Jump to content
Planeta.Ge

სტიქაროსანმა თვითმკვლელობა სცადა


Recommended Posts

არ მეგონა ამ თემის გახსნა მე თუ მომიწევდა, მაგრამ უკვე სამი დღეა ველოდები და ხმა არავინ ამოიღო.

რა გჭირთ ხალხო???რა მიჩვეულები ხართ მსგავს ამბებს??

ყოველდღე ხო არ იკლავენ თავს ბავშვები(თან სტიქაროსნები)???

საშინელებაა, იმის მაგივრად რო მიზეზებზე დაფიქრდნენ მშობლები და საზოგადოებამაც გააანალიზოს რატომ მოხდა ასე, ყველამ ერთხმად უბედურ შემთხვევათ გამოაცხადა :vedreba: "სტიქაროსანი ბავშვი თავს არ მოიკლავდაო" :vedreba: ამის თქმა მხოლოდ ეკლესიის მორჩილებაში მყოფ ადამიანს შეუძლია, ისინი ხომ განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოკვდავებისგან :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 62
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სტიქაროსნები რა ზეადამიანები არიან და შეუძლებელია ადამიანური სისუსტეები რომ აღმოაჩნდეთ? მოხდა რაღაც მის ცხოვრებაში, რაიმე ისეთი რაც მის ფსიქოლოგიურ ძალებს აღემატებოდა, ვერ გაუძლო და წავიდა მეორე სამყაროში, ნუ ეგეც არავინ იცის სად წავიდა ან წავიდა თუ არა საერთოდ. სამწუუხაროა მაგრამ რაიმე საოცრებას და გასაკვირს ვერაფელს ვხედავ ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

scipion098

რა გაიგე ჩემგან, ჭურში ზიხარ?!

mama

 

გასაკვირი ნამდვილად არაფერია ამ ცხოვრებაში. ადმიანები არასრულყოფილები არიან და ზოგ სირთულეს ვერ უძლებენ ცხოვრებაში. ზოგი ფსიქურად იშლება, ზოგი თავს იკლავს, ზოგი დეპრესიით იტანჯება და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც რომ თვითონ მართლმადიდებლად წოდებული ეგ რელიგიური მიმდინარეობა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, გასაკვირი არაა რომ ადამიანის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და მსგავსი რამ ჩაიდინოს.

 

სამწუხაროა რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, მართლმადიდებლობად წოდებულ რელიგია საქართველოში ნამეტანი მოდური სამოსი გახდა. ჯერ სადაა, თუ მხოლოდ მოდად დარჩება, კიდევ ხო კაი მარა თუ მართლა დაიგრუზა ხალხი ამ რელიგიური მიმდინარეობის ადათების სერიოზულად დაცვით, მაშინ 21-ე საუკუნე შუა საუკუნეებად გადაიქცევა და აი მერე კი მართლა აღარაფერი ეშველება ქვეყანას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურმე მართლმადიდებლობის ბრალი ყოფილა თავს რომ იკლავენ.

alex

 

ჯერ ერთი, ეგ გესლიანი ენა და ცინიზმი ცოტა ხნით მაინც გადადე გვერდით ჩემთან მიმოწერისას თუ ძალგიძს. მეორეც, კარგად წაიკითხე ზედა პოსტი. მესამე, თუ არ ეთანხმები დაწერე რომ არ ეთანხმები და მიზეზიც ახსენი. თუ არადა, როგორც შემოიარე, ისე შეგიძლია გაიარო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

ჯერ ერთი, ეგ გესლიანი ენა და ცინიზმი ცოტა ხნით მაინც გადადე გვერდით ჩემთან მიმოწერისას თუ ძალგიძს. მეორეც, კარგად წაიკითხე ზედა პოსტი. მესამე, თუ არ ეთანხმები დაწერე რომ არ ეთანხმები და მიზეზიც ახსენი. თუ არადა, როგორც შემოიარე, ისე შეგიძლია გაიარო.

ამხელა კაცი წერ ფსიქიკას ვნებსო მართლმადიდებლობაო, რას გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხელა კაცი წერ ფსიქიკას ვნებსო მართლმადიდებლობაო, რას გულისხმობ?

alex

 

აი მაგ კითხვით უნდა დაგეწყო. გაეცანი მართლმადიდებლურ მიმდინარეობად წოდებული ეკლესიების სწავლებებს, მათ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი. გაეცანი ეკლესიის ადათ-წესებს, რომლებიც ადამიანს ზღუდავენ და ადამიანის თავისუფალ აზროვნებას ბოჭავენ. გაეცანი აგრეთვე ეკლესიის მცდელობას ადამიანებს წაართვან თავისუფლება, იბატონონ ხალხზე, მართონ ისინი და დააზომბირონ. ეს ყველაფერი ერთად აღებული კი მერწმუნე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ბევრი არ იცნობს მართლმადიდებლად წოდებულ ამ რელიგიას, ტრადიციულა დმისდევს მას. მართლმადიდებლობა ეკლესიაში მირბენა, პირჯვრის გადასახვა, სანთლის დანთება, მამაოსთვის ე.წ. ვაი "აღსარების" ჩაბარება, მკვდარზე წესის ასაგებად მამაოს ეკლესიიდნა წამოყვანა და მაყუთის ჩაჯიბება, ჯვრის წერის ცერემონია და ბავშვების მონათვლა ჰგონია. ის ადამიანები კი რომლებიც მართლმადიდებლობას კარგად იცნობენ და მაინც ირჩევენ მისდიონ მამაოების მიერ შეთხზულ ადათ-წესებს, თავს იუბედურებენ, ცხოვრებას იმკრთალებენ და თავიანთ ჯანმრთელობასაც ვნებენ. ყველაფერი იქეთ იყოს მარა სამწუხარო ისაა, რომ ზოგი ვერ ხვდება რამდენად ცუდია მისივე ჯანმრთელობისთვის ეს ყველაფერი. არადა, მთელი ჯაფით ცდილობს მამაოების წესებით იცხოვროს მთელი ცხოვრება. მებრალებიან ასეთები...

 

ტიპიური მართლმადიებელი რომელიც ეკლესიის მამაოების სწავლებების, იდეებისა და ფსიქოლოგიური ტრამვის კლასიკურ შედეგს წარმოადგენს:

 

 

ესეც მორიგი ფაქტია, რომელიც ტიპიურ მოვლენას წარმოადგენს, როგორ დასცინიან, აბუჩად იგდებენ ადამიანებს მართლმადიდებლები და ამ დროს, მრევლი იმდენადაა დაზომბირებულ გამოთაყვანებული რომ იმის ნაცვლად ტიროდნენ რა დღეშიც ეს რელიგია აგდებს ადამიანს, იცინიან მამაოს თავხედურ ქმედებაზე:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

გაეცანი მართლმადიდებლურ მიმდინარეობად წოდებული ეკლესიების სწავლებებს, მათ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი. გაეცანი ეკლესიის ადათ-წესებს, რომლებიც ადამიანს ზღუდავენ და ადამიანის თავისუფალ აზროვნებას ბოჭავენ. გაეცანი აგრეთვე ეკლესიის მცდელობას ადამიანებს წაართვან თავისუფლება, იბატონონ ხალხზე, მართონ ისინი და დააზომბირონ.

ძალით არავინ არ მიჰყავთ ეკლესიაში და თუ ადამიანი თავისი ნებით გადაწყვეტს გახდეს აღმსარებელი უნდა დაიცვას ის წესები რაც ეკლესიაშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მართლმადიდებლურ მიმდინარეობად წოდებული ეკლესიების სწავლებებს, მათ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი. გაეცანი ეკლესიის ადათ-წესებს, რომლებიც ადამიანს ზღუდავენ და ადამიანის თავისუფალ აზროვნებას ბოჭავენ. გაეცანი აგრეთვე ეკლესიის მცდელობას ადამიანებს წაართვან თავისუფლება, იბატონონ ხალხზე, მართონ ისინი და დააზომბირონ. ეს ყველაფერი ერთად აღებული კი მერწმუნე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი.

სერიალი "ყავა და ლუდი" დაასკვნა მეგრემ სტიქაროსანის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, თურმე მართლმადიდებლური ეკლესიის "მავნე" ფსიქოლოგიური ზემოქმედება ყოფილა, პირდაპირ გაკვირვებული ვარ თქვენის დაკვირვებულობითა. ჰოლმს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალით არავინ არ მიჰყავთ ეკლესიაში და თუ ადამიანი თავისი ნებით გადაწყვეტს გახდეს აღმსარებელი უნდა დაიცვას ის წესები რაც ეკლესიაშია.

alex

 

ძალით მიჰყავთ-თქო არ დამიწერია. ნებით დააზომბირებენ ადამიანს თუ ძალით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი მაინც დამზომბირებელია და არა დაზომბირებული. Varenia, ამას შენს გასაგონადაც ვამბობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

Varenia, ამას შენს გასაგონადაც ვამბობ.

რას ამბობ ჩემს გასაგებად? მე არც დაზომბირებული მაღელვებს და არც დამზომბირებელი ათეისტი ვარ, მაგრამ რასაც შენ წერ ეგ არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მართლმადიდებლური მრწამსი თვითმკვლელობის პირდაპირ მგმობელი და მოწინააღმდეგეა, თვითმკვლელობა მიუტევებელ ცოდვად მიაჩნიათ და ასეთებს არც წესს უგებენ ხოლმე, შენ კი დგეხარ და ვიღაც საწყალი ადამიანის პირად ტრაგედიას იყენებ, რომ ეკლესიას ჩირქი მოსცხო, თან ისე რომ რეალური მიზეზი არ იცი რისთვის სცადა იმ სტიქაროსანმა თვითმკვლელობა, ჰო და ჰოლმსისეულ დასკვნებს რომ დებ ეგ აღვნიშნე სწორედ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

რას ამბობ ჩემს გასაგებად?

Varenia

 

დიახ, შენს გასაგონადაც ვთქვი, რადგან პოსტებიდან შინაარსი ვერ გამოიტანე და ვხედავ ჯერ კიდევ გიჭირს შინაარსის გამოტანა.

 

 

მე არც დაზომბირებული მაღელვებს და არც დამზომბირებელი ათეისტი ვარ,

ამ დროს მართლმადიდებლად წოდებულ რელიგიურ მიმდინაროებას კი უდგები დამცველად. :D

 

მაგრამ რასაც შენ წერ ეგ არის მიზანმიმართული პროვოკაცია,

არა, მე ჩემი აზრი გამოვთქვი და გავამყარე ზემოთ დადებული სულ ცოტა ორი ვიდეოთი, სადაც დაზომბირებული მართლმადიდებელი მოვიყვანე უდაო ფაქტად! ამას შენ ვერ ხედავ და არქმევ პროვოკაციას. :)

 

 

მართლმადიდებლური მრწამსი თვითმკვლელობის პირდაპირ მგმობელი და მოწინააღმდეგეა,

ათეისტი ვარო ამბობ, მე კი ყოფილი მართლმადიდებელი ვარ, რომელიც მართლმადიდებლურად აღმზარდეს და ბრწყინვალედ ვიცნობ მაგ რელიგიური მიმდინარეობის დოქტრინებს, ასე რომ არ ვსაჭიროებ შენგან დასწავლებას ან შეხსენებას. პრობლემა სხვა რამეშია, რაც უკვე აღვნიშნე და ყურადღებით თუ წაიკითხავ პოსტებს, მიხვდები.

 

 

შენ კი დგეხარ და ვიღაც საწყალი ადამიანის პირად ტრაგედიას იყენებ, რომ ეკლესიას ჩირქი მოსცხო, თან ისე რომ რეალური მიზეზი არ იცი რისთვის სცადა იმ სტიქაროსანმა თვითმკვლელობა, ჰო და ჰოლმსისეულ დასკვნებს რომ დებ ეგ აღვნიშნე სწორედ.

ხომ აღვნიშნე რომ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანე. იგივეს ხომ არ გავიმეორებ არა? წაიკითხე პოსტი #5 სადაც აღვნიშნე რომ ყველა ვერ უძლებს სირთულეებს, ამას თან რელიგიური მხარეც ემატებათქო და არსად არ დამიწერია გადაჭრით, გინდა თუ არა ის სტიქაროსანი მართლმადიდებლებმა მოკლესთქო. პროვოკაცია სწორედ ეგაა, რასაც შენ აკეთებ! ყურადღებით იკიტხე პოსტები და ეცადე ის აზრი გამოიტანო ჩემი პოსტებიდნა, რაც მასში წერია. ამასთან ერთად იმ ვიდეოებსაც უყურე, რომელიც ზემოთ დავდე რომ მართლმადიდებლად წოდებული რელიგიური მიმდინარეობის მიერ დაზომბირებული "მორწმუნის" ზომბი საუბარი მოისმინო და გააანალიზო.

 

წარმატებები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Varenia

, მართლმადიდებლური მრწამსი თვითმკვლელობის პირდაპირ მგმობელი და მოწინააღმდეგეა,

სხვა ბევრ რამესაც "გმობს და ეწინააღმდეგება" მაგრამ შედეგი ნული მაგაზეა ნათქვამი "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო"

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...