Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას ის ქვეყნები მიიღებენ, რომელთაც დემოკრატიული განვითარების კურსი აქვთ აღებული


Recommended Posts

მომავალი ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირი თავის სამეზობლოს დამატებით 1 მილიარდ ევროზე მეტს დაახარჯავს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირი შედეგია არაბულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისა, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე მის აღმოსავლელ მეზობლებთანაც.

 

 

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოსაც მოხმარდება, ვინაიდან, მათ მიერ გაღებული 1 მილიარდი ევრო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს უნდა მოხმარდეს, მათ შორის კი საქართველოცაა.

 

ევროკავშირი აცხადებს, რომ თავის უშუალო სამეზობლოს მომავალი ორი წლის განმავლობაში დამატებით მილიარდ ორას ორმოცდაათ მილიონ ევროს გამოუყოფს, თუმცა კონკრეტული ქვეყნების დახმარება, მათ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ უკვე გამოიყო 5.7 მილიარდი ევრო. თანხა, რომელიც ევროკავშირმა სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის გამოყო, მისი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებისთვისაც გაიხარჯა, რომლებსაც ევროკავშირის პოტენციური წევრის სტატუსი ჯერ არ მოუპოვებიათ.

 

ევროკავშირში განმარტავენ, რომ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა პირდაპირ უკავშირდება არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებს, თუმცა ის გავლენას იქონიებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებზეც: საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელორუსიაზე, უკრაინასა და მოლდავეთზე. ევროკავშირში შემდეგი სტრატეგიით მოქმედებენ: რაც უფრო მეტად და რაც უფრო სწრაფად განავითარებს კონკრეტული ქვეყანა საშინაო რეფორმებს, მით უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ის ევროკავშირისგან. ხოლო იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმს არ გამოიჩენენ, ფრაზა ნაკლები – ნაკლების სანაცვლოდ გამოიყენება. ორგანიზაციაში შემუშავებული აქვთ სახელმწოფოების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის პოლიტიკაც. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, მეზობელი ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ასე დაახასიათა: ეს ყველას მიმართ ერთიანი მიდგომა არ არის. პირიქით, ამით ვაღიარებთ, რომ ჩვენი ყველა მეზობელი განსხვავებულია და გვსურს საგანგებოდ მათთვის შემუშავებული დახმარება შევთავაზოთ. ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებს სწრაფად და უფრო ღრმად გაატარებენ, ამ მიზნის მისაღწევად რესურსების მიღების საშუალება ექნებათ.

 

ევროკავშირის ახალ პროგრამასა და ინიციატივებს, ბრიუსელი ასეთი გეგმით პასუხობს. ქვეყანა გამოდის მოწოდებით, შეიქმნას დემოკრატიის ევროპული ფონდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ფიგურებს დაუჭერდა მხარს. შტეფან ფულე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარია აცხადებს, რომ არსებობს მკაფიო მიზნები. ესენია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გაერთიანების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და მედია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა. ევროკავშირი მზად არის ისეთ ფორმატებშიც გააღრმავოს თავისი მონაწილეობის ხარისხი, სადაც ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი – მაგალითად, ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაზე მუშაობს.

 

ეკონომიკის სფეროს რაც შეეხება, რეფორმების გატარების მსურველ ქვეყნებს შესთავაზებენ ინვესტირების დაცვის გაფართოებულ სქემას, რომელიც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან ინვესტორებს იურიდიული დაცვით უზრუნველყოფს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ევროკავშირი თავის სამეზობლოს დამატებით 1 მილიარდ ევროზე მეტს დაახარჯავს

შტეფან ფულე

შინაარსიანი გვარია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

არსებობს მკაფიო მიზნები. ესენია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გაერთიანების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და მედია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა

:givi:

ეხლა ამ გრანტის მოლოდიშია ნაცმოძრაობა და მათი სატელიტი NGO-ები?

 

კანონის უზენაესობის საკითხში ვართ განსაკუთრებით მაგრები, ანუ კარგად ვირგებთ ნნაცების ვიკროიკაზე

არჩევნებზე და დემოკრატიაზე ხომ საერთოდ

 

კიდე აიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და აი მაშინ ხომ საერთოდ გვეშველება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონკრეტული ქვეყნების დახმარება, მათ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული.

 

ავშენებულვართ და ეგაა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

ევროპა ნამ პამოჟეტ :yes:

 

ავშენებულვართ და ეგაა.

:givi:

ჯერ საბერძნეთს აშენებენ

ჩვენი რიგიც მოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Германия окажет Грузии финансовую помощь в проектах развития - посольство

 

ТБИЛИСИ, 25 окт - Новости-Грузия, Циция Мамулашвили. Германия выделит 49 миллионов евро для различных проектов, которые будут осуществлены в Грузии, сообщили "Новости-Грузия" в пресс-службе дипмиссии во вторник.

 

По данным посольства, это решение было принято на прошлой недели в ходе переговоров между представителями правительств Грузии и Германии, которые прошли в Тбилиси.

 

"Во время переговорного процесса было достигнуто соглашение об участии Германии в проектном финансировании на общую сумму более 49 миллионов евро", - сказано в сообщении.

 

По данным посольства, основными темами переговоров были защита биоразнообразия на Южном Кавказе, развитие сельского хозяйства, освоение водных ресурсов, проект экологически чистой переработки мусора в Кутаиси (Западная Грузия), строительства жилищных домов для беженцев, а также продолжение проекта водоснабжения и канализационной системы в аджарской столице Батуми (Черноморский курортный город).

 

С 1992 года правительство Германии выделило более 515 миллионов евро на развитие Грузии. К этому добавляется доля Грузии в региональных проектах Германии общей стоимостью в 89 миллионов ев

 

 

დაემრგვალებინათ ქემაინც 49 მლნ რა პონტია

გერმანიაში კიდევ დარჩენილან ებრაელები :)

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...