგორც მე ვიცი,მხოლოდ ორ სუბიექტს აქვს შემოთავაზება.დანარჩენები,ფორუმის ჩათვლით აზრთა გაცვლა გამოცვლი რეჟიმში არიან.რესპებიც უსუფას ჩამოსვლას (23-ში ჩამოდის) ელოდებიან საბოლოო ჩამოყალიბებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შენ არ წერდი გუშინ დამთავრდაო? მოგვატყუე?

ხუმრობა რო იყო ვერ მიხვდი? :givi: :pupuza:

 

ძუკუ

ჯერ ჯერობით როგორც მე ვიცი,მხოლოდ ორ სუბიექტს აქვს შემოთავაზება.დანარჩენები,ფორუმის ჩათვლით აზრთა გაცვლა გამოცვლი რეჟიმში არიან.რესპებიც უსუფას ჩამოსვლას (23-ში ჩამოდის) ელოდებიან საბოლოო ჩამოყალიბებაზე.

უსა-შია!?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ჯერ ჯერობით როგორც მე ვიცი,მხოლოდ ორ სუბიექტს აქვს შემოთავაზება.დანარჩენები,ფორუმის ჩათვლით აზრთა გაცვლა გამოცვლი რეჟიმში არიან.რესპებიც უსუფას ჩამოსვლას (23-ში ჩამოდის) ელოდებიან საბოლოო ჩამოყალიბებაზე.

გასაგებია :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამყვანი საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები იყვნენ ივანიშვილთან

 

მგონი მიშა მართლა თავდება.. არ მჯერა არაა :givi: :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

იყვნენ და უკომენტაროდ დატოვეს.

ანუ ინსტრუქციების ასაღებად წავიდნენ.

აი იქით კვირიდან გამოჩნდება რეალურად მთავრდება თუ არა.

ჯერ არაფერი არაა ეს შეხვედრა.

შეხვდნენ, შეწუხდნენ... აფერია ეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წამყვანი საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები იყვნენ ივანიშვილთან

 

მგონი მიშა მართლა თავდება.. არ მჯერა არაა :givi: :user:

უფრო დაწვრილებით რააა, ვერ ვუყურადებ საინფორმაციოებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...