FRIDRIX Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 3.79 აშშ დოლარით დაიკლო და 72.13 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის ბირჟაზე, Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასმა კი, ბარელზე 3.84 აშშ დოლარით დაიკლო და 73.14 აშშ დოლარზე დაფიქსირდა. ამის მიუხედავად სქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასები არ შემცირებულა. „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასების ზრდა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდითაა გამოწვეული, თუმცა ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე დაფიქსირებული ბარელი ნავთობის ფასები საპირისპიროს ამტკიცებს. ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელთა მტკიცებით საწვავზე ფასების ზრდა ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. საქართველოს საცალო ქსელში დღეიდან საწვავზე ფასი ლიტრაზე 5-10 თეთრით გაძვირდა. მთვრალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარის ფარგლებში ფიქსირდებოდა, საქართველოს საწვავის ქსელში კომპანიებმა საწვავი 5 თეთრით გააიაფეს. მას შემდეგ კი, ბარელი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა... მიუხედავად იმიასა, რომ დღეს ბარელი ნავთობის ფასი ბირჟაზე 72.13-ია, საქართველოში ამ ფაქტს საწვავზე ფასების შემცირება არ მოჰყოლია. ამასთან, საცალო ქსელში საწვავის ფასები მხოლოდ ბრენდირებულმა კომპანიებმა გააძვირეს. ბრენდირებულ კომპანიებს ბაზრის 70%-ზე მეტი უჭირავთ. მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, საწვავზე ფასი არ გაუზრდიათ სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს. მომხმარებელს ბრენდირებულ კომპანიებთან ფასების სიძვირის გარდა სხვა პრეტენზიებიც აქვს. „დრონი.ჯი“-მ 300-მდე რესპონდენტი გამოკითხა, რომლთაც შემდეგი შეკითხვით მიმართა - რომელი კომპანია არ იტყუება ბენსინგასამართ სადგურებზე საწვავის რაოდენობაში? აღმოჩნდა, რომ მძღოლები ყველაზე მეტად სოკარს, რომპეტროლსა და ეკო ჯორჯიას ენდობიან. მათი მტკიცებით, ეს სამი კომპანია საწვავის რაოდენობაში არ (ან ძალიან ცოტას) იტყუება. რაც შეეხება ვისოლსა და ლუკოილს, მძღოლების უმრავლესობა თვლის, რომ ვისოლი და ლუკოილი მომხმარებელს ატყუებს. „სოკარი“ - 79 „რომპეტროლი“ - 70 „ეკო ჯორჯია“ - 61 „ვისოლი“ - 36 „ლუკოილი“ - 35 არ ვიცი - 10 არ მსურს პასუხის გაცემა - 9 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 14, 2011 დღეს ბარელი ნავთობის ფასი ბირჟაზე 72.13როდინდელი ინფორმაციაა ეს? 100 $ -მდე ღირს ახლა ბარელი ნავთობი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted October 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2011 როდინდელი ინფორმაციაა ეს? 100 $ -მდე ღირს ახლა ბარელი ნავთობი.http://www.oil-price.net/?gclid=CLO82s2y66sCFcRtfAodD3SFIg როცა 72 ღირდა არ გააიაფეს 1 თეთრითაც კI!!!! არ მოგბეზრდა საკუთარი თავის მოტყუება? თუ შენ გგონია თუ დაწერ მაგათ გასამართლებლად რამეს მკითხველს დააგოიმებ? სხვადასხვა ნავთობი სხვადასხვა ფასი აქვს მაგრამ განსხვავება მინიმალურსა და მაქსიმალურს შორის 30$ იყო ამ ბოლო 3 თვის მანძილზე... მაშინ როდესაც ნავთობი აიფდებოდა ვისოლმა და დანარჩენმა ფასი გაზარდეს 1 კვირაში დააკლეს და იგივე გახადეს რაც მაქსიმალური ფასის დროს.. ანუ როდესაც 30$ გაიაფდა ნავთობი 5 თეთრიტაც კი არ გააიაფეს საწვავი.. ეხლა მარაგები აქვთო და მსგავსი გაცვეთილი და "უმწეო" არგუმენტები არ გვინდა რა... ჯობია საერთოდ არ დაპოსტო ხოლმე ასეთ თემებში ვიდრე ხალხი თყუილად გააღიზიანო პ.ს. ვიცი შენ მაინც რამეს მოიფიქრებ ეხლა და დაწერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2011 (edited) PEPE.გამარჯობა, აღარ ჩანდი რაღაც არ გააიაფეს და მაგათი დედაც კაცო. მე რაში მაწყობს ბენზინზე მაღალი ფასი? უბრალოდ ვიკითხე როდინდელი ინფორმაციაა მეთქი, იმიტომ რომ ძველია აშკარად.შენი ბმულის მიხედვით მოუმატია ამ დღეებში $114.68 წერია, როცა $100-ზე იყო ჩამოცდენილი. Edited October 15, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted October 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2011 მე მაწყობს ბენზინი რაც მეტი ძვირი იქნება, ვალერას ფაცხებში ვეღარ გადავდივარ ხოლმე მშვიდად, იმდენი მანქანა დადის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted October 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2011 გამარჯობა, აღარ ჩანდი რაღაც არ გააიაფეს და მაგათი დედაც კაცო. მე რაში მაწყობს ბენზინზე მაღალი ფასი? უბრალოდ ვიკითხე როდინდელი ინფორმაციაა მეთქი, იმიტომ რომ ძველია აშკარად.შენი ბმულის მიხედვით მოუმატია ამ დღეებში $114.68 წერია, როცა $100-ზე იყო ჩამოცდენილი.გაუმარჯოს 125$ რომ ღირდა იგივე ფასი იყო საწვავზე ზსუტად ზუსტად. რაც დღეს 100-ს რომ იყო ჩამორჩენილი მაშინაც იგივე ფასი იყო ამერიკაში კიდევ ისტმეტიურად იცვლება(ნუ იქ გალონების გამოცაა ეგ მაგრამ ყველანაირ ცვლილებაზე რომ რეაგირებენ ეგეც ცხადია. ჩვენთან კიდევ საშინელებაააააა ) გლფისგან რომ იყიდის საწვავს ვისოლი.......... ეხ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.