Jump to content
Planeta.Ge

აშშ–ის სენატში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების "რუქა" წარმოადგინეს


Recommended Posts

ამერიკის სენატში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების "საგზაო რუქა" წარმოადგინეს.

 

დოკუმენტი, რომელზეც ატლანტიკური საბჭოს წევრთა და სენატორთა ჯგუფი წელიწადზე მეტხანს მუშობდა, ამერიკის ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს, რომელთა შესრულებამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა უნდა შეუწყოს ხელი.

 

დოკუმენტში რეკომენდაციების გარდა, რუსეთის აგრესიაზეცაა საუბარი.

 

"პირველი" მკითხველს რეზოლუციის ორიგინალის ნახვას ამ ბმულზე სთავაზობს.

 

"ის, თუ როგორ მოიქცა რუსეთი საქართველოში, მნიშვნელოვანი საკითხია. 2008 წლის ომის შემდეგ სამი წელი გავიდა, რუსულ სამხედრო ძალებს კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისევ ოკუპირებული აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს", - განაცხადა განხილვისას აშშ-ის სენატორმა სამხრეთ კაროლინას შტატიდან ლინდსი გრაჰამმა.

 

აშშ-ის სენატორმა ნიუ-ჰემპშირიდან ჯინ შაჰინმა კი აღნიშნა, რომ “საუკეთესო, რაც შეიძლება ქვეყნისთვის მოხდეს, ისაა, რომ ის გარშემორტყმული იყოს ქვეყნებით, სადაც ხალხი კანონის უზენაესობას, თავისუფალ არჩევნებს და დამოუკიდებელ სასამართლოს აფასებს”.

 

"ერთადერთი, რატომაც შეიძლება, ამ ინსტიტუტებმა შეგაშინოს, ისაა, რომ ამ იდეის თავად არ გჯეროდეს. დამწყები დემოკრატიების მეზობლად ყოფნა მისასალმებელი სიახლე იქნებოდა, რუსეთში რომ ცხოვრობდე. როდესაც ჩვენი მეგობრები რუსეთში ცდილობენ, დემოკრატიულ განვითარებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში საფრთხე შეუქმნან, ჩვენ - დასავლეთმა ამას ხელი უნდა შევუშალოთ", - განაცხადა შაჰინმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კაცო მერამდენედ უნდა გახსნა ერთი და იგივე თემა? :givi: :givi: :givi: :givi:

მესმის რომ ივანიშვილის თემების დაძირვა გინდა, მაგრამ ერთი და იგივე თემებით? :))

თან არ დაგაძირინებ :)) აი ნაზლო :))) ერთიანად ამოვწევ ყველას :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ივანიშვილის თემების დაძირვა

ივანიშვილის დედას ################## და რუსეთის კიდე

 

თვალებს კარგად თუ გაახელ 10 თემა დახურეს ივანიშვილზე ჩემი გახსნილი

 

 

აი ნაზლო

არ გადამიღუნონ თქო დავწერე უკვე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ამერიკელები რომ იძახიან ეხლა საქართველოს მაპი უნდა მივცეთო,ეგ როგორაა,აკი მაპზე უკეთესი მივიღეთ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკელები რომ იძახიან ეხლა საქართველოს მაპი უნდა მივცეთო,ეგ როგორაა,აკი მაპზე უკეთესი მივიღეთ?

აბა მაშინ უარი რო გვითხრეს რამე სხვა ხო უნდა ეთქვათ

 

მაპის გარდა სხვა დოკუმენტი არ არსებობს ნატოსტან დახლოების იერარქიულ საფეხურზე შემდეგი მაპია და მხოლოდ მაპი გვჭირდება

სხვა დანარჩენი სიცრუეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მაპის გარდა სხვა დოკუმენტი არ არსებობს ნატოსტან დახლოების იერარქიულ საფეხურზე შემდეგი მაპია და მხოლოდ მაპი გვჭირდება

სხვა დანარჩენი სიცრუეა

ანუ მთელი ნაცმოძრაობა პრეზიდენტის,პარლამენტის თავჯდომარის ჩათვლით ამდენი ხანი გვატყუებდა და ალბათ არა მარტო ამას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ მთელი ნაცმოძრაობა პრეზიდენტის,პარლამენტის თავჯდომარის ჩათვლით ამდენი ხანი გვატყუებდა

კი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ძუკუ

ამერიკელები რომ იძახიან ეხლა საქართველოს მაპი უნდა მივცეთო,ეგ როგორაა,აკი მაპზე უკეთესი მივიღეთ?

სრული კომპლექტი უნდა გვქონდეს, უკეთესი, უარესი და მაპი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

შენ ისეთი კაი ბიჭი ხარ ამ დოკუმენტის დედანსაც დადებ

:*

ძალიან მაინტერესებს რა წერია იქ

 

 

 

ხო, მართლა

ბასს მოუსმინეთ??

აბა გაიხსენეთ რა თქვა ჩიკაგოს სამიტზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ბასს მოუსმინეთ??

აბა გაიხსენეთ რა თქვა ჩიკაგოს სამიტზე

რაო და "ვიცი ჩემს ნათქვამს კისა დაწერს პლანეტა.გე -ზეო და არ დაამახინჯოს და თავისებური ინტერპრეტაციები არ მიაბასო" :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რაო და "ვიცი ჩემს ნათქვამს კისა დაწერს პლანეტა.გე -ზეო და არ დაამახინჯოს და თავისებური ინტერპრეტაციები არ მიაბას

შენ ყურები არ გაქ? თუ არ გესმის რას ლაპარაკობდა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე პირადად დიდი იმედით შევყურებ ამერიკის მხრიდან საქართველოსაკენ გადმოდგმულ ყოველ ნაბიჯს

ჰოდა ისა კიდე "საგზაო რუქა" და მაპზე უკეთესი ნუ გერევათ ერთმანეთში...მააშ

აშშ-ის სენატორმა ნიუ-ჰემპშირიდან ჯინ შაჰინმა კი აღნიშნა, რომ “საუკეთესო, რაც შეიძლება ქვეყნისთვის მოხდეს, ისაა, რომ ის გარშემორტყმული იყოს ქვეყნებით, სადაც ხალხი კანონის უზენაესობას, თავისუფალ არჩევნებს და დამოუკიდებელ სასამართლოს აფასებს”.

ეს ვერ გავიგე კაცო

ჯერ არმენია–აზერია–ტურკია–რუსია უნდა გახდნენ დემოკრატიულები?

და მერე ჩვენ?

აქ ვერ დავეთანხმები მისტერ სენატორს

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...