babuagiorgi Posted October 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2011 (edited) იდეაში ვცდილობთ დემოკრატიის თამაშს, მაგრამ გულის სიღრემში ტოტალიტარულ რეჟიმს მივსტირით. ერთი მხვრივ ვეწინააღმდეგებით ერთპიროვნულ მმართველობის ფორმას და ამავე დროს ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება ძლიერი მმართველის გარეშე. ვეძებთ და ვპოულობთ, ვლოცავთ და ვაგინებთ. ფაქტობრივად ქრონიკულ მაზოხიზმის სტადიაში ვიმყოფებით. პიროვნება გადაარჩენს საქართველოს! ადამიანს მესიურ ღირებულებეს ვანიჭებთ, გვჯერა იმისა, რომ ძლიერ და სამართლიან პიროვნებას უნარი შესწევს დაგავპუროს და გაგვაკეთილშობილოს, ამავე დროს კი გვავიწყდება ის, რომ ერთ ადამიანს მისი ბუნებიდან გამოდინარე არ ძალუძს მოსახლეობის ყველა ფენის სურვილების გათვალისწინება და დაკმაყოფილება, რაც დასაბამშივე გამორიცხავს დემოკრატიითვის აუცილებელ ელემენტებს.ამ შემთხვევაში ჩვენთვის ალბათ, უფრო მისაღები არის მონარქიული სისტემა, სადაც ძალაუფლება არა არჩევნების გზით, არამედ შთამომავლობით გადადის. რაც გარკვეულ შემთხვევაში გამორიცხავს ძალაუფლებისთვის ბრძოლას და ამცირებს დიქტატის ნეგატიურ ზეგავლენას. თან ეს ერთგავრ პოზიტივად შეიძლება აღვიქვას, რადგან საზოგადოებას არ უჩნდება მესიის ძებნის წყურვილი, რამე თუ წინასწარ არის შეგუებული არსებულ მდგომარეობას. “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა.” თუ დიდ გალაქტიონს დავუჯერებთ და ერს სინამდვილეში თავისუფლება სწყურია, მაშინ აქედან გამომდინარე ადეკვატური მოთხვნილება უნდა წარადგინოს, რამე თუ მთავარი მიზეზი იმისა რასაც გვაწვდიან, ისევ ჩვენი მოთხოვნილებებიდანაა გამოდინარე. ამ შემთხვევაში კი არა მესიას უნდა ვნატრობდეთ, არამედ გუნდს, სადაც ქვეყნის მმართველობა ყველა ფენის წარმომადგენლობით სისტემაზეა აგებული. ხელისუფლებისათვის ბრძოლა კი კონკურენციის ელემნტებს შეიცავს და შემოთავაზებული პროდუქტი არა იაფფასიანი დაპირებებია, არამედ პარტიის საარჩევნო პროგრმაა.საარჩევნო პროგრამა კი დავითის საფლავზე დადებული ფიცი როდია, როგორც ეს უმეტესობას ჰგონია, არამედ პროფესიონალების მიერ დარგობრივად დამუშავებული და პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარე ამომრჩევლისთვის შეთავაზებული პროექტია, რის საფუძველზეც ამომრჩეველი იღებს არჩევნის გადწყველებას.დღეს საქართველოში მიაჩნიათ ის, რომ პროგრმა არ არის ხელისუფლების შცვლის მთავარი მექანიზმი, რაც ფაქტობრივდ სიმართლეს შეეფერბა, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ ეს არაეფექტიური იარაღია, არამედ იმის გამო, რომ ამჟამად პოლიტიკურ სპექტრს არ ჰყოფნის გამბედაობა და უნარი ალტერნატიული სისტემის შემოთავაზებისა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პოლიტიკოსები არა მარტო ეთანხმებიან საზოგადოების “სურვილს”, არამედ საყოველთაო ეიფორიის უშუალო მონაწილეებიც ხდებიან და ეს საკუთარი რეიტინგის ხრჯზე. შედეგი კი ისევ ისეთი იქნება. მივიღებთ დემოკარტიის დეფიციტის მქონე ხელისუფლებას, რომელიც მომავალში უკვე დავიწყებულ ახალ “დეჟავიუ” ცვლილებების მოთხოვნლება წამოჭრის ჩვენში.ზემოთ მოყვანილიდან გამოდინარე, ჩვენზეა დამოკიდებული ის თუ სანამდე გვინდა ვიტრიალოთ ამ კავკასიურ ცარცის წრეში და რამდენადაა ჩვენში სურვილი სიმართლეს გვუსწოროთ თვალი. შევეშვათ ამ საყოველთა ერვნულ ორგაზმით თვითდაკმაყოფილებას და გავუდგეთ შეიძლება შორ, მაგარმ სწორ გზას. ამისათვის კი საზოგადოებაში დემოკრატიული აზროვნების ფორმირებაა საჭირო, რაც ფაქტობრივად პოლიტიკოსთა პრერეგატივაა.როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსია და რეჟიმი მომავალ მართველობის რეოგანიზაციასთან ერთად ძლიერი კონკურენციას პრობელმების გადაჭრით არის დაკავებული და ხელისუფლებისთვის ბრძოლის მეთოდებს ისევ შიში და ფული განსაზრვრავს, არსებოს შანსი განსხვავებული აზროვნების დამკვიდრებისა. ეხლა საკითხავია ის თუ ვინ შესძელბს დროულად ამ მდგომარეობის შეფასებას და გაბედავს დინების საწინააღმდეგო ცურვას. იმ დროს როდესაც ყველა იმედი გადაწურულად მიგვაჩნია და გამოსავლი არ სჩანს არის რამოდენიმე არჩევანი, ან გავყვეთ დინებას და შევუერთდეთ საყოველთაო ეიფორიათა სერიალებს, ან კიდევ ვცადოთ შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც ბევრს შუძლეებლი ჰგონია, რამე თუ ცხოვრების ხარისხს არა მარტო პირადი ბედნიერება, არამედ მომაალი თაობის წინაშე შესრულებული ვალდებულება განსაზღვრავს. http://www.georgian-style.net/?p=1618 Edited October 16, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2011 მემგონი პირიქთ... ანორგაზმია გვჭირს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qutaiseli Posted October 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2011 (edited) გავხსნათ თემა: ,,სექსი და პოლიტიკა"იქ გავცხოთ ორგაზმებზე მსჯელობა სერიოზულად რომ ვთქვათ სერიოზულად გვჭირდება ქართველებს დაფიქრება იმაზე თუ რა და რატომ გვჭირს.ერთად უნდა გამოსავლის ძიებაც, მაგრამ მანამდე სწორი ანალიზი გვჭირდება.სიმართლე უნდა ვთქვათ რაც არ უნდა მწარე იყოს. ჩემის აზრით ბევრ პრობლემასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვჭირს:სოლიდარულობის განცდის არ ქონა (სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი)კომფორმიზმი....თქვენც დაამატეთ კიდე ცოტა. თვით ირონიის უნარი თუ შეგვრჩა ე.ი. შანსი გვაქ: ქართველი, რომ ღადაობას დაუწყებს ხელისუფალს მაშინ ერხევა! Edited October 17, 2011 by qutaiseli Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2011 ბაბუ, ეს ჩვენი ახალი მესია პარტიის შექმნას ცდილობს და არამესიანურად მოსვლას. ნუ ეხლა, რა ქნას თუ ჩვენ ვამესიავებთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2011 მემგონი პირიქთ... ანორგაზმია გვჭირს... შევეშვათ ამ საყოველთა ერვნულ ორგაზმით თვითდაკმაყოფილებას. პოლიტიკური ანანიზმი ჰქვია ამას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 17, 2011 მემგონი პირიქთ... ანორგაზმია გვჭირს...ანორგაზმია და ქართველი მამაკაცი რაცხა ახალი ხილია , ქალები, კი ბატონო ბაბუ, ეს ჩვენი ახალი მესია პარტიის შექმნას ცდილობს და არამესიანურად მოსვლას. ნუ ეხლა, რა ქნას თუ ჩვენ ვამესიავებთ...და რა პონტში გგონიათ რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მესიას ელის,ალბათ უფრო ძალიან დაბალი, ლუმპერული ფენები, ისინიც თუკი ერთ ორ კაპიკს იშოვიან და ჩაერთვებიან ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებაშიარა მგონია მესია დასჭირდეთ, ჩემის აზრით მესიანიზმით ქართული საზოგადოება არაა დაავადებული, თუმმცა შესაძლოა კარგიცაა რომ ხშირად დავცინით ჩვენს საზოგადოებასმესიანისტური მიდრეკილებების გამო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.